სიახლეები

ხოფის ბაზრობის ხანძართან დაკავებულ პირებთან ადვოკატს არ უშვებენ

07.12.2014
ხოფის ბაზრობის ხანძართან დაკავებულ პირებთან ადვოკატს არ უშვებენ

 

 

რამინ პაპიძის ინფორმაციით, ის ამ წუთებში შს სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოს შენობასთან იმყოფება და ცდილობს შევიდეს იმ სამ ადამიანთან, რომლები დღეს ოთხი საათისთვის მიიყვანეს პოლიციაში, მაგრამ მას შენობაში შესვლის უფლებას  არ აძლევენ.

მოწმის სახით დასაკითხ პირებს შორის არიან ბაზრობაზე არსებული ერთ-ერთი სავაჭრო კონტეინერის მესაკუთრე, ასევე ხელოსანი, რომელიც კონტეინერის მფლობელის დაკვეთით იქვე არსებულ კონსტრუქციას ადუღაბებდა და მისი დამხმარე. ადვოკატის ინფორმაციით, მთავარი სამმართველოს შენობაში კონტეინერის მფლობელის მამა და ძმაც იმყოფებიან.

მოწმის სახით დასაკითხად სამი მოქალაქე დღეს, ოთხი საათისთვის მიიყვანეს მიიყვანეს პოლიციაში. ისინი მას შემდეგ სამმართველოს შენობაში იმყოფებიან. 

რატომ არ აძლევენ ადვოკატს უფლებას შევიდეს შს სმმართველოს შენობაში, უცნობია. შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკითხს გაარკვევენ. 

დღეს ხოფის ბარზობაზე გაჩენილი ხანძრის შემდეგ ორი ადამიანი დაიღუპა. სხვა ზიანი ჯერჯერობით დათვლილი არ არის.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: