აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ლიტერატურულ მარათონში გამარჯვებულები გამოავლინა. მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეებს შორის გამარჯვებულად შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ირმა კეკელიძე დასახელდა, ხოლო მე-10 და მე-12 კლასებს შორის გამარჯვებული ბათუმის მეათე საჯარო სკოლის მე-11 კლასელი ელენე ცეცხლაძე გახდა.
Tag Archives: საზოგადოება
პირველი ქართველი ექიმი ასტრონავტის სერტიფიკატით
პროფესიით გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე 25 წელია სამედიცინო საქმიანობას ეწევა. 51 წლის ექიმი სპორტის ექსტრემალური სახეობებითა და მოგზაურობით არის გატაცებული და გარდა უცხო ქვეყნების, ზღვებისა თუ მყინვარწვერების დალაშქვრისა, იგი სამომავლოდ კოსმოსში გასვლასაც გეგმავს. საამისოდ მან საგანგებო წვრთნა უკვე გაიარა ფილადელფიის საწვრთნელ ცენტრში და 31 ოქტომბერს, „NASTAR“ ცენტრის ასტრონავტის ოფიციალური სერტიფიკატიც აიღო.
გულმავიწყობა თუ უმადურობა?
გაზეთ „ბათუმელებში“ (№ 40, 27 ოქტომბერი – 2 ნოემბერი, 2014) დაიბეჭდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2004-2008 წლების მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ამჟამად ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, მერაბ ქიძინიძის ინტერვიუ, სადაც ზოგიერთი რამ გაშუქებულია არასწორად, რასაც უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ.
როგორ ემზადება ბათუმის მერია ზამთრისათვის
გასულმა ზამთარმა ბათუმელებს 90-იანი წლები გაახსენა. არც თუ ისე დიდი თოვლის პირობებში, ქალაქი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში პარალიზებული იყო. გაითიშა ელექტროენერგია, გაუწმენდავი ქუჩები და ტროტუარები კი სერიოზულ პრობლემად იქცა მოსახლეობისთვის – ავტომობილებს და ქვეითად მოსიარულეებს მოყინულ გზებზე უხდებოდათ გადაადგილება. როგორ ემზადება ქალაქის თვითმმართველობა წლევანდელი ზამთრისთვის? “ბათუმელების“ შეკითხვებს ქალაქის მერი, გიორგი ერმაკოვი პასუხობს.
საკადრო გადაადგილება ბათუმის მერიის ორგანიზაციებში
ბათუმის მერიის ოთხი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. მათ შორის არის შპს „ბათუმის წყლის“ უფროსი ჯანი ვარშალომიძე. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ლევან ვარშალომიძის ნათესავი, ჯანი ვარშალომიძე არ გაუთავისუფლებიათ და თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
შეღავათიანი ტარიფით ყველა სტუდენტი ისარგებლებს
სტუდენტები რომლებიც ბათუმში სწავლობენ, თუმცა იურიდიული მისამართი სხვა რეგიონებში აქვთ, ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათებით მაინც ისარგებლებენ.
ტოლერანტობის დღე ბათუმში
როგორ შევარჩიოთ თეთრეული
ხშირად სამომხმარებლო საქონელზე, იქნება ეს თეთრეული თუ სხვა რამ, აღნიშნული შემადგენლობა ან რეკლამა არ შესაბამება სინამდვილეს. რის გამოც ზოგჯერ გვგონია, რომ შევიძინეთ ხარისხიანი საქონელი, თუმცა ძალიან მალე აღმოჩნდება, რომ შეძენილი საქონელი უხარისხოა.
ბათუმელი მოსწავლე ლონდონის სკოლაში
ბრიტანული საგრანტო კონკურსი „HMC Project“-ი საქართველოსთან მესამე წელია თანამშრომლობს. კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული 16 წლის ნიკა აბჟანდაძეა. რეგისტრაციის შემდეგ ნიკამ ონლაინტესტირება გაიარა და მიღებული შედეგით ლონდონში მდებარე „New Hall“-ში ჩაირიცხა, რომელიც ერთ-ერთ უძველეს კათოლიკურ სკოლად მიიჩნევა დიდ ბრიტანეთში.
460 უკანონო ნაგავსაყარი აჭარაში
აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს მონაცემებით, წელს აჭარაში 460 უკანონო ნაგავსაყარია აღრიცხული. აქედან ბათუმში – 180, ხელვაჩაურში – 113, ქობულეთში – 87, ქედაში – 32, შუახევში – 23, ხულოში კი – 25 ნაგავსაყარი.
„სიკეთის ჯაჭვი“ ძალადობის წინააღმდეგ
ორგანიზაცია „აქტიური მოქალაქეები“ ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას იწყებენ. ღონისძიება ბათუმში ხვალ, 18:00-ზე დაიწყება. „ჩვენ ვაპირებთ „სიკეთის ჯაჭვით“ გავაპროტესტოთ ქალთა მიმართ და ზოგადად ყველა ტიპის ძალადობა. გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩაერთოს ამ კამპანიაში და გამოხატოს მისი პოზიცია“- ამბობს აქციის ორგანიზატორი თამარ ბაუჟაძე.
ზღვისპირა პარკში საბავშვო ავტოდრომი იხსნება
11 ნოემბერს ბათუმის ბულვარში, შადრევნებთან ახლოს საბავშვო ავტოდრომი გაიხსნება. საბავშვო ატრაქციონით სარგებლობის ღირებულება სამი ლარი იქნება.
ღამის თავშესაფარი 40 ბენეფიციარს მიიღებს
ბათუმის მერიის ღამის თავშესაფარი, ნოემბრიდან 40 ბენეფიციარს მიიღებს. თავშესაფრის უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან 9 800 ლარი დაიხარჯება.
გამოასახლებენ თუ არა ბარაკებში მცხოვრებლებს იძულებით?
ბათუმის საკრებულომ დღევანდელ, 10 ნოემბერს გამართულ სხდომაზე „იაფი სახლის“ პროექტი განიხილა. გიორგი ერმაკოვის განცხადებით, „იაფი სახლი“ თამარის დასახლებაში არსებული ბარაკების ადგილზე უნდა აშენდეს, ბარაკებში მაცხოვრებელი პირები კი კომპენსაციის გადახდის შემდეგ ტერიტორიას დატოვებენ.
ეკომიგრანტების განსახლების კრიტერიუმებში ცვლილებები შევიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ცვლილებები შევიდა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახების განსახლების კრიტერიუმებში.
ცვლილებების შედეგად, მანამდე არსებული დაზარალების ოთხი კატეგორია, ორ კატეგორიად ჩამოყალიბდა.
“ბათუმში იაფი სახლის აშენება გადაწყვეტილია“
ბათუმის მერიამ იაფი სახლის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გასულ წელს გააჟღერა, თუმცა პროექტის განხორციელებაზე ამ დრომდე არაფერი იყო გარკვეული. მერიაში იაფი სახლის თაობაზე უკვე 2 000-მდე განცხადებაა შესული. აპირებს თუ არა თვითმმართველობა 2015 წელს „იაფი სახლის“ მშენებლობის დაწყებას და ვის შეიძლება გადაეცეს ბინები? „ბათუმელების“ კითხვებს „იაფ სახლთან“ დაკავშირებით ვიცე-მერმა ზურაბ ბერიძემ უპასუხა.
დიდთოვლობის გამო თურქეთიდან მშობიარე ბათუმში ჩამოიყვანეს
მაჭახლის ხეობაში, დაახლოებით ორი საათის წინ, თურქეთის მხარეს არსებული მაჭახლისპირა ერთ-ერთი სოფლიდან რეანომობილმა მშობიარე ქალი ბათუმში გადმოიყვანა. ექიმებმა მშობიარის გადაყვანა თურქეთის საავადმყოფოში დიდთოვლობის გამო ვერ შეძლეს. ამ დროსითვის თურქეთის მოქალაქემ უკვე იმშობიარა.
მშობიარე ქალის მეუღლის მონაყოლის მიხედვით, მათთან იმდენად დიდი თოვლია, რომ რეანომობილით მისი მეუღლის საავადმყოფოში გადაყვანა შეუძლებელი იყო, ამიტომ აღნიშნული რენომობილი გადმოვიდა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტიდან, ავიდა მაჭახლის ხეობაში, სადაც მას თურქეთის მხარეს დახვდა მშობიარე. მესაზღვრეების ჩარევით და ძალისხმევით მშობიარე უპრობლემოდ მოათავსეს კლინიკა „მედინაში“.
„მედინაში“ მყოფი „ბათუმელების“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მესაზღვრეები ამ დრომდე რჩებიან კლინიკაში. მათთან ერთად არის ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელმაც „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ ქალი და ახალშობილი იმდენ ხანს დარჩებიან კლინიკაში, რამდენ ხანსაც ამას ექიმები მიიჩნევენ საჭიროდ.
როგორც აღმოჩნდა, ახაშობილის მამას აქვს ორმაგი მოქალაქეობა, შესაბამისად, მას თან ჰქონდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი აიდი ბარათი. სწორედ ამის მეშვეობით შეძლო მან საზღვრის გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის იმ მონაკვეთში, სადაც სასაზღვრო გამშვები პუნქტი არ არსებობს, ანუ მაჭახლისპირა ხეობის ერთ-ერთ სოფელში.
„მანდარინობა“ არითმეტიკაში
რამდენიმე დღის წინ პრემიერმა საზოგადოებას მთავრობის ორწლიანი მოღვაწეობის ანგარიში წარუდგინა. „ირაკლიმ ისე ადვილად აუღო ალღო ყველაფერს, ისე ღრმად ჩავიდა დეტალებში“, ადრე ივანიშვილი გააოცა, წელს ფანჯიკიძე, ხოლო არითმეტიკის ცოდნით – მთელი აჭარა. ნუ, კარგი, მთელი თუ არა, აჭარის მოსახლეობის ის ნაწილი მაინც, ვისთვისაც ციტრუსი, განსაკუთრებით მანდარინი, უფრო მეტია, ვიდრე ხილი. ვისთვისაც მანდარინის კარგი მოსავალი და მისი რეალიზება არის იმედი, რომ ზამთარს თბილად გადააგორებს, მშიერი არ დარჩება ოჯახი, შეიძლება რაღაც ტექნიკაც შეიმატოს სახლში და რაც მთავარია, უჩნდება განცდა, რომ შრომა დაფასდა, ღირს წვალება.
თოვლიანი დილა ხულოში [ფოტო]
ხულოში დღეს გამოიდარა და აღარ თოვს. რამდენიმე სოფელში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია და სოფლები გარე სამყაროს მოწყვიტა. დაზიანდა ელექტრო ენერგიის გადამცემი ხაზები.
პრესკონფერენცია მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით
ხვალ, 4 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიას“ მე-5 საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (GEOSTAT) აღმასრულებელი დირექტორი, მერი დაუშვილი, შვედეთის სამეფოს სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქუიქი და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე 2014 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მხარდაჭერის შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ.
ხანძარი აბაშიძის ქუჩაზე
ბათუმში, ირაკლი აბაშიძის ორ ნომერში საცხოვრებელო სახლის სხვენს ცეცხლი გაუჩნდა. მეზობლების განცხადებით, მიტოვებული სახლის სხვენში უსახლკარო ბიჭი ცხოვრობდა.
მწვანე კონცხზე მეწყერი ჩამოწვა
ამ წუთებში, მწვანე კონცხზე, გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას მოქალაქე გვატყობინებს.
ეკოპარკები პოლიეთილენის ნაცვლად
ბათუმში ცოტამ თუ იცის, რომ წიგნის მაღაზია “ბიბლუსის” ქსელში პოლიეთილენის გარდა მუყაოს პარკებშიც დებენ შენაძენს. მაღაზიებში ამბობენ, რომ მომხმარებელი ხშირად პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ მუყაოს პარკით, რომელსაც არ აქვს სახელურები, რთულია რამდენიმე მძიმე ნივთის ერთდროულად წაღება, ამიტომაც ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად სთავაზობენ მათ ეკოპარკებს.
კაცები ქალთა მკვლელობების შესახებ
2014 წელს, იანვრიდან დღემდე პერიოდში, საქართველოში 23 ქალი მოკლეს. ოჯახური ძალადობის მასშტაბებს ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ. რას ფიქრობენ საქართველოში მცხოვრები მამაკაცები ქალთა მკვლელობებზე, რას მიიჩნევენ ისინი აგრესიის ზრდის მიზეზად და როგორ ხედავენ მამაკაცის როლს ქალთა უფლებების დაცვაში?
„დალაგებული არ გვაქვს – დაყრას იწყებენ“
პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, სიგარეტის ნამწვები თუ კოლოფები – მსგავს საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ბათუმში ბევრი საცხოვრებელი კორპუსის წინა თუ უკანა ეზოში ნახავთ. იმის მიუხედავად, რომ ნაგვის ბუნკერები ხშირ შემთხვევაში მაღალსართულიან სახლებთან ახლოს დგას, მოქალაქეები ნაგვის მოშორებას მაინც აივნიდან ამჯობინებენ. ქალაქ ბათუმის სანდასუფთავებაში ამბობენ, რომ მათი თანამშრომლები თვეში ორჯერ 580-ზე მეტი კორპუსის შიდა ეზოს ალაგებენ, თუმცა, ამის მიუხედავად, ეზოების ნაწილი მაინც დანაგვიანებულია.
იპოთეკარების აქცია მთავრობის სახლის წინ
ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის წინ იპოთეკარები აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ ბოლო პერიოდში გახშირებულ გამოსახლებას. მათი მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან დაბალი, გრძელვადიანი სესხების გაცემაა.
ლუკა და მისი ბენდი
ლუკა ბურჭულაძე ჯერ ათი წლისაა, თუმცა ოთხი წელია საკუთარი ბენდის შექმნაზე ოცნებობს. სამ ინსტრუმენტზე დაკვრა ექვსი წლისამ ისწავლა, მას შემდეგ გაუჩნდა ბენდის შექმნის იდეაც, მალევე მიხვდა, რომ ბენდის შექმნა ოჯახის წევრებისგანაც შეეძლო, ამიტომაც ჯიუტად მოითხოვდა ბენდისთვის family Band-ი დაერქვათ.
მოქალაქეები „კუბთაუერის“ წინააღმდეგ
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, 22 სართულიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა განახლდა. 40 მილიონიან ინვესტიციას, აზერბაიჯანელი მოქალაქე მუსა სულეიმანოვი ახორციელებს. მშენებლობის გვერდით, ანუ გოგებაშვილის ოთხ ნომერში, ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დგას. აქ მცხოვრებთა განცხადებით, საცხოვრებელი სახლის შიდა და გარე კედლები მას შემდეგ დაიბზარა, რაც სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. მოქალაქეები კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ და ხელისუფლებას მათი უფლებების დაცვას სთხოვენ.
ტკივილის შემსუბუქების უფლება
პაციენტს, რომელმაც მკურნალობის ყველა ეტაპი გაიარა და დადგინდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად ვეღარ გაუმჯობესდება, აქვს ტკივილის შემსუბუქების უფლება. მისი ამ უფლების დაცვის უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა. ამას მედიცინის ენაზე პალიატიური მზრუნველობა ჰქვია და ამ ტიპის მზრუნველობის უზრუნველყოფას სახელმწიფოს ევროპის სოციალური ქარტიაც ავალდებულებს. საქართველოში მოქმედ ერთ-ერთ ჰოსპისში მოსახვედრად, სადაც პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებს მკურნალობენ, პაციენტები საკუთარ რიგს ელიან. საავადმყოფო კი 19 საწოლზეა გათვლილი და 100 %-ით დაკავებულია.
მარტოხელა დედები სტატუსისა და დაფინანსების გარეშე
მარტოხელა, ორი შვილის დედა სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. სამსულიანი ოჯახი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ცუდი პირობების გარდა, ოჯახს საკვების დეფიციტიც აქვს, არც საოჯახო ნივთები და ჩასაცმელი გააჩნიათ. მარტოხელა დედის სტატუსის გაუქმების შემდეგ მარტოხელა დედების სოციალური ყოფა კიდევ უფრო გაუარესდა.
აქცია უკრაინის მხარდასაჭერად
ამ წუთებში ბათუმში, ევროპის მოედანზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
სტუდენტები დაშინების პოლიტიკის წინააღმდეგ
დღეს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის წინ, სტუდენტური მოძრაობა „ალტერნატივას“ წევრებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. ისინი სტუდენტებზე ზეწოლას აპროტესტებენ.
მოქალაქის განცხადებით, გოროდოკის დასახლებას წყალი არ მიეწოდება
რამდენიმე წუთის წინ „ბათუმელების“ რედაქციაში მოქალაქემ დარეკა. მისი განცხადებით, ის ბათუმის ერთ-ერთ უბანში, ზემო გოროდოკში ცხოვრობს. მოქალაქე ამბობს, რომ აღნიშნულ უბანში მოსახლეობას წყალი სამი დღეა არ მიეწოდება.
წუხელ ღამით წალკიდან ორი ოჯახი გამოასახლეს
წუხელ, გვიან ღამით წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებადან, ორი ეკომიგრანტი ოჯახი გამოასახლეს. ისინი ამჟამად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში იმყოფებიან. გამოსახლების საშიშროება წალკაში ჩასახლებულ 150-მდე ოჯახს კიდევ ემუქრება.
მდინარე საცხოვრებელ სახლში შევარდა
თვითმხილველის, როინ გუნდაძის ინფორმაციით, წუხელ ღამის სამ საათზე მდინარე ყორიოლისწყალმა შუქრი ბერიძის ორსართულიანი საცხოვრებელ სახლი მიიტაცა.
როგორ გამოაცალა აჭარულ ხაჭაპურს გიამ ცომი
„ჩემი ყოველი დილა იწყებოდა ასე – ვჭამდი აჭარულ ხაჭაპურს და მივდიოდი სკოლაში. ხაჭაპურს მე და ჩემს ბიძაშვილს ბიცოლა გვიცხობდა, რომელიც მეხაჭაპურე იყო და დილიდან საღამომდე მუშაობდა. ჩვენც ვეხმარებოდით. მერე უკვე ჩვენვე ვიცხობდით ჩვენ წილ ხაჭაპურს“ – იხსენებს გია აგირბა, აჭარული ხაჭაპურის ცნობილი მცხობელი ბათუმში. მისი ყოველი დილა ახლაც ასე იწყება: დილით, ცომის მოზელის, შეშის ღუმელის გახურებისა და ხაჭაპურის გამოცხობის შემდეგ, საკუთარ გამომცხვარ აჭარულ ხაჭაპურს პირველი თავად სინჯავს.