დღეს, 21 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე მოქალაქეები საკუთარი შვილის საფლავზე დაღუპული იური ვაზაგაშვილის მიმართ სოლიდარობის გამოსახატავად შეიკრიბნენ. მოქალაქეების განცხადებით, ვაზაგაშვილის ტრაგედიამ ქვეყანაში დაუცველობის განცდა გააჩინა. ისინი ხელისუფლებას დანაშაულის ობიექტურად გამოძიებას და დროულ რეაგირებას სთხოვენ.