ბათუმში მშობიარე გარდაიცვალა

 

გარდაცვლილი 27 წლის ქალია. მან მეოთხე ბავშვზე ბათუმის სამშობიარო სახლში იმშობიარა. ექიმების თქმით, ახალშობილი თავს ნორმალურად გრძნობს. 

საკადრო კრიზისი საჯარო სამსახურებში

 

უპირველეს ყოვლისა განვმარტავ, რომ არანაირი შეხება არ მაქვს პოლიტიკასთან, არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. წინამდებარე წერილის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ დღეს საჯარო სამსახურებში ძლიერ ბნელა. 

ბავშვთა სახლები კანონს მიღმა

საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში სამი დიდი ზომის ბავშვთა სახლი და რამდენიმე პანსიონია, სადაც სოციალურად დაუცველი არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ. მსგავსი ტიპის დაწესებულებები აქვს საქართველოს სამუფთოსაც. მარტო აჭარაში 24 სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებს, სადაც მოზარდები 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან.

19 წლის სტუდენტს სიცოცხლის გაგრძელებისთვის კიდევ 13 ათასი ევრო სჭირდება

 

19 წლის სტუდენტი – ბათუმელი თამილა მახარაძე სიცოცხლისთვის იბრძვის. მას იშვიათი დაავადება 6 წლის წინ გამოუვლინდა. ამის მიუხედავად, მას არც სწავლა შეუწყვეტია და არც იმედი დაუკარგავს, რომ გადარჩება. ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში საკუთარი ძალებით ახერხებდა დაავადებასთან ბრძოლას. ახლა მათ 30 ათასი ევრო სჭირდებათ გადამწყვეტი ოპერაციის ჩასატარებლად. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 7 ათასი ევრო გამოუყო, აჭარის მთავრობა 10 ათასი ლარის გადარიცხვას ჰპირდება. ამ დროისთვის მახარაძეებმა ჯამში 17 ათას ევროს მოუყარეს თავი. 

საკონსტიტუციო სასამართლოში ID ბარათის გაუქმების მოთხოვნით შესული სარჩელის დასაშვებობაზე

 

„საქართველოს მოქალაქე თენგიზ ლატარია საქართველოს პარლამენტისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდების სარჩელის დასაშვებობის განხილვას დღეს, ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს.

75 ოჯახი ავარიულ სახლში

 

ბინის წინა კედელი ხელის შეხებაზე ირყევა, იატაკი დაწეულია, საყრდენი კედლები კი – დაბზარული.  „ასეთ ოთახში სძინავთ ბავშვებსაც. ნევროზი მაქვს უკვე, მეშინია სახლი არ ჩავარდეს“, – ამბობს სახლის ერთ-ერთი მცხოვრები, მარინა ცხოიძე. გასულ კვირას კორპუსიდან ერთი ადამიანი გაასვენეს. დაკრძალვის ცერემონიალზე მარეგულირებელი ჭირისუფალთან კიბის ჩამონგრევის შიშით ოთხზე მეტ ადამიანს არ უშვებდა.  

ახალდაბის მოსახლეობა გზების დაზიანებას აპროტესტებს

 

დღეს, 10 თებერვალს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართვას.  

დედები თავშესაფრიდან

 

დედათა და ბავშვთა თავშესაფარი მახინჯაურში, ყოფილ ბავშვთა სახლშია განთავსებული. აქ ამჟამად 9 ქალი ცხოვრობს 11 ბავშვთან ერთად. თავშესაფარში უფასოა კვება, ყველა დედას კეთილმოწყობილი, საკუთარი ოთახი აქვს, სადაც, კანონის თანახმად, მხოლოდ ექვსი თვით შეუძლიათ დარჩენა. თუმცა დედათა და ბავშვთა ცენტრის დამფუძნებელი ნანა საყვარელიძე განმარტავს, რომ მარტოხელა დედების უმრავლესობას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული კომისიის თანხმობით, მომდევნო ექვსი თვით თავშესაფარში დარჩენის უფლებასაც აძლევენ, რადგან მარტოხელა დედებს წასასვლელი არსად აქვთ.  

სკოლები აჭარაში [ინფოგრაფიკა]

 

დღეს არსებული მონაცემებით აჭარის რეგიონში სულ 255 სკოლაა, ამათგან ყველაზე მეტი, 50-50 სკოლა ქობულეთისა და ხულოს მუნიციპალიტეტებშია. მეორე ადგილზე სკოლების რაოდენობით ბათუმი (45 სკოლა), მესამეზე კი შუახევის მუნიციპალიტეტია (44 სკოლა). რესურსცენტრების ინფორმაციით, დღეისთვის აჭარის რეგიონში საშუალოდ 53 795 მოსწავლე სწავლობს და 7 073 პედაგოგი ასწავლის.

ლეგენდა და სინამდვილე სელიმ ბეგზე

 

მაღალმთიან აჭარაში, წყანიშურის უბანში ერთი საფლავია. არაფრით იქნებოდა ეს საფლავი სხვა, ათასობით საფლავისგან გამორჩეული, რომ არა იმ კაცის ისტორია, რომელიც იქ განისვენებს. სელიმ ბეგ ხიმშიაშვილზე მოგითხრობთ, ადამიანზე, რომელმაც XVIII-XIX საუკუნის მიჯნაზე ზემო აჭარა გააერთიანა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გაერთიანებაც სურდა. 

საზღვრის კვეთის სტატისტიკა 2015 წელს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემები გასული თვის მდგომარეობით , 2015 წლის იანვრის თვე 309 467 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 3 %-ით ნაკლებია.

გამხმარი ხეები გზის გასწვრივ

 

5000 ლარამდე თანხა დაიხარჯა ორი მუნიციპალიტეტის, შუახევისა და ხულოს ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური გზის გასწვრივ ხეების დარგვისათვის. გასულ წელს დარგული ხეების უმეტესობა ახლა გამხმარია. როგორც მუნიციპალიტეტების ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ხულოში დარგული ხეების 40 % -მა გაიხარა, შუახევში კი მხოლოდ 20  %-მა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებზე

 

გასულ კვირას, აჭარის ტელევიზიის ახლადანიშნულმა დირექტორმა ტელევიზიაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა. სახელდობრ, კონკურსის გამოცხადების მოტივით, დროებითი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი უთხრა საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ირინა ყურუას და კიდევ რამდენიმე თანამშრომელს. 

საკრებულოში ვიცე-მერად დანიშნული გიორგი ერმაკვის დანიშვნას განიხილავენ


ამ წუთებში ბათუმში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.  სხდომის დაწყებისთანავე, საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილმა გია ერმაკოვს ვიცე-მერის თანამდებობა მიულოცა. სხდომას ახალი ვიცე მერიც ესწრება.  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ მომავალში ერმაკოვის მერად დანიშვნის ეჭვი გამოთქვა. 

სოფელი, სადაც წვიმის დროს მეწყერი ესიზმრებათ 1

 

სოფელი გოგინიძეები ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელში 40 ოჯახია, სულ 120 ადამიანი ცხოვრობს. აქ მეწყრული პროცესი 2011 წლის 6 აპრილს,  საღამოს 5 საათზე განვითარდა.  თვითმხილველების თქმით, ზვავს საშინელი ხმაური ახლდა თან,  მთის მასა მოდიოდა და ხეებიც მოჰქონდა.  

bbb


ინფორმა იმის შესახებ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირნათში თურქმა მესაზღვრეებმა საზღვარი გადმოკვეთეს და საქართველოს მოქალაქეები ტერიტრიის დატოვება აიძულეს სინამდვილეს არ შეესაბამება – ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ საზღვრის დაცვის დეპარტამენტში განუცხადეს.

სოციალურად დაუცველთა სამთავრობო სიებს არასამთავრობოები სწავლობენ

 

ხელვაჩაურის ყოფილ ე.წ. #53 სატანკო ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და ეკომიგრანტების პრობლემებზე არასამთავრობოებმა საჯარო დისკუსია გამართეს. დისკუსიაზე ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“, დემოკრატიის ინსტიტუტმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „ბორჯღალმა“ სამთავრობო კომისიების მიერ დღემდე ჩატარებული კვლევის მონიტორინგი წარმოადგინეს, რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერებათა კავშირი „ინტელექტი“ და ასოციაცია „ბორჯღალი“ აწარმოებდა.


<!** Image 1 align="left" alt="შეხვედრაზე" sub="შეხვედრაზე" width="300" height="512" >

1000 ლარი ჯარიმა ზედმეტი სართულისათვის

 

 

 

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის #8-ში, მრავალსართულიანი სახლის მეპატრონე  ბათუმის ზედამხედველობის სამსახურმა მშენებარე სახლზე პროექტით გათვალისწინებულზე მეტი სართულების დაშენების გამო ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დააჯარიმა, თუმცა მშენებელს ჯარიმა, ათასი ლარი დღემდე არ გადაუხდია. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის გარეშე აშენებული სართულები დემონტაჟს ექვემდებარება. 

+კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბათუმში საკაბელო ოპერატორები დააჯარიმა

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბათუმში მოქმედი სამი საკაბელო ოპერატორი – შპს „TV ERA“, შპს „ტვ XXI+“ და შპს „BATUMI MEDIA GROUP“, გარკვეული უცხოური და ქართული სამაუწყებლო არხების არამართლზომიერი რეტრანსლირებისთვის დააჯარიმა.

ორმაგი სიმრუდე

 

მემბრანული გადახურვები, გარსული გადახურვები, ერთმაგი სიმრუდის გარსები, ორმაგი სიმრუდის გარსები, დიდი სივრცეების გადასახური გუმბათები და მათი სხვადასხვა სახეობები საინჟინრო მეცნიერებისა და სამშენებლო კულტურის განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენს. ასეთი კონსტრუქციების მშენებლობაში გამოყენება უკვე მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზე დაიწყო. ყველა იცნობს შუხოვის ლითონის ჰიპერბოლურ ანძას, 1958 წლის იანის ქსენაკისის და ლე კორბუზიეს პროექტით აშენებულ განთქმულ ფილიპსის პავილიონს, ფელიქს კანდელას ჰიპერბოლური პარაბოლოიდებისგან შემდგარ ულამაზეს შენობებს, ეერო საარნინენის ჯ.ფ.კენედის აეროპორტს, ბაკმინსტერ ფულერის გეოდეზიურ გუმბათებს, იორნ უცონის სიდნეის ოპერის თეატრს, ცნობილი შვეიცარელი ინჟინრის ჰაინც იზლერის კონსტრუქციებს, ელადიო დიესტეს ავტობუსის გაჩერებებს, აღმოსავლეთ გერმანელი ინჟინრის ულრიხ მიუთერის ზღვისპირა პავილიონებს და ბევრ სხვა სახელგანთქმულ შენობას. 

პატრიარქი აჭარაშია

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე,  მესამე დღეა აჭარაში, კერძოდ, ქობულეთში იმყოფება. პატრიარქი დღეს ბათუმშიც ჩამოვიდა.

საჰაერო მიმოსვლა სტამბოლი-ბათუმი მეორე დღეა შეჩერებულია

 

 

ორი დღეა სტამბოლი-ბათუმის მიმართულებით ფრენა შეჩერებულია. როგორც ბათუმის აეროპორტში განმარტავენ, ამის მიზეზი ძლიერი ქარია.

აფრიკაში მიტოვებული ქართველი მეზღვაურები ბათუმში ჩამოვლენ

 

ბათუმში ხვალ, 2 თებერვალს, იმ მეზღვაურებს ელოდებიან, რომლებიც აფრიკაში ხელფასისა და საკვების გრეშე იყვნენ დარჩენილნი. სტამბოლი-ბათუმის  ავიარეისით დღეს 10 მეზღვაური ჩამოვა. აფრიკaში გემებზე  კიდევ 10 ქართველი  მეზღვაური რჩება. 

აქვს თუ არა ადგილი თანამშრომლის დისკრიმინაციას ბათუმის უნივერსიტეტში

 

 

ეს ფაქტი ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში გასულ კვირას მოხდა, როგორც ამას თავად „დაბარებული“ ყვება: რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ბარამიძემ კაბინეტში მიწვეულ თანამშრომელს უთხრა, რომ მისი შვილი, რომელიც ასევე უნივერსიტეტში მუშაობს, სამსახურიდან უნდა წასულიყო. მიზეზი – ეპილეფსიური შეტევები, რის გამოც სხვა თანამშრომლები პრეტენზიებს გამოთქვამენ.

„არა პანორამას“ – აქცია ბათუმშიც გაიმართა

 

დღეს 31 იანვარს, ბათუმის ბულვარში „რვაფეხა“-ს წინ, სტუდენტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა „არა პანორამას“ მხარდამჭერი აქცია გამართეს.

 

ჩანჩხალოს მოსახლეობის აქცია მთავრობის სახლთან

 

 

სოფელ ჩანჩხალოს მცხოვრებლებმა დღეს, 31 იანვარს, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. სოფლის მცხოვრებლები სოფელში  ჰესთან დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, სოფელი, რომელიც მეწყრული პროცესების გამო წითელ ზოლში იყო, გვირაბის მშენებლობის შემდეგ კიდევ უფრო დაზიანდა. ჩანჩხალოს მცხოვრებელთა განცხადებით, გვირაბის მშენებელ კომპანიას გეოფიზიკური დასკვნა ამ დრომდე არ წარმოუდგენია.

ყველაფერი ექვემდებარება კრიტიკას

 

 

რატომ თქვა ევროპამ „მე ვარ შარლი“ და რამდენად სწორად აღიქვა საქართველოს საზოგადოებამ დასავლური სამყაროს პროტესტი? რას ვეუბნებით „არა“-ს და რა საფრთხეების წინაშე დგას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ გამგეობის თავმჯდომარემ, რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა ია ანთაძემ ისაუბრა.

იპოთეკარები არჩილ ხაბაძესთან

 

 

ბათუმში მცხოვრები, იპოთეკით დაზარალებული 100-მდე ოჯახი აჭარის მთავრობის სახლთან იმყოფება. იპოთეკარების ინფორმაციით მათი ორი წარმომადგენელი, მათავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ხვდება. 

კრიმინალი ბათუმში


ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბათუმში ორი მოქალაქის ავტომანქანა დაწვეს22 იანვარს კი, საღამოს ათ საათზე, აფთიაქიდან გამოსულ ქალს თავს დაესხნენ, ჩანთა გასტაცეს და ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. რამდენად უსაფრთხოა ბათუმში ღამის საათებში გადაადგილება და რას უკავშირდება გახშირებული კრიმინალური შემთხვევები? „ბათუმელებთან“ ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“  ხელმძღვანელმა გენო გელაძემ ისაუბრა.

სახლს ძეგლის სტატუსი არ მიენიჭება – მესაკუთრის კვლევის საფუძველზე შეცვლილი გადაწყვეტილება

 

ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში არსებული შენობისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი მესაკუთრის მიერ მოწვეული სპეციალისტის დასკვნის საფუძველზე ჩავარდა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულმა კომისიამ სწორედ ამ კვლევის საფუძველზე შეცვალა თავისი პირველი გადაწყვეტილება და შენობას ძეგლის სტატუსი აღარ მიენიჭება. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა სამართლებრივი ნორმებით ისარგებლა კომისიამ, როცა თავისივე პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალა.  გთავაზობთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პოზიციას, რომელსაც ორგანიზაციის იურისტი, თეა ონიანი განმარტავს. 

ბარათაშვილის ქუჩაზე სახლს ძეგლის სტატუსი არ მიანიჭეს – ნიკოლოზ ანთიძის განმარტება

 

ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩის #24-ში არსებული შენობის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან არსებულმა საბჭომ რამდენიმე თვის წინ დაადგინა, რომ შეიძლება ამ შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭოს, თუმცა ახლახან გაირკვა, რომ საბჭომ თავისი გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვალა – შენობას ძეგლის სტატუსი აღარ მიენიჭება.  მიზეზების გარკვევა „ბათუმელებმა“ სააგენტოს ხელმძღვანელთან, ნიკოლოძე ანთიძესთან სცადა.

მოსწავლეები მშვიდობის მხარდასაჭერად

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას“, „ჩვენ არ გვინდა ომი“- ამბობდნენ ბათუმელი ახალგაზრდები, რომლებმაც მშვიდობის მხარდასაჭერი აქცია დღეს, 27 იანვარს,  ექვსი მაისის პარკში და ერას მოედანზე გამართეს.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, ახალი პროექტის პრეზენტაციას გამართავს

 

 

ხვალ, 28 იანვარს, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ადგილობრივი მთავრობის, სამოქალაქო განათლების კლუბების წარმომადგენლებს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ (ACCESS) პროექტის გახსნის ღონისძიებაზე იწვევს. პროექტის მიზანია საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ზოგადად სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერება. 

„სამთავრობო კომისია არაეფექტურად მუშაობს“

 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო მონიტორინგის“ ბრიფინგი გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით ბერიძემ განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებულ „ოცნების ქალაქში“ თვითნებურად შესახლებული მოსახლეობა უკმაყოფილოა სამთავრობო კომისიის მუშაობით. 

ძალიან საშიში მისტერ მერსედესი

 

„მისტერ მერსედესი“ სტივენ კინგის ბოლო წიგნია. ასეთი პოპულარული ავტორის მორიგი წიგნის გამოსვლა ქართულ ენაზე,  თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა „მისტერ მერსედესის“ გამოსვლა სხვა რამის გამოა ძალიან მნისვნელოვანი – კინგის ეს წიგნი მხოლოდ გასულ თვეში გამოვიდა აშშ-ში, სულ რაღაც ერთ თვეში კი გამოიცა მისი ქართულენოვანი ვარიანტი. ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია ქართულ საგამომცემლო საქმეში –  აქამდე მსოფლიო ბესტსელერების თარგმნის ტემპი არც ისე სწრაფი იყო. 

20 მეზღვაური ხელფასისა და სახლში დაბრუნების მოლოდინში

 

 

აფრიკაში, განაში, ოთხ ბერძნულ გემზე 20 ქართველი მეზღვაური ხელფასისა და საკვების გარეშეა დარჩენილი. ისინი ქართულ მხარეს დამქირავებელთან საქმის გარკვევაში დახმარებასა და სამშობლოში დაბრუნებას სთხოვენ. 

Exit mobile version