სიახლეები

ტარიელ ნაკაიძე მუფტის არჩევაზე: „ასეთი ქმედება დააზიანებს მუსლიმი თემისა და სახელმწიფოს ურთიერთობას“

23.11.2014
ტარიელ ნაკაიძე მუფტის არჩევაზე:  „ასეთი ქმედება დააზიანებს მუსლიმი თემისა და სახელმწიფოს ურთიერთობას“

 

„მე ვფიქრობ სახელმწიფოს ასეთი ქმედება უფრო მეტად დააზიანებს მუსლიმი თემისა და სახელმწიფოს ურთიერთობას. თუ არ შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ, თუ არ შეიცვლება სისტემა, არ მოხდება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ძირეული რეორგანიზაცია, ცვლილებები, ისევე როგორც დამფუძნებელი წევრების ასევე ეგრეთწოდებული ფსევდო მეჯლისის წევრებისა, რომლებიც მხოლოდ ხელს აწერენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებებით, ასევე არ ჩამოყალიბდება განცდა, რომ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მართვა ეკუთვნის მუსლიმებსა და დაიცავს საქართველოში მცხოვრები მუსლიმების უფლებებს, მანამ ვერ მოხერხდება არსებული მდომარეობის გამოსწორება.

 

 ყოფილი მუფთის ჯემალ პაქსაძის გადადგომა და ახალი მუფთის ასეთი ფსევდო არჩევა, რომელიც სინამდვილეში გარე ძალების მიერ დანიშვნას ნიშნავს დღითი დღე უფრო დაშორდებს მუსლიმ თემსა და სახელმწიფო ერთმანეთისაგან.

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი მუფთი ბატონი ბეგლარ ქამაშიძე არის ჩემი მეგობარი, მე ვურჩევდი ვიდრე დათანდხმდებოდა ამ თანამდებობას მანამდე კარგად უნდა გაეაზრებინა არსებული მდგომარეობა, რომელიც არსებობს მუსლიმ თემში დღეს საქართელოში. სახელმწიფომ მსგავსი ქმედება განახორციელა რამდენიმე თვის წინაც. შეიხი ვაგიფ აქბეროვი ჩაანაცვლა რამინ იდიგოვით. ერთი რამ არის ფაქტი, თუ მუსლიმთა სამმართველოში ვერ მოხერხდება ძირეული რეორგანიზაცია, მუსლიმ თემს არ მიეცა საშუალება მისი წინამძღვარი აირჩიოს, ვინც არ უნდა მოიყვანო მის სათავეში არა მაქვს იმედი მდგომრეობა  დადებითისაკენ შეიცვალოს. პირიქით უფრო მეტი ალბათობაა საფუძველი გახდეს „რადიკალური ისლამის“ განვითარებისა.“ – განმარტავს ტარიელ ნაკაიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: