რა პრობლემები შექმნა მარტის დიდთოვლობამ მაღალმთიან აჭარაში

დღეს, 17 მარტს, მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში –  ქედაში, შუახევსა და  ხულოში დილიდან ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლე ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრს აჭარბებს. ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელ გზებზე შეფერხება არ არის და გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებით შესაძლებელია. გზაზე გადაადგილება და ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხებულია ხულოს მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებში. „დიოკნისისა …

რას ითხოვენ ქალები შუახევში – ორი პეტიცია საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში

პროექტის – „ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში შუახევში ორი პეტიცია მოამზადეს, რომელთაგან ერთი უშუალოდ შუახევის მუნიციპალიტეტს ეხება და ადგილობრივ საკრებულოს წარუდგენენ, მეორე კი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს შეეხება და მისი ადრესატი აჭარის უმაღლესი საბჭოა. „ერთი კვირის წინ შუახევში ვიყავი, ფეხი მტკივა და გაწვალებული გავედი. გზის პრობლემა გვაქვს ძირითადად და დიდი ბედნიერება იქნება ჩვენთვის, სოფლებში …

აჭარაში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი შუახევია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 მარტს,  თბილისის დროით 23:55 საათზე, დაბა შუახევთან მიწისძვრა მოხდა პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.0 (ML) მაგნიტუდა იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა სოფელ მოფრინეთთან მოხდა.  

პრორუსულ „ალტ-ინფოს“ პარტიისთვის ნაქირავები ოფისი შუახევშიც დაატოვებინეს

ხულოს შემდეგ პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი შუახევშიც დახურეს. „3 დღის წინ იქირავეს ჩემი საკუთრება. მე მეგონა ძიძიგურის პარტია, კონსევრატორები ვართო, ასე მითხრეს და მერე გავიგე, რომ თურმე სხვა პარტია ყოფილა… 600 ლარი უნდა გადაეხადათ, ასე შევთანხმდით ზეპირად, ხელშეკრულება არ დაგვიდია. არ მომწონს ის, როგორც მოიხსენებენ ისინი მუსლიმებს, მე ეს გადმომცეს და ვნახე… მოვთხოვე …

პროექტი შუახეველი ახალგაზრდებისთვის

შუახევის სოფლებში, ჭვანასა და ნენიაში, პროექტში – „ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ჩართული ახალგაზრდები თანატოლებს შეხვდნენ და მათ თვითმმართველობის კომპეტენციასა და სამოქალაქო ბიუჯეტზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. პროექტში შეძენილი ცოდნის გაზიარებასთან ერთად, შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად ამავე პროექტის ფარგლებში მომზადებული კედლის კალენდრებიც გადასცეს, რომლებზეც დამატებითი ინფორმაციის სახით, თვითმმართველობის კომპეტენციაა დატანილი. აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის …

პროექტის გამარჯვებული გოგო შუახევიდან: ნამუშევრების უცხოეთში გატანაზეც ვფიქრობ 

თამუნა ქარცივაძე შუახევის სოფელ ტაკიძეებში ცხოვრობს. ამბობს, რომ ბავშვობიდან უყვარდა სხვადასხვა ნივთებისთვის ახალი სახის მიცემა, ბოლო დროს კი სტრინგ არტით დაინტერესდა. სტრინგ არტი, ძირითადად ლურსმნებითა და ძაფებით ახალი დეკორაციების და ნივთების შექმნაა. თამუნამ მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პროგრამაშიც გაიმარჯვა, რითაც საყვარელი საქმე ერთგვარ ბიზნესად აქცია. „ნივთების შეძენის სურვილი გაჩნდა უცხოეთიდანაც და სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ექსპორტზეც ვფიქრობ“, …

შუახევში მოქალაქემ დათვის ბელები იპოვა

შუახევის მუნიციპალიტეტში, გზისპირას, მოქალაქემ დათვის ორი ბელი იპოვა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) დარეკა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შუახევში ნაპოვნი დათვის ბელები ცხვარიჭამიაში არსებულ დათვების თავშესაფარს გადასცეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი ცხოველები. ადამიანებთან შეჩვევის შემდეგ, მათი უკან, ველურ ბუნებაში დაბრუნება რთული …

შუახევიდან პაციენტის გამოყვანა 24 საათი ვერ შეძლეს – ის ახლა გადაჰყავთ კლინიკაში

შუახევში, სოფელ ხაბელაშვილებში, მხოლოდ ერთი დღე-ღამის შემდეგ შეძლო სასწრაფო დახმარების სამსახურმა პაციენტამდე მისვლა. დაახლოებით 62 წლის ქალს ხაბელაშვილებში გუშინ ღამითაც სჭირდებოდა ექიმების გადაუდებელი დახმარება, თუმცა დიდთოვლობის შედეგად ჩაკეტილი გზების გამო სოფლიდან მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახური დღეს, დაახლოებით 17 საათზე, ავიდა სოფელში და პაციენტი კლინიკაში გადმოჰყავთ – ინფორმაცია „ბათუმელებს“ წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის …

შუახევში პაციენტი 3 კილომეტრი ხელით ატარეს, გადმოსაყვანია კიდევ 1 პაციენტი

შუახევში მოსახლეობამ პაციენტი დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე ატარა საკაცით თოვლისგან გაწმენდილ გზაზე ჩამოსაყვანად. შემთხვევა დღეს, 18 იანვარს, მოხდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში. შუადღისას ხანდაზმულმა კაცმა დაცემის შედეგად სავარაუდოდ, მოტეხილობები მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა სასწრაფოს მანქანა თოვლისგან გაუწმენდავი გზის გამო სოფელში ვერ ავიდა. როგორც სოფელში გვითხრეს, გზას ორი ტრაქტორი წმენდდა თოვლისგან, თუმცა ერთი …

შუახევის სოფლებს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის სოფლებს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. შუახევის მუნიციპალიტეტში კი უკვე მეოთხე დღეა გათიშულია დენი. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა  დაბას და მიმდებარე სოფლებს. „დილიდან კომპანიის ტექნიკური სამსახური გასულია აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად“-გვეუბნებიან ენერგო კომპანიაში. მოსახლეობა უშუქობის გამო ვერ მუხტავს ტელეფონებს, რის გამოც შეფერხებულია კავშირი ადგილობრივ მოსახლეობასთან.

„ეს იყო ჩვენი პირველი შეხება თეატრთან“ – ფესტივალზე გამარჯვებული ნენიის სკოლის დასი

შუახევის მუნიციპალიტეტის პატარა სოფლის, ნენიის საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა გაიმარჯვა აჭარის სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალის ნომინაციაში – „პირველი ავტოგრაფი“, საუკეთესო სპექტაკლი მაღალმთიანი აჭარიდან. ნენიელმა მოსწავლეებმა ბათუმში სპექტაკლი „მიწის ყივილი“ წარმოადგინეს, მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.  ნენიის სკოლაში, სადაც სულ 53 მოსწავლეა, თეატრალური დასი საგანგებოდ ფესტივალისთვის შეიქმნა.  „ჩვენთან მხოლოდ ტელევიზორია, არც თეატრია, არც კინო. სპექტაკლის მზადების პროცესი ბავშვების …

შუახევში სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

დღეს, 22 დეკემბერს, შუახევში თოვის გამო სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია. ამ დრომდე აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს. გზები ჩაიკეტა და სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ხულოშიც. შუახევის ცენტრში თოვლის საფარის სიმაღლე 30 – 40 სანტიმეტრია, მაღალ ზონაში – 60 – 80 სანტიმეტრი. შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ინტენსიურად წმენდენ სოფლებთან მისასვლელ გზებს, ხოლო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე …

პროექტი შუახეველი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის

„დღეს ქალს ძალიან დიდი შრომა სჭირდება იმისთვის, რომ დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში, შექმნას სხვადასხვა სახის პროექტი, მიიღოს მასში მონაწილეობა ან კიდევ გააძლიეროს სხვა მეგობარი ქალები“, – ამბობს შუახეველი თამილა ლაბაძე, რომელიც მონაწილეობს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტში – „ქალების და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ . „ამ პროექტის დასრულების შემდეგ ვფიქრობ წარმატებულ ქალად ჩამოვყალიბდები და დავეხმარები იმ მეგობარ …

კონკურსი შუახეველი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის

შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს პროექტს, რომლის მონაწილეები გაივლიან შესაბამის სასწავლო კურსს. პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან როგორ მოამზადონ და წარადგინონ პეტიცია; საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის ტექნიკას; საპროექტო იდეებისა და ბიზნესიდეების შედგენას; საჯარო კამპანიებისა და პიარკამპანიების დაგეგმვას; ასევე, როგორ შეიძლება მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და სხვა. ამასთან, …

შუახევში მერის არჩევნებს „ოცნების“ კანდიდატი იგებს | წინასწარი

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, ომარ ტაკიძე ლიდერობს. მან შუახევში ამომრჩეველთა ხმების 57.09 პროცენტი მიიღო – 5313 ხმა. შუახევის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა როინ ზოიძემ ამომრჩეველთა ხმების 33.03 % მიიღო – 3074 ხმა. 8.41 პროცენტი, 783 ამომრჩევლის ხმა მიიღო შალვა გოგიტიძემ, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა, ხოლო …

ვინ არიან შუახევის მერობის კანდიდატები

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტში 4 კანდიდატი იბრძვის მერობისთვის. მერობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციურ გაერთიანებას (რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები); „პარტიოტთა ალიანსს“, „ქართულ ოცნებას“ და პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“. კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით. როინ ზოიძე – ოპოზიციური ერთობა [საარჩევნო ნომერი 5] როინ ზოიძეს ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი …

„ციფრებზე საუბარი მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის“ – მერობის კანდიდატი შუახევში „ოცნებიდან“

შუახევის მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში პრობლემაა სასმელი წყალი, გზა და ინტერნეტი. შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ომარ ტაკიძე კი „ბათუმელებთან“ ყველაზე ხშირად იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ თანმიმდევრულია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო ერთი წელი ამ პოზიციაზეა და მანამდე 3 წელი მერის მოადგილე იყო, ომარ ტაკიძეს ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო ხედვა იმაზე, თუ …

„ასლან აბაშიძე მაქებდა, ასეთი მინისტრი უნდა იყოთო“ – გახარიას მერობის კანდიდატი შუახევში

მიგრაციას და შობადობის შემცირებას ასახელებს მთავარ პრობლემად შალვა გოგიტიძე შუახევში. ის პარტიის „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატია და არ მალავს, რომ „ქართული ოცნებიდან“ მას შემდეგ წავიდა ოპოზიციაში, როცა დაპირებული თანამდებობა ვერ მიიღო. შალვა გოგიტიძე გახარიას პარტიაში შესვლამდე შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანაშემწედ მუშაობდა. წლების წინ კი ასლან აბაშიძის მთავრობაში ერთ-ერთი მინისტრი იყო. ბატონო შალვა, თქვენი აზრით, რა …

„ჩახედული არ ვარ“ – შუახევში ოპოზიციური ერთობის მერობის კანდადატი სოფლებში უწყლობაზე

მთავარ პრობლემად უწყლობას და ხილის საწარმოების არქონას ასახელებს ოპოზიციური ერთობის მერობის კანდიდატი შუახევში როინ ზოიძე. ის მიიჩნევს, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს და ამიტომაც აწუხებთ ამ დრომდე შუახევის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა. როგორ აპირებს წყლის პრობლემის მოგვარებას მერობის კანდიდატი, რა ფინანსებით და როდის? – როინ ზოიძეს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა. ბატონო როინ, თქვენი აზრით, რა არის …

ყველა დამნაშავეა, ვინც მსხვერპლს გაჩუმებას ურჩევს – „ლელოს“ პირველი ნომერი შუახევში

სკოლის „წამყვანი“ მასწავლებელი ზვიად დიასამიძე პოლიტიკური პარტია „ლელოს“ პირველი ნომერია შუახევში. ის წლების წინ მერის მოადგილედ და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ მუშაობდა შუახევის მერიაში. მისი თქმით, სწორედ ამ გამოცდილების გამო გააკეთა გუნდმა მასზე არჩევანი. ზვიად  დიასამიძე ამჟამად  ბათუმში, კერძო სკოლაში ისტორიას ასწავლის თუმცა ამბობს, რომ საკრებულოში არჩევის შემთხვევაში, ეს არ შეუშლის ხელს იმაში რომ მუნიციპალიტეტში იმუშაოს. …

შუახევში, ჭვანის ხეობაში, ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა – „კემპინგსოფელი“ ჯვარიმინდორზე

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჭვანის ხეობაში, [ჯვარიმინდორზე] ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა თავისი ინფრასტრუქტურით. „კემპინგსოფელში“ განთავსდება ოთხი კოტეჯი, ასევე მოეწყობა კოცონის სივრცე, ბუხარი, საშხაპე და საპირფარეშო. სივრცე გათვლილი იქნება როგორც მოლაშქრეებისთვის, ისე მთაში მოგზაურობის მოყვარული ვიზიტორებისთვის. „ჯვარიმინდორი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისის მოსახლეობის საზაფხულო იაილებია და ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის ერთ-ერთი უნიკალური გზაგასაყარი, რომელიც კინტრიშის …

სტუდენტი და თან სერტიფიცირებული მასწავლებელი მაღალმთიანი აჭარიდან

ავტორი: მაგდა ქათამაძე 24 წლის თამარ შაინიძე სტუდენტიცაა და მასწავლებელიც. იგი მაღალმთიანი აჭარის ორ სკოლაში ქიმიასა და ბიოლოგიას ასწავლის და ამავე დროს მაგისტრატურაზე სწავლობს. თამარი ეკომიგრანტია, მისი ოჯახი 1989 წელს სოფელ წაბლანაში განვითარებული მეწყრის შემდეგ ქვემო ქართლში გადასახლდა, ახლა კი თამარი აჭარაში დაბრუნდა საცხოვრებლად. იგი ხულოში ცხოვრობს და შუახევის სოფლებში ასწავლის. თამარს სოფელ ჭვანაში, სკოლის …

შუახევის კულტურის ცენტრის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონი დაიხარჯება

შუახევის კულტურის ცენტრის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის 1 200 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი ამ თანხით შუახევის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან „განახლებული რეგიონების“ პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. ამ პროგრამის ფარგლებში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში [ბათუმისა და შუახევის ჩათვლით] სარეაბილიტაციო ობიექტების დაპროექტება-მშენებლობაზე ტენდერი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსაც აქვს გამოცხადებული. როგორც შუახევის მერიაში გვითხრეს, ფონდის …

შუახევის იალაღებზე მგზავრობა წელსაც უფასო იქნება

კატრიანის, გრძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, საყენდრიას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილის, თეთრობის მაწყვალთის მთის, საბერწიის, სანალიას და ძველი მთის სამთო იალაღების მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა-გადმოყვანას ზაფხულის სეზონზე შუახევის მუნიციპალიტეტი წელსაც უფასოდ უზრუნველყოფს. სამთო იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანის მომსახურების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2021 წლის 6 ივნისს დაიწყება და 8 ივნისს დასრულდება. სატენდერო თანხა …

კავიანის ციხიდან დანდალოს ხიდამდე საფეხმავლო და ველობილიკს მოაწყობენ

შუახევისა [კლდისუბანი, კავიანი] და ქედის [დანდალო, ჯალაბაშვილები] მუნიციპალიტეტებში საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკი მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტენდერი 300 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, ბილიკის მშენებლობა, რომელიც ზღვის დონიდან 350-550 მ სიმაღლეებს შორის მოეწყობა, 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს ბილიკთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც, კერძოდ, საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკისთვის მოაჯირების, ველოპარკინგისა და ავტოპარკინგის …

14 ადამიანი დარჩა უსახლკაროდ ხანძრის შედეგად – შუახევის მერია

“14 სული დარჩა ხანძრის შედეგად უსახლკაროდ, სამივე ოჯახი ტარიელაძეა… ახლა ვმუშაობთ ამ ადამიანების უსაფრთხო ადგილას გადაყვანაზე,” – უთხრა “ბათუმელებს” ომარ ტაკიძემ, ის შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელია. ხანძარი 5 აპრილს ღამით ხის სახლს გაუჩნდა შუახევის სოფელ ბარათაულში. ხანძრის შედეგად სამი სახლი და დამხმარე ნაგებობები, ასევე 16 სული პირუტყვი დაიწვა. შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ხანძრის შედეგად …

ქედასა და შუახევში საკრებულოს წევრებზე 225 525 ლარი დაუსაბუთებლად გასცეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, ჯამში 225 525 ლარი გასცეს. აქედან 124 725 ლარი – შუახევის მუნიციპალიტეტმა, ხოლო 100 800 ლარი – ქედის მუნიციპალიტეტმა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, საკრებულოს წევრი, რომელიც არ წარმოადგენს საკრებულოს თანამდებობის პირს, თავის უფლებამოსილებას ახორციელებს …

დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ები შუახევში ბიუჯეტის არაეფექტურ ხარჯვაზე მიუთითებს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, შუახევში, ფუნქციონირებს ერთიდაიგივე ფუნქციების ორგანიზაციები [ააიპ] და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ამ იურიდიული პირების საქმიანობის სფეროებისა და ფუნქციების სათანადო ანალიზი არ ხორციელდება. „აღნიშნულის შედეგია დუბლირებული ფუნქციების ა(ა)იპ-ების არსებობა, რომელთა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით ფუნქციონირების აუცილებლობა არ დასტურდება. აღნიშნული შიდა კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და შეუსაბამოა საბიუჯეტო რესურსის ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენების ვალდებულებასთან“ – აცხადებს …

ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 60 სანტიმეტრს აღწევს

ხულოს მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-60 სანტიმეტრს აღწევს, დაბლობში კი – 10-15 სანტიმეტრს. როგორც ხულოს მერი, ვახტანგ ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის თოვლს პრობლემები არ გამოუწვევია მუნიციპალიტეტში. „ელექტროენერგია მიეწოდება სოფლებს და გადაადგილებაც შესაძლებელია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით,“- ამბობს ხულოს მერი. მისივე თქმით, დღეს ხულოში დაიწყება შიდასასოფლო გზების გაწმენდა და ასევე, გზების გაწმენდა ღორჯომი-დიდაჭარისა და გოდერძის …

ბათუმში კოვიდი დაამარცხა 92 წლის კაცმა, რომელსაც ერთი ფილტვი აქვს

შუახევში, სოფელ ფურტიოში მცხოვრებმა 92 წლის აკაკი მჟავანაძემ კორონავირუსი დაამარცხა. მას ერთი ფილტვი აქვს, თუმცა ახალ ვირუსთან გამკლავება მაინც შეძლო. აკაკი მჟავანაძე კლინიკაში პნევმონიისა და ესენციური ჰიპერტენზიის დიაგნოზით შემოიყვანეს და ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა ბათუმში. კლინიკა „ბაუდან“ კი გუშინ, 11 დეკემბერს გაწერეს. როგორც აკაკი მჟავანაძის შვილი, ბიჭიკო მჟავანაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, 92 წლის მამას ერთი ფილტვი …

საგანმანათლებლო ცენტრი, კინოკლუბი, კარაოკე – ჭვანის სოფლის სახლში NGO-ების მხარდაჭერით

„სახლი რომ ავაშენეთ ადრე, გზა არ გვქონდა. ბილიკი იყო მხოლოდ. ზამთარში თხილამურებით დავდიოდით. ზურგით ამოგვქონდა ტვირთი, ოჯახს რაც სჭირდებოდა. გზა როცა გავაკეთეთ ცოტა გაადვილდა ცხოვრება, ადვილად გავიარეთ, მაგრამ მანქანა ვერ ამოდიოდა. ახლა ბეტონიც რომ დაიგო, მანქანა კარებთან მოდის, გარეგანათებაც გაკეთდა და ამ კუთხით დაძაბულობა რაც იყო, აღარ არის“, – ამბობს ნაზიკო ქათამაძე, რომელიც 60 წელია …

წისქვილების სოფელი და სხვა – როგორ აპირებენ ჭვანის ხეობის მთავარ ტურისტულ ადგილად ქცევას

შუახევის სოფელ ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის დეტალური პროექტის შესადგენად აჭარის ბიუჯეტიდან 279 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის ფარგლებში უნდა მომზადდეს. თაღოვანი ხიდის მიმდებარედ დაგეგმილია მისასვლელი ბილიკის, ხიდის, ღია პარკინგის, ბელვედერი[ები]ს, ვიზიტორთა ცენტრის, ამფითეატრის და სხვა ობიექტების დაპროექტება. კონცეფციის მიხედვით, ჯამში, სოფელ ხაბელაშვილების და მის მიმდებარე …

19-31 აგვისტოს ფურტიო-სხალთის გზა დღისით ჩაიკეტება – იგეგმება ასფალტის დაგება

ხვალ, 19 აგვისტოს, ფურტიოს ხიდიდან სხალთის ხიდამდე მონაკვეთში, დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე შეიზღუდება ავტომობილების მოძრაობა. დღის ამ პერიოდში აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობა შეზღუდული იქნება მომდევნო დღეებშიც, 31 აგვისტოს ჩათვლით. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი ამ მონაკვეთში გზაზე ასფალტის დაგების სამუშაოებია. „სარეაბილიტაციო მონაკვეთში გზა არის ვიწრო, ამიტომ სამარშრუტო მიკროავტობუსებს შეძლებისდაგვარად გავატარებთ, იმის …

შუახევში 64 წლის კაცის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ბრალდებულები დავაკავეთ – შსს

პოლიციამ შუახევში დააკავა ორი პირი, რომლებსაც 64 წლის ნოდარ დავითაძის ჯგუფურად დაყაჩაღებაში ედებათ ბრალი. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შუახევის სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი ნოდარ დავითაძე 16 აგვისტოს ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძე „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელი მოლარეა, ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. მას თან ჰქონდა თავისი სოფლის – სხეფის …

64 წლის „ფოსტალიონი“ ნიღბიანმა პირებმა ხეზე დააბეს, სცემეს და პენსიის თანხა გაიტაცეს – შუახევი

დღეს დილით შუახევში, სოფელ ჩანჩხალოდან მომავალი 64 წლის ნოდარ დავითაძე ორმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. ნოდარ დავითაძემ ამ სოფელში პენსიები დაარიგა და უკან, სახლში ბრუნდებოდა. მას თან ჰქონდა თავისი სოფლის – სხეფის პენსიონერებისთვის გასაცემი თანხა – ოჯახის ახლობლის თქმით, „ზუსტად არ იცის, მაგრამ დაახლოებით 5-6 ათასი ლარი იქნებოდა“. ახლობლების ინფორმაციით, ნოდარ დავითაძე ჯერ ხეზე დააბეს, შემდეგ …

როგორ განათდება ჩანჩხალო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით

დაბა შუახევიდან ოთხიოდე კილომეტრში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალიდან მარცხნივ, აღმართზე, ვიწრო გზა ადის. სოფელი, სადაც ეს უასფალტო გზა მიდის, ცენტრალური  მაგისტრალიდან არ ჩანს. როცა სოფლის გზას დაადგები, პირველი მოსახლე დაახლოებით ორ კილომეტრში ჩნდება. ეს სოფელი ჩანჩხალოა, რომელიც ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობს და სადაც ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. სოფელი დაბა შუახევის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. ჩანჩხალოში ჩვენი სტუმრობის …

Exit mobile version