მშენებარე ჰესი და ყოველწლიური კომპენსაციის მოლოდინი

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაყანაში მცხოვრები შოთა და ზურაბ ჯაყელები ამბობენ, რომ შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“, რომელიც მდინარე აჭარისწყალზე, დაბა ხიჭაურთან ჰესს აშენებს, მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი ისე დაიკავა, რომ არც შეისყიდა და არც კომპენსაცია გადაუხადა.

რესპუბლიკური პარტიის ყრილობა ქედასა და შუახევში

 

რესპუბლიკურმა პარტიამ დღეს ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში რაიონული ორგანიზაციის კომიტეტი და სამდივნოს შემადგენლობა ფარული კენჭისყრით დააკომპლექტა. პარტიის წევრებისგან არჩეულმა კომიტეტებმა დახურულ პარტიულ ყრილობაზე რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებიც აირჩიეს.

სამსაუკუნოვანი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების ხის, კოჭებიანი ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს. 25-მეტრიანი სიგრძის ხის ხიდი სამი საუკუნის ისტორიას ითვლის. 

არჩევნების სამზადისი

 

როგორ ემზადება თვითმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ და  „ნაციონალური მოძრაობა“ მაღალმთიან აჭარაში, რა კრიტერიუმით არჩევენ საპარლამენტო პარტიები კანდიდატებს და როგორ დაკომპლექტდება პროპორციული თუ მაჟორიტარული სიები –  ამ საკითხის გარკვევას „ბათუმელები“  შეეცადა. 

ორი ოჯახი ავარიულ სახლში

 

დაბა შუახევში, ყოფილი „კოლმშენის“ საცხოვრებელ სახლში ორი ოჯახი, სულ 6 მოქალაქე ცხოვრობს.  სახლი, სადაც უსახლკარო ოჯახები ცხოვრობენ, ავარიულია.

 

გეოლოგიურ დასკვნაში, რომელსაც აჭარის გეოლოგიური სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია აწერს ხელს, წერია, რომ საცხოვრებელი სახლი ამორტიზებულია და აღდგენას არ ექვემდებარება. 

ოთხი ქალი ერთი სოფლიდან

 

 

ზერიფე, მერი, მზევინარი და თამუნა ერთ სოფელში ცხოვრობენ. ოთხივე სხვადასხვა ასაკისაა, ყოველი მათგანი მის ირგვლივ ცვლილებებს სხვადასხვაგვარად აფასებს. „ბათუმელები“ ოთხ ქალს გაგაცნობთ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოდან. 

რატომ ეშინიათ მარტის წვიმის ჩანჩხალოში

 

9 მარტს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ორგანიზებით გამართული პრესტურით ჩასულებს სოფლის ცენტრში, სკოლასთან, სოფლის მოსახლეობა დაგვხვდა. ყველას უნდა თავისი საკარმიდამო ნაკვეთი ან სახლი გადავიღოთ, რომ გვაჩვენონ, როგორ დააზარალა ისინი მეწყერმა.   

ლელას მონათხრობი

 

ლელა გოგიაშვილი მცირეწლოვან შვილთან ერთად შუახევის ეკომიგრანტთა საცხოვრებელ სახლში ერთი თვის წინ თვითნებურად მეორედ შესახლდა. იგი ამბობს, რომ დახმარების არა ერთი თხოვნის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი პრობლემები არ გაითვალისწინა, რის გამოც იძულებული გახდა, საცხოვრებელ სახლში თავისუფალი ბინა უკანონოდ დაეკავებინა.  

უფასო გამოკვლევები

 

 აჭარის   ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე მოსკოვის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრალური ინსტიტუტის პროფესორ სოვოლოდ გოროხოვთსა და სამედიცინო ცენტრ „მედინას“ დირექტორ ჯუმბერ უნგიაძეს შეხვდა. 

შუახევის ბიბლიოთეკას ახალი წიგნები გადაეცა

 

ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში  შუახევის ცენტრალურ ბიბლიოთეკას სამასზე მეტი წიგნი გადაეცა.    წიგნები შუახევში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ჩაიტანა.  

„იმდენი ვართ, რა მეითლის“

 

 

102 წლის ზექიე ბერიძე ქედაში, სოფელ ზესოფელში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების რთული გზა განვლო, უხუცესი ამბობს, რომ მხოლოდ იმითაც კმაყოფილია, რომ შვილები, შვილიშვილები გაზარდა და შვილთაშვილის შვილებსაც მოესწრო. 

ლიტერატურული ფესტივალი შუახევში

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტში ლიტერატურული ფესტივალი – „ზე-კართან“  გაიმართა.  ფესტივალის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე მწერლებმა და პოეტებმა მუნიციპალიტეტის ხეობები მოინახულეს და თემებში ლიტერატურულ-შემოქმედებითი საღამოები გამართეს. 

ბინები სტუდენტებისათვის ხიჭაურში

 

 

ხიჭაურში უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ მიმდებარე სოფლებში მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები გაქირავების მიზნით გააფართოვა, ფასადები შეღება და კეთილმოაწყო. თუმცა დღეს მოსახლეობა სტუდენტების ნაკლებობას უჩივის და აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლების გაფართოებისთვის თანხა ამაოდ დახარჯეს.

 

ხუთთეთრიანი ჩითილების მოსავალი – „პომიდორი გახმა, კიტრი კი მცირე ზომის მოვიდა“

 

დაბა ხულოში მცხოვრებმა ომარ ბოლქვაძემ პომიდვრის ჩითილი გაზაფხულზე სოფლის მეურნეობის მიზნობრივი პროგრამის თანადაფინანასებით, 5 თეთრად შეიძინა. მცენარეს საგულდაგულოდ უვლიდა, თუმცა წელს მოსავლის გარეშე დარჩა. ხულოელი ფერმერი ამბობს, რომ ნაყიდ ჩითილს აღარასოდეს არ დარგავს. ომარ ბოლქვაძე, ისევე როგორც ასობით გლეხი აჭარაში, სოფლის მეურნეობის პროგრამით უკმაყოფილოა.

ოთხი ახალი გამგებელი ერთ დღეში

 

 

აჭარის ოთხი მუნიციპალიტეტის გამგებელმა თამდამდებობიდან წასვლა ერთდროულად გადაწყვიტა. მათ შორის ორმა, ხულოსა და შუახევის გამგებლებმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით ზემდგომ ორგანოს 22 აგვისტოს მიმართეს, ორივე მათგანმა გადაწყვეტილება „ბათუმში, სხვა სამსახურში გადასვლით“ ახსნა. თანამდებობა მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეინარჩუნა, ის 21 აგვისტოს შვებულებაში გავიდა. ოთხივე მუნიციპალიტეტში ახალი გამგებლები 23 აგვისტოს დანიშნეს.   

ხელოვნების კვირეული შუახევში

 

სოციალურ ქსელ „ფეისიბუქში“ თითქმის ყოველ საათში ვრცელდებოდა ინფორმაცია შუახევის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ხელოვნების კვირეულის შესახებ.  ჯგუფი პლატინა, შეხვედრა დათო ტურაშვილთან, ფილმების ჩვენება, ნანახის განხილვა რეჟისორებთან ერთად, პოეზიის საღამო, კლასიკური მუსიკის საღამო – ეს იმ ღონისძიებათა არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ღონისძიების ორგანიზატორი ვახო ბერიძე კვირეულის მიმდინარეობის მსვლელობისას აანონსებდა. კვირეულის შესახებ ის „ბათუმელებს“ ესაუბრა.


<!** Image 1 align="left" alt="ვახო ბერიძე" sub="ვახო ბერიძე" width="300" height="358" >

სახელფასო პოლიტიკის დეტალები

 

აჭარის მაღალმთიანეთის მუნიციპალიტეტების აიპ-ებიდან ხელფასების გაზრდის თხოვნით ადგილობრივ თვითმმართველობაში არა ერთი წერილია შესული. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ამ ეტაპზე ხელფასების მატება შეუძლებელია. თვითმმართველობებიდან აიპ-ების თანამშრომლები ვერც პრემიას იღებენ, საკრებულოებმა სახელფასო ფონდში პრემიის სახით დამატებით თანხა მხოლოდ გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის გაითვალისწინეს. 


<!** Image 1 align="left" alt="ხულოს თეატრში მსახიობის ანაზღაურება 350 ლარია " sub="ხულოს თეატრში მსახიობის ანაზღაურება 350 ლარია " width="400" height="465" >

 

 


ნეპოტიზმი და დავითაძეები

 

 

შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სამსახურებში თანამშრომლები, გვარად დავითაძეები, მას შემდეგ მომრავლდნენ, რაც მუნიციპალიტეტის გამგებლად თამაზ დავითაძე დაინიშნა. შუახევში „ოცნების“ ოპონენტები ხუმრობენ, რომ მუნიციპალიტეტს დროა სახელი გადაარქვან და ოქროპილაური დაარქვან, საიდანაც არიან წარმოშობით დავითაძეები. შუახევის გამგებელი კი ნეპოტიზმის ფაქტებს უარყოფს, თუმცა იქვე ამბობს, რომ შუახევში მალე კიდევ ერთი დავითაძე დაინიშნება თანამდებობაზე. 

Exit mobile version