„ხალხი ემზადება დეკანოზის დასაცავად“ – სხალთელი ეპისკოპოსის ახალი სკანდალი

სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა 9 სექტემბერს გამოაქვეყნა ბრძანება, სადაც წერია, რომ დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს აუკრძალა მღვდელმსახურება. მთავარეპისკოპოს სპირიდონის განცხადებით, დეკანოზმა მასთან შეთანხმების გარეშე ააშენა საკულტო ნაგებობა. „ტაძრის უხეში კანონიკური დარღვევით აშენება“, – წერია ბრძანებაში. ამავე ბრძანებაში ნათქვამია, რომ დეკანოზს იმ შემთხვევაში აღუდგება მღვდელმსახურების უფლება, თუკი ის შეინანებს. სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონს იმავე დღეს გამოეხმაურა ბიზნესმენი ლევან მჟავანაძე …

ადამიანები, დაკეტილი სახლები და ნისლი მერიაყელის იალაღზე | ფოტოამბავი

ეს შუახევის იალაღია, მერიაყელი, რომელიც საყორნიას მთასთან ახლოს მდებარეობს. ახლა მერიაყელის იალაღზე სახლების დიდი ნაწილი დაკეტილია. მემთეურმა ქალებმა, რომლებსაც აქ შევხვდით, გვითხრეს, რომ ბევრი სახლის კარი უკვე აღარ იღება,  ნაწილს კი მხოლოდ რამდენიმე კვირით ესტუმრებიან დასასვენებლად და ისიც, ძირითადად, შუამთობის დღესასწაულზე. მემთეური ქალებისგან გავიგეთ ისიც, რომ მობილური ტელეფონები მათ სახლებში არ იჭერს და უწევთ გორაზე, …

2 ქალსა და 6 წლის ბავშვს დათვები თავს დაესხნენ – სოფელი დაბაძველი

შუახევში, სოფელ დაბაძველში, დათვი ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა. დაშავდა 6 წლის ბავშვი, რომელსაც რამდენიმე ნაკერი დაადეს. 74 წლის ვერიკო ზოიძე შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი  მათ დედა დათვი დაესხა თავს. „გზაზე ორი ქალი ვიყავით და ერთი ბავშვი, რომელიც ხელში მყავდა, მაგრამ მაინც ჩამოჰკრა …

შუახევისა და მახოს სკოლების მშენებლობა სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი უჯდება

დაბა შუახევში ახალი სკოლისა და სოფელ მახოში სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა აჭარის განათლების სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი დაუჯდება, ვიდრე თავიდან იყო გათვლილი. ეს შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით კითხვებზე პასუხები კი „ბათუმელებმა“ სამინისტროდან ამ დრომდე ვერ მიიღო. ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიკასთან“ სამინისტროს ხელშეკრულებები ჯამში 3 968 474 ლარზე ჰქონდა გაფორმებული, საიდანაც …

„თამბაქოს დეპუტატები ყიდიან, ჩვენ კი გვაჯარიმებენ“ – რატომ აღარ მოჰყავთ გლეხებს თუთუნი [VIDEO]

„მე აქ თამბაქო თუ ვერ მოვიყვანე, თოხი უნდა დავდო, თოხსაც მართმევენ, ასე გამოდის,“ – ახალდარგული თამბაქოს ნერგების მწკრივებს შორის დადის როლანდ მიქელაძე და ისე გვიყვება, რატომ მოუწიათ აჭარის მთაში ტრადიციად ქცეულ მეთამბაქოეობაზე უარის თქმა. ნენიას თუთუნს დღემდე აქვს სახელი, თუმცა შუახევის სოფელ ნენიაში თამბაქოს ხსენება გლეხებში უკვე გაღიზიანებას იწვევს. „აღარ დამირგავს ორი წელია“, – გვპასუხობენ …

8,6 მილიონი ლარი შუახევში, ჭვანის ხეობაში ტურისტული კომპლექსის მოსაწყობად

შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობაში, „ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიების განვითარებისა და კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. პროექტის მიხედვით ხაბელაშვილების ხიდიდან ცოტა მოშორებით აშენდება ახალი სამანქანე ხიდი, ადმინისტრაციის შენობა  – ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და სასტუმრო, მოეწყობა მისასვლელი გზები, „წისქვილების სოფელი“, ოდა, ამფითეატრი; წყლის სისტემები, გარეგანათება; არსებულ ბილიკებს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, მოეწყობა ახალი …

ინგლისურის მასწავლებელი შუახევის სკოლიდან – „მანამდე ამ სკოლაში ინგლისური არ ისწავლებოდა“

ინგლისური ენის მასწავლებელი, 42 წლის ხათუნა ფარტენაძე უკვე 12 წელია შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში ასწავლის. ხათუნა ამ სკოლის პირველი ინგლისური ენის მასწავლებელია. ხათუნა ამბობს, რომ  სკოლის ასაკშივე ზუსტად იცოდა, მისი მომავალი პროფესია მასწავლებლობა რომ უნდა ყოფილიყო და არჩევანი არც ერთხელ არ უნანია. ის ინგლისურისა და ფრანგული ენების სერტიფიცირებული მასწავლებელია. მისი თქმით, ორივე ენასთან …

შუახევში ბათუმი-ახალციხის გზა 22 აპრილს პერიოდულად ჩაიკეტება

22 აპრილს ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი დღის განმავლობაში პერიოდულად ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ადგილობრივ გზებზე გადაერთვება. ავტომაგისტრალის კმ67-კმ68 მონაკვეთზე,  2023 წლის 22 აპრილს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და  15:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება 45 წუთიდან 1 საათამდე ინტერვალებით. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან (სოფ. გომარდულის ასახვევი) კმ67+920-მდე (სოფ.  ჩანჩხალო) გამავალი …

აჭარის სოფლებში წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს

აჭარის 40-ზე მეტ სოფელში, ასევე დაბებში: ხულოში, შუახევსა და ქედაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი „აჭარის წყლის ალიანსმა“ ხელახლა გამოაცხადა. დაინტერესებული კომპანიებისთვის წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა 2023 წლის 30 მაისია. სოფლების და დაბების ჩამონათვალი, სადაც ქსელის მშენებლობისთვის 37 მილიონზე მეტი ევრო უნდა დაიხარჯოს ნახეთ ამ ბმულზე წინა ტენდერი, რომელიც 2022 წელს იყო გამოცხადებული, …

მეწყერი ბუთურაულში – საფრთხეში მყოფი სოფელი დახმარებას ითხოვს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში 14 მარტს მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ადგილობრივების თქმით, მეწყრული პროცესები სოფელში დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით რთულია. ჩავარდა სოფლის ცენტრალური გზის ერთი ნაწილი და იზოლაციაში მოექცა გზის იქით უბანში მცხოვრები მოსახლეობა. ამ უბნიდან სკოლაში ვეღარ დადიან მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები. უბნამდე ვერ მიდის სასწრაფო დახმარების მანქანაც. მეგი დიასამიძის …

შუახევის მერიის შენობის რემონტისთვის 305 ათასი ლარია გამოყოფილი

შუახევის მერიის ადმინისტრაციული შენობის რემონტისთვის 305 ათასი ლარია გათვალისწინებული. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა. ტენდერში აღნიშნულია, რომ საჭირო თანხას მუნიციპალიტეტი აჭარის 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში გადაიხდის. ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 19 მარტს დაიწყება და 24 მარტს დასრულდება. გამარჯვებულმა კი, სამუშაოები უნდა დაიწყოს „ხელშეკრულების დადებისთანავე და დაასრულოს 150 …

ხულოსა და შუახევში აბიტურიენტებს ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მოამზადებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა თებერვლიდან ხულოსა და შუახევში მცხოვრები აბიტურიენტების უფასო მომზადება დაიწყეს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიაში, ინგლისურ ენაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, თამარ სირაძის თქმით, წელს პირველად ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები მოამზადებენ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებსაც რეპეტიტორებთან მომზადების შესაძლებლობა არ აქვთ. „ძირითადად შაბათ-კვირას ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები მიდიან ხულოსა და შუახევის ცენტრებში …

შეზღუდვები ქედა-ხულო-გოდერძის გზაზე

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ88 [ქედა-ხულო] მონაკვეთზე: აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოხსნილია [20 თებერვლის 16:00 საათიდან]. „რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ88-კმ106 [ხულო-კურორტი გოდერძი] მონაკვეთზე …

22 წლის უფროსი მასწავლებელი შუახევიდან, რომელიც ინგლისურს ასწავლის

„როდესაც ახალგაზრდა მასწავლებელი ხარ, ჯერ არ გაქვს დავიწყებული შენ თავად რას გრძნობდი, როდესაც მოსწავლის მერხზე იჯექი და მაქსიმალურად ცდილობ გაითვალისწინო შენი მოსწავლის ნებისმიერი ნათქვამი – რა მოსწონს, არ მოსწონს, როდის რა სიამოვნებს… შესაბამისად, ეს მეხმარება უფრო ეფექტური კომუნიკაცია მქონდეს ბავშვებთან“, – გვითხრა 22 წლის თეონა აბაშიძემ. თეონა ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელია. მან ბაკალავრზე სწავლა გასულ …

დიდთოვლობის გამო ხულოსა და შუახევის რამდენიმე სოფელში შუქი არ არის

თოვლიან ამინდს მაღალმთიანი აჭარის სოფლებში შუქის გათიშვა მოჰყვა. ხულოში მცხოვრები ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, თოვა ღამის საათებში დაიწყო და ახლაც [16:50] ძლიერად თოვს. თოვლის სიმაღლე დაბა ხულოში 30 სანტიმეტრია, სოფლებში კი ნახევარ მეტრს გასცდა. „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ცნობით, დღეს, 13 თებერვალს, დიდთოვლობის გამო შუქი არ მიეწოდება ხულოში სოფლებს – ღურტასა და გელაძეებს, ხოლო შუახევში – წყალსაყარის ადმინისტრაციულ ერთეულს, …

ნაძვის ხე ჯერ დადგეს და მერე აიღეს – რა მოხდა შუახევში

შუახევში საახალწლო ნაძვის ხე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაამონტაჟა, თუმცა მერიამ ის არ ჩაიბარა და კომპანიას უკან დაუბრუნა. შუახევი ამჯერად საახალწლო ნაძვის ხეს ტენდერის გარეშე, 49 556 ლარად იყიდის და თანხმობისთვის შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. საახალწლო ნაძვის ხის ანთება შუახევში 28 დეკემბერსაა დაგეგმილი. რატომ აიღეს დამონტაჟებული ნაძვის ხე ხელშეკრულება ახალი ნაძვის ხის შესყიდვაზე მერიას 49 800 …

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად

ხულოში, შუახევსა და ოჩხამურში საკანალიზაციო წყლების გასაწმენდად ხელოვნურ ჭაობებს ააშენებენ. საკანალიზაციო წყლების დამაბინძურებლებისგან გაწმენდა ასეთ „ჭაობებში“ ძირითადად სპეციალურად შერჩეულ მცენარეებზე იქნება დამოკიდებული. თუმცა დაბინძურებული წყალი „ჭაობში“ ჩაშვებამდე წინასწარ მექანიკურადაც გაიწმინდება. პროექტის მიხედვით: ასეთი ტიპის ჭაობებში ყველაზე მეტად გამოიყენება მაკროფიტები [წყლის მცენარეები]: ლელი, ლაქაში და სამგვერდა წყლის წაბლი. ასევე ძალიან პატარა ზომის მრავალწლოვანი მცენარეები, მაგალითად, წყლის …

შუახევის სკოლა-პანსიონი შესაძლოა გაუქმდეს

დაბა შუახევში არსებული საჯარო სკოლა-პანსიონი შესაძლოა დაიხუროს. პანსიონით შუახევის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 10 ბავშვი სარგებლობდა პანდემიამდე, თუმცა საჯარო სივრცეებში სასწავლო პროცესის განახლების მიუხედავად, პანსიონი ამ ბავშვებისთვის აღარ გახსნილა. „გაუქმებაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო და პარლამენტსაც აქვს მიღებული დადგენილება, რომ პანსიონური ტიპის სწავლება აღარ უნდა იყოს და ნელ-ნელა …

შუახევი ახალ ნაძვის ხეში 55 700 ლარს გადაიხდის

შუახევი წელს ახალ ნაძვის ხეს აჭარის ბიუჯეტის სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში იყიდის. ახალი ნაძვის ხე [ვარსკვლავის ჩათვლით] მაქსიმუმ 11,5 მეტრი სიმაღლის იქნება და ის დაბაში 21 დეკემბრამდე უნდა დაიდგას. საახალწლო ნაძვის ხის შესაძენად მუნიციპალიტეტმა ტენდერი 56 ათასი ლარით გამოაცხადა, შეთავაზების ფასის კლების ბიჯი კი, 300 ლარია. პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საშობა ნაძვის ხის მიწოდება-მონტაჟი, საკუთარი ხარჯებით …

აჭარის მთიან სოფლებში 20 სკოლას წელს პირველკლასელი არ ჰყავს

აჭარის მაღალმთიანი სოფლების 20 სკოლას 2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელი არ ჰყავს. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წელს ხულოს მუნიციპალიტეტში 7 საჯარო სკოლაში პირველკლასელები არ იქნებიან. ხულოში ესაა გელაურის, კორტოხის, პარტნარის, პაქსაძეების, სკვანის, ტაბახმელის და ფუშრუკაულის საჯარო სკოლები. ამ სკოლებიდან, მაგალითად სკვანის და გელაურის სკოლებს პირველკლასელი არც 2019-2020 სასწავლო წელს ჰყოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებიდან …

ხულოში, შუახევში, ქედისა და ხელვაჩაურის 11 სოფელში გაზიფიცირება იწყება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფლების: კოკოტაურის, დოლოგნის, ქვედა მახუნცეთის, ცხემნის, ზვარეს, ვარჯანისის, ასევე, დაბა შუახევისა და დაბა ხულოს გაზიფიცირების სამუშაოებზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 5 მილიონ 40 ათას 320 ლარია. კომპანიამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მაჭახლისპირის, სინდიეთის, აჭარისაღმართის, ქვედა ჩხუტუნეთისა და ჩიქუნეთის გაზიფიცირების სამუშაოებზე. ამ შემთხვევაში სატენდერო თანხა 4 მილიონ …

შუახევში, „ჯვარიმინდორობაზე“, ოფროუდში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

შუახევის მუნიციპალიტეტში, ჯვარიმინდორში, 2022 წლის 27-28 აგვისტოს „ჯვარიმინდორობა“ იმართება. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ოფროუდში საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც მაღალი გამავლობის ჯიპებით გაიმართება როგორც სტანდარტულ, ასევე მომზადებულ და პროფესიონალურ კატეგორიაში. შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს, თურქეთისა და სომხეთის პროფესიონალი მრბოლელები მიიღებენ. მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს 4×4 ზე ავტომობილი. ისინი მანქანის მომზადების დონიდან გამომდინარე …

17 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში შუახევიდან

17 წლის ანრი ფუტკარაძე შუახევიდან მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 71 კგ. წონით კატეგორიაში. ჩემპიონატი რომში 28 ივლისს გაიმართა. ანრიმ ჯამში 5 მეტოქე დაამარცხა. როგორც თვითონ გვითხრა, ყველაზე დაძაბული შეხვედრა ფინალურ ტურში ჰქონდა, სადაც აზერბაიჯანელი მეტოქე, დავით მამედოვი ანგარიშით – 3:1 დაამარცხა. ანრი 9 წლის ასაკიდან ჭიდაობს. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის 6 თვის განმავლობაში …

2 ახალგაზრდის პროექტები, რომლებსაც ხულოსა და შუახევში მხარი დაუჭირეს და ბიუჯეტი დააფინანსებს

შუახევსა და ხულოში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული იდეები გამოვლინდა. ახალი პროგრამით 15 და 19 წლის ახალგაზრდებს საკუთარი იდეების განხორციელების საშუალება მიეცათ – დაბა შუახევში მუსიკალური ბენდი ჩამოყალიბდება, ხოლო დაბა ხულოს ცენტრში, ღია სივრცეში, Led ეკრანს დაამონტაჟებენ. ბენდის ჩამოყალიბება და Led ეკრანის მონტაჟი სწორედ ადგილობრივი ახალგაზრდების იდეები იყო, რომლებსაც კენჭისყრაზე მოსახლეობის მხრიდან …

მემთეურების ცხოვრება ღომის მთაზე | ფოტოამბავი

შუახევში, ღომის მთაზე მზიანი ამინდია, თუმცა მაინც ცივა. ამ მთაზე ახლა მემთეურები ცხოვრობენ, ისინი, ვინც საქონელი გარეკა მთებში და მთელ ზაფხულს აქ ატარებენ, ხის პატარა სახლებში. მზიან ამინდში, ჩვეულებრივ, ნისლით ცნობილ მთაზე მემთეურებმა დრო იხელთეს – სარეცხი გაფინეს, ლეიბები გაამზეურეს, ბავშვები კი მინდვრებში გამოიფინნენ სათამაშოდ, სარბენად თუ ველოსიპედით სასეირნოდ. ფოტოები, რომელიც ღომის მთაზე ყოველდღიურ ცხოვრებას …

108 წლის ქალები აჭარიდან – ნაქიფე და ფატყუმე

აჭარაში ყველაზე მხცოვანი ადამიანები ნაქიფე დავითაძე და ფატყუმე დიასამიძე არიან, ორივე მათგანი 108 წლისაა. ნაქიფე შუახევში, სოფელ ღორექეთში ცხოვრობს, ფატყუმე კი – ქობულეთში. ნაქიფე 1914 წლის 4 ივლისს დაიბადა. მას 5 შვილი, 19 შვილიშვილი, 43 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. „დედაჩემი 120 წლის იყო, როცა გარდაიცვალა“- გვიყვება ნაქიფე, როცა მას თავისი წარსული ცხოვრების გახსენება …

შუახევში მოსახლეობის იდეებს დააფინანსებენ – პროექტების მიღების ბოლო ვადა 21 ივნისია

„მაქვს იდეა, დაბა შუახევში მერიის დაფინანსებით მონიტორი დაამონტაჟონ. იდეის შესახებ განაცხადს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად წარვადგენ მერიაში. როგორც გავიგე, თანხა ყოფილა გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომლითაც იდეებს აფინანსებენ. მართალია, ჯერ იდეამ უნდა გაიმარჯვოს, თუმცა უკვე ვესაუბრე ახალგაზრდებს დაბაში, მოეწონათ და იმედი მაქვს, მის განხორციელებასაც მხარს დაუჭერენ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის… რაღაც შემეცნებითი, გასართობი უნდა იყოს – საღამოს, …

ხეზე კვეთის თვითნასწავლი ოსტატი შუახევიდან – „ჩემი საყვარელი ხე ცაცხვია“

60 წლის ნოდარ მაკარაძე 30 წელზე მეტია ხეზე კვეთის ოსტატია. ის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურში ცხოვრობს. ნოდარს ხისგან ბევრი რამის დამზადება შეუძლია, თუმცა განსაკუთრებულ მნიშვნელობას პორტრეტებზე მუშაობას ანიჭებს. მისი თქმით, პორტრეტზე ვერ იმუშავებს ხის ოსტატი, რომელიც ვერ ხატავს და ვერ გრძნობს სახის ნაკვთებს. „ჩუქურთმის გაკეთება პორტრეტზე მუშაობასთან შედარებით ძალიან იოლია და ბევრიც აჩუქურთმებს ალბათ“, – …

გზების დეპარტამენტის თქმით, შუახევში „გზა განვლად მდგომარეობაშია“

„ამჟამად მოვლა-შენახვის სამუშაოები სრულდება და გზა განვლად მდგომარეობაშია,“ – მოგვწერეს საქართველოს გზების დეპარტამენტიდან, სადაც დღეს, 18 მაისს, ვიკითხეთ: რატომ არის თვეების განმავლობაში შეჩერებული გზის რეაბილიტაცია ხიჭაურიდან შუახევის ადმინისტრაციულ ცენტრამდე. აქ სამუშაოებს კომპანია „ზიმო“ ახორციელებდა, რომელმაც სატენდერო პირობების შესრულება ვერ შეძლო და ხელახლა ტენდერი გამოაცხადეს. „13 მაისს გამოცხადდა ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ 59-68 …

11 ვაკანსია შუახევისა და ხელვაჩაურის მერიებში

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას ექვს, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას 5 თანამდებობაზე აქვს გამოცხადებული კონკურსი. შუახევის მუნიციპალიტეტი კონკურსს შემდეგ პოზიციებზე აცხადებს: ზედამხედველობის სამსახურის, ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ფარული სამუშაოების ზედამხედველობის საკითხებში ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი შიდა აუდიტის სამსახურის მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალური …

„მობილურზეც ვეღარ ვრეკავთ“ – 55 ოჯახი სოფელში ერთი თვეა სატელეფონო კავშირის გარეშეა

„ტყეში უნდა წახვიდე საგანგებოდ და მოძებნო შემაღლებული ადგილი, შესაძლოა, იარო ბევრი და მაინც ვერ დაიჭირო ან დაიწყო ლაპარაკი და შუა გზაში შეწყდეს, სახლიდან ვერ დარეკავ ვერსად, გამორიცხულია,“ – ამბობს იური თავდგირიძე, რომელიც შუახევში, სოფელ ნაღვარევში ცხოვრობს. ნაღვარევში გვითხრეს, რომ ტელეფონით დაკავშირება იდეალური არც წინა თვეებში იყო, მაგრამ დაახლოებით თვე-ნახევრის წინ სახლიდან ტელეფონზე დარეკვა შეუძლებელი გახდა. …

„მეწყერი ჩამოდის გზაზე, სადაც მოსწავლეები დადიან“ – შუახევში აქცია გამართეს

შუახევში, სოფელ კობალთაში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს, 18 აპრილს, საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ დეტალური კვლევების ჩატარებას იმისთვის, რომ დადგინდეს: რატომ ვითარდებას პერიოდულად მეწყერი გზაზე, სადაც სკოლის მოსწავლეები დადიან? რატომ გაქრა წყალი სოფელში მას შემდეგ, რაც ჰესი ამუშავდა და იკლო მოსავლიანობამ? „30 კომლი ვართ და 90 კაცი იყო აქციაზე, შინ არავინ დარჩა,“ – ამბობს თედო თავდგირიძე, …

შუახევში სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები თვეში 100 ლარს მიიღებენ

2022 წლის პირველი მაისიდან შუახევის მუნიციპალიტეტში ამოქმედდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შუახევის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ. აქამდე მსგავსი პროგრამა შუახევის მუნიციპალიტეტში არ ყოფილა. შუახევის მერის მოადგილის, რუსუდან შავაძის თქმით, პროგრამაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მარტოხელა მშობლების განცხადებები მიიღეს, ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით. მისივე თქმით, შუახევში მარტოხელა მშობლის სტატუსი რვა ადამიანს …

იას ჟოლოს ბაღი შუახევში, სადაც ნახევარი ტონა კენკრა მოჰყავს

48 წლის ია ბერიძე შუახევში, უჩამბის თემში, სოფელ სამოლეთში ცხოვრობს და უკვე 6 წელია, რაც  მისივე გაშენებულ ჟოლოს ბაღს უვლის. ია ამბობს, რომ მის სოფელში ჟოლო არავის მოჰყავდა და იმდენად ხშირად ეკითხებოდნენ როგორ ახერხებდა ამას თავად, რომ ბოლოს ჟოლოს ბაღის გაშენება გადაწყვიტა. იფიქრა, რომ ჟოლო შემოსავლის წყარო შეიძლებოდა ყოფილიყო. „ჩემს იდეას თავიდან ყველა სიცილით შეხვდა. …

“მიქსერი პირველად თბილისში ვნახე” – კონდიტერი ქალი შუახევიდან

„სტუდენტობის დროს თბილისში ვსწავლობდი. იქ ჩემი კარის მეზობელი აცხობდა ნამცხვრებს. ხშირად ვეხმარებოდი კეთებაში, ყველაფერი მისგან ვისწავლე. სულ მიქსერი მეჭირა ხელში. იქამდე მიქსერი არ მქონდა ნანახი, ჩვენ ხელის სათქვეფს ვიყენებდით სახლში. პირველად იქ დავინახე ნამცხვარი „შუც“. ყოველთვის მიკვირდა, ნამცხვარში როგორ ხვდება კრემი-მეთქი“, – გვიყვება მზია. მზია დავითაძე 52 წლის ქალია დაბა შუახევიდან. სიცილით ამბობს, რომ ბავშვობიდან …

შუახევში მეწყერი ჩამოწვა

შუახევში, ცენტრალურ და კობალთა-შუახევის გზებზე მეწყერი ჩამოწვა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა ვახტანგ ბერიძემ, შუახევის მერის წარმომადგენელმა შუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში. „მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. უკვე დასრულებულია შუბანი- შუახევის ცენტრალური გზის გაწმენდა და ახლა კობალთა-შუბნის ცენტრალური გზის გაწმენდას დავიწყებთ“, – ამბობს ვახტანგ ბერიძე. მისი ინფორმაციით, შეფერხებული მოძრაობა კობალთა-შუბანის დამაკავშირებელ გზაზე დღის ბოლომდე სრულად აღდგება. სოფელ კობალთის მკვიდრის, …

Exit mobile version