წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს 

„ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეს“, – ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს გვეუბნებოდნენ ღრმა ხევის თავზე მოქცეული ბზუბზუელები, როდესაც სოფელს წყლის სისტემის მოსაწყობის სამუშაოების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად ვეწვიეთ. სოფელ ბზუბზუში წყლის მილების გაყვანაზე უკვე თითქმის ათი დღეა მუშაობენ. ვიწრო ბილიკზე ჯერ თხრილების მომზადება და შემდეგ მძიმე მილების შეტანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან რთული რელიეფის გამო, კაცები ყოველგვარი ტექნიკის …

გომისმთაზე მიწის რეგისტრაცია ივლისში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება – ახალი ბრძანება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 3 ივლისის ბრძანებით, გომისმთასა და კიდევ 6 დასახლებულ პუნქტში [საერთო ფართობი – 85 292 ჰა], სახელმწიფომ მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 2020 წლის ივლისში უნდა დაიწყოს და ამავე წლის ბოლოს [31 დეკემბრის ჩათვლით] დაასრულოს. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების მიხედვით, რომელიც მინისტრის ბრძანებას თან ერთვის, დაბა გომისმთაზე მიწის ნაკვეთების სისტემური …

მოიალაღეებს ტრანსპორტი უფასოდ შუახევშიც მოემსახურება

სამთო იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანისთვის შუახევის ბიუჯეტში 33 890 ლარია გათვალისწინებული. მომსახურების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება. მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ (გადაყვანა-გადმოყვანა) მოემსახურება შემდეგ სამთო იალაღებზე: კატრიანი, გრძელგორი, ყავრიანი, ჩირუხი, ღომა, თაგინური, ჯანჯღნარი, მერიაყელი, შედრეკილი და თეთრობი. ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ან ხელშეკრულებით მინიმუმ …

მთა ჩირუხში საპიკნიკე ადგილს მოაწყობენ

შუახევის მუნიციპალიტეტში, საზაფხულო იაილაზე – ჩირუხში, რომელიც ზღვის დონიდან 2148 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს „წინასწარ შერჩეულ ადგილზე (არანაკლებ 100-150 კვ.მ) უნდა მოეწყოს ეკოსტანდარტების გათვალისწინებით ავთენტური და ეკოლოგიური მასალით დამზადებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნის რეკრეაციულ გარემოს, სადაც იქნება როგორც კოცონის და პიკნიკის, ისე მოსასვენებელი სივრცე საქანელებით და ჰამაკებით“. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე …

შუახევში ბათუმი-ახალციხის გზის 10 კმ-ის რეაბილიტაციისთვის 10,9 მილიონი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამჯერად 10 935 265 ლარი აქვს გამოყოფილი. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაიწყება ხიჭაურიდან, გაივლის დაბა შუახევს და დამთავრდება სოფელ ჩანჩხალოს მიმდებარედ. ტენდერი გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2020 წლის 19 ივნისს დაიწყება და 24 ივნისს დასრულდება. პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების …

მიწის რეგისტრაცია უფასოდ – ნახეთ, რა იცვლება

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 3 წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს. „ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იქნება“. მიწის სისტემური რეგისტრაცია ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო რეესტრი თავად ახდენს მიწების აზომვას, საკადასტრო ნახაზების მომზადებას, ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებას, ნახაზების ჩასწორებას და მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას. …

საათი და მონიტორი შუახევში – 650 ათასი ლარი დაბის კეთილმოწყობისთვის

დაბა შუახევის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 650 ათასი ლარია. პროექტის დაფინანსების წყარო კი – აჭარის ბიუჯეტი. პროექტი ითვალისწინებს დაბის ცენტრში ქუჩის საათის დადგმას, მონიტორის დამონტაჟბას, ასევე  რამდენიმე ქუჩაზე შენობების ფასადების მოპირკეთებას, ბილიკებისა და მოაჯირების მოწყობას, ფილების დაგებას, გარეგანათების ბოძებისა და სკამების მონტაჟს, სხვა სამუშაოებს. დაიდგმება სანაგვე ურნები, შეკეთდება ფერდსამაგრი კედლები. დაბის …

გომისმთას ოზურგეთმა სტატუსი მიანიჭა – როგორ დააკანონებენ სახლებს

ოზურგეთის საკრებულოს 2020 წლის 31 მარტის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე „ისტორიულად ჩამოყალიბებულ უბანს“ [საკურორტო ადგილს] „გომისმთა“ ეწოდა. განკარგულება ძალაში 6 აპრილს შევიდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ოზურგეთის მერიამ „ოთხი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს საჭირო ღონისძიებების განხორციელება“. ოზურგეთის მერის მოადგილის, ირაკლი სირაძის განცხადებით, როცა შესაბამისი პროცედურები დასრულდება, შემდეგ დადგინდება წესი, თუ როგორ მოხდება გომისმთაში მიწის …

შუახევში ბათუმი-ხულოს გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება

შუახევის ტერიტორიაზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის დაახლოებით 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოებისთვის 11 542 550 ლარია გათვალისწინებული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხიჭაურიდან იწყება და დაახლოებით ჩანჩხალოს გადასახვევთან სრულდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო გზის გარკვეული მონაკვეთი გადის დაბა შუახევის ტერიტორიაზე, „სადაც ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესაბამისად, ხსენებული …

შუახევში უგზოობის გამო პაციენტი სასწრაფომდე ხელით, შემდეგ ტრაქტორით გადაიყვანეს

შუახევში, სოფელ ნაღვარევში პაციენტი ხელით, შემდეგ კი, ტრაქტორით გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანასთან, რომელმაც დიდთოვლობის გამო სოფლის ცენტრამდე შეძლო მისვლა. შემთხვევა გუშინ, 23 თებერვალს, მოხდა. გაუწმინდავი გზის გამო სასწრაფო დახმარების მანქანამ პაციენტის სახლამდე მისვლა ვერ შეძლო. პაციენტს  ჰქონდა ჭრილობა. ქალი ადგილობრივებმა დაახლოებით 2 კილომეტრი ატარეს ხელით და ტრაქტორით. ამ დროისთვის პაციენტი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული …

დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება ხულოსა და შუახევს, შეფერხებაა ქედაშიც

დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მთლიანად ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებს. ხულოში დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი. რა დრო დასჭირდება დაზიანების გამოსწორებას, უცნობია. „როგორც ენერგო-პრო ჯორჯიაში გვითხრეს, უმოკლეს დროში აღადგენენ ელექტროენერგიას” – გვითხრეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში. მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა შუახევის მუნიციპალიტეტსაც. „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური დილიდან მუშაობს ელექტროენერგიის აღდგენაზე. …

თოვლის გამო აჭარის რამდენიმე სოფელში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

აჭარაში რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ გამოიდარა, თუმცა თოვლის საფარის გამო ხულოს, ქედისა და შუახევის ზოგიერთ სოფელში შეფერხებულია გადაადგილება, რის გამოც მოსწავლეები ვერ გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფლის სკოლასა და საბავშვო ბაღში. მეორე დღეა ინტენსიურად წმენდენ გზებს, შეფერხდა სასწავლო პროცესი. ქედაში ამ დროისთვის მზიანი ამინდია, თუმცა ტემპერატურა -8 გრადუსია. თოვლის საფარი დაბაში 50 სმ-ია, მაღლობში კი – …

თოვლის გამო მცირე მეწყერი განვითარდა სოფელ ბუთურაულში

აჭარის მაღალმთიანეთში გუშინ მოსული უხვი ნალექის შედეგად მცირე მეწყერი განვითარდა შუახევის სოფელ ბუთურაულში. შოთა მახაჭაძისა და დავით დიასამიძის საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიწის მასა ჩამოიშალა. შუახევის მერიის ინფორმაციით, სტიქიის კერას გეოლოგები შეისწავლიან, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახებს გაიყვანენ ქირით. დღეს შუახევში გამოიდარა. მაღალი ზონის სოფლებში ახალი თოვლის საფარი 50-სმ აჭარბებს. შუა ზონაში 20-30 სმ-ია, ხოლო დაბაში 5-სმ. ელექტროენერგია …

თოვლის სიმაღლე მთიან აჭარაში ერთი მეტრია – 17 სკოლაში სასწავლო პროცესი არ შედგა

დღეს, 24 იანვარს, აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დილიდან თოვს. ქედის ცენტრში თოვლის საფარის სიმაღლე 10 სანტიმეტრია, შუა ზონაში – 50 სმ, ხოლო მაღლობში – 80 სმ. ქედის მერიაში გვითხრეს, რომ ქედაში სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში შედგა, ხოლო ვაიოს, წონიარისის, მერისისა და ოქტომბრის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ჩაიშალა აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო. ამ დროისათვის ქედაში ელექტროენერგია არ …

შუახევში სამი სახლი დაიწვა, ცეცხლი მეოთხე სახლზეც გადავიდა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში სამი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, დამხმარე ნაგებობების ჩათვლით. როგორც შუახევის მერიაში გვითხრეს, ცეცხლი მე-4 სახლზეცაა გადასული, სადაც ბადრი ჯაყელის ოჯახი ცხოვრობს. ხანძრის შედეგად 14 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. დამწვარი სახლები ქათამაძეების საკუთრება იყო. როგორც მერიაში გვეუბნებიან, სოფელში იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ასევე შუახევის მერი. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. …

შუახევში, სოფელ ნიგაზეულში სახლი იწვის

შუახევში, სოფელ ნიგაზეულში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე მუშაობს სახანძრო-სამაშველო სამსახური. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.  

სოფლის თოვლიანი პეიზაჟი შუახევიდან [ფოტო]

ეს ფოტოები მელანო ებრალიძემ გადაიღო დღეს, 2 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბანში. დღეს, მთიან აჭარაში თოვს, სინოპტიკოსების ცნობით, ღამით ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსამდე შეიძლება დაეცეს.

აჭარის სოფლების გაზიფიცირების გეგმა – სოფლების ჩამონათვალი

ქედის სოფლების: ქედის, ქვედა ზენდიდის, ზენდიდის, გულების, ხუნკუდას და ასევე დაბა ქედის გაზიფიცირების სამუშაოების შესყიდვაზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 786 056 ლარია. ამ სოფლების გაზით მომარაგებისთვის დაგეგმილი სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს. ქობულეთის სოფელ გორგაძეების გაზიფიცირების სამუშაოებზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელმაც სამუშაოები 2020 წლის თებერვალში …

200 000 ლარი ჩირუხის მთაში ტურისტული პროდუქტის შესაქმნელად – სააგენტო იდეას და პროექტს შეისყიდის

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 200 ათასამდე ლარს გადაიხდის „ჩირუხის მთაში [შუახევის მუნიციპალიტეტი] გამორჩეული, სახასიათო, უნიკალური და განსხვავებული ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურული პროექტის შექმნაში, რომელიც ჩირუხის მთას გახდის ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრს“. სააგენტო ამ ეტაპზე შეისყიდის 3 ადგილთან დაკავშირებულ 9 იდეას და აქედან შეარჩევს ერთს, რომლის მიხედვითაც შემდგომში განავითარებს ინფრასტრუქტურულ პროექტს. სატენდერო კომისიაში გვითხრეს, რომ ტენდერში მონაწილემ …

თოვლმა შუახევში ყანები დააზიანა [ფოტო]

21 სექტემბერს ღამით მოსულმა თოვლმა შუახევში სიმინდის ყანები და ნარგავები დააზიანა. როგორც შუახევის მერიაში გვითხრეს, თოვლი მოვიდა მხოლოდ სოფელ ნაღვარევში, სადაც მოსახლეობის ნაწილს მოსავალი აღებული ჯერ არ აქვს. „კომისია შედგება ზარალის დასათვლელად,“ – გვითხრეს მერიაში. 21 სექტემბერს, ღამით, თოვლი მოვიდა გოდერძის უღელტეხილზე, ბეშუმსა და ბახმაროშიც.  

იტალიელი და აზერბაიჯანელი მწერლები ზემო აჭარაში ლიტერატურულ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას

19-22 სექტემბერს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში  ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ იტალიელი, აზერბაიჯანელი და ქართველი მწერლები, გამომცემლები და კარიკატურისტები. იტალიელი მწერალი დომენიკო პოლიტო, მხატვარი ალესანდრო ალეგრა, აფაგ მესუდა გამომცემელი და მწერალი აზერბაიჯანიდან, მწერალი და მთარგმნელი იმირ მამედლი, ასევე აზერბაიჯანიდან და კარიკატურისტი – კემო საქართველოდან. ასეთია წელს ფესტივალში მონაწილეთა შემადგენლობა. საფესტივალო დღეებში ჩატარდება საჯარო …

არ დაუდგენიათ, კურნავს თუ არა დიაბეტს ბუთურაულის წყალი, მაგრამ მერიამ ინფრასტრუქტურა მოაწყო

შუახევში, სოფელ ბუთურაულის წყალთან მისასვლელი ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. ეს ის წყალია, რომელიც რამდენიმე ადგილობრივის მტკიცებით, სამკურნალოა და დიაბეტს კურნავს. ამ წყაროსთან თუნდაც გასულ წელს ცოცხალ რიგში ადამიანები საათობით იდგნენ. მაშინ აქ ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ახლა სოფლის გზიდან წყალთან ჩასასვლელი გზა მოასფალტებულია, მისასვლელ ბილიკზე კი რკინის მოაჯირებია დამონტაჟებული. გზაზე ფანჩატურიც შეგხვდებათ და უკვე დამონტაჟებული განათების ბოძებიც. ბუთურაულის …

შუახევში ვეტერინარულ კლინიკას ააშენებენ

დაბა შუახევში ვეტერინარული კლინიკა აშენდება. მშენებლობისთვის 55 131 ლარია გამოყოფილი. ტენდერი კი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა[ა]იპ აგროსერვისცენტრმა გამოაცხადა. კლინიკა დაბა შუახევში მშენებარე ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაზე დაშენდება. პროექტის თანახმად ვეტერინარული კლინიკა მოეწყობა „აგროსერვისცენტრის“ დაპროექტებული საჩითილე მეურნეობის დამხმარე შენობის ავტოპარკინგის ტერიტორიაზე. არსებულ ერთსართულიან სასაწყობო მეურნეობაზე დააშენებენ ფართობს, სადაც მოეწყობა ვეტერინალური კლინიკა და ჩითილების სარეალიზაციო პუნქტი. ვეტერინარული …

„ვითხოვთ გასახლებას“ – საპროტესტო აქცია შუახევში

შუახევში, სოფელ ბუთურაულში მცხოვრებმა ადამიანებმა დღეს, 23 აპრილს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სოფლიდან დროულ გასახლებას ითხოვენ. „მიწა ნაპრალებითაა სავსე, დაღებული აქვს პირი მიწას, სახლებზე სულ ბზარებია. მეშინია, არ ჩამოინგრეს და შიგნით არ მოვყვეთ… გეოლოგები სწავლობენ, მაგრამ დროულად არ დებენ დასკვნას. ვისაც დასკვნა აქვს, მასაც არ ასახლებენ,“ – ამბობს ბუთურაულში მცხოვრები რუსლან მიქელაძე. ადგილობრივების თქმით, სოფელში …

ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება

5, 6 და 7 მარტს, თითო დღით, ხულოში, შუახევსა და ქედაში გადასახადის გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR მოემსახურება. მოძრავი სერვისცენტრის მომსახურებით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგ ლოკაციებზე: ხულო – 5 მარტი – გამგეობის შენობის წინ; შუახევი – 6 მარტი – გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია; ქედა – 7 მარტი – დაბის ცენტრი. ფინანსთა …

შუახევში ტროტუარის მოსაწყობად 1 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 65-66 კილომეტრზე საფეხმავლო ტროტუარის მოსაწყობად შუახევის მუნიციპალიტეტმა 1 150 000 ლარი გამოყო და ტენდერიც გამოაცხადა. ტროტუარი არსებული ავტოსადგურიდან რესტორან „შუახევამდე“ მონაკვეთში მაგისტრალის გასწვრივ აშენდება – ეს იქნება სახიდე გადასასვლელივით, მოაჯირებით. ტროტუართან ერთად გაკეთდება საყრდენი კედელი, პლიციის შენობის მიმდებარედ შეკეთდება კიბე, მოეწყობა პატარა სკვერი, მოსაცდელი, გარეგანათება და ავტოპარკინგი. მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ მაგისტრალის ამ …

შუახევის ათ იალაღზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა – გამოყოფილია 1,3 მილიონი ლარი 

შუახევის მუნიციპალიტეტი სამთო იალაღებზე შიდა ელექტროგადამცემი ქსელის მოწყობას გეგმავს. ელექტროგადამცემი ქსელი მოეწყობა შემდეგ იალაღებზე: ყავრიანი, კირჩხიანი, გრძელგორი, ნაყორვალა, ნაფოცხვარა, ხარიათაღი, მთაპატარა, შუა იეილა, ჯვარი მინდორი, ტყისველა. მუნიციპალიტეტმა შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 301 300 ლარია. პროექტი წარმოადგენს ორწლიან, 2019-2020 წწ შესყიდვას. 2019 საბიუჯეტო წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს 685 000 ლარის ღირებულების სამუშაოები [აუცილებელია სამუშაოები დაიწყოს …

ხიჭაური-გოდერძის გაზსადენის პროექტის განხილვა შუახევსა და ხულოში 12 მარტს გაიმართება

გაზგამანაწილებელი ქსელის [შუახევი-ხულო-გოდერძის] მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის საჯარო განხილვა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 2019 წლის 12 მარტს არის დაგეგმილი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილია: [checklist] 2019 წლის 12 მარტი, 11 საათი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში; 2019 წლის 12 მარტი, 13 …

შუახევში აგრომომსახურების ცენტრი აშენდება

შუახევის მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრი აშენდება. აგროპროექტების მართვის ცენტრმა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 221 685 ლარია. ცენტრი დაბა შუახევში, რუსთაველის ქუჩის N31-ში აშენდება. აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება 2019 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს დასრულდება.  

გომარდულის ფესტივალზე დასწრების მსურველებს ბათუმიდან უფასო ტრანსპორტით მოემსახურებიან

ხვალ, 25 იანვარს, შუახევში, კურორტ გომარდულზე „გომარდულის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კურორტის განვითარების სამომავლო გეგმას წარადგენს. შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტზე, ამ ეტაპზე მხოლოდ ხუთი კოტეჯი და ერთი კვების ობიექტია. კოტეჯებში ერთდროულად 60 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. გომარდულის ფესტივალს  მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე  ბენდები „Asea …

შუახევი-ჩირუხის გზაზე ასფალტბეტონის დასაგებად 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოსაწყობად აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში 2 574 920 ლარია გათვალისწინებული. აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობების, საგზაო სამოსის [მათ შორის შესასვლელებზე], მისაყრელი გვერდულებისა და დამცავი ზღუდარების მოწყობა. ასევე გზის მონიშვნა. სამუშაოს შესრულების …

შუახევსა და ხულოში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიწოდება

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დღეს შედარებით გამოიდარა, თუმცა რიგ სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ხულოს მერიის ინფორმაციით მუნიციპალიტეტის მაღალ სოფლებში თოვლის საფარი 20-30 სანტიმეტრია, დაბაში კი – 5-20 სმ. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის. ამ დროისათვის  ხულოში სხალთის თემის ორ სოფელს – წაბლანასა და ფაჩხას არ მიწოდება ელექტროენერგია და მთლიანად გამორთულია თხილვანას თემი. …

მაღალმთიან აჭარაში თოვს – ხულოში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტში თოვა გუშინ, 12 დეკემბერს, გვიან ღამით დაიწყო და დღესაც თოვდა. თოვლის საფარმა ამ დროისთვის გოდერძის უღელტეხილზე 50 სმ-ს, მაღალი ზონის სოფლებში – 15-20 სმ-ს, დაბის ტერიტორიაზე 1-2 სანტიმეტრს მიაღწია. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, საავტომობილო მიმოსვლა და სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში არ შეფერხებულა. გვიან ღამით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ფუშრუკაულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ …

ზურაბიშვილმა შუახევის ერთ უბანზე ვაშაძეს 1 ხმით მოუგო 

ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ოქმების თანახმად, შუახევის #82 ოლქში სალომე ზურაბიშვილმა ამ დროისთვის [00:40 საათი] 13 უბნიდან 11 უბანი მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ კი – ორი. შუახევის მეთხუთმეტე უბანზე კანდიდატებს შორის გამარჯვება ერთმა ხმამ გადაწყვიტა – #15 საარჩევნო უბანზე 224 ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, 225 ხმა კი – სალომე ზურაბიშვილმა. ამ მუნიციპალიტეტში, ცესკოს მონაცემებით, სულ 49 საარჩევნო …

შუახევს ტყის ხანძრის ახალი მანქანა გადასცეს

შუახევის სახანძრო-სამაშველო განყოფილებას ტყის ხანძრის ახალი მანქანა გადაეცა. მაღალი გამავლობის, მანევრირებადი და სწრაფი მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს. ოქტომბერში ტყის ხანძრის ახალი მანქანები 13 რეგიონს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების ავტოპარკს გადასცეს. მაშინ აჭარაში ასეთი მანქანა მხოლოდ ხულოს გადაეცა. უახლოეს მომავალში ტყის ხანძრის ახალ მანქანას ქედასაც გადასცემენ. რეგიონების სახანძრო-სამაშველოებს ტყის ახალი …

შუახევის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვის პროგრამებზე 611 700 ლარი დაიხარჯება

დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში ,,შუახევის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ პროექტი საჯაროდ განიხილეს. მუნიციპალიტეტის 2019 წლის საწყისი ბიუჯეტი 9 600 000 ლარია. აქედან ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე 4 101 700 ლარი, ხოლო განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით 2 305 000 ლარია გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე 611 …

Exit mobile version