შუახევში 8 უბნიდან 6 უბანში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

შუახევის #82 საარჩევნო ოლქის რვა უბნის მონაცემებით, ამ მუნიციპალიტეტში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, ზურაბიშვილმა რვა უბნიდან ექვს უბანში არჩევნები მოიგო. [checklist] #12 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 51 ხმა; გრიგოლ ვაშაძე – 30 ხმა #16 საარჩევნო უბანი: გრიგოლ ვაშაძე – 186 ხმა; სალომე ზურაბიშვილი – 98 ხმა #25 საარჩევნო უბანი: სალომე ზურაბიშვილი – 63 ხმა; გრიგოლ ვაშაძე …

შუახევში კინოკლუბს გახსნიან

შუახევში კინოკლუბი გაიხსნება, რომლის ფარგლებში ფილმების ჩვენება და განხილვა მოეწყობა. კინომოყვარულთა კლუბი შუახევის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივით იქმნება. შუახევის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი ამირან ხიმშიაშვილი ამბობს, რომ კინოჩვენებებისთვის ადგილს სულ მალე შეარჩევენ. „ფილმები, რომლებსაც კინოჩვენებებისთვის შევარჩევთ, იქნება ძირითადად სოციალურ პრობლემებსა და აქტუალურ თემებზე, ანუ იმ თემატიკის ფილმები, რაც შემდეგ საინტერესო დისკუსიისა და განხილვის საგანი …

ბავშვთა სარაგბო ფესტივალის გამარჯვებული ფურტიოს გუნდი გახდა

შუახევში დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გაიმართა. მოედანზე 9 გუნდის 60-მდე 2004 წელს დაბადებული და უმცროსი ასაკის მორაგბეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ფესტივალი ფურტიოს რაგბის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. დასავლეთ საქართველოს ბავშვთა სარაგბო ფესტივალი მუნიციპალიტეტის მერიის, შუახევის ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის ორგანიზებით და საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანია, მასობრივი სპორტის სახეობის პოპულარიზაციასთან ერთად, ბავშვთა …

შუახევში, სამთო სეზონთან დაკავშირებით, მთების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს

შუახევში სამთო სეზონთან დაკავშირებით, მთების მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს. პროგრამაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28650 ლარი გამოიყო. მგზავრებს საშუალება ექნებათ, უსაფრთხოდ გადაადგილდნენ კატრიანის, გრძელგორის, ყავრიანის, ჩირუხის, ღომას, თაგინურის, ჯანჯღნარის, მერიაყელის, შედრეკილისა და თეთრობის იალაღებზე. პროგრამა მუნიციპალიტეტში უკვე მესამე წელია ხორციელდება.

ბუთურაულის წყალთან ტერიტორიას შუახევის მერია მოაწესრიგებს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში აღმოჩენილ წყალთან მიმდებარე ტერიტორიას ადგილობრივი ხელისუფლება მოაწესრიგებს. მოსახლეობის თქმით, ბუთურაულის წყალი დიაბეტს კურნავს. შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ წყალთან ცოცხალი რიგები არ წყდება და ტერიტორიის მოწესრიგებისთვის თანხა ამიტომ გამოყვეს. „წყალზე მოთხოვნა დიდია, არამარტო ადგილობრივი, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან წყლის წასაღებად. წყალი რომ აავსო, მისასვლელი ბილიკიც კი არ არის, შესაბამისად, მოთხოვნიდან გამომდინარე, …

შუახევში, სოფელ ქიძინიძეებში, X-XI საუკუნეების ქვევრი აღმოაჩინეს

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეებში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ,  ქვევრი აღმოაჩინეს. ქვევრი ადგილობრივმა შალვა გოგიტიძემ საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებისას მიწაში იპოვა. შუახევის მერის მოადგილის, რუსუდან შავაძის ინფორმაციით, ქვევრი მხოლოდ მცირედით მაშინ დაზიანდა, როდესაც შალვა გოგიტიძე ტალავერის მოსაწყობად, ბოძებისთვის ბარით მიწას ამუშავებდა, ნატეხები კი, რომელიც ქვევრს  ჩამოტყდა, ბათუმში ჩამოიტანეს და შესასწავლად აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს, ამირან კახიძეს გადასცეს. პირველადი …

შუახევში დამეწყრილ ადგილებს გეოლოგები სწავლობენ

გეოლოგიური შესწავლის მოთხოვნით მიმდინარე წელს შუახევის მერიას წერილობით 170- მა ოჯახმა მიმართა და საცხოვრებელი სახლისა თუ მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა სთხოვა. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მერიამ გეოლოგები ბათუმიდან მიიწვია და გეოლოგიური შესწავლა ერთი კვირის წინ დაიწყო. შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, გეოლოგებმა ამ დროისთვის 120 ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს. „სამი გეოლოგი იმყოფება შუახევში. ვფიქრობთ …

მდინარეში ჩავარდნილი მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

სამი დღის წინ შუახევში, სოფელ შუბანში, მდინარე ჩირუხისწყალში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი დღეს დილით მაშველებმა იპოვეს. შუახევის, ხულოს, ქედის, ბათუმის სახანძრო – სამაშველო ბრიგადები, სულ 60-მდე მაშველი და 2 მყვინთავი მოზარდს სამი დღის განმავლობაში ეძებდა. 14 წლის ბიჭი 20 მარტს მეგობრებთან ერთად თამაშობდა, ბურთი დაგორდა და მოზარდი ბურთს მდინარისპირას გაჰყვა, სადაც ციცაბო დაღმართია. მოზარდის გვამი იმ ადგილთან ახლოს …

შუახევში მაშველები მდინარეში მოზარდს ეძებენ

შუახევში, სოფელ შუბანში, მდინარე ჩირუხისწყალთან 14 წლის მოზარდს ეძებენ. შუახევის მერის მოადგილის, ომარ ტაკიძის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დღის 5 საათიდან დაიწყო: „როგორც სოფელში ჰყვებიან, ბავშვები ეზოში ბურთს თამაშობდნენ, ბურთი დაგორდა და მოზარდი, რომელსაც ახლა ვეძებთ ბურთს მდინარის პირას გაჰყოლია, სადაც ციცაბო დაღმართია. ვარაუდობენ, რომ  ბავშვი დაგორდა, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები“. ომარ ტაკიძის თქმით, ამ დროისთვის მდინარის …

სოფელი ჩანჩახლო გვირაბის აშენების შემდეგ [ფოტო]

აჭარაში, განსაკუთრებით მთიან მუნიციპალიტეტებში, გეოლოგიური პროცესები გაზაფხულის მოსვლასთან ერთად აქტიურდება. ერთ-ერთი გეოლოგიურად აქტიური სოფელი ჩანჩხალოა, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივების თქმით, გეოლოგიური პროცესების გააქტიურება სოფელში დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო, პიკს კი მაშინ მიაღწია, როდესაც სოფელში გვირაბის გასაყვანად ბურღვა-აფეთქებები განხორციელდა. აფეთქების პარალელურად სოფლის მოსახლეობა აქ აქციებს მართავდა და …

რატომ არ დასრულდა შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად შუახევში ადგილობრივმა ხელისუფლებამ  გასულ წელს 161 393 ლარი  გამოყო. შუახევის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 8 აგვისტოს  შპს „ლ გრუპ“ – მა გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება 118 555 ლარზე გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით  კომპანიას შენობის რეაბილიტაცია 2017 წლის 3 ნოემბრამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა სარემონტო სამუშაოები ამ დღემდე არ დასრულებულა. უფრო მეტიც, …

უსარგებლო საბავშვო ატრაქციონი [ფოტოამბავი]

ასე გამოიყურება საბავშვო ატრაქციონი შუახევში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის შენობის გვერდითაა დამონტაჟებული. შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ არსებული ატრაქციონების რეაბილიტაცია წელს არ იგეგმება. რაც შეეხება ახალ ატრაქციონებს, ინფრასქტრუქტურის სამსახურის უფროსის, ედნარ შარაშიძის თქმით, მერია უახლოეს დღეებში შუახევის განვითარების გეგმის პროექტზე სახელმწიფო შესყიდვას გამოაცხადებს და „გენგეგმის პროექტის დამუშავების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება ინფრასტრუქტურის გამართვა მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის …

სამი მერიის მიერ დახარჯული საწვავი ერთ თვეში

აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტი ავტომობილი შუახევის მერიას ემსახურება, შესაბამისად, ყველაზე მეტი ოდენობის საწვავსაც შუახევის მერია ხარჯავს. შუახევის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, ანზორ ცეცხლაძის ინფორმაციით, მერიის ბალანსზე არსებული 14 ავტომობილიდან გამართულ მდგომარეობაში ათი ავტომობილია, სახელმწიფო ავტომობილები აქ მერს, მერის ორ მოადგილეს და ყველა სამსახურს ემსახურება. რაც შეეხება საწვავის ლიმიტს, თვის განმავლობაში შუახევის მერიის თანამშრომლებისთვის 1950 …

შუახევის მერიის უკანა ეზო [ფოტოამბავი]

ამ ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მოსაწყობად გასულ წელს 126 ათასი ლარი გამოიყო. ტენდერში შპს „მარეთი 777“-მა გაიმარჯვა – ხელშეკრულება 100 047 ლარსა და 7 თეთრზე გაფორმდა. დამცავი კედელი კომპანიას გასული წლის 31 ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა, შემდეგ ვადა 20 დეკემბრამდე გაუგრძელეს. „სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, სანიაღვრე არხი დარჩა მოსაწყობი, ცუდი ამინდების გამო ვერ დასრულდა მშენებლობა… როდესაც დასრულდება …

შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი 32 მუნიციპალიტეტს მოემსახურება

5 – 27 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ქედაში (ქედის ცენტრში) მოძრავი სერვისცენტრი დღეს 17 საათამდე მუშაობდა, შუახევში შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსი  6 თებერვალს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს. რაც შეეხება ხულოს, აქ მოძრავი სერვისცენტრი …

შუახევში აბონენტების 60 პროცენტს შუქი არ მიეწოდება, 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

შუახევის მერის მოადგილის, რუსუდან შავაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია შუახევში აბონენტების 60 პროცენტს არ მიეწოდება, მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო კი 17 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. არ მუშაობენ ბარათაულის, უჩამბისა და ფურტიოს საბავშვო ბაღები. მერის მოადგილის თქმით, მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1,50 მეტრს აჭარბებს, დაბალ ზონაში კი 20-30 სმ-ია. „დილით შუქი არ მიეწოდებოდა შუბნისა და …

მეწყერმა სოფელ კობალთაში გზა ჩაკეტა

მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კობალთაში. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ ამ უბანში მცხოვრებ 10 ოჯახთან დამაკავშირებელი საუბნო გზა ჩაკეტა. შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა იწმინდება და საავტომობილო მიმოსვლა მთლიანად აღდგება. „გზის გაწმენდა მიმდინარეობს, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეფერხება არ არის, საუბარია მხოლოდ საუბნო გზაზე, სადაც მეწყერი ხშირად ვითარდება, აქ მეწყერი ორი დღის …

აჭარის მთიანეთში რამდენიმე სოფელს შუქი არ მიეწოდება

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. თოვლის საფარი ხულოს მუნიციპალიტეტის დაბლობში 10 სმ-მდე, ხოლო მაღალი ზონის სოფლებში 30 სმ-მდე აღწევს, თოვს ქედასა და შუახევშიც. მუნიციპალიტეტების მერიებში აცხადებენ, რომ თოვას ავტოტრანსპორტის გადაადგილებაში პრობლემები არ შეუქმნია. რაც შეეხება შუქის მიწოდებას, ხულოს მერიის პრესსამსახურის უფროსის, თორნიკე მიქელაძის ინფორმაცით, ამ დროისთვის შუქი მხოლოდ საციხურის თემის სოფლებს არ მიეწოდება. მისივე ინფორმაციით მიმდინარეობს აღდგენითი …

მეწყერი შუბნის თემში – გზა, რომელიც საფრთხის შემცველია

მეწყრული პროცესები განვითარდა შუახევის მუნიციპალიტეტის შუბნის თემში. მთიდან ჩამოსულმა მიწის მასამ დაახლოებით ორი საათის განმავლობაში შუბნის თემთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაკეტა. შუახევის მერის, ფრიდონ ფუტკარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა სრულიად გაიწმინდა და საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. „გზა გაიხსნა, მაგრამ მეწყერი აქტიურია, არის ალბათობა, რომ ისევ განვითარდეს მეწყრული პროცესი. მეწყერი გუშინ განვითარდა, გავწმინდეთ, თუმცა დღეს განმეორებით ისევ …

ახალი სავარძელი ახალარჩეული მერისთვის შუახევში

შუახევის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერისთვის, ფრიდონ ფუტკარაძისთვის, სავარძლის შესაძენად ელექტრონული ტენდერი შუახევის გამგეობამ უკვე გამოაცხადა. შავი ფერის სავარძელთან ერთად შუახევის გამგეობა სახელმწიფო შესყიდვით ტანსაცმლის ერთ და წიგნების – ორ კარადას, 20 საოფისე სკამსა და სავარძლების სამეულს  ყიდულობს. შუახევის მერიაში განმარტავენ, რომ სამეულსა და ტანსაცმლის კარადას, მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებისთვის ყიდულობენ. რაც შეეხება სავარძელს, შუახევის მერიის …

შუახევში ათას აბონენტს შუქი არ მიეწოდება

შუახევის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 1000 აბონენტს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“  აჭარის  სადისპეტჩეროს წარმომადგენლის, თემურ მიქელაძის თქმით, სოფლებში გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს: ,,შუახევის სოფლებში ავარიული გათიშვა არ არის,  გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება ქედის მუნიციპალიტეტს, შუქი ყველა სოფელში არის. დანარჩენი სხვასთან გაარკვიეთ,” – გვითხრა თემურ მიქელაძემ სატელეფონო საუბარში. მიუხედავად სადისპეტჩეროს განცხადებისა, რომ ქედაში ელექტროენერგიის მიწოდებაში პრობლემა …

შუახევში სოციალურად დაუცველ ოჯახებს თუნუქის სახურავით დაეხმარებიან

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებისთვის თუნუქის სახურავებს შეისყიდის. 2 350 ცალი თუნუქის სახურავის შესყიდვაზე ტენდერი გამგეობამ 6 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 40 000 ლარია. შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, სახურავებს იმ ოჯახებს გადასცემენ, რომელთა სარეიტინგო ქულა ერთიან მონაცემთა ბაზაში 100 000-ს არ აჭარბებს და მათი საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანებულია. „მთავარი …

შუახევის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარეებად ყოფილი თავმჯდომარეები აირჩიეს

შუახევის ახალარჩეულ საკრებულოში ხუთი კომისიიდან ორს წინა მოწვევის საკრებულოს კომისიების ყოფილი თავმჯდომარეები უხელმძღვანელებენ. ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს ზაზა დავითაძე, ხოლო საფინანსო კომისიას ისევ ედნარ კეჟერაძე უხელმძღვანელებს. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა ყოფილი თავმჯდომარე – ფატი ჭაღალიძე კი, 2017 წლის მოწვევის საკრებულოში ქონების მართვის კომისიას ჩაიბარებს. ახალი თავმჯდომარე ეყოლება ინფრასტრუქტურის და იურიდიულ საკითხთა კომისიებს. ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე …

ბიულეტენზე ზოგმა სამკუთხედი უნდა დასვას, ზოგმა ოთხკუთხედი – საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები შუახევში

შუახევის ახალარჩეულ საკრებულოს ორი დღე დასჭირდა, რომ თავმჯდომარე აერჩია. მმართველი გუნდის მიერ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, გუშინ, 21 ნოემბერს დასახელებულ გიორგი დავითაძის კანდიდატურას, თანაგუნდელებმა მხოლოდ დღეს დაუჭირეს მხარი. ჯერ კიდევ კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატი სოსლან ზოიძეს „ნაციონაოლური მოძრაობის“, რომელსაც თანამდებობის პირების ასარჩევად ფარული კენჭისყრის შედეგები ორ წევრთან ერთად უნდა დაეთვალა, აცხადებდა, რომ პარლამენტარები და სუსის წარმომადგენლები …

შუახევში საბავშვო ბაღი გაიხსნა

3 ნოემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში საბავშვი ბაღი გაიხსნა. 30 აღსაზრდელზე გათვლილი ორსართულიანი ბაღის შენობა სოფლების – ჭალასა და წყაროთის შუა ნაწილში, სამღორიას უბანში მოეწყო. საბავშვო ბაღში 13 ადგილობრივი დასაქმდა. ბაღის მშენებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 202 000 ლარი დაიხარჯა. ბაღის სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შ.პ.ს ,,მარეთი 777“ – მა განახორციელა. ამ დროისთვის საბავშვო ბაღები შენდება შუახევის მუნიციპალიტეტის …

„ჭკვიან კამერებს“ ხულოსა და შუახევშიც დაამონტაჟებენ

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური საავტომობილო გზის ხულოსა და შუახევის მონაკვეთზე ავტომობილების სანომრე ნიშნის ამომცნობი ვიდეოთვალები დამონტაჟდება. ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ შეძენა-მონტაჟისა და ერთიან ქსელში ჩასართავად საჭირო მომსახურება ხულოსა და შუახევის გამგეობებმა გამარტივებული წესით შეისყიდეს, ხელშეკრულება კი შპს „დელტა კონსალტინგთან“ გააფორმეს. შუახევის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის, ომარ აბუსელიძის ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში სულ ექვსი ვიდეოთვალი განთავსდება. ვიდეოთვალების შეძენა-მონტაჟისა და ერთიან …

შუახევის ახალი საკრებულოს მაჟორიტარები „ოცნებიდან“ – წინასწარი შედეგები

შუახევის ცხრა მაჟორიტარული ოლქის ყველა უბნის შედეგების მიხედვით, ცხრავე ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის  კანდიდატებმა გაიმარჯვეს. შუახევის მაჟორიტარი კანდიდატებიდან, დაბა შუახევში – გიორგი დავითაძემ გაიმარჯვა – ხმების 52,44%, შუბანში ემზარ ჯუმუშაძემ – 48,88%, ოლადაურში გენად მიქელაძემ – 54, 95%,  დღვანში – იმედა მუკუტაძემ – 47,19%, უჩამბაში ჯემალ ივანაძემ – 55,01%, ზამლეთში  – ამირან …

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის ოთხმა კანდიდატმა შუახევში კანდიდატურა მოხსნა

„პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის რიგით  მე-9, მე-16, მე-17 და მე-18 კანდიდატებმა შუახევში საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს. „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის მეცხრე ადგილზე ლეილა გოგიაშვილი, მე-16 – ზე დავით დავითაძე, მე -17 –  ზაზა ქათამაძე, ხოლო პარტიული სიის მე-18 წევრი ჯემალ ქარცივაძე იყო. შუახევის საარჩევნო ოლქის მდივნის, გიორგი მაკარაძის ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიის კანდიდატების გარდა საკუთარი კანდიდატურა …

„პატრიოტთა ალიანსის“ შუახევის მერობის კანდიდატი: ეკლესიამ ნაკლები უნდა იფიქროს გამდიდრებაზე

რევაზ ზოიძე „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე შუახევის მუნიციპალიტეტში. იგი  ამბობს, რომ  27 წელია შუახევში აღარ ცხოვრობს. რატომ გადაწყვიტა მერობა და რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდება მოსახლეობას?  მერობის კანდიდატი „ბათუმელების“ კითხვებს პასუხობს. ბატონო რევაზ, როდის მოხვედით პოლიტიკაში და რატომ გინდათ გახდეთ მერი? „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გავხდი ერთი თვის წინ, მანამდე პოლიტიკაში არ ვიყავი. …

მერობის კანდიდატები შუახევში

შუახევის მუნიციპალიტეტში მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს. მერობის კანდიდატები „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“,  „პატრიოტთა ალიანსმა“ და საარჩევნო ბლოკმა – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართელომ“ წარადგინა. შუახევის მერობისთვის „ქართული ოცნების“ სახელით ყოფილი ძალოვანი, შსს – ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, ფრიდონ ფუტკარაძე იბრძოლებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შუახევის მერობის კანდიდატად საქართველოს მერვე …

„ოცნების“ სია შუახევში ძირითადად საკრებულოს წევრებითაა დაკომპლექტებული

შუახევში პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ედნარ კეჟერაძის ინფორმაციით, პარტიამ პროპორციული სია ოლქს უკვე წარუდგინა დასამტკიცებლად. „ოცნების“ სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება: 1. მირიან აბაშიძე, საკრებულოს იურისტი 2. ფრიდონ ფუტკარაძე 3. ნოდარ ქარცივაძე, „ქართული ოცნების“ პარტიის რაიონული ორგანიზაციისა და მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე 4. ედნარ კეჟერაძე, საკრებულოს წევრი 5. თენგიზ ივანაძე 6. გურამ ქათამაძე 7. ვახტანგ …

„ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მთიან აჭარაში – არც ერთი ქალი

14 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს ქედის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები წარუდგინა და  მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა დაასახელა. ქედის მერობის კანდიდატი ლევან გორგილაძეა, შუახევის – ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს მერობის კანდიდატი კი – გოჩა მელაძე. ქედის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატები:  დაბა ქედა – კარლო თურმანიძე; მერისი – შუქრი თურმანიძე, ოქტომბერი – უშანგი დუმბაძე; მახუნცეთი – ზურაბ თავდგირიძე; ზვარე …

საყარაულოს ტყეში ხანძარი ჩააქრეს

შუახევის გამგებლის, ტარიელ ებრალიძის ინფორმაციით, საყარაულოს ტყეში ხანძარი ჩამქრალია. ხანძრის შედეგად 400 კვადრატულ მეტრომდე  ტყე განადგურდა. „ცეცხლის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა, ფაქტობრივად მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ცეცხლს ადგილობრივი მოსახლეობა და სატყეო სააგენტოს თანამშრომლები აქრობდნენ, ცეცხლის ყოფილ კერებზე კი ამ დროისთვის პრევენციული ღონისძიებები ტარდება, განაცხადა“ – შუახევის გამგებელმა. ხანძარი შუბნის თემის სოფელ …

სოფელ გოგინაურში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

შუახევის მუნიციპალიტეტში, დღვანის თემში, სოფელ გოგინაურში გოგიტიძეების საცხოვრებელი სახლი იწვის. ხის ორსართულიან სახლს ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გაუჩნდა. დღვანის თემში გამგებლის წარმომადგენლის ჯუმბერ ფუტკარაძის ინფორმაციით, ცეცხლს შუახევის სახანძრო ბრიგადა აქრობს. „დამატებით ქედის სახანძრო ავტომობილი გამოვიძახეთ, ჩემი ინფორმაციით ავტომობილი უკვე გზაშია,“- გვითხრა ჯუმბერ ფუტკარაძემ.

ბუთურაულის წყლის ლაბორატორიული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა

შუახევში, სოფელ ბუთურაულში აღმოჩენილი წყლის სამკურნალო თვისებები ლაბორატორიულად ჯერ არ დადასტურებულა. წყალთან ცოცხალი რიგები არ წყდება. მათ სჯერათ, რომ ბუთურაულის წყალი დიაბეტს კურნავს. „ბათუმელებმა“ ვერ მოიკვლია სამთავრობო უწყება, რომელიც ამ წყლის არსებობით დაინტერესდა. წყლის სამკურნალო თვისებებში დარწმუნებულია ამირან მახაჭაძე, სოფელ ბუთურაულის რწმუნებული. მან პირველმა აღმოაჩინა წყალი საკუთარ სოფელში. „სინჯები რამდენჯერმე აიღეს და დადგინდა, რომ შაქრის საწინააღმდეგო …

დამოუკიდებელი კანდიდატები ხულოში, შუახევსა და ქედაში – თვითმმართველობის არჩევნები 2017

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს #84 საარჩევნო ოლქში ექვსი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, აქედან ოთხი დიოკნისის, ერთი – დაბის და ერთიც თხილვანის მაჟორიტარული ოლქიდან. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად, უპარტიოდ, დიოკნისის თემში მამუკა ღორჯომელაძე, ზაურ ბოლქვაძე, ლევან მგელაძე და ლევან საგინაძე იბრძოლებენ. რაც შეეხება დაბა ხულოს მაჟორიტარულ ოლქს, აქ გელა თავართქილაძე იყრის კენჭს, ხოლო …

Exit mobile version