ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

კონკურსი შუახეველი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის

29.10.2021 • 4968
კონკურსი შუახეველი ქალებისა და ახალგაზრდებისთვის

შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და ახალგაზრდებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს პროექტს, რომლის მონაწილეები გაივლიან შესაბამის სასწავლო კურსს.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან როგორ მოამზადონ და წარადგინონ პეტიცია; საჯარო გამოსვლისა და პრეზენტაციის ტექნიკას; საპროექტო იდეებისა და ბიზნესიდეების შედგენას; საჯარო კამპანიებისა და პიარკამპანიების დაგეგმვას; ასევე, როგორ შეიძლება მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და სხვა. ამასთან, პროექტის წარმატებული მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.

პროექტის მონაწილეები შეირჩევიან კონკურსით, რომელიც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ უკვე გამოაცხადა – გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროექტის – „ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება შუახევის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ:

[checklist]

  • 18 წლისა და მეტი ასაკის ქალებს
  • 14-29 წლის ახალგაზრდებს

[/checklist]

პროექტის ფარგლებში:

ქალები –

გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის ფარგლებში შეისწავლიან: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიებს და ფორმებს, პეტიციის მომზადებას და წარდგენას, ბიუჯეტირების პროცესს და პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას, საპროექტო იდეების და ბიზნესიდეების შემუშავებას.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ექსპერტების დახმარებით, მონაწილეები შეიმუშავებენ და წარადგენენ პეტიციებს მუნიციპალურ და რეგიონალურ დონეზე, შეიმუშავებენ საპროექტო და ბიზნესიდეებს. 

ახალგაზრდები – 

გაივლიან სასწავლო კურსს, რომლის ფარგლებში შეისწავლიან: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიებს და ფორმებს, საჯარო გამოსვლას, პრეზენტაციის ტექნიკას, საპროექტო იდეების შედგენას, საჯარო კამპანიებისა და პიარკამპანიების დაგეგმვას. 

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაატარონ ურთიერთსაგანმანათლებლო ტრენინგები, დაგეგმონ და ჩაატარონ საჯარო აქციები/საინფორმაციო კამპანია. 

პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2021 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით ელფოსტაზე: ijhbatumi2001@gmail.com უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV) და საკონტაქტო ინფორმაცია.

სავალდებულოა ელფოსტის დასახელებაში (Subject) ჩაიწეროს – კონკურსის მონაწილე.

შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად:

  • წარმოდგენილი რეზიუმეს (cv) ანალიზი
  • გასაუბრება – კომპეტენციის დადგენისა და უნარების განსაზღვრის მიზნით

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ

მობ.: (568) 84 46 42 ან (593) 30 71 55  [15:00-დან 20:00 საათამდე].

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: