მთავარი,სიახლეები

უკრაინაში მებრძოლი 70-ზე მეტი ქართველი რუსეთში დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ

28.07.2023
უკრაინაში მებრძოლი 70-ზე მეტი ქართველი რუსეთში დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისთვის 70-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. მათ შორისაა „ქართული ლეგიონის“ დამაარსებელი მამუკა მამულაშვილი.

ამის შესახებ რუსული მედია წერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.

ჯამში უკრაინაში მყოფი „ქართული ლეგიონის“ 70-ზე მეტ მებრძოლს რუსეთმა დაუსწრებლად წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის საქმეზე.

რუსული მედია წერს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული მამუკა მამულაშვილს, რომელმაც 2014 წელს შექმნა „ქართული ლეგიონი“ უკრაინაში.

მამუკა მამულაშვილს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ომის დანაშაულებების ჩადენის ბრალდებას უყენებს. გამოძიება 2022 წლის აპრილში დაიწყო.

ფოტოზე: მამუკა მამულაშვილი

ამავე თემაზე: 

რუსებს უნდათ „ქართული ლეგიონი“ ერთიანად გაანადგურონ – ინტერვიუ მამუკა მამულაშვილთან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: