ბათუმის მერი დასვენებას და მოვლენების გადაფასებას გეგმავს

 

ბათუმის საკრებულოს სხდომამდე, სადაც მერის გადადგომას კენჭი უნდა უყარონ, ერთი დღით ადრე „ბათუმელებმა“ ჯერ კიდევ მოქმედ  მერს ჯემალ ანანიძეს, საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში მის უახლოეს გეგმებზე ჰკითხა.

 

„მილევად რეჟიმში ვარ, კონკრეტული შემოთავაზება არ მაქვს, არც ბიზნესი. მე ვფიქრობ ახლა უნდა დავისვენო და რაღაცეები გადავაფასო. თავშესაქცევად კი მაქვს უნივერსიტეტი, კვირაში სამჯერ მაქვს ლექციები“

 

 

„გადაფასების პერიოდის“ შემდეგ ჯემალ ანანიძე ბათუმის მერის თანამდებობაზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ორი ფაქტორის გათვალისწინებით არ გეგმავს.

საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერის მოვალეობას შეასრულებს

 

იმ შემთხვევაში თუ საკრებულო ბათუმის მერის გადადგომის საკითხს მხარს დაუჭერს, მერის მოვალეობის შესრულება ახლად დანიშნულ ვიცემერს გიორგი ერმაკოვს დაეკისრება. ხვალ, 13 თებერვალს ბათუმის საკრებულოში მერის გადაყენებას უყრიან კენჭს. ჯემალ ანანიძემ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე  დაახლეობით ორი კვირის წინ დაწერა.  

კახი კალაძის შეფასებას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჯუმბერ კახიძე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე- მერის კახი კალაძის მიერ ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის შეფასებას გამოეხმაურა და მინისტრის ვარაუდს, რომ ბათუმის მერის გადადგომა მოსახლეობის უკმაყოფილებით იყო გამოწვეული, არ დაეთანხმა.

კონკურსის შედეგი – მოვალეობის შემსრულებლები თანამშრომლებად

 

 

აჭარის მთავრობასა და სამინისტროებში ორმოც ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში, მხოლოდ ცხრა ახალმა კონკურსანტმა შეძლო თანამდებობის დაკავება. 31 ვაკანსიაზე კი თანამდებობა იმ პირებმა შეინარჩუნეს, რომლებიც ვაკანტურ ადგილებზე მოვალეობის შემსრულებლად იყვნენ დანიშნულნი. სამთავრობო უწყებების მიერ გამოცხადებულ კონკურსში 1300  აპლიკანტი დარეგისტრირდა.  

საკრებულოს წევრის შეკითხვები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს

 

სასოფლო სამეურნეო ვაუჩერების თემაზე ნოდარ დუმბაძემ,  ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“,  განცხადება გააკეთა. 

არც ერთი ახალი კადრი უმაღლეს საბჭოში

 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში თანამდებობები უმაღლესი საბჭოს უკვე მოქმედმა საჯარო მოხელეებმა დაიკავეს.  ისინი კონკურსამდე აღნიშნულ თანამდებობეზე მოვალეობის შემსრულებლებად იყვნენ დანიშნული.  

 

„კონკურსის წესით თანამდებობები დაიკავეს კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებლებმა.” – აღნიშნულია ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს უმაღლესი საბჭოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, ჯამბულ კურცხალიძე აწერს. 

ესტონეთის ელჩის ვიზიტი აჭარის მთავრობაში

 

აჭარის მთავრობაში  ესტონეთის ელჩთან საქართველოში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართა. 

„ნაციონალი“ დეპუტატი ნეპოტიზმზე აჭარაში

 

<!** Image 1 align="left" alt="ასმათ დიასამიძე" sub="ასმათ დიასამიძე" width="300" height="512" >

 

უმაღლესი საბჭოს წევრმა ასმათ დიასამიძემ ნაციონალურ მოძრაობის ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა და აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში არსებულ ნეპოტიზმზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მაღალ თანამდებობებზე ნათესაური ურთიერთობით ინიშნებიან.

 

„კვლავ გრძელდება ნეპოტიზმი აჭარაში. ხაბაძე-ბერიძე-დუმბაძის კლანი კვლავ ანაცვლებენ და ასაქმებენ თავიანთ ნათესავებს საჯარო სამსახურებში არსებულ თანამდებობებზე. ამის დასტურია გამგებლების ერთ დღეში გამოცვლა და მათი ნათესავებით ჩანაცვლება. კერძოდ ქედის გამგებელი დუმბაძის ნათესავია. ქობულეთის გამგებელი ყოფილი ბანკირი და არჩილ ხაბაძის მეგობარი“.

 

უმაღლესი საბჭოს წევრი ამ ფაქტს „ქართული ოცნების“ ტენდენციად თვლის:

 

„ზოგადად, პრემიერ-მინისტრმა დააკანონა ტენდენცია – თუ არ გყავს „ქართულ ოცნებაში“ პატრონი, თუ არ ხარ თანამდრბობის პირის ოჯასხის წევრი, ან ნათელ-მირონი, მაშინ  წარმოუდგენელია მოხვიდე საჯარო სამსახურში და გადადგა წინ ნაბიჯი“.

 

ასმათ დიასამიძემ ყველა საჯარო სამსახურში თანამდებობებზე დანიშვნა კონკურსის ჩატარების წესით მოითხოვა, რაც ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს კონკურსში მონაწილეობის საშუალებას.

აჭარის მთავრობის შეხვედრა ტრაპზონისა და რიზეს გუბერნატორებთან

 

 

ბათუმში რიზეს გუბრნატორი ნურულლაჰ ჩაქირი და ტრაპზონის ახალი  გუბერნატორი აბდილ ჯელილ ოზი იმყოფებიან ერთი დღით. მათთან აჭარის მთავრობამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

„ხალხის პარტია“ აჭარის მთავრობას აკრიტიკებს

 

 

 „ხალხის პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე უკმაყოფილოა აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თერთმეტთვიანი მუშაობით. მისი თქმით, „ამ ხნის განმავლობაში ხალხის საკეთილდღეოდ არა თუ რამე შეცვლილა ნაბიჯიც კი არ გადადგმულა წინ“. მან მთავრობისგან 11 თვიანი მუშაობის ანგარიშის ხალხისთვის გაცნობა მოითხოვა. ამის შესახებ ჯუმბერ თავართქილაძემ დღეს, პარტიის ბათუმის ბიუროში პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრა ქედაში

 

<!** Image 1 align="left" alt="გიორგი მარგველაშვილი ქედაში" sub="გიორგი მარგველაშვილი ქედაში" width="300" height="2560" >

 

პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრის სამზადისი ქედაში დილიდან დაიწყო. წინასაარჩევნო შეხვედრისთვის ხალხის ნაკადის შეგროვებას  სოფლებში „ქართული ოცნების“ აქტივისტები უწევდნენ, სოფლებიდან მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსებით უფასოდ ჩამოიყვანეს. სპორტსკოლის შენობაში  შეხვედრას სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

 

შეხვედრა პირველ საათზე დაიწყო და 40 წუთს გაგრძელდა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ხელისუფლების მიღწევაზე ისაუბრა და ამომრჩეველს წარმატებული საქართველოსთვის 41 ნომრის მოხაზვისკენ მოუწოდა.

 

,,მე შესაძლებლობა მომეცა ამ ხალხთან საქმიანი მომავლის თაობაზე ერთიანი გეგმა დაგვესახა. აქ არის ერთდროულად სერიოზული პრობლემები ეკომიგრანტების, მცირემიწიანობის, განსახლების პრობლემა, ასევე პოტენციის შემცველი, მაგრამ რეალურად აჭარა ქვეყნის დემოგრაფიულად გადარჩენის წინაპირობაა. ამ ეტაპზე ამაში პრობლემაც უნდა დავინახოთ და პრობლემის გადაჭრაც, მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე, მაგრამ  ამ საკითხების დარეგულირების რესურსი აქტიურად არ ჩანს. მაგრამ ჩვენ გულისყურით ვუყურებთ იმ შესაძლებლობებს, რაც აჭარაში არის დემოგრაფიული თვალსაზრისით, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის გადამრჩენი ქართული ოჯახის გაძლიერებაა. აჭარა ამის არაჩეულებრივი მაგალითია და აქ არსებული პრობლემები ჩვენი მუშაობის შედეგად პოტენციალად უნდა შევატრიალოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

პრეზიდენტობის კანდიდატმა ქედაში ამომრჩეველთან შეხვედრაზე ხელისუფლების მიღწევებზეც ისაუბრა: ,,ყველაფრის ერთბაშად მიღწევა შეუძლებელია, ამას დრო სჭირდება, დღეს პოლიცია ადაიანებს აღარ ატერორებს, განათლების სისტემაში შეიცვალა მიდგომები, უფასო სახელმძღვანელოები დავურიგეთ, უფასო ფაკულტეტებია, დღეს პრესა და მედია თავისუფალია, ჯანდაცვაში ყველა ადამიანია დაცული“.

 

წინასაარჩევნო შეხვედრას ქედაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად არმაზ ახვლედიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

,,მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. გასულ წელს მიწისზვრის დროს სახლს ბზარები გაუჩნდა და თავზე მენგრევა. ცხრაჯერ მივმართე ადგილობრივ გამგეობას დახმარებისთვის, მაგრამ ამაოდ, ამიტომაც მოვედი აქ, მინდოდა დახმარება გიორგი მარგველაშვილისთვის მეთხოვა, თუმცა ვერ მოვახერხე“, – განაცხადა სოფელ უჩხითში მცხოვრებმა ციალა გოგიძემ.

 

მოსახლეობასთან შეხვედრა არის დაგეგმილი შუახევსა და ხულოშიც.

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების” ხელმძღვანელი მინარეთის დემონტაჟს ეხმაურება

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა მაჟორიტარების“ ხელმძღვანელი ირაკლი ბარამიძე ადიგენში, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის ფაქტს ეხმაურება.

ქედის გამგებელი თანამდებობას ტოვებს

 

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ბოლქვაძემ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადებით საკრებულოს დღეს მიმართა, თუმცა საკრებულომ ვაჟა ბოლქვაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ქედის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჯემალ შარაძის განცხადებით გამგებლის თანამდებობას ქედაში მხოლოდ კონკურსის წესით დანიშნული პირი დაიკავებს.  

ივანიშვილი და სააკაშვილი ამერიკულ გემს ბათუმში ერთდროულად ესტუმრებიან


საქართველოში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში გაჩერებულ აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდ „ბალკლიზე“ ხვალ სხვადასხვა შეხვედრა და ტრენინგი გაიმართება.


ხვალ, 18:00 საათისთვის, „ბალკლის“ კაპიტნის სახელით ხომალდზე დაგეგმილია საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ოფიციალური მიღებაც. ხომალდზე დიდი ალბათობით ელიან ქვეყნის პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. მასპინძელი მხარე აცხადებს, რომ ხომალდზე სტუმრობას დადასტურებულად გეგმავს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად.


ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის ორივე პირის მიღება ხომალდზე ერთსა და იმავე დროს არის დაგეგმილი.


ოფიციალური მიღების დასრულების შემდეგ, საქართველოში ამერიკის ელჩი და საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ბრიფინგი ეკომიგრანტებისა და იპოთეკარების პრობლემაზე

 

 

<!** Image 1 align="" width="360" height="360" >

 

 

დღეს, ნინო ბურჯანაძის პარტიის „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ჭანტურიშვილმა, ეკომიგრანტებისა და იპოთეკარების პრობლემებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია ეკომიგრანტებს საცხოვრებელი სახლები შეუსყიდოს და ამისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტში მოიძიოს. ჭანტურიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ გრძელვადიანი სესხები უნდა გასცეს იპოთეკარების პრობლემის მოსაგვარებლადაც.

 

„მთავრობამ უნდა მოძებნოს ფინანსები, სხვა გამოსავალი ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ არსებობს. ფინანსებს კი მთავრობა არჩევნების წინ არ უნდა ეძებდეს. ვფიქრობთ ბიუჯეტში უნდა შევიდეს ცვლილება და ეს თანხები უნდა გამოძებნოს პრემიებისა და მივლინებებისთვის განკუთვნილი ხარჯებიდან“- აცხადებს თემურ ჭანტურიშვილი.

 

ბრიფინგს რამდენიმე ეკომიგრანტი და იპოთეკარიც ესწრებოდა. ეკომიგრანტ მერაბ შავაძის განცხადებით, პრობლემების მოგვარება ხელისუფლებამ უნდა ითავოს: „ჩვენ თანახმა ვართ გრძელვადიან სესხზეც. თუ სახელმწიფო მოგვცემს სესხ თვითონ შევისყიდით სახლებს, თუ არა და მაშინ სახელმწიფომ უნდა შეისყიდოს. ზამთარიც მოდის და გვინდა ეს პრობლემა მანამდე მოგვარდეს, თანაც ძალიან გადავიღალეთ“.

 

მისი განცხადებით, ეკომიგრანტები ყოფილი ბავშვთა სახლის შენობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.

„სამართლიანი არჩევნები” და საია აჭარის უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივიან

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ორგანიზაციები მოითხოვენ აჭარის უმაღლესმა საბჭომ შეაჩეროს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც 13 მილიონ 554 ათას 400 ლარი ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს მოხმარდება. ორგანიზაციებმა ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე გაავრცელეს.

საკანონმდებლო ლაფსუსი, რომლითაც უმაღლესმა საბჭომ ისარგებლა

 

 

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები რიგგარეშე სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა. ამ ცვლილებების თანახმად სპეციალური ტრანსფერი 13 მილიონ 555 ათასი ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებსა და ჯანდაცვის პროგრამებზე გადანაწილდება. ამ ტიპის საბიუჯეტო ცვლილებას წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავს. უმაღლესი საბჭოს წევრები კი ამტკიცებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ, რადგან მასში მხოლოდ ცენტრალურ ბიუჯეტსა და ადგილობრივ ანუ თვითმმართველობების ბიუჯეტებზეა დათქმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი კი, ნახსენები არ არის.   

მაჟორიტარის ბიუროში


ამომრჩეველთან ურთიერთობა, დეპუტატის ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაში ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტის მიზნით – ეს ჩამონათვალი საქართველოს კანონში პარლამენტარის სტატუსის შესახებ მაჟორიტარის ბიუროს მოვალეობებს განსაზღვრავს. როგორ მუშაობენ აჭარის მაჟორიტარების ბიუროები და რა საკითხებზე მიმართავს უფრო ხშირად მათ მოსახლეობა? – გასულ კვირას „ბათუმელებმა“ აჭარაში მოქმედი ორი ბიუროს მუშაობა გადაამოწმა.



<!** Image 1 align="left" alt="ხათუნა ხალვაში" sub="ხათუნა ხალვაში" width="300" height="485" > 

ბათუმის მერის ახალი მოადგილეები

 

ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ დღეს მერიის სამსახურებს  მოადგილეები ოფიციალურად წარუდგინა.  მერის პირველ მოადგილედ საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარის მურმან დუმბაძის ბიუროს უფროსი ზურაბ პატარაია დაინიშნა. 

ბათუმის მერმა საკრებულოს გადადგომის თხოვნით მიმართა

 

 

ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ საკრებულოს გადადგომის თხოვნით მიმართა.

 

ჯემალ ანანიძის განცხადება საკრებულოში დღეს შევიდა. საკრებულოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით ბათუმის საკრებულოს ბიურო მერის განცხადებას სამსახურიდან გადაყენების თაობაზე ხვალ დილით განიხილავს.

 

რატომ მიიღო ჯემალ ანანიძემ გადადგომის გადაწყვეტილება ამის შესახებ განცხადებას ის სპეციალურ ბრიფინგზე რამდენიმე წუთში გააკეთებს. 

ადამიანის უფლებათა კომისია უმაღლეს საბჭოში


აჭარის უმაღლეს საბჭოში იქმნება ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია. ამ ინიციატივის ავტორის, დეპუტატ სულხან ღლონტის თქმით,  მათი ფრაქცია – „თავისუფალი დემოკრატები“ უახლეს სხდომაზე წარადგენენ კანონპროექტს, რომელსაც უმრავლესობა მხარს დაუჭერს. სულხან ღლონტის თქმით, ეს იქნება საქართველოს პარლამენტში არსებული უფლებათა დაცვის კომიტეტის ანალოგი და, შესაბამისად, პასუხისმგებელი იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე აჭარაში.


<!** Image 1 align="left" alt="სულხან ღლონტი" sub="სულხან ღლონტი" width="300" height="400" >

აჭარის მთავრობის დელეგაცია ბავარიაში მიემგზავრება

აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ქართული მხარე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ბავარიის რეგიონის ოლქ რეგენს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავს. 

მურმან დუმბაძე: ‘პროფაილები, რომელიც შექმნილია ჩემი სახელით, მე არ მეკუთვნის’

 

 

პარლამენტის წევრმა მურმან დუმბაძემ კომენტარი გააკეთა იმ სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც მისი ღირსების დასაცავად აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მედეა ვასაძემ შეიტანა სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელის მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ.

 

მედეა ვასაძე მერაბ ღოღობერიძეს ბრალს სდებს სოციალურ ქსელებში მურმან დუმბაძის ღირსებისშემლახველი კამპანიის წარმოებაში და მურმან დუმბაძის სახელით ყალბი პროფაილების შექმნაში, სადაც პირადი მიმოწერები იყო გასაჯაროვებული.

 

მოჩქარეს მოუგვიანდა, ანუ ბათუმის მერი პოსტს ინარჩუნებს

 

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა, „ბათუმელებთან“ მიცემულ ინტერვიუებში ორჯერ დააანონსა მერის გადადგომის თარიღი. `„ანანიძე შვებულებაშია და გამოვა თუ არა, იმავე კვირაში გავიტან მის საკითხს საკრებულოზე“, –  ეს განცხადება ირაკლი ჩავლეიშვილმა თებერვლის ბოლო კვირას გააკეთა. 
ჯემალ ანანიძე ერთი კვირის შემდეგ, 2 მარტს გამოვიდა სამსახურში და თავის უფლებამოსილებას დღემდე ახორციელებს.

ბათუმის საკრებულოს წევრი: ‘ირაკლი ჩავლეიშვილს ვალერი თელიაში შევეშალე’



ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარეს ნოდარ დუმბაძეს საკრებულოს თავმჯდომარემ ირკლი ჩავლეიშვილმა „მართვის მოწმობის“ არ ქონის მიზეზით ავტომაქანა ჩამოართვა. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება მანქანის ჩამორთმევის თაობაზე 12 აპრილით თარიღდება. ნოდარ დუმბაძემ კი ჟურნალისტებს წარმოუდგინა მართვის მოწმობა, რომელიც მის სახელზე  28 მარტსაა გაცემული.

`მოძრაობა 19 აპრილი’ – ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია



„მოძრაობა 19 აპრილი“ –  ასე ქვია ორგანიზაციას, რომლის დაფუძნების  შესახებაც ერთობლივი განცხადება დღეს, 16 აპრილს, ბათუმში  ფსიქოლოგმა მალხაზ ფიროსმანაშვილმა, პედაგოგმა შორენა გამისონიამ, იურისტმა ირაკლი მარგველაშვილმა და მხატვარმა ირაკლი ლიქვინაძემ გააკეთეს.  მათივე განამარტებით ორგანიზაცია არაპოლიტიკური და არაპარტიულია. თუმცა მისი სახელი და დაგეგმილი დაფუძნების პრეზენტაციის თარიღი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასწარ დაანონსებულ აქციას  ემთხვევა. 

`ქრისტიან-დემოკრატებს’ ბათუმში ოფისის დატოვებას სთხოვენ

 

ბათუმის საკრებულო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისგან” მოითხოვს დატოვოს ის შენობა, სადაც პარტიის ბათუმის ორგანიზაცის ოფისია განთავსებული.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ჯუმბერ თავართქილაძეს პასუხობს

 

 

„შენობა, სადაც ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური ოფისია განთავსებული, არის პარტიის საკუთრება“  – ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი კირთაძემ „ხალხის პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმზღვანელის ჯუმბერ თავართქილაძის განცხადებას, რომელმაც დღეს აჭარის პროკურატურას მიმართა თხოვნით,  გამოძიებული იქნას, თუ რამდენად კანონიერად სარგებლობს ნაციონალური მოძრაობა ბათუმში, მემედ აბაშიძის 44-ში მდებარე შენობით.

ჯუმბერ თავართქილაძის მიმართვა აჭარის მთავარ პროკურორს

 

„ხალხის პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე აჭარის მთავარ პროკურორს მიმართავს თხოვნით, შეისწავლონ რამდენად კანონიერად სარგებლობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა “ ბათუმში, მემედ აბაშიძის 44-ში მდებარე შენობით, სადაც ამჯამად პარტიის რეგიონალური ოფისია განთავსებული.

არჩილ ხაბაძე უკრაინაში მიემგზავრება


11 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე უკრაინაში, ქ. ოდესაში მიემგზავრება. მანამდე კი, ერთი დღით, 10 აპრილს თურქეთში აქვს ვიზიტი დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. 


<!** Image 1 align="left" alt="არჩილ ხაბაძე" sub="არჩილ ხაბაძე" width="300" height="2848" >

პოლიტპატიმრების აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან

„აღდგეს სამართლიანობა“, – ამ ლოზუნგით, დღეს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და ყოფილმა პოლიტპატიმრებმა ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საქალაქო ოფისთან აქცია გამართეს.

 

არჩილ ხაბაძე: ამ სამსახურში დემოკრატია არ გამოდის

 

 

თურქეთში მივლინებიდან დაბრუნებულმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბათუმში შესაძლოა მეჩეთი არ აშენდეს და არსებული გაფართოვდეს. რა გახდა ამ განცხადების მიზეზი, შეხვდა თუ არა აჭარის პირველი პირი თურქეთში ინვესტორებს, გაგრძელდება თუ არა 1 ლარად ქონების გასხვისების პრაქტიკა და რა პრობლემების გადაჭრა უჭირს არჩილ ხაბაძეს – ამ და სხვა საკითხებზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ბათუმელებს“ ესაუბრა.

ქალები პოლიტიკაში

 

ქალების მონაწილეობის გაზრდა პოლიტიკაში – ამ თემაზე დღეს, 27 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ ორგანიზებით დისკუსია გაიმართა.  

„ქრისტიან-დემოკრატები” სანდასუფთავების თანამშრომლების გათავისუფლებას ეხმიანებიან

 

 

დღეს, 26 მარტს,  „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სანდასუფთავების სამსახურიდან თანამშრომელთა გათავისუფლებას გამოეხმაურნენ.

ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მურმან დუმბაძეს გამოეხმაურა



საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, ბათუმის მაჟორიტარის მურმან დუმბაძის მიერ ადლიის სანაპირო ზოლის სტიქიის შედეგად დაზარალების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე გამოეხმაურა.  

ბათუმის საკრებულოში თავმჯდომარის პირველი მოადგილის გადაყენებაზე მსჯელობენ

 

 

„მუშაობის ლათინო – ამერიკული სტილი მაქვს და ამას მიწუნებენ“ – ასე აუხსნა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ  ჯუმბერ კახიძემ „ბათუმელებს“  საკრებულოში მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დასმის სავარაუდო მიზეზი.  ჯუმბერ კახიძის გადაყენებაზე  საკრებულო 29 მარტს, პარასკევს, რეგლამენტით გათვალისწინებული მარტის თვის სხდომაზე იმსჯელებს. 

 

Exit mobile version