ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ალი ნაკაშიძის ინფორმაციით, შედეგების მიხედვით, გამგებლის თანამდებობას „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით დუმბაძე დაიკავებს. მან არჩევნებზე ხმების 52-ი პროცენტი მიიღო. ნინო ბურჯანაძის პარტიის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა ზურაბ ავალიანმა კი ხმების 22,64 პროცენტი მიიღო.
„მეორე ტური არ ჩატარდება“- აცხადებს საოლქოს თავმჯდომარე.
რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ცხრა მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ესენი არიან: სილოვან ბერიძე და გენადი არძენაძე. დანარჩენ ოლქებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ.
პროპორციული სიის მონაცემები ჯერ-ჯერობით ოლქში არ არის: „აქ ალბათ სხვანაირი გადაანგარიშებაა საჭირო, ოცნება ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდეგ ბურჯანაძის „გაერთიანმებული ოპოციზია“. ოქმები დასაზუსტებელია და შეჯამების შემდეგ, ერთ კვირასი გვექნება საზუსტებული მონაცემები.