Batumelebi | ბათუმის მერობის კანდიდატი „ოცნებიდან“: დღეს არის ოჯახის დღე, პატრიარქის კურთხევით ბათუმის მერობის კანდიდატი „ოცნებიდან“: დღეს არის ოჯახის დღე, პატრიარქის კურთხევით – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის მერობის კანდიდატი „ოცნებიდან“: დღეს არის ოჯახის დღე, პატრიარქის კურთხევით

 

დღეს 17 მაისს, ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ერმაკოვი, ფერიის ეკლესიაში წავიდა წირვაზე დასაწრებად. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალსტებს მერობის კანდიდატის თანაშემწემ მიაწოდა.  დღის პირველი საათისთვის გიროგი ერმაკოვი ბათუმის საკათედრო ტაძარში მისვლასაც გეგმავს. მერობის კანდიდატს „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა:

 

 

 

 

გიორგი ერმაკოვი

 

ბატონო გიორგი, დღეს რა დღეა, ხომ არ გახსოვთ რას აღნიშნავენ?

 

დღეს არის ოჯახის დღე პატრიარქის კურთხევით. ოჯახის ერთიანობის, ძლიერების, ოჯახის დიდების დღეა და რა ვიცი, ყველამ უნდა აღვნიშნოთ და ყველამ ერთმანეთს უნდა ხელი ჩავჭიდოთ და ვიყოთ ერთად. ყველაზე ძვირფასი, ყველაზე დიდი ღირებულება არის ოჯახი. 

 

კიდევ რას აღნიშნავენ დღეს?

 

ახლა მივდივართ პარაკლისზე….

 

დღეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს მსოფლიო, თქვენც ხომ არ აპირებთ რაიმე ფორმით უთხრათ ჰომოფობიას – არა?

 

როგორ?… კარგი დავამთავროთ. მე გითხარით, დღეს ხატი ჩამობრძანდება…ახლა მივდივარ ჩემს წმინდა სამების ტაძარში.  

 

რატომ მაინც და მაინც ფერიაში? 

 

იმიტომ, რომ იქ ჩემი მეგობრები არიან. ერთი მრევლი ვართ. ერთად ვიზიარებთ ჭირსა და ვარამს. ერთი მოძღვარი გვყავს და ვართ ერთმანეთის ერთგულები. ამიტომ ვეძახი იმ ადგილს ჩემსას და ვთვლი ჩემს ოჯახად. ყველა წირვა-ლოცვაზე დავდივარ.

 

მესმის რომ მორწმუნე ხართ, მაგრამ რატომ გაურბიხართ კითხვას ჰომოფობიაზე. გვაინტერესებს თქვენი, როგორც ბათუმის მერობის კანდიდატის დამოკიდებულება ჰომოფობიასთან ბრძოლის  დღესთან დაკავშირებით… 

 

კითხვას არ გავურბივარ. განათლებით იურისტი ვარ და როგორც იურისტი გაგცემთ ამაზე პასუხს. არსებობს კანონი და მოგვწონს თუ არ მოგვწონს ჩვენ ეგ, კანონი არეგულირებს სახელმწიფოში მოქალაქეთა ქცევის წესებს. რაც კანონით აკრძალული არ არის, არის დასაშვები. 

 

თქვენ როგორ ფიქრობთ, ჰომოფობი ხართ, თუ არა?

 

მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე