ნეტგაზეთი • RU

ვინ რამდენი მანდატით შედის ბათუმის საკრებულოში

 

 

პროპორციული სიით ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნება“ 42,5 პროცენტით, ანუ შვიდი მანდატით იქნება წარმოდგენილი, სულ (19590 ხმა); „ნაციონალური მოძრაობას“ სამი მანდატი ექნება (8643 ხმა),  „პატრიოტთა ალიანსმა“ კი ორი მანდატის მოპოვება შეძლო (4548 ხმა). 

 

 

ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებული ოპოზიცია ერთ მანდატს მიიღებს (4071 ხმა) და გიორგი ცინცქილაძე გახდება საკრებულოს წევრი (2459 ხმით),  სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზა“ ერთი მანდატით იქნება წარმოდგენილი (გია კაკაბაძე), „ერთიანობის დარბაზიც“ ერთ მანდატს მიიღებს. ერთიანობის დარბაზი რამაზ სურმანიძით იქნება წარმოდგენილი (2139 ხმა).  

 

ბათუმის საკრებულოში სულ 23 წევრია, აქედან ცხრა მაჟორიტარი „ოცნებიდან“ არის წარმოდგენილი.  „ოცნების“ კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატის თემურ ყურაშვილის მანდატის საკითხი, განმეორებითი ტურის ჩატარების შემდეგ გაირკვევა. ის  ბათუმის 103-ე უბანზე იყრიდა კენჭს, თუმცა უბნის შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  ბათილად გამოაცხადა. 

 

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"