როგორ იქცა რამდენიმე უნებართვო მშენებლობიდან მხოლოდ ერთი „მერიის პრესტიჟის“ საქმედ

„ეს არის თავხედობა, უნდა მოხდეს დემონტაჟი, ეს მერიის პრესტიჟის საქმეა“ – ასე გამოეხმაურა ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში რვასართულიანი შენობის უნებართვო მშენებლობას. ამ დრომდე არც მირიან მეტრეველს და არც მერიის სხვა თანამდებობის პირს ასე ცალსახად არ უთქვამს, რომ უკანონოდ აშენებული კორპუსი უნდა დაინგრეს. ბათუმში უკანონო მშენებლობის დაწყებისთვის გაფრთხილება-დაჯარიმების მიუხედავად, …

ახალი ბულვარის პლაჟისთვის ხრეშს ბათუმის კონცხიდან მილებით გადაქაჩავენ

ბათუმის კონცხის მიმდებარე პლაჟიდან ქვიშა-ხრეშის გადატანა ახალი ბულვარისკენ სპეციალური მილებით განხორციელდება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში უთხრეს. ბათუმის კონცხთან ნატანის ამოღება და ადლია-აეროპორტის მიმდებარედ ჩაყრა ბათუმის სანაპირო დაცვის პროექტითაა გათვალისწინებული. ხრეშის სპეციალური მოწყობილობით გადაქაჩვა, კონცხიდან ადლიისკენ, 2019 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაიწყოს. ამ გზით პლაჟი უნდა გაფართოვდეს და შენარჩუნდეს იმ კედლის …

8 სართული უნებართვოდ – ბათუმური რეკორდი

ბათუმში, თავდადებულის #48ა-ში, რვასართულიანი შენობის კარკასი უნებართვოდ ააშენეს. მშენებლობას აქტიურად დღესაც აგრძელებენ. ამ ამბავში, ერთი შეხედვით, ახალი, უჩვეულო და გასაკვირი არაფერია – ბათუმში უკანონო მშენებლობაზე, დაშენება-მიშენებაზე ბევრჯერ ვწერდით, თუმცა უნებართვოდ აშენებული სართულების ამ დრომდე გამოვლენილ რაოდენობას თუ შევადარებთ, რვა სართული რეკორდული მაჩვენებელია. როგორც წესი, უნებართვო მშენებლობების შემთხვევაში სამშენებლო მოედანზე საინფორმაციო დაფას ვერ იპოვით. ეს მშენებლობა …

ბათუმში #31 სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ

ბათუმში #31 სამარშრუტო ხაზის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი შემოსავლების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, გაფიცულები ითხოვენ, ფიროსმანის ქუჩით არ იმოძრაოს #29 სამარშრუტო ტაქსმა –  მათ „მგზავრები მოაკლდებათ“. #31 სამარშრუტო ტაქსი ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოძრაობს. ამ დრომდე გორგასლის ქუჩით გადაადგილდებოდა და რამდენიმე თვეა, რაც ფიროსმანის ქუჩით …

მტვერი ქალაქში „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟის გამო

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ე.წ. „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟის გამო მტვრის ბუღი დგას. ბათუმის ბულვართან ახლოს მდებარე ამ სახლის დემოტაჟი კომპანიამ „ალიანს სიტი“ ივნისში დაიწყო. ქალაქის მერიამ „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევაზე ნებართვა იმ დროს გასცა, როცა კომპანიას მასთან ახალი პროექტი შეთანხმებული არ ჰქონდა, თუმცა დამტკიცებული იყო გენგეგმა, რომელიც სამომავლოდ გარკვეული პარამეტრების მშენებლობას უშვებს. ამ პარამეტრების მიხედვით, კომპანია „ლუჟკოვის …

ორი საათიდან ბათუმის ბულვარში ფრანებს გაუშვებენ

ფრანების ფესტივალი ბათუმში დღეს, 29 სექტემბერს გაიმართება. ფრანებს დღის ორი საათიდან გაუშვებენ. ფესტივალი ცენტრალური პარკის პირდაპირ, ზღვის სანაპიროზე გაიმართება. ფესტივალზე სტუმრებს შეეძლებათ თავადაც გაუშვან თავიანთი ფრანები. ფესტივალი გუშინ, 28 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ იგი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. ფესტივალი ტარდება ბათუმის მერიის მხარდაჭერით „შენი იდეა ბათუმს • Idea Batumi“ პროექტის ფარგლებში. ორგანიზატორები: ბათუმის სპორტული ცენტრი და კლუბი Kitedreams …

აჭარის მთავრობა ბათუმის თევზის ბაზართან მიწას ინვესტორისთვის ამზადებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ბათუმის თევზის ბაზართან ახალი შენობის დაპროექტებას იმის გამო ვერ ახერხებს, რომ ეს ტერიტორია აჭარის მთავრობას ინვესტორისთვის სჭირდება. „მელკი მორიასთან“, ზღვის პირას მდებარე 834 კვ/მეტრი ტერიტორიის მესაკუთრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა. ნაკვეთი უზუფრუქტით არის გადაცემული სააგენტოსთვის. ტერიტორიაზე დასანგრევია შენობა, რომელშიც ადრე „საქნაპირდაცვა“ იყო განთავსებული. შენობის დემონტაჟისა და ახალი შენობის დაპროექტებაზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ხელშეკრულება …

ბათუმის ბიუჯეტი 4 მილიონამდე ლარით გაიზარდა – როგორ გადანაწილდა თანხა

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, რაც შემოსულობების გაზრდით და ამ თანხის სხვადასხვა პროგრამებში გადანაწილებით იყო განპირობებული. ბიუჯეტი, ძირითადად, ტრანსფერების ხარჯზე 3 946 900 ლარით გაიზარდა. ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში აისახა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. კერძოდ: სპეციალური ტრანსფერი 266 900 საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა …

ისტორიული სახლები ბათუმში, რომლებშიც წვიმს

როცა ფიზიკური მდგომარეობა ცუდად  შეაფასეს და სააღრიცხვო ბარათში სასურველ ჩარევად სასწრაფო რეაბილიტაცია ჩაწერეს, ამ სახლს ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდა კრამიტით დაფარული სახურავი, წვიმის წყალი მხოლოდ აქა-იქ ჟონავდა და მისი გადარჩენის ალბათობაც უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღესაა. ერთსართულიანი ბელეტაჟი ვაჟა ფშაველას #27-ში სპეციალისტებმა 2015 წელს, ბათუმის მერიის დაკვეთით შეისწავლეს და შეაფასეს. მალევე ბელეტაჟის დაშლა და გამოთავისუფლებულ …

6 წელი ახალი სახლის მოლოდინში – ინვესტორისგან მოტყუებული 22 ოჯახი მაზნიაშვილის ქუჩაზე

ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩის #35-37-ში დაუსრულებელი სახლის მომავალმა მესაკუთრეებმა მშენებელ კომპანიას პროკურატურაში უჩივლეს. კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებების მიხედვით მათ ამ სახლში ბინები უნდა მიეღოთ. 22 ოჯახს კომპანია მათი საკუთრების დათმობის სანაცვლოდ ახალი მრავალბინიანი სახლის მშენებლობას და ამ სახლში ფართობების გადაცემას დაპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. როგორც დაზარალებულები ყვებიან, ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს და დაუსრულებელ სახლში შესახლდნენ, …

ბათუმის მერია ახალ გზებს გაიყვანს ანგისაში, სადაც მაღლივი კორპუსების აშენება იგეგმება

ბათუმის მერია ანგისის დასახლებაში – ანგისის I შესახვევისა და მდინარე მეჯინისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ გზებს გაიყვანს. მერიის მიერ შემუშავებული პროექტი, 19 სექტემბერს, ბათუმის საკრებულომ განიხილა და დაამტკიცა. საკრებულომ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში შესაბამისი ცვლილებაც შეიტანა. ამ ცვლილების მიზანი, მერიის განმარტებით, ბათუმში, ანგისის I შესახევიდან მდინარე მეჯინისწყლის მიმდებარე ტერიტორიის ურბანული დაგეგმარება და გზების გაყვანაა. „აღნიშნული ტერიტორია …

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე გაიზარდა

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინიციატივა მუნიციპალური ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის საჯარიმო სანქციის სახით გათვალისწინებული თანხის ოდენობის გაზრდაზე ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ დღეს, 19 სექტემბერს, დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ჯარიმა გაოთხმაგდა, რადგან ამ დრომდე კანონდამრღვევს, მხოლოდ ხუთი ლარით აჯარიმებდნენ, დღეიდან კი ჯარიმა 20 ლარი იქნება. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ იურისტის განმარტებით, ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებამ განაპირობა [ეს კოდექსი არეგულირებს ადმინისტრაციულ ჯარიმებს]. თუმცა …

ბათუმის მერია „იაფი სახლის“ მსურველთა განცხადებების მიღება-გადარჩევას იწყებს

ბათუმის მერია ე.წ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება-გადარჩევის დაწყებას გეგმავს. პროგრამის ფარგლებში ოჯახები, რომლებიც წინასწარ დამტკიცებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ, მერიამ ხელმისაწვდომი საცხოვრისით უნდა უზრუნველყოს. პროგრამა ბინების გადაცემას 15 წლის ვადით, გამოსყიდვის უფლებით ითვალისწინებს. გამოსყიდვის ფასი კი გადაცემული ფართობის თვითღირებულება იქნება. გამოსყიდვის შემდეგ მუნიციპალიტეტმა გადაცემული საცხოვრებელი ბინა ოჯახებს საკუთრებაში უნდა დაურეგისტრიროს. თუმცა პრობლემას ქმნის ის, რომ …

სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილი 23 სახლის ბედი სააგენტომ 6 თვის შემდეგაც ვერ გადაწყვიტა

სექტემბრის ბოლოს სრულდება ექვსთვიანი ვადა, რა დროშიც საქართველოს ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურს ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად 23 კონკრეტული სახლის მდგომარეობა უნდა შეესწავლა. სამსახურს ამ დროში უნდა მოემზადებინა დასკვნა წარდგენილი სახლების მნიშვნელობის, მდგომარეობის, ისტორიული ან კულტურული  ღირებულების შესახებ, რასაც საბჭოს წარუდგენდა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. თუმცა  ასეთი დასკვნა ჯერ მზად არ არის. სააგენტომ ამ დასკვნის …

ჯავახიშვილის ქუჩაზე ბათუმის მერიამ 650-მეტრიანი არხი „აღმოაჩინა“

ქალაქის ბიუჯეტიდან 387 485 ლარის გაუთვალისწინებელი ხარჯი დასჭირდება იმ არხის რეაბილიტაციას, რომლის შესახებ ბათუმის მერიამ არაფერი იცოდა. ჯავახიშვილის ქუჩის მორიგი გადათხრისას მერიამ „აღმოაჩინა“, რომ მიწისქვეშ არის 650 მეტრი სიგრძის სანიაღვრე არხი, რომელსაც, თურმე, გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდება. ეს ქუჩა ერთხელ უკვე გადაითხარა, როცა აქ ახალი საკანალიზაციო ქსელი მოეწყო [სამუშაოები დასრულდა 2018 წელს], მორიგი სამუშაოები კი ახლა მიმდინარეობს, …

აუტანელი სუნი და ანტისანიტარია – რატომ გამოიძახა მოსახლეობამ პოლიცია

ბათუმში, ალექსანდრე ჩხაიძის #8-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა მოთხოვნით, შეწყდეს მათი სახლის მიმდებარედ საზამთროების თვითნებური ვაჭრობა. მოსახლეობის თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში ძალიან მძიმე სიტუაციაა, რადგან ადგილზე ჩერდება სატვირთო ტრაილერები, რის გამოც შეუძლებელია ბავშვების გასეირნება, ფანჯრების გაღება, რადგან გარემოვაჭრეები ქუჩაში ყრიან საზამთროს ნარჩენებს, ასევე გაფუჭებულ პროდუქტს, რის გამოც არის აუტანელი სუნი. აქ მცხოვრებლებმა დღეს, 14 სექტემბერს, …

რა ელით ოცნების ქალაქში დაჯარიმებულებს – მთავრობის თავმჯდომარის განმარტება

„ჩემი ინფორმაციით ეს არის ძველი ადმინისტრაციული წარმოებები და, რა თქმა უნდა, როგორც შიდა ადმინისტრაციული მოკვლევით, ასევე, სასამართლო წესით მოხდება ამ ყველაფრის გადახედვა. კონკრეტული თანამდებობის პირის ჩარევა მიზანშეწონილი არაა,“ – ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „ოცნების ქალაქში“ დაჯარიმებული მოქალაქეების საკითხს. გასულ კვირას „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს და მათზე დაკისრებული ჯარიმები გააპროტესტეს. …

700 მიკროავტობუსი კონკურსზე და ლუქი კონდიციონერის ნაცვლად – მგზავრობა ბათუმში

მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას კვლავ ის 6 კომპანია აპირებს, რომლებმაც ასეთი ნებართვა [ლიცენზია] წინა კონკურსით მიიღეს, ანუ ის კომპანიები, რომელთა მიკროავტობუსებიც დღეს ემსახურებიან მგზავრებს. მერია ნებართვებს ერთი წლის ვადით გასცემს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში განაცხადის წარდგენა წელს კერძო ფიზიკურ პირებსაც შეეძლოთ, მერიაში გვითხრეს, რომ ასეთი განაცხადი არ შესულა. ტექდათვალიერებაზე …

6 თაუერი ერთ კვარტალში, სტადიონთან

ბათუმში, ზღვის სანაპიროსთან ახლოს, გმირთა ხეივანთან, შენდება კვარტალი, სადაც შესაძლოა თაურებმა ერთმანეთი დაჩრდილოს, რადგან მრავალბინიანი სახლის წინ მაღლივი სასტუმრო, ან სხვა სახლი, ან სასტუმროს წინ ისევ სასტუმრო შენდება… სპეციალისტები აღიარებენ, რომ ამ შენობებში განსაკუთრებით დაბალ და შუა სართულებზე პრობლემა იქნება როგორც მზის სხივის, ასევე ჰაერის ნაკადების გადანაწილება. დიდი ალბათობით, აქ ბინების გასანათებლად მზიან დღესაც კი …

აბუსერიძის ქუჩა რესპუბლიკურთან მინიმუმ ერთი თვე გადაკეტილი იქნება

აბუსერიძის ქუჩა „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ მთლიანად გადაიკეტა. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ამ მონაკვეთში ცალმხრივი მოძრაობა იყო. გადაკეტილია ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაც. ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო მილი და ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხი კეთდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აბუსერიძის ქუჩა მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი. „დამოკიდებული ვართ ამინდზე,“ – გვითხრეს მერიაში. აღნიშნული სამუშაოების გამო თითქმის პარალიზებულია ავტომობილების, შესაბამისად, …

დუმბაძის 12-ში კაფეების – ვინილისა და k2-ის ადგილზე მშენებლობა იგეგმება

შპს „ახალი ერა“ ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე, ადრე შეთანხმებული 8-სართულიანის ნაცვლად, 5-სართულიანი სახლის აშენებას გეგმავს. ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია. დუმბაძის #12-24 -ა-ს გვერდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილი პირველი აფთიაქის სამსართულიანი შენობა დგას, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს კი, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ერთსართულიანი სახლია განთავსებული, სადაც ადრე ბელგიის საკონსულო …

მერიის პასუხი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ: შესაძლოა, ჯარიმა გასამმაგდეს

„ოცნების ქალაქში“ უკანონო მშენებლობებისთვის დაჯარიმებულ ხუთ ოჯახთან დაკავშირებით ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა განგვიმარტა, რომ საუბარია იმ ოჯახებზე, რომელთა იდენტიფიცირებაც მერიამ შეტყობინების საფუძველზე მოახერხა. ირაკლი მოქიამ გვითხრა ისიც, რომ ამ მოქალაქეებს მხოლოდ 3000-ლარიანი ჯარიმა და საურავი კი არა, შესაძლოა გასამმაგებული ჯარიმაც დაეკისროთ – ამას ითვალისწინებს კანონი, რომელიც ამავე ჯარიმის გაუქმების …

„ოცნების ქალაქში“ უკანონო მშენებლობისთვის 6 000 ლარის გადახდა მოუწევთ – საურავი და ჯარიმა  

„ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ხუთი ოჯახი ბათუმის მერიას საცხოვრებელი სახლის უკანონო მშენებლობისთვის 2018 წელს 3000 ლარით დაუჯარიმებია. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ თეა ქონდარიძეს ახლახან მერიის მიერ 2019 წლის 10 აპრილს გამოცემული დადგენილებაც ჩააბარეს, სადაც წერია, რომ მას ჯარიმის გადაუხდელობის გამო დამატებით 3000 ლარის საურავი დაეკისრა. შესაბამისად, ახლა თეა ქონდარიძეს მერიისთვის 6 ათასი ლარი აქვს გადასახდელი. თუმცა, ეს …

ოცნების ქალაქში უკანონო მიშენებისთვის ოჯახები 3000 ლარით დააჯარიმეს

ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ხუთი ოჯახი ბათუმის მერიამ უკანონო მიშენებებისთვის დააჯარიმა. მოსახლეობის ინფორმაციით, ერთმა ოჯახმა, რომელიც „ოცნების ქალაქში“ შვიდ წელზე მეტია ერთ ოთახში ცხოვრობს, დამატებით ერთი ოთახი მიაშენა. „ქმარი დაბრუნდა ციხიდან და  ბავშვისთვის ცალკე ოთახი მოაწყვეს“, –  გვიყვება სოფო ბერიძე. მისი მეზობლის, ჟუჟუნა მოსიძის ინფორმაციით კი, უკანონო მიშენებისთვის დააჯარიმეს ისეთი ოჯახიც, რომელსაც საპირფარეშო არ ჰქონდა …

ბათუმის მერის გაყინული იდეა

ძველ ბათუმში, გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც ბათუმის მერიამ მესაკუთრეებისგან, მისი გადარჩენის მიზნით გამოისყიდა. სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. ამ სახლს დაახლოებით ექვსი წლის წინ ხანძარი გაუჩნდა და სახლის შიდა ნაწილი დაიწვა. მესაკუთრეებმა მისი აღდგენა ვერ შეძლეს. ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე მისი ამ თანამდებობაზე არჩევიდან მალევე [2018 …

ტროტუარის გასაფართოებლად სკვერში ხეებს იღებენ

ბათუმში, ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერში, მრავალწლოვან ნარგავებს თხრიან. მოსახლეობა ამბობს, რომ აქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მცირდება სკვერის ტერიტორიაც, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან. მათივე თქმით, ადგილზე დასაქმებულები ამბობენ, რომ მათ აქვთ პროექტი მერიისგან, რომლის მიხედვითაც ფართოვდება ტროტუარი, ამოთხრილ ხეებს კი, სკვერის სიღრმეში გადარგავენ. „ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები, ჭაობის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. …

ბათუმში ჯავახიშვილის, ბაგრატიონისა და ორბელიანის ქუჩებს შორის მოძრაობა შეიზღუდება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე. შეზუდვა შეეხება ასევე  ბაგრატიონისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთს.  შეზღუდვა ჯავახიშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, შესაბამისად, დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც. შეზღუდვის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: N8 მუნიციპალური ავტობუსი – ლეონიძის, შარტავას, …

წვიმის დროს კორპუსის სახურავის დაზიანების შედეგად ოჯახები დაიტბორა

ბათუმში, პუშკინის ქუჩა #137/139-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი წვიმის შედეგად მოსახლეობა დაიტბორა. მოსახლეობის თქმით, სახურავი დაზიანდა და წყალი მესამე სართულის ბინაშიც ჩავიდა. „ძლივს გამოვასწარით ისე ჩამოდიოდა წყალი, სრულად დაზიანდა ავეჯი… შუქიც არაა გათიშული კორპუსში, ყველგან წყალია… წყალი სახურავიდან წინა გაწვიმებაზეც ჩამოვიდა, მივედით მერიაში და ორშაბათისთვის დაგვიბარეს,“ – გვითხრა მოქალაქე ჟუჟუნა ჯიჯავაძემ. ამ დროისთვის [23:50] ადგილზე …

მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანის ნებართვებზე ბათუმის მერიამ კონკურსი გამოაცხადა

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად ქალაქის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, იწარმოებს ბათუმის მერიის კანცელარიაში 2019 წლის 5 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ.ასათიანის ქ. N25; საკონკურსო კრიტერიუმების მიხედვით, M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მიკროავტობუსის) მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოხდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, …

რატომ ვერ შეფუთა ბათუმის მერიამ რუსთაველის ქუჩაზე „ხრუშჩოვკის“ ფასადი

ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარედ, ხუთსართულიანი კორპუსის „ფასადის შეფუთვის სამუშაოებისთვის“ თანხა – 554 571 ლარი აჭარის მთავრობამ მერიას 2019 წლის აპრილში გამოუყო. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ეს თანხა ტენდერის გარეშე უნდა დახარჯულიყო, რისთვისაც მერიას შესაბამისი თანხმობაც ჰქონდა და კერძო კომპანიასთან ხელშეკრულებაც გაფორმებული, თუმცა სამუშაოები არ ჩატარდა. ბათუმში, რუსთაველის ქ. №10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ფასადის შეფუთვის [იერსახის შეცვლა, …

მარტოხელა სოციალურად დაუცველი პენსიონერი ქალი: მეხუთე დღეა უწყლოდ ვარ

ბათუმში მცხოვრები ლელა აბესაძე მეხუთე დღეა უწყლოდაა. ის წყლის სისტემიდან „ბათუმის წყალმა“ დავალიანების გამო ჩახსნა. ლელა აბესაძეს 1441 ლარი და 25 თეთრი აქვს გადასახდელი. ის სოციალურად დაუცველია – 67 700 სარეიტინგო ქულით. „წყლის სისტემა აბაზანაში მოიშალა დაახლოებით ორი წლის წინ, როცა ახალი სისტემა მოაწყვეს. მე ჩემი სახსრებით ვერ მოვახერხე შიდა სისტემის მოწესრიგება და იღვრებოდა წყალი …

ბათუმის ქუჩებში ტრაილერებისა და სხვა მძიმე ტექნიკის განთავსება აიკრძალა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის ქუჩებში მძიმე ტექნიკის უკანონო განთავსება აიკრძალა. აკრძალული ტექნიკის ჩამონათვალშია: ტრაილერები, ექსკავატორები, თვითმცლელები, ამწეები, კატაფალკები და ყველა სხვა სახის ტექნიკა, გარდა მიკროავტობუსებისა და მსუბუქი ავტომობილებისა. მერიის ცნობით, მძიმე ტექნიკას გადაიტანენ გოგოლის ქ. #1-ში, სადაც უკვე მოწესრიგდა 6 ჰა ფართობი. სატრანსპორტო საშუალების მფლობელები გათავისუფლდებიან ტერიტორიაზე დგომის გადასახადისაგან. მერიის ცნობით, ქუჩებზე, სადაც მძიმე ტექნიკაა განთავსებული, …

ბათუმში კოღოებისა და მღრღნელების დასაწამლად 369 000 ლარი იხარჯება

ბათუმის მერია მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს, რომლის ფარგლებში იტალიური ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების სარდაფები და ლიფტები სპეციალური ხსნარითა და პრეპარატებით იწამლება. პროგრამას, რომლის ფარგლებში მრავალბინიანი კორპუსებისა და ბათუმური ეზოების დამუშავება ხდება, სანიტარული ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 369 000 ლარია. იმავე პროგრამის ფარგლებში ხდება ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება შენობა-ნაგებობებში, სარდაფებში, სხვენებსა და საწყობებში. …

რა მარშრუტით მოძრაობენ მიკროავტობუსები ბათუმში – 2 ახალი ხაზი და კონკურსი

ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებზე ახალ კონკურსს, ახალი პირობებით გამოაცხადებს. კონკურსის გამოცხადების თარიღი, როგორც მერიაში გვითხრეს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ქალაქის სამარშრუტო ხაზებს, ორი ახალი ხაზიც დაემატება – N23 და N27, რომლებზეც მიკროავტობუსები კონკურსის დასრულების შემდეგ იმოძრავებენ. კონკურსის პირობები და ახალი ხაზები ბათუმის საკრებულომ 22 აგვისტოს დაამტკიცა. მთავარი სიახლე არის ის, რომ კონკურსში არა მხოლოდ კომპანიები …

„ბათომი“ საკრებულოს გადაწყვეტილებას რივიერას გენგეგმის დამტკიცებაზე, სასამართლოში გაასაჩივრებს

„ვიცი, რომ მე თქვენ გადაწყვეტილებას ვერ შეგაცვლევინებთ, მაგრამ ეს ყველაფერი იწერება ოქმში და ჩვენ დაგვჭირდება ეს მომავალში სამართლებრივი დავისას“, – ასე დაასრულა დღეს საზოგადოება „ბათომის“ წევრმა შოთა გუჯაბიძემ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლა. „ბათომი“ და რივიერას პროექტის მოწინააღმდეგე აქტივისტები, როგორც საკრებულოს, ისე მერიის გადაწყვეტილებებს შპს „ბათუმი რივიერას“ პროექტთან დაკავშირებით, სასამართლოში გაასაჩივრებენ. „ბევრი დარღვევაა და ჩვენ ამ საკითხებს …

„რივიერას“ გეგმა 19/2 წინააღმდეგ დამტკიცეს – მხარდამჭერების სახელობითი სია

დღეს ბათუმის საკრებულომ, მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირა შპს „რივიერას“ მიერ წარდგენილ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას. საკრებულოს „ოცნების“ უმრავლესობამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, საკითხის დამტკიცებას მხარი დაუჭირა ასევე დამოუკიდებელმა წევრმა რაულ თავართქილაძემ და არჩილ მამულაძემ – „პატრიოტთა ალიანსიდან“. წინააღმდეგი მხოლოდ საკრებულოს ორი წევრი – ნოდარ დუმბაძე და გელა დეკანაძე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“. გადაწყვეტილება 19 ხმით 2-ის …

Exit mobile version