ბათუმის მერია აუქციონზე ყიდის მიწას, სადაც ცათამბჯენები უნდა აშენდეს

ბათუმის მერია აუქციონზე 294 100 ლარად ყიდის 346 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, „კარფურის“ წინ მდებარეობს. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 6 იანვარს დასრულდება. აუქციონზე, სადაც მერია 1კვ/მ მიწას 850 ლარად ყიდის, ვაჭრობის ბიჯი 3 000 ლარია. აუქციონის ერთადერთი პირობით, გამარჯვებული ვალდებულია არ შეზღუდოს გასაყიდი ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ 2 მიწის …

ბათუმში, ზღვასთან, 26 ათას კვ/მ-ს დააბეტონებენ კარბამიდის ღია საწყობის ასაშენებლად

ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალის მშენებლობის დაწყების შემდეგ კერძო კომპანია შპს „კარგო პარსელი“ ბათუმში ღია სასაწყობო მეურნეობის აშენებას აპირებს. ღია საწყობის მოსაწყობად კომპანია თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 600 კვ/მ ტერიტორიას დააბეტონებს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია, საწყობში  წელიწადში შეიტანონ დახლოებით 500 000 – 600 000 ტონა კარბამიდი, დაახლოებით 500 000 ტონა არმატურა და ფოლადის ნამზადი 10 000 …

ინასარიძის ქუჩაზე ახალი სკვერის მოსაწყობად ბათუმის ბიუჯეტიდან 1 მილიონი დაიხარჯება

ბათუმის მერია ინასარიძის ქუჩის N3-ის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 18 ათას 130 ლარი დაიხარჯება. აქედან, ნახევარი მილიონი – 2020 წელს, დანარჩენი კი – 2021 წელს. ტერიტორია ჯამში 3 165 კვ/მ-ია. ადგილი, სადაც სკვერი მოეწყობა, ინასარიძის ქუჩასა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსებთან [NN:2,3,5] არის ახლოს. ამ ტერიტორიაზე არის …

ბათუმის მერიის ასუცნობიანი პასუხი შტატების გაზრდაზე ახალი წლიდან

ბათუმის მერიამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი უკვე მოამზადა და საკრებულოს გადაუგზავნა  განხილვისა და დამტკიცებისთვის. ბიუჯეტის ერთხელ დაკორექტირებულ ვარიანტში, მიუხედავად იმისა, სრულად გაითვალისწინა თუ არა მერიამ საკრებულოს შენიშვნები, უკვე არაფერი შეიცვლება [პრეცედენტი ამ დრომდე არ ყოფილა]. ბიუჯეტის ახალი  პროექტის თანახმად, იანვრიდან თავისი დაფინანსება ექნება მერიის ახალ ა(ა) იპს – „ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასაც“. თანხა 3 …

მერია ბათუმის ცენტრში 12 ადგილს ოფშორულ კომპანიას 12 880 ლარად გამოუყოფს

ბათუმის მერია აპირებს 12 მცირე ზომის ტერიტორია გადასცეს კომპანიას ბათუმის ცენტრში, ტურისტულ ზონაში, პირდაპირი განკარგვის წესით და აუქციონის გარეშე. კომპანია ამ ადგილებში პატარა სავაჭრო ობიექტების – ჯიხურების განთავსებას გეგმავს, სადაც ტკბილეულს და წვენებს გაყიდიან. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ უკვე მოამზადა შპს „Georgian industrial  Manajment group“-ს ორწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გაუფორმებენ, წლიური გადასახადით – წელიწადში 12 …

 უკანონო მშენებლობასა და მიშენება-დაშენებაზე ჯარიმები ბევრად გაიზარდა – ახალი კანონი

ახალი სამშენებლო კოდექსი დღეიდან სრულად ამოქმედდა. სპეციალისტების განმარტებით, კოდექსი სამშენებლო ნებართვის მისაღებად ახალ მოთხოვნებს აწესებს და აქცენტი კვარტალური განაშენიანების გეგმების მომზადებაზე გადადის. წინააღმდეგ შემთხვევაში მშენებელს ნებართვის მიღება გაუჭირდება. რა შეიცვლება მათთვის, ვისაც უნებართვოდ აშენების, მიშენებისა და დაშენებისთვის, ასევე შეთანხმებული პროექტიდან გადახვევისთვის მოქმედი რეგულაციები არ აშინებდა – მშენებელი უნებართვოდ ხშირად ამატებდა ფართობს, რომელსაც დაკისრებულ ჯარიმაზე ბევრად …

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი შეიცვალა – ახალი სამშენებლო კოდექსი

ხვალ, 3 დეკემბერს, ახალი სამშენებლო კოდექსი სრულად ამოქმედდება. შესაბამისად, იცვლება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და როგორც სპეციალისტები განმარტავენ, რთულდება. ცვლილების შესახებ ინფორმირებული არიან მშენებლებიც, ამიტომაც ბოლო პერიოდში ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში უპრეცედენტოდ ბევრი განაცხადი შევიდა. მაგალითად, გასული კვირის ბოლოს, ორ დღეში, განაცხადების რაოდენობამ 100-ს მიაღწია. როგორც მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის …

5 მილიონად განახლებული ქუჩა მოსაცდელების გარეშე – რას გეგმავს ბათუმის მერია

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაში 5-მილიონამდე ლარი დაიხარჯა, საავტომობილო მოძრაობა ორ თვეზე მეტია აღდგენილია. ამ ქუჩაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებების ადგილებზე, არ არის განთავსებული მოსაცდელები. მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარეობს ბათუმის ერთადერთი აგრარული ბაზარიც. მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოსაცდელი კონსტრუქციების მონტაჟი ქალაქის მერიის პრეროგატივაა. უშუალოდ „ავტოტრანსპორტი“ კი გეგმავს მონიშვნებსა და საინფორმაციო, განახლებული დაფების დამონტაჟებას: „დაფები …

ლაშა კომახიძის კიდევ ერთი არშემდგარი პროექტი – რატომ ვერ შეიქმნა ბიზნესცენტრი

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის ინიციატივა ბათუმის ბიზნესცენტრის შექმნაზე ამ დრომდე ვერ განხორციელდა. ორი წლის წინ დამტკიცებული პროგრამით ბიზნესცენტრისთვის ჯამში 5 მილიონ 250 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო, აქედან, 2018-2019 წლებში – 3 მილიონ 50 ათასი ლარი. „ბათუმელების“ გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ კუთხით ქალაქის ბიუჯეტიდან 1 თეთრიც არ არის დახარჯული. ამასთან, ბიზნესცენტრის დაპროექტებისთვის მერიამ კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება …

„ისევ იქ დგას და ისევ უკანონოა“- საკრებულოს წევრი უკანონოდ აშენებულ რვა სართულზე

„ვიცე-მერიც აქ იმყოფება და მაინტერესებს ერთი საკითხი. გვქონდა შემთხვევა, როცა დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე რვა სართული უკანონოდ ააშენეს. მერიის შესაბამისი სამსახურებიდან ჩვენ და მოქალაქეებმაც მივიღეთ პირობა, რომ მოხდებოდა ამ მშენებლობის შეჩერება ან დემონტაჟი. კორპუსი ისევ იქ დგას და ისევ უკანონოა. ეს ამბავი, რა ვქნათ, მაინტერესებს და, ზოგადად, ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას – ჯერ აშენებენ და …

თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას ბათუმის მერია აუქციონზე გაიტანს

ბათუმში, თევზის ბაზრის მიდებარედ, 3149 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ბათუმის მერია იჯარის წესით გასხვისების მიზნით აუქციონზე გაიტანს. საიჯარო ფასის განსაზღვრაზე დღეს, 28 ნოემბერს, საკრებულომ იმსჯელა და მერიის წარდგენილ წინადადებას  წლიური გადასახადის სახით 72 000 ლარის დადგენის თაობაზე, მხარი დაუჭირა. აუქციონის პირობები მერიას საკრებულოსთან არ შეუთანხმებია, შესაბამისად, მიწის ნაკვეთს იჯარის წესით უპირობოდ გაასხვისებენ. განკარგულების პროექტის განმარტებით  ბარათში …

რატომ შეწყდა კონკურსი „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოსავლენად

ბათუმის ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხის“ საუკეთესო ესკიზის გამოვლენასა და პროექტის შედგენაზე გამოცხადებული კონკურსი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს საკონკურსო კომისიამ შეწყვიტა. კონკურსი წინადადებების მიღების დასრულებიდან ორი დღის შემდეგ შეწყდა. შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა. საკონკურსო თანხა 5 ათასი ლარი იყო. ამ თემაზე: ბათუმის მერია ცენტრალურ პარკში „ნატვრის ხეს“ დგამს კონკურსი კომისიამ „საკონკურსო …

მერიის მიერ აშენებული კედელი გამვლელებს საფრთხეს უქმნის და დასაშლელია

ფერდსამაგრი კედელი, რომელიც ბათუმის მერიის დაკვეთით 2018 წელს აშენდა და რაშიც ბიუჯეტიდან 26 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, დასანგრევია. კედლის დემონტაჟისთვის ფული, 6 300 ლარი ისევ ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დემონტაჟის შემდეგ კი, მერიამ ისევ ახალი კედელი უნდა ააშენოს. საუბარია მახინჯაურის დასახლებაში, ჰორტენზიის ქუჩა N4-ში არსებულ ფერდსამაგრ კედელზე, რომელიც დაზიანებულია. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით: …

გოგებაშვილის ქუჩაზე მრავალწლოვანი ხე დააბეტონეს

ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, დღეს დილით მრავალწლოვანი ხის ძირში ბეტონის საფარი დააგეს. ფოტომასალა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მოქალაქემ მოაწოდა. ჩვენ ქალაქის მერიას დაუკავშირდით, სადაც განაცხადეს, რომ სამუშაოებს სავარაუდოდ კერძო პირი ატარებს და გაარკვევენ აქვთ თუ არა შესაბამისი ნებართვა. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა მონიტორინგის ჯგუფი. „კერძო კომპანიას არ ჰქონდა ნებართვა, შედგა ოქმი და ის 1000 …

1 მილიონს გადააჭარბა ბათუმში საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა თანხამ 

1 მილიონ 105 ათას 445 ლარი – ეს თანხაა ამ დროისთვის ქალაქისა და აჭარის ბიუჯეტებში გათვალისწინებული, წელს, ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებისთვის და ქალაქის გაფორმებისთვის. შარშან იგივე მიზნისთვის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა. ამ თანხიდან 428 423 ლარი – უშუალოდ ქალაქის გაფორმებისთვისაა გათვალისწინებული, 271 950 ლარი – საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, 52 100 ლარი – ნაძვის ხის დეკორატიული …

პარლამენტარის მიერ მოქალაქის ცემის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო გამოძიება დღეს, 22 ნოემბერს, პარლამენტის წევრის, მუხრან ვახტანგაძის და მოქალაქე ჯელალ ქიქავას შორის მომხდარ ინციდენტზე. მოქალაქის თქმით, მას მუხრან ვახტანგაძემ ბათუმის მერიის შესასვლელში აგინა და სცემა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ გვითხრეს, ამ ეტაპზე გამოკითხეს თუ არა თავად პარლამენტარი. მუხრან ვახტანგაძე გამოძიებამ ამ თვის დასაწყისში გამოკითხა …

დემონსტრანტებმა მერია მოატყუეს, რომ „დააბოქლომებენ“ – უაქციოდ მობილიზებული პოლიცია

ბათუმის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ პოლიციელები მართლწესრიგის გამო არიან მობილიზებული, თუმცა ვერ გვიპასუხეს, ამ შემთხვევაში რატომ გადაწყვიტა პოლიციამ წესრიგის დაცვა, როცა მერიასთან საპროტესტო აქცია არ იმართება. ბათუმის მერიასთან ასევე შეკრებილია რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში – მუხრან ვახტანგაძე. ისინი არ ამბობენ, რის გამო შეიკრიბნენ მერიასთან და აპროტესტებენ თუ …

ბათუმის საჯარო საბავშვო ბაღებში 25 სპეცმასწავლებელი იმუშავებს 

ბათუმის ბაღების გაერთიანება სპეცმასწავლებლებს აიყვანს. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მამუკა შამილიშვილის ინფორმაციით, სპეცმასწავლებლები ბათუმის 25 საბავშვო ბაღში იმუშავებენ.   მისივე ინფორმაციით, ბათუმის საბავშვო ბაღებში 115 სპეციალური საჭიროების მქონე აღსაზრდელია. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სწორედ სპეცმასწავლებლების დამატებისთვისაა გათვალისწინებული ის თანხა, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტის პროეტში ნამატის სახით აისახა და „უკვე დასაქმებული აღმზრდელებისა და მასწავლებლების ხელფასების გაზრდა …

საოჯახო მედიცინის ცენტრის ნაცვლად 8-სართულიანი კომპლექსი – პროექტი ბარათაშვილზე

ბათუმში, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩების გადაკვეთაზე, პირველი საჯარო სკოლის უკანა მხარეს არსებული შენობები, ასევე ბარათაშვილის ქუჩაზე არსებული ორსართულიანი ისტორიული სახლი, სადაც ახლა საოჯახო მედიცინის ცენტრია, შესაძლოა ახალ სამშენებლო პროექტს შეეწიროს. ინვესტორი მთლიანობაში 1 972 კვადრატული მეტრი ტერიტორიის ათვისებას გეგმავს გორგასლის #45-დან ბარათაშვილის #30-ის ჩათვლით. ამ ადგილზე ახალი სახლის მშენებლობის უფლებას შპს „სახლი ბარათაშვილზე“ ითხოვს. ტერიტორია, …

სიმაღლის გადასახადიდან ბათუმის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი შევიდა

ბათუმის მერიის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ათი თვის მონაცემებით, ბიუჯეტში ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით 528 000 ლარი შევიდა. სპეციალური ზონალური მოსაკრებელი შენობაზე კ2 კოეფიციენტის, ანუ სიმაღლის გადასახადს გულისხმობს, რაც კ1-ის, ანუ იმ ადგილის ფართობის მიხედვით განისაზღვრება, სადაც შენობა უნდა აშენდეს. ასეთი შეთანხმების დადების შემდეგ მშენებელი სამშენებლო მოედანს მაქსიმალურად იყენებს. შესაბამისად, ადგილი პარკინგისა და …

რომელი ქუჩების კეთილმოწყობა იგეგმება ბათუმში 2020 წელს

მუნიციპალური ინფრატრუქტურის რეაბილიტაცია 2020 წელსაც ბათუმის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ამ მიმართულებით 58 მილიონ 387 000 ლარი დაიხარჯება. მომავალ წელს მერია  ე.წ. “ჭაობის დასახლების” ქუჩების კეთილმოწყობას დაიწყებს, კონკრეტულად კი, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს დაგეგმილია შემდეგი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა: ვაჟა-ფშაველას ქუჩის მონაკვეთი [ლადო ასათიანის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე] ლუკა ასათიანის ქუჩის …

ბათუმის საბავშვო ბაღებში ხელფასები გაიზრდება – 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი

ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბათუმის ბაღების გაერთანების ბიუჯეტი 15 მილიონ 525 ათასი ლარი იქნება, რაც გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით 817 900 ლარით მეტია. ნამატი თანხა შრომის ანაზღაურების გრაფაშია ასახული, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებაში დასაქმებულებს ხელფასები გაეზრდებათ. პროექტის მიხედვით, 2019 წელს ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულ 1 338 თანამშრომელზე 8 მილიონ 770 ათას 100 ლარი …

ბათუმის ახალი, მუნიციპალური ინსპექციის ბიუჯეტი 3.4 მილიონი იქნება და 110 პირი დასაქმდება – პროექტი

2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ბათუმის ახალი ა(ა)იპის ბიუჯეტი 3 მილიონ 444 000 ლარი იქნება. აქედან 1 მილიონ 460 000 ლარი ხელფასებისთვის გაითვალისწინეს. მერიის საფინანსო საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის უფროსის, ედნარ ნატარიძის განმარტებით,  ნაწილობრივ ამასაც უკავშირდება მომავალი წლის ბიუჯეტის სახელფასო გრაფაში თანხის გაზრდა. ამავე პროექტის მიხედვით, მუნიციპალურ ინსპექციაში 110 პირი დასაქმდება. როგორც ა(ა)იპის შექმნასთან დაკავშირებულ დოკუმენტებშია განმარტებული, …

საახალწლო ღონისძიებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები წელს ევროპის მოედანზე აღარ ჩატარდება. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ბულვარში, მრგვალ შადრევანზე დადგამენ, მთავარ სცენას კი, ასევე ბულვარში – საზაფხულო თეატრთან. ქალაქის გაფორმებისთვის და საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 700 373 ლარია გამოყოფილი. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 22 ნოემბერს დაიწყება და 25 ნოემბერს …

გადათხრილი სკვერი და შეჩერებული სამუშაოები

ბათუმში, ბაგრატიონის, გურამიშვილისა და 26 მაისის ქუჩებს შორის მდებარე სკვერთან, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა, მოსახლეობის თქმით, სამუშაოები  შეჩერებულია, ტერიტორია კი გადათხრილია. „ბათუმელები“ სექტემბრის დასაწყისში წერდა, რომ აქ მრავალწლოვანი ნარგავები ამოთხარეს და შემცირდა სკვერის ტერიტორიაც, გურამიშვილის ქუჩის მხრიდან. ადგილზე დასაქმებულები მაშინ ამბობდნენ, რომ მათ აქვთ პროექტი მერიისგან, რომლის მიხედვითაც ტროტუარი უნდა გაფართოებულიყო, ამოთხრილ ხეებს კი, სკვერის …

არსებობს პროტესტი, ჩაგვრთეთ განხილვაში – მიმართვა ლაშა კომახიძეს

საზოგადოება „ბათომი“ ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას მორიგი განცხადებებით მიმართავს. სამოქალაქო ორგანიზაცია ითხოვს „რივიერა“-ს მიერ მერიისთვის წარმოდგენილი პროექტის არქიტექტურული ნაწილის შეთანხმების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოებაში ჩართონ საზოგადოეა. ორგანიზაციის განცხადებს, რომელიც ბევრ ტექნიკურ დეტალს შეიცავს, განცხადების ტექსტს ამის მიუხედავად უცვლელად გთავაზობთ: 2019 წლის 22 აგვისტოს,  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  მიიღო დადგენილება …

წელს ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს ბულვარში მრგვალ შადრევანზე დადგამენ

2020 წელს ბათუმში ტრადიციულად ევროპის მოედანზე აღარ შეხვდებიან. ბათუმის მერია ბოლო წლებში დამკვიდრებულ ტრადიციას ცვლის, მთავარ ნაძვის ხეს ბათუმის ბულვარში, მრგვალ შადრევანზე დადგამენ. მთავარი კონცერტის სცენა კი, საზაფხულო თეატრთან დამონტაჟდება. ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, მთავარ კონცერტში მონაწილეობას ისევ ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე კი ტენდერი ჯერ კიდევ  გამოცხადებული არ არის. ჯონი …

ბათუმმა 1 მილიონზე მეტი ლარი დაკარგა პირსის უკანონოდ გამოყენების გამო – აუდიტი

ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე საზღვაო პირსის და მიწის ნაკვეთი ქალაქის მერიამ აუქციონზე გაიტანა, თუმცა, სახელმწიფო აუდიტის მიხედვით, მერიამ აუქციონზე გამარჯვებულთან ხელშეკრულება ვერ გააფორმა. მიზეზი აუდიტის მიხედვით იყო ის, რომ ბათუმის მერიამ ვერ უზრუნველყო ტერიტორიის უკანონოდ სარგებლობის აღკვეთა. „ქონების უნებართვოდ გამოყენების აღსაკვეთად სამინისტროსა და მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების უმოქმედობის შედეგად, ბიუჯეტმა, საერთო ჯამში, არანაკლებ 1 221 …

აჭარისა და ბათუმის ქონების ფასი მთავრობამ სავარაუდოდ შეამცირა და იაფად გაყიდა – აუდიტი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიაში, აუდიტის დასკვნით, არ არის უზრუნველყოფილი ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის ღირებულების ზუსტი განსაზღვრა, რაც ქონების არასრულყოფილ შეფასებებსა და საბაზრო ღირებულების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება. „გარდა ამისა, ექსპერტის მიერ დადგენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების უსაფუძვლოდ შემცირებისა და აუქციონზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის …

რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც დღეს 23 წლის მუშა დაიღუპა

რა მოხდა მშენებლობაზე, სადაც 23 წლის მუშა, ანრი მახარობლიძე დღეს, 7 ნოემბერს, დაიღუპა? – სახელმწიფო უწყებებს მომხდარზე სხვადასხვა ვერსია აქვთ. კომპანია „გიგეროს“ დამფუძნებელმა, გია დოლიძემ კი გვითხრა, რომ ჩვენს კითხვებს ჯერ ვერ უპასუხებს, რადგან გამომძიებლების კითხვებს პასუხობს. შემთხვევა ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა მუშა „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში თქვეს, …

6 ოჯახი და 1 სველი წერტილი – სახლი ბათუმის ცენტრში, სადაც 5 მცირეწლოვანი ცხოვრობს

ექვსი წლის დათა ბათუმის ცენტრში, ზუბალაშვილის #28-ში ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ცუდი ამინდის დროს დათას სახლში წვიმს, კარგ ამინდში კი სველი ავეჯი და ნივთები შრობას იწყებს და ისედაც დანესტილ, დაძველებულ კედლებში ამ დროს ნესტის სუნი გაუსაძლისი ხდება. უჭირთ ფანჯრის გაღებაც, რადგან დაძველებული და მორყეულია. დაძველებულია იატაკიც, რამდენიმე ადგილზე ამომტვრეულია.   დათას ბებია, ლია გოგიბერიძე, დახმარების მისაღებად …

„ბათუმი რივიერამ“ მერიას პროექტის არქიტექტურული ნაწილის შესათანხმებლად მიმართა

შპს „ბათუმი რივიერამ“ მერიას პროექტის არქიტექტურული ნაწილის შესათანხმებლად მიმართა. ამის შესახებ ბათუმის მერიის ვებგვერდზეა ასახული. როგორც ვიცით, კომპანიის პროექტი მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, ამიტომაც ნებართვის მისაღებად კომპანიამ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოს, თუმცა ასევე აქვს ვალდებულება, პროექტი მუნიციპალიტეტსაც შეათანხმოს. პროექტი უნდა განიხილოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც, რადგან ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია. კომპანია „სილქ …

შავი ჯიპით ბათუმის ცენტრალურ პარკში

მექორწინეები შავი ჯიპით ბათუმის პარკში შევიდნენ, ფაქტის ამსახველი ფოტო ფეისბუქგვერდმა „უპატრონო ბათუმი“ გაავრცელა წარწერით „რა ხდება, რა უბედურებაა“. ფოტოზე ბათუმის მერი ლაშა კომახიძეა მონიშნული. ფაქტი ახლახან დაფიქსირდა. „ბათუმელებს“ ადგილზე მხოლოდ ხელმოწერის ცერემონიალის დიზაინერი და პოლიცია დაგვხვდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა გვითხრა, რომ დაზუსტებით არაფერი იცის: „ჩვენც  შემოგვივიდა ინფორმაცია და ვარკვევთ“, – გვითხრა მან. თვითმხილველების ინფორმაციით, წყვილს პარკში …

ავტოკაფეს მეპატრონე: არ ვარღვევ კანონს, მანქანა დგას პარკინგზე და არა სკვერში

„ბათუმელების“ მასალას – „გადაკეტილი სასეირნო ბილიკი სკვერში და ბათუმის მერიის პასუხი“ ავტოკაფეს მეპატრონე   გამოეხმაურა. ბათუმში, ვალენბერგის #4-ში ე.წ. ავტოკაფე ნაწილობრივ სკვერშია განთავსებული. ეს სკვერი ზვიად გამსახურდიას ქუჩის ბოლოში მდებარეობს. კაფეს წარმომადგენელმა ლიკა  ნაკაიძემ სატელეფონო საუბარში განგვიმარტა, რომ  ავტოკაფე პარკინგის ტერიტორიაზე დგას და კაფეში გადაადგილებას ხელს არ უშლის. მან გვთხოვა ამაში დასარწმუნებლად ვითარებას ადგილზე გავცნობოდით. „წლებია …

ცხრა ვაკანსია ბათუმის მერიაში, ოთხი – აჭარის განათლების სამინისტროში

ბათუმის მერია რამდენიმე სამსახურის დასაკომპლექტებლად განმეორებით კონკურსს უკვე მეხუთედ აცხადებს. ამჯერად მერიამ სხვადასხვა სამსახურში თანამშრომლის შესავსებად კონკურსი ცხრა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა. კონკურსი გამოცხადებულია ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შესარჩევად. ამ თანამდებობაზე ხელფასის სახით 1700 ლარია  განსაზღვრული. კონკურსანტს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის კვალიფიკაცია და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება არქიტექტურის …

სახანძროს მანქანა თხრილში ჩავარდა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სახანძროს მანქანა თხრილში ჩავარდა. ფოტოს სოციალურ ქსელში გვერდი „უპატრონო ბათუმი“ ავრცელებს, ფოტოზე მონიშნულია ბათუმის მერი ლაშა კომახიძე წარწერით: „ხო გაქვთ მშვიდობა“. ამ ქუჩაზე დაწყებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ძლიერი წვიმის მოსვლის შემდეგ ეს ადგილი ქალაქში ერთ-ერთი კრიტიკული წერტილია. უკვე მეორე დღეა ბათუმში გადაუღებლად წვიმს.  

Exit mobile version