მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია აგვისტომდე არ დასრულდება

მაიაკოვსკის ქუჩა ბათუმში მარტიდან გადაკეტილია სარეაბილიტაციო-კეთილმოწყობის სამუშაოების გამო. ქუჩის სრული რეაბილიტაცია 2019 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ცნობით, ხელშეკრულებაში სამუშაოების დასრულების ვადა ორი თვით გადავადდა. „14 ივნისს უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ დამატებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო, ძალიან ცუდი გრუნტი იყო, შესაბამისად სამუშაოების დასრულების ვადაც გაგრძელდა ორი თვით“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბიძინა …

ბათუმში მე-19 საუკუნის ბელეტაჟი აღადგინეს [ ფოტო]

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩის #38-ში, მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა. ხელოსნები ბოლო დეტალებზე მუშაობენ. შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, სარდაფის, შიდა კონსტრუქციების მოწყობისა და გადახურვის ჩათვლით. შენარჩუნებული და აღდგენილია ძველი ხის იატაკი და ფანჯრები. ამ სახლის რესტავრირებისთვის ჯამში  615 209 ლარი დაიხარჯა. აქედან 487 576 ლარი უშუალოდ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გადაუხადეს, 10 726 ლარი რეაბილიტაციის …

იურისტი K2-ის გაზრდაზე: გექმნება განცდა, რომ ვიღაც სარგებლობს პრივილეგიით

ოფიციალური ინფორმაციით, იანვრიდან დღემდე ბათუმის მერიამ რამდენიმე ათეულ კომპანიას მისცა თანხმობა კონკრეტულ ზონაში სამშენებლო პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდაზე და თითქმის ამდენივეს უარი უთხრა. „იურიდიული მრჩევლის“ დირექტორი, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი, რომელმაც დოკუმენტები შეისწავლა, ამბობს, რომ, როგორც თანხმობა, ასევე უარი, ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია და არ არსებობს არგუმენტირებული დასკვნა, თუ რატომ დაეთანხმა ერთ სამშენებლო კომპანიას მერია კოეფიციენტის გაზრდაზე, …

დამრღვევ მშენებელს ნებართვა მისცეს და კ2-იც გაუზარდეს – ყველაფერი 4000 ლარად მოგვარდა

ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვა მისცა და კ2 კოეფიციენტიც 5,0 – მდე გაუზარდა შპს „ძმების სახლს“, რომელმაც ბათუმის ცენტრში, ჰაიდარ აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე დაგეგმილი მრავალბინიანი სახლის ორი სართული უნებართვოდ ააშენა. 2018 წელს ამ ადგილზე ნახევრად დაანგრიეს ორსართულიანი სახლი, რომელიც ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად იყო წარდგენილი. თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ სახლი მესაკუთრეს დანგრეული ჰქონდა, როცა ტერიტორია …

30 000 და 40 000-ლარიან პროექტებს მერია მოქალაქეების ხმის მიცემით შეარჩევს

პროექტის ფარგლებში „შენი იდეა ბათუმს“ მერიაში 34 განაცხადი შევიდა, ბათუმის მერის მრჩეველთა საბჭომ აქედან ათი პროექტი შეარჩია, მათ შორის სამ გამარჯვებულს კი სპეციალური ვებგვერის, idea.batumi.ge საშუალებით მოქალაქეები გამოვლენენ. შერჩეული ათი პროექტი ვებგვერდზე უკვე განთავსებულია და დაწყებულია ხმის მიცემაც. ამავე ვებგვერდზე იმ პროექტების გაცნობაცაა შესაძლებელი, რომლებიც ათეულში ვერ მოხვდნენ. შერჩეული იდეების განხორციელებისთვის ავტორები 30  000 – …

პარლამენტარის პარტნიორის კომპანია სასტუმროს გონიოში უსაფრთხოების წესების დარღვევით აშენებს

შპს „გონიო 5 მგზავრებისგან“ გონიოს პირველ ზოლში, ზღვის სანაპიროზე, სასტუმროს უსაფრთხოების წესების დარღვევით აშენებს. სამშენებლო ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული  სამშენებლო ღობით და არც უსაფრთხოების ბადითაა შეფუთული აშენებული კარკასი. გარდა ამისა, მშენებლობა პირდაპირ სასეირნო პრომინადის გასწვრივ მიმდინარეობს, რაც დისკომფორტს უქმნის დამსვენებელს. ამ სამშენებლო მოედანზე ვერც საინფორმაციო დაფას ნახავთ, რაც კანონით სავალდებულოა. კომპანია „გონიო 5 მგზავრებისგან“ დავით …

სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის გაზრდა თვითნებურად და ლეგალურად

ბათუმიდან ჩაქვის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. #40 სამარშრუტო ხაზით მოსარგებლე მგზავრებს 70 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრის გადახდა უწევთ. „ასე თვითნებურად ყველაფერი შეუძლიათ მძღოლებს? მხოლოდ ამ დასახლების მგზავრებს გაეზარდათ ღირებულება“, – მოგვწერა ერთ-ერთმა მგზავრმა. „მგზავრობის ტარიფი შესაძლოა ისევ გაიზარდოს, თუკი საწვავი გაძვირდება,“ – გვითხრეს შპს „აჭარტრანსრეგულირებაში“. აქ განმარტეს, რომ ტარიფი მართლაც მძღოლების მოთხოვნით გაზარდა კომპანიამ და მგზავრები …

საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის სტანდარტის დანერგვას 6 მილიონამდე ევროთი KFW დააფინანსებს

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, 18 ივნისს, მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს [KFW] შორის „განსაკუთრებული შეთანხმება“ გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, ბათუმის საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპულ სტანდარტებს დანერგავენ. „ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და ევროკავშირის შენობების ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან დაახლოება“ – მერია ცვლილებებს ამ პროექტის ფარგლებში განახორციელებს. შეთანხმებას ხელი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და KFW-ს წარმომადგენელმა კლაუს ფაიგელმა მოაწერეს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, …

ბათუმის მერიის პასუხი ტრანსპორტში კონდიცირების პრობლემაზე

ბათუმის საკრებულოს 14 ივნისს გამართულ სხდომაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ე.წ. მარშუტკებში კონდიცირების პრობლემაზე ისაუბრეს. საკრებულოს წევრმა განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსებში კონდიციონერები არ არის ჩართული. ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებზე, რომლებსაც კონდიცირების სისტემა გამართული არ ჰქონდათ, მგზავრთა გადაყვანის ნებართვა არ უნდა გაცემულიყო. შესაბამისი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა 2018 წლის ივლისში  მიიღო, თუმცა მიკროავტობუსების მძღოლთა უმრავლესობა მგზავრთა გადაყვანისას კონდიცირებას ისევ არ …

გაზრდილი K2 – 554 კვადრატულ მეტრზე ცხრასართულიან სასტუმროს ააშენებენ

2019 წლის 13 მაისს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დაეთანხმა მოქალაქე ოთარ ჭეიშვილის თხოვნას ბათუმში ჰ. აბაშიძის #8-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის K2 კოეფიციენტის გაზრდაზე. ლაშა კომახიძის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მერიისავე ინიცირებით დამტკიცებულ ცვლილებას 50-ე დადგენილებაში – „თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“. დადგენილება ქალაქმშენებლობის რეგულაციებს განსაზღვრავს ბათუმის ტერიტორიაზე. ცვლილების მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ 2019 წლის მარტში დაამტკიცა, განისაზღვრა K2 კოეფიციენტის …

2017 წელი ბათუმის წყალმა 2.6-მილიონიანი მოგებით დაასრულა

შპს „ბათუმის წყლის“ ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2017 წელში კომპანიის მიერ მოპოვებული სასმელი წყლის 72% იყო დანაკარგი. ამ წელს კომპანიამ მოპოვებული სასმელი წყლის მხოლოდ 28%-ი გაყიდა, შემოსავალის სახით კი 13 მილიონ 242 ათასი ლარი მიიღო. ამავე დოკუმენტის მიხედვით,  ბათუმის მერიის მიერ დაფუძნებელი კომპანიის წმინდა მოგება 2 მილიონ 633 ათასი ლარი იყო. „ბათუმის წყალმა“ იმავე წელს ქალაქის ბიუჯეტიდან სუბსიდიის …

გარემოვაჭრეების დაბრუნება წერეთლის ქუჩაზე

დღეს, 14 ივნისს, გარემოვაჭრეები ისევ დაბრუნდნენ  წერეთლის ქუჩაზე, სადაც ისინი წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ. გარემოვაჭრეები, ძირითადად, მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარედ არიან განლაგებულნი. როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთი გარემოვაჭრე ეუბნება, ადგილზეა პოლიციაც, თუმცა ისინი ჯერჯერობით გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დაცლას არ აიძულებენ. მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა წერეთლის, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე რამდენიმე თვის წინ აიკრძალა. მერიის გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა. მერიამ …

10 ელექტროავტობუსი ბათუმისთვის – ტენდერში გამარჯვებულს EBRD-ი ერთ თვეში გამოავლენს

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით დღეს, 13 ივნისს, ბათუმის მერიაში 10 ელექტროავტობუსის შეძენის მიზნით გამოცხადებული საერთაშრისო ტენდერის მეორე ეტაპის სატენდერო პაკეტები გაიხსნა. მეორე ეტაპზე ფინანსური დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ წარადგინა. წარმოდგენილ დოკუმენტაციას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 30 დღის განმავლობაში განიხილავს და საბოლოო გამარჯვებულს გამოავლენს. ბათუმისთვის ელექტროავტობუსების შეძენის მიზნით საერთაშორისო ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მიმდინარე წლის …

ახალი ავტობუსები ჩამქრალი ელექტროტაბლოებით

ბათუმში რამდენიმე ახალი ლურჯი ავტობუსი ხაზზე ელექტროტაბლოს გარეშე მუშაობს. ტაბლოს ადგილზე, მაგალითად, ერთ-ერთ ავტობუსზე ნომერი „6“ ქაღალდზეა ამობეჭდილი და ისეა განთავსებული. ანალოგიური მდგომარეობაა ასევე სხვა სამარშრუტო ხაზზე მოძრავ ზოგიერთ ავტობუსზეც. რატომ არ მუშაობს ელექტროტაბლო ავტობუსებზე, რომლებიც ბათუმის მერიამ ერთი წელიც არ არის რაც შეისყიდა? მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „ავტობუსებს სერიოზული ტექნიკური პრობლემები არ აქვს. …

მოსამართლე ახალ მეჩეთზე დავის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ: წყენა უნდა დაივიწყოთ

“სასამართლო ფიქრობს, რომ შეუძლებელია მხარეები ვერ შეთანხმდეთ. უფრო წარმოუდგენელია შეუთანხმებლობა… წარმატებებს გისურვებთ. წყენა და რამე თუ გქონდათ, უნდა დაივიწყოთ…” – მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მერიის წარმომადგენელსაც და მუსლიმი თემის დამცველ იურისტებსაც. მოსამართლემ ახალი მეჩეთის საქმის განხილვა ისევ გადადო. სასამართლო დაელოდება, რას იტყვის მუსლიმი თემი მერთან შეხვედრის შემდეგ. ბათუმის მერის ხელმოწერილი განცხადება მერიის იურისტმა გადასცა მოსამართლე …

ბათუმის მერია გოგებაშვილის ქუჩაზე „მეზღვაურთა სკვერის“ მოწყობას გეგმავს

ბათუმის მერია გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისთვის სკვერის სტატუსის მინიჭებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების თაობაზე მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა. მერია ითხოვს, ასევე, ამ სკვერს მეზღვაურთა სკვერის სახელი მიენიჭოს. განკარგულების პროექტს თან ერთვის ორი წერილი, რომელიც ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან დირექტორისგან თამარ იოსელიანისგან და ბათუმის საზღვაო-საინჟინრო …

„არ დავუშვებთ ახალი კორპუსის დემონტაჟს“ – აქცია სასამართლოსთან

სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა. შეკრებილები ითხოვენ, რომ „სვეტი ჯგუფის“ ახალი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ყოფილ ჭადრაკის სახლთან ახლოს, ბათუმის შემოსასვლელში აშენებული, არ უნდა დაინგრეს. „ჩვენ ვართ 300 მენაშენე, ძირითადად ემიგრანტები… ჩვენ პატიოსნად  ვიხდიდით ფულს, რომ ბინა შეგვეძინა. გთხოვთ, მოგვცეთ სამშობლოში ყოფნის უფლება,“ – აცხადებდნენ აქციაზე შეკრებილები. ახალი კორპუსის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება …

მერია „ყინულის შადრევანს“ შლის

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ იუსტიციის სახლთან მდებარე „ყინულის შადრევნის“ ნაწილობრივი დემონტაჟი დაიწყო. სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მონუმენტს მოშლილ დეტალებს მოხსნიან, რათა მიმდინარე სეზონზე ეს ადგილი უსაფრთხო იყოს. მონუმენტს მთლიანად შემოდგომაზე დაშლიან. სამმართველოს ხელმძღვანელის, სულხან ევგენიძის თქმით, შეიძენენ ახალ პროექტს, რომლის მიხედვითაც ამ ადგილზე ისევ მონუმენტი გაკეთდება: „იქნება ისევ გამჭვირვალე, თუმცა გაცილებით …

„ვეღარ წავალთ აქედან“ – გარემოვაჭრეებისა და იპოთეკით დაზარალებულების აქცია მერიასთან

„ვეღარ წავალთ აქედან, თუ პასუხი არ მივიღეთ,“ – აცხადებენ გარემოვაჭრეები, რომლებიც ბათუმის მერიის შენობის წინ იპოთეკით დაზარალებულებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავენ. გარემოვაჭრეების მოთხოვნაა, მათთვის ჯიხურები ავტოსადგურის ეზოში მოეწყოს მაიაკოვსკის ქუჩის მხრიდან, ან 23-ე სკოლის შენობის გამოუყენებელი ნაწილი დაუთმონ. იპოთეკით დაზარალებულები კი ისევ შეღავათიანი სესხის აღებას ცდილობენ. „ეს მოთხოვნა ჩვენ ერთი კვირის წინ დავაყენეთ. მაშინ ბათუმის …

„მივმართავთ უკიდურეს ზომებს“ – კომპანია სვეტის მიერ დაზარალებულების აქცია ბათუმში

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა ბათუმის მერიასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. დღეს მერიასთან მხოლოდ ოთხი დაზარალებული იყო მოსული, თუმცა მთლიანობაში 300-ზე მეტი მოქალაქე ითხოვს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებას, რომელიც „სვეტმა“ დაიწყო. აქციის მონაწილეები დღეს, 3 ივნისს, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსს შეხვდნენ. დაზარალებულები თამარ მეფის პირველ ნომერში ცხოვრობდნენ, სადაც „სვეტი“ ოლიმპიურ კომპლექსს აშენებდა. დაზარალებულები ამბობენ, რომ …

წელს პირველად ბათუმის სანაპიროზე კანალიზაცია გაუფილტრავად ზღვაში აღარ ჩაედინება

აჭარის სანაპიროსთან ზღვის წყლის ტემპერატურა უკვე +20 გრადუსია. აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოში აცხადებენ, რომ ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, ბათუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის პარალელურად კი, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება. ბათუმის საკანალიზაციო ქსელი, დღეის მდგომარეობით, ძირითადად ჩართულია ახალ სისტემაში, რომელიც ადლიის გამწმენდ ნაგებობას უერთდება, აქედან კი …

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს გაფრთხილების მიუხედავად ანგრევენ

ბათუმში კ. გამსახურდიას 45 ნომერში, სომხური ეკლესიის გვერდით სახლის კედელს ანგრევენ, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. როგორც „ბათუმელებს“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი ეუბნება, ძეგლზე სამუშაოების ნებართვა სააგენტოს მიერ გაცემული არ არის. „ნებართვა არ აქვთ და კედელს უნებართვოდ ანგრევდნენ. გუშინ გააჩერა რეაგირების ჯგუფმა, თუმცა დღეს ისევ ჰქონდათ მცდელობა“, – ამბობს ზაურ ახვლედიანი. ბათუმის …

უფასო ნაყინები და ატრაქციონები – რა იგეგმება ბავშვებისთვის პირველ ივნისს ბათუმში

პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმში ბავშვებისთვის სხვადსხვა გასართობი ღონისძიება იგეგმება. ბათუმის ცენტრალურ პარკში გასართობი ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. პროგრამით გათვალისწინებულია საბავშვო გასართობი თამაშები, ფოტოსტენდები, კომპიუტერული თამაშები, ქვიშის მოედანი. მერიის ინფორმაციით, ბავშვებისთვის დარიგდება 3 ათასი ცალი ნაყინი, პოპკორნი და ბუშტი. ამ დღეს ცენტრალურ პარკში ატრაქციონებიც უფასოდ იმუშავებს. …

„კორუფცია სისტემურია“ – ოპოზიციის ფოტოგამოფენა ბათუმის მერიასთან

„მარტო შვიდი მაღალჩინოსანი კი არა, მთელი სისტემა კორუფციულია,“ – აცხადებს „ნაცმოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს, 31 მაისს, ბათუმის მერიის წინ იმ პროექტების ამსახველი ინფორმაცია გამოფინა, რომელთა საშუალებითაც, ოპოზიციის აზრით, ფული ხელისუფლებამ მიითვისა. „აქ არის 21 პროექტი გამოფენილი… ბათუმის სასაფლაოების პროექტიდანაც მიითვისეს ფული. ჩვენ ამის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით ინფორმაციას პროკურატურას. ჯამში 100 მილიონზე მეტი …

ბათუმში დაკავებულ 7 მაღალჩინოსანს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება

დღეს, 30 მაისს, პროკურატურამ ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი 7 მაღალჩინოსანი ერთდროულად დააკავა. აჭარის მთავარმა პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა ბრიფინგი მოაწყო და თქვა, რომ მაღალჩინოსნების დაკავება 2015 წელს ჩატარებულ იმ ტენდერს უკავშირდება, რომლითაც ბათუმში „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო. დაკავებულებს ჯერ არ შეხვედრიან ადვოკატები. უცნობია, აღიარებენ თუ არა ისინი წარდგენილ ბრალს. დაკავებული მაღალჩინოსნები ამ დროისთვის წინასწარი დაკავების …

დაკავებულია აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე

აჭარის პროკურორის ნათია სონღულაშვილის ინფორმაციით, სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე. ნათია სონღულაშვილის თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით თანხის მითვისება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობის პირები „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავეს. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტს ბათუმის მერია ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს. “იაფი სახლის” პროექტთან დაკავშირებით ბათუმის …

დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და მერიის ოთხი მაღალჩინოსანი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პროკურატურამ ბათუმის მერიის ოთხი მაღალჩინოსანი დააკავა, მათ შორის არის ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე, ვლადიმერ ხინთიბიძე, ასევე ეგარსლან ლომაძე და ბექა ხალვაში. ბათუმელების ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი. ინფორმაცია ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ აჭარის პროკურატურამ ოფიციალურად დაადასტურა. ამავე თემაზე: რატომ დააკავეს ვიცე-მერი, მინისტრის მოადგილეები და სხვები – პროკურატურის …

ბათუმში 7 მაღალჩინოსანი დააკავეს, მათ შორის განათლების მინისტრი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურამ აჭარაში თანამდებობის 7 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე. ბათუმის მერიაში თენგიზ პეტრიძის გარდა მერიის კიდევ სამი მაღალი თანამდებობის პირია დაკავებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თანამდებობის პირები „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავეს. ხელმისწავდომი საცხოვრისის პროექტს ბათუმის მერია ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს. “იაფი სახლის” …

გარემოვაჭრეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ – საპროტესტო მსვლელობა

გარემოვაჭრეები, რომლებიც ბათუმის მერიამ ამ წლის დასაწყისში წერეთლის ქუჩიდან აყარა და ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოუყო ადგილი, დღეს მორიგ აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ვაჭრობა საერთოდ არ აქვთ და პურსაც კი ვეღარ ყიდულობენ. გარემოვაჭრეები ალტერნატიულ ფართობს ითხოვენ და ამ მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან აპირებენ შეკრებას. მოვაჭრეთა თქმით, ბათუმის მერია ვერ ეხმარება მათ და ტერიტორია, რომელიც ავტოსადგურში …

რატომ დასაჯეს მხოლოდ ინგა შამილიშვილი 

ფესტივალი „ოქროს დელფინი“, რომლის ფარგლებშიც რუსეთის დროშები გამოფინეს მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ბათუმის მერიამ 12 ათასი ლარით დააფინანსა, აჭარის განათლების სამინისტრომ კი – 15 ათასი ლარით. 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესასწაულზე, ოკუპანტი ქვეყნის დროშების გამოფენას შეეწირა ორგანიზატორი უწყების – განათლების მინისტრ ინგა შამილიშვილის თანამდებობა.  ბათუმის მერიაში კი არავინ დაუსჯიათ. გუშინ, 26 მაისს, აჭარის განათლების მინისტრის, ინგა …

მენაშენეების აქცია – ბათუმის მერია უნებართვოდ აშენებული კორპუსის დემონტაჟს აპირებს

დღეს, 24 მაისს, საპროტესტო აქცია ბათუმის მერიასთან სამშენებლო კომპანია „სვეტი ჯგუფის“ მენაშენეებმა გამართეს. ამ წუთებში [13:00] ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე დახურულ კარს მიღმა რამდენიმე მენაშენეს ხვდება. „შესაძლოა, მშენებლობა იყო უნებართვო, მაგრამ რვა სართული როგორ აშენდა ქალაქის შემოსასვლელში, აქამდე სად იყვნენ? ჩვენ არ დავუშვებთ მშენებლობის დემონტაჟს,“ – ამბობდნენ დღეს მერიის შენობასთან შეკრებილები. „სვეტი ჯგუფმა“ სამშენებლო სახლის …

მოსამართლე მუსლიმ თემს: „რა ვქნათ, ჩვენი ბრალი არ არის“

“ბათუმის მეჩეთის საქმის” განხილვა ისევ გადაიდო. მორიგი პროცესი 12 ივნისს გაიმართება და მოსამართლე მხოლოდ მხარეების რეპლიკებს მოისმენს. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს პროცესის ბოლოს არ დაუმალავს, რომ ამით მან მერიას კიდევ ერთი შანსი მისცა მოლაპარაკების მისაღწევად – დღეს, 22 მაისს, გამართულ სხდომაზე ბათუმის მერიამ სხდომის კიდევ ერთხელ გადადება მოითხოვა და ივნისის პირველ კვირაში შეხვედრა დააანონსა. მოსამართლემ შუამდგომლობა …

ძველი ბათუმის ეზოების ესკიზები – 87 200 ლარი ცხრა ეზოს მოსაწყობად

ძველ ბათუმში ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება. მერიის მიერ ამჯერად შერჩეულია ცხრა ეზო, სადაც შესაბამის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შეასრულებს. სატენდერო თანხა 87 200 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 25 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება. 26 მაისი/ფ. მეფის N 37/87; რ. კომახიძის ქ. N7; ლუკა ასათიანის ქ. N12; ზ. გამსახურდიას ქ. N43; ი. აბაშიძის (იმნაძის) ქ. N4; კოსტავას ქ. N32; მემედ აბაშიძის ქ. …

გაეროს დაფინანსებული კვლევა: სახიფათოა ბათუმის კონცხზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა

„დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“, – ასეთი დასკვნა სპეციალისტებმა UNDP-ის მიერ  დაფინანსებული კვლევის საფუძველზე დადეს. კვლევა 2013 წელსაა ჩატარებული, მაშინ როცა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამ ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერად მუშაობდა. ახლა სწორედ ლაშა კომახიძემ …

„ალიანს სიტი“ სამშენებლო ღობეს ტროტუარზე აკეთებს

„ალიანს სიტი“ ე.წ. ლუჟკოვის სახლის ირგვლივ სამშენებლო ღობეს აკეთებს. კომპანიის წარმომადგენლები ღობისთვის საჭირო ბოძების განთავსების მიზნით ფილაქანს ყრიან ტროტუარიდან. ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ტროტუარის დიდი ნაწილი სამშენებლო ღობის შიდა მხარეს მოექცევა და საკურორტო სეზონზე ტურისტებს მოუწევთ ამ ტერიტორიაზე გადასაადგილებლად შენობის მეორე მხრიდან ისარგებლონ.   მერიაში განმარტეს, რომ კომპანიას ღობის გავლების უფლება აქვს საკუთარ საკადასტრო …

„ალიანს სიტი“ „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევას იწყებს – ნებართვა მერიამ გასცა

კომპანია „ალიანს სიტი“ ბათუმის ცენტრში, ზღვის პირას, ე.წ. „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟს იწყებს. ამ დროისთვის კომპანიას  მერიასთან ახალი პროექტი შეთანხმებული არ აქვს, აქვს მხოლოდ დამტკიცებული გენგეგმა, რომელიც სამომავლოდ გარკვეული პარამეტრების მშენებლობას უშვებს. ამ პარამეტრების მიხედვით, კომპანია „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად 50-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს. ერთ-ერთი ვერსიით, ლუჟკოვის სახლის ადგილზე შეიძლება ააშენონ არა ერთი, არამედ სამი ცათამბჯენი, რომლებსაც ერთი …

Exit mobile version