მთავარი,სიახლეები

მტვერი ქალაქში „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟის გამო

29.09.2019
მტვერი ქალაქში „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟის გამო

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ე.წ. „ლუჟკოვის სახლის“ დემონტაჟის გამო მტვრის ბუღი დგას. ბათუმის ბულვართან ახლოს მდებარე ამ სახლის დემოტაჟი კომპანიამ „ალიანს სიტი“ ივნისში დაიწყო.

რამდენიმე წუთის მანძილზე ასე გამოიყურებოდა შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა დღეს, 29 სექტემბერს. კომპანიამ “ლუჟკოვის სახლი”  დაანგრია

ქალაქის მერიამ „ლუჟკოვის სახლის“ დანგრევაზე ნებართვა იმ დროს გასცა, როცა კომპანიას მასთან ახალი პროექტი შეთანხმებული არ ჰქონდა, თუმცა დამტკიცებული იყო გენგეგმა, რომელიც სამომავლოდ გარკვეული პარამეტრების მშენებლობას უშვებს.

ამ პარამეტრების მიხედვით, კომპანია „ლუჟკოვის სახლის“ ნაცვლად 50-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს. ერთ-ერთი ვერსიით, ამ ადგილზე შეიძლება ააშენონ არა ერთი, არამედ სამი ცათამბჯენი, რომლებსაც ერთი სივრცე გააერთიანებს.

“ლუჟკოვის სახლი”

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/214381/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: