განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლა ვალდებულია შინსწავლაზე გადაიყვანოს ბავშვი, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება

22.09.2022
სკოლა ვალდებულია შინსწავლაზე გადაიყვანოს ბავშვი, რომელსაც მკურნალობა ესაჭიროება

ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, სკოლა ვალდებულია შინ სწავლის რეჟიმზე გადაიყვანოს ბავშვი, რომელსაც სამედიცინო ცნობის საფუძველზე ესაჭიროება მკურნალობა, ერთ თვეზე მეტი ხნით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეკუთვნება რისკჯგუფს პირისპირ სწავლების შემთხვევაში.

სკოლას ამ საჭიროებისთვის ბავშვის მშობელმა უნდა მიმართოს.

აქ არ იგულისხმებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები.

მინისტრის ამავე ბრძანების მიხედვით, საშუალო საფეხურზე სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ასევე მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში,  სავალდებულო პროექტებში მოსწავლე ფასდება განმავითარებელი შეფასებით.

განმავითარებელი შეფასება ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი ფორმითაც.

„სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალს“ კი დაემატება მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“.

ბრძანება ძალაში შევიდა გუშინ, 21 სექტემბერს. ბრძანებას ხელს აწერს თამარ მახარაშვილი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

_______________________

მსგავს თემაზე:

„ჯაყოს ხიზნების“ სკოლაში სწავლება სავალდებულო გახდა – სამინისტროს ბრძანება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: