„მასწავლებელს უთხრეს, შავ-თეთრი უნდა ჩაიცვას ყველამო“ – შეხვედრა პედაგოგებთან ბათუმში

ხელისუფლება მასწავლებელს არ ენდობა იმაშიც, თუ რა ტანსაცმელს ჩაიცვამს მასწავლებლის პრემიის დაჯილდოებაზე – უთხრეს, რომ შავ-თეთრი უნდა ჩაიცვას ყველამ, გუშინდელ  დაჯილდოებაზე კი [„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დაჯილდოება], სიჭრელე იყო. ძალიან თვალსაჩინოა ეს განსხვავება,“ – ამბობს სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი. დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიმონ ჯანაშია აჭარის რეგიონში …

რა არის ფინანსური განათლება და რატომ გვჭირდება ის?

ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომაა ზოგი ადამიანისთვის საკუთარი ფინანსების მართვა ადვილი, ზოგისთვის კი ძალიან რთული? ამ კითხვაზე პასუხი ერთ ძალიან მნიშვნელოვან უნარში იმალება  – ესაა ფინანსური განათლება. თუკი, განათლებით ფინანსისტი, ბუღალტერი ან ბიზნეს ადმინისტრატორი არ ხართ, მაშინ, ჩვენს ქვეყანაში, ძალიან გაგიჭირდებოდათ ამ უნარის შეძენა, რადგან ფინანსური განათლება, ძალიან ხშირად, ფუფუნების სფეროს წარმოადგენს. არადა, იმის გაგება, თუ …

რუსული კლუბის განმარტება შეკვეთილში რუსეთის სექციის უფროსის გამოჩენასა და პედაგოგების წვრთნაზე

„კატეგორიულად და მთელი პასუხისმგებლობით „რუსული კლუბი“ აცხადებს, რომ ტრენინგის პროექტი არ არის დაფინანსებული არცერთი [ხაზს ვუსვამთ არცერთი] უცხოური ქვეყნის მიერ. პროექტი მთლიანად და სრულიად მხარდაჭერილია ქართველი ბიზნესმენების მიერ, რისთვისაც ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და მათ ვუხდით გულწრფელ მადლობას,“ – ორგანიზაცია „რუსულ კლუბი“ განცხადებას ავრცელებს შეკვეთილში ბავშვების და მასწავლებლებისთვის ტრეინინგის ჩატარებაზე. „ბათუმელებმა“ 2024 წლის 12 ივლისს გამოაქვეყნა …

მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის გამოწვევები – ბათუმში დისკუსია გაიმართება

ბათუმში ხუთშაბათს, 11 ივლისს, დისკუსია გაიმართება თემაზე – „მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის გამოწვევები“. შეხვედრაზე აჭარის საჯარო სკოლებიდან შეხვედრაზე მიწვეული მენტორი, წამყვანი და უფროსი მასწავლებლები ისაუბრებენ იმ ნაკლოვანებებსა და პრობლემებზე, რომელიც მასწავლებელთა ახალ სახელფასო პოლიტიკას მოჰყვა. რა მოლოდინები გააჩინა განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებამ შრომის ანაზღაურების გაზრდაზე და რეალურად რა მიიღეს მასწავლებლებმა? როგორ იმოქმედებს სამინისტროს, ზოგადად, …

დეკანოზი შვილებთან ერთად აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს – naec.ge

„4 შვილის მამა, დეკანოზი მატათა (ზვიად) ბერიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეა“ – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი [naec.ge] ავრცელებს. გამოცდების ეროვნული ცენტრი წერს, რომ დეკანოზის თქმით, ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ცოდნა მისთვის მნიშვნელოვანია და სწავლის გაგრძელებასაც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს. ასევე, ცენტრის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ წელს მისი შვილებიც – ნონა და იოანე ბერიძეები. ____________ ფოტო: გამოცდების ეროვნული …

ახალი მოდელით ხელფასი არა 500, არამედ 156 ლარით გამეზარდა – პედაგოგი

ნინო მელიქიშვილი დაბა კაზრეთში ინგლისურ და ფრანგულ ენებს ასწავლის. ახალი სახელფასო მოდელით მას ხელფასი არა 500, არამედ 156 ლარით გაეზარდა. ორი წლის შემდეგ კი ასე „გაზრდილ ხელფასსაც“ ვეღარ აიღებს, რადგან ახალი მოდელი ამ დანამატის გაუქმებას ითვალისწინებს. პედაგოგი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ დარიგებული „საჩუქრების“ გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. ის „ბათუმელებთან“ ახალი სახელფასო პოლიტიკის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობს. ქალბატონი …

„ვწყვეტ ჩემს პროექტს“ – კომპიუტერული ინჟინერიის მკვლევარი რუსული კანონის გავლენაზე

„წელიწადში 250 გოგო იღებს ტექნოლოგიურ განათლებას და მონაწილეა ისეთი საერთაშორისო პროექტების, სადაც 60 ქვეყანაა წარმოდგენილი. აი, ასეთი ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდება. მეც ვეღარ გავაგრძელებ ამ პროექტებს, რადგან არავინ აპირებს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი დაიწეროს“- ამბობს ნანა დიხამინჯია, კომპიუტერული ინჟინერიის მკვლევარი, რომელიც ამ დროისთვის სან-ფრანცისკოში, სილიკონის ველზე მუშაობს. „ბათუმელების“ ნანა დიხამინჯიას განათლებაზე რუსული კანონით გამოწვეულ ნეგატიურ …

„სინდისმა შეგვაწუხა“ – ბათუმში სკოლის მოსწავლეები აქციას მართავენ რუსული კანონის წინააღმდეგ

დღეს, 14 მაისს, ბათუმი ოთხი სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ ბათუმის ცენტრალური პარკთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად. აქციაზე არიან პირველი, მეორე და მეოთხე საჯარო სკოლის და „ევრო2000“-ის მოსწავლეები. „გამოვდივართ, რომ გავაპროტესტოთ რუსული კანონი. ჩვენი სლოგანია სწავლა – ხალისით გზა ევროპისკენ და არა გზა მოსკოვისკენ. სინდისმა შეგვაწუხა, სირცხვილია ამ დროს სახლში რომ იყო“ – უთხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ „ბათუმელებს“. ბათუმის №1 …

ევაკუაცია ბათუმის სკოლა „პროგრესში“ – ცრუ განგაში ბომბის შესახებ

დღეს, 18 მარტს, ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო სასწავლო პროცესი ჩაიშალა ბათუმში მდებარე კერძო სკოლა „პროგრესში“. სკოლის დირექციამ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღების შემდეგ გადაწყვიტა. წერილში სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ წერდნენ. „მეილი მოვიდა დილით – დაცალეთ სკოლა, თორემ აფეთქდება ბომბი. თავიდანვე ვიცოდით, რომ ცრუ განგაში იყო, მაგრამ სკოლამ თავისი უსაფრთხოების …

სახელმწიფო აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი 200-200 სტუდენტის სწავლებას დააფინანსებს – პროგრამა 1+4 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 1+4 ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო გრანტის დაფინანსება გაორმაგდა. სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი 100-100 სტუდენტის ნაცვლად, 2024-2025 სასწავლო წლებში 200-200 სტუდენტი დაფინანსდება. სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ტესტების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო გრანტი 450 000 ლარია. „დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება“, – ამბობს სამინისტრო. ამავე წყაროს ცნობით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს, …

რა წერია დოკუმენტში, რომელსაც სამინისტრო განათლების ეროვნულ მიზნებს უწოდებს

დღეს, 26 თებერვალს, განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ იწყებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის პროექტის განხილვას. თუმცა, როგორც განათლების სისტემაში მყოფი ადამიანების ნაწილი გვეუბნება, დოკუმენტი სრული სახით ჯერ არ უნახავთ. განათლების სამინისტროს, ფეისბუქის გვერდზეც წერენ დაინტერესებული ადამიანები, თუ სად არის განთავსებული სრული დოკუმენტი. თუმცა სამინისტრო მათ კომენტარებს არ პასუხობს. არც ის მიუთითებია სამინისტროს, დაინტერესებულ პირებს …

„ახალი სკოლის მოდელი“ სამინისტროსგან არ ყოფილა სათანადოდ მხარდაჭერილი – რას ამბობს კვლევა

გამოქვეყნდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასება. კვლევა განათლების სამინისტროს დაკვეთით, „საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა“ ჩაატარა. კვლევაში შეფასებულია მესამე თაობის ესგ-ს და ახალი სკოლის მოდელის სკოლებში დანერგვის პროცესი. კვლევის მიხედვით, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის და ახალი სკოლის მოდელის შემქმნელთა მოსაზრებით, რეფორმის განხორციელების გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებას წარმოადგენდა ამ რეფორმის ლეგიტიმაციის ნაკლებობა. ეს გულისხმობს იმას, …

როგორი ქართველის შექმნა სურს სამინისტროს – ჯანაშია ამილახვრის რეფორმაზე

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ აპირებს შეცვალოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და დანერგოს ახალი, ეროვნული შეფასების სისტემა. პრეზენტაციის დროს მინისტრმა თქვა – „ჩვენ არ გვინდა ახალი მოქალაქის შექმნა, გვინდა ადამიანი იყოს ქართველი, რომელიც დაეფუძნება ქართულ იდენტობას“. რას ნიშნავს „ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული“ განათლების სისტემა და რატომ გააჩინა უამრავი კითხვის ნიშანი მინისტრის გამოსვლამ? – ამ თემაზე …

ვისაც სრული დატვირთვა არ აქვს, მას ხელფასი საათების მიხედვით გაეზრდება – ამილახვარი

დღეს, 12 დეკემბერს, განათლების მინისტრმა განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ის შეეხო მასწავლებლის პროფესიულ სქემასაც. ამილახვრის თქმით, სქემა კი არ გაუქმდება, არამედ გაუმჯობესდება. „მასწავლებლები ამბობენ, რომ სქემაში იმიტომ ერთვებიან, რომ სჭირდებათ მაღალი ხელფასი. ჩვენ ეს ორი პროცესი გვინდა გავყოთ და ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა და ცალკე – კარიერული განვითარება. ყველა პედაგოგს განესაზღვრება ღირსეული ანაზღაურება სტატუსის …

ესტონური სასკოლო განათლება ევროპაში კვლავ საუკეთესოა – PISA-ს კვლევა

მოსწავლეთა შეფასების სისტემის – PISA-ს 2022 წლის კვლევაში ესტონეთი საერთო მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა ევროპულ ქვეყნებს შორის. 81 ქვეყანას შორის ესტონეთი მეშვიდე ადგილზეა მათემატიკის მაჩვენებლით. ათეულის პირველ პოზიციებზეა ჩინეთის ავტონომიური ერთეულები, იაპონია და სამხრეთ კორეა. პირველ ათეულში ესტონეთის შემდეგ არის შვეიცარია, კანადა და ნიდერლანდები. ამავე თემაზე: რომელ ქვეყნებში სწავლობენ ყველაზე კარგად მათემატიკას – PISA-ს კვლევის შედეგები წაკითხულის …

ბათუმელი პედაგოგი სკოლებში მათემატიკის სწავლებისა და წაკითხულის გააზრების გაუარესებაზე

მოსწავლეთა შეფასების სისტემის – PISA-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს პოზიციები წაკითხულის გააზრებასა და მათემატიკაში კიდევ უფრო გაუარესდა. რატომ ვერ აღწევენ საჯარო სკოლები მაღალ შედეგებს და რა არის იმის მიზეზი, რომ ქართულ სკოლებში ბავშვებს უჭირთ როგორც კითხვა, ასევე მათემატიკა? ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის მესამე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნინა ინაიშვილს ესაუბრა. ქალბატონო ნინა, თქვენი …

რატომ ასწავლიან ესტონურ სკოლებში ჩვენზე უკეთ – რას ჰყვება ქართველი პედაგოგი ესტონურ მოდელზე

საერთაშორისო კვლევის PISA-ს მიხედვით, ესტონეთი ერთ-ერთი მოწინავე ადგილს იკავებს მათემატიკისა და წაკითხულის გააზრებაში. როგორ აღწევენ ესტონური სკოლები წარმატებას და რა პრინციპით მიმდინარეობს სწავლა-სწავლების პროცესი? ამ თემაზე „ბათუმელები“ ესტონეთში ინგლისური ენის მასწავლებელს ვაკო გოგუაძეს ესაუბრა. ის რამდენიმე წელია უკვე ამ ქვეყანაშია და აქვს როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლაში მუშაობის გამოცდილება.  ბატონო ვაკო, შეგიძლიათ მოგვიყვეთ იმაზე, თუ …

რომელ ქვეყნებში სწავლობენ ყველაზე კარგად მათემატიკას – PISA-ს კვლევის შედეგები

ვინ დაიკავა მოწინავე პოზიციები მოსწავლეთა შეფასების სისტემის [PISA] 2022 წლის კვლევაში? პირველ პოზიციებს აზიის განვითარებული ქვეყნები იკავებენ, თუმცა ათეულში პოსტსაბჭოთა ესტონეთიც მოხვდა. მათემატიკა – ამ საგანში ქვეყანათა საშუალო ქულამ 472 შეადგინა, – TOP-10 ქვეყნის სია კი ასე გამოიყურება: სინგაპური – 575 მაკაო [ავტონომიური ერთეული ჩინეთში] – 552 ტაიპეი [ტაივანის დედაქალაქი] – 547 ჰონგ-კონგი [ავტონომიური ერთეული ჩინეთში] – …

ღარიბაშვილი მასწავლებლებს წინასაარჩევნო წელს ხელფასების ზრდას ჰპირდება

დღეს, 27 ოქტომბერს, მთავრობის მიერ დაარსებული „მასწავლებლის ეროვნული დღის“ ღონისძიება გაიმართა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ღარიბაშვილი მასწავლებლებს ხელფასის ზრდას დაჰპირდა და განაცხადა, რომ 2024 წლის განათლების ბიუჯეტიდან, 160 მილიონი ლარი მასწავლებლების ხელფასების ზრდას მოხმარდება. „სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება [ხელფასი]. თქვენ იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს, რადგან თქვენ ჩვენ შვილებს განდობთ“ – …

მოსწავლეებს უფლებების დაცვაზე ვესაუბრები და ჩემს თავს ვერ ვიცავ – დირექტორი სკოლის მიღმა

„შესაძლოა, სამეურვეო საბჭოს არც მე ავერჩიე დირექტორად, მაგრამ ჩავთვლიდი, რომ სკოლას მიეცა არჩევანის უფლება, თუ მას წარუდგენდნენ ორ კანდიდატს მაინც. სკოლებს არ ჰქონდათ არჩევანი, ეს დამცირებაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ტარიელ ქათამაძე, რომელსაც საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. მას ამჯერად ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორობა სურდა. ტარიელ ქათამაძე ჩაქვის # 1-ელი საჯარო სკოლის დირექტორი …

ახალგაზრდა მასწავლებლის ცხოვრება ღორჯომში – „მეც მინდოდა ბავშვობაში ფერადი კლასი“

დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის 25 წლის მასწავლებელზე, ლუიზა შანიძეზე უნდა გიამბოთ, რომელიც ხულოში, ღორჯომში, გორგაძეების საჯარო სკოლაში ასწავლის. ლუიზამ გორგაძეების სკოლაში წელს დაიწყო მუშაობა და საცხოვრებლად მაღალმთიან აჭარაში წავიდა. ახალგაზრდა მასწავლებელს უნდა, რომ ღორჯომის, ადგილობრივებისა და მათი ყოველდღიურობის თუ ტრადიციების შესახებ სხვებსაც მოუყვეს და ამიტომ ღორჯომში მისი ცხოვრების შესახებ „ტიკტოკზე“ ვიდეოების გადაღება დაიწყო. ლუიზას …

ვის აქვს შანსი მიიღოს განათლება ამერიკაში?

დასავლეთში განათლების მიღებაზე ბევრი ახალგაზრდა ოცნებობს, რადგანაც არავინ დავობს, რომ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში, უნივერსიტეტებში მიღებული განათლება ხარისხიანი და პრაქტიკაში გამოყენებადია. თუმცა ხარისხის შესაბამისი სწავლის მაღალი გადასახადი, რომლის გადახდაც რიგითი ქართველისთვის წარმოუდგენელია, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლის სურვილს აქრობს. როგორც ჩვენი რესპონდენტი, ამერიკული აკადემიის დამფუძნებელი ნათია სირაბიძე ამბობს, აღნიშნული მცდარი მოსაზრებაა და ქართველ ახალგაზრდებს ძალიან დიდი შანსი …

რა ღირს სწავლა კერძო სკოლებში და გახსნეს თუ არა რუსული სექტორები ბათუმში

განათლების სამინისტრომ კერძო სკოლების რეფორმა დააანონსა და გამოაქვეყნა იმ ცვლილებების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკავშირდება. განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს არ განუმარტავს, როდის შევა ეს ცვლილებები ძალაში, თუმცა კერძო სკოლებს, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მეტ-ნაკლებად მოსწონთ დაანონსებული ცვლილებები. მაგალითად, კერძო სკოლა „ნიკეს“ დირექტორი იზოლდა ტაკიძე ამბობს, რომ დოკუმენტი ამ ეტაპზე ცოტათი ბუნდოვანია და დაზუსტება სჭირდება, თუმცა მთლიანობაში, სკოლებს …

ევროკომისია დოქტორანტების მოსამზადებლად 434 მლნ ევროს გამოყოფს

მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების (MSCA) სადოქტორო ქსელების ფარგლებში, ევროკომისიამ  2023 წლისთვის ახალი კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სამეცნიერო სფეროს 130-ზე მეტი სადოქტორო პროგრამა და გადამზადდება 1600 დოქტორანტი. კონკურსის ბიუჯეტი 434.8 ევროა. ევროკომისიის ინფორმაციით, სადოქტორო პროგრამების გარდა, თანხა მოხმარდება საუნივერსიტეტო პარტნიორობებს, კვლევით ინსტიტუტებსა და კვლევით ინფრასტრუქტურას, ბიზნესსა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ ინიციატივებს როგორც ევროპის შიგნით, ასევე მის გარეთ. …

„თუ ბავშვებს ვასწავლით მრავალფეროვნებას, მიმღებლობაც უნდა ვასწავლოთ“ – მასწავლებელი

„თუკი ჩვენ ვესაუბრებით მოსწავლეებს მრავალფეროვნებაზე, მაშინ მრავალფეროვნების მიმღებლობაც უნდა ვასწავლოთ, იქნება ეს განსხვავებული ჩაცმულობა, ვარცხნილობა, იდენტობა თუ სხვა რამ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ლელა წურწუმია, გორის №12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობის და ისტორიის მასწავლებელი, რომელიც წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრია. ქალბატონო ლელა, რამდენი ხანია რაც სკოლაში ასწავლით და რატომ გადაწყვიტეთ, რომ მასწავლებელი გამხდარიყავით? …

სკოლებს, რომლებმაც ავტორიზაცია უნდა გაიარონ, ლეპტოპებს უყიდიან – ტენდერი 21 მილიონი ლარით

2023 წელს იმ საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა იგეგმება, რომლებსაც პირველ ეტაპზე უწევთ ავტორიზაციის გავლა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტომ ლეპტოპების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 21 169 590 ლარია, ერთი ლეპტოპის ფასი – 1 545 ლარი. „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაიწყო საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი. სკოლის მიერ აღნიშნული პროცესის წარმატებით გავლისთვის მნიშვნელოვანია …

შუახევისა და მახოს სკოლების მშენებლობა სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი უჯდება

დაბა შუახევში ახალი სკოლისა და სოფელ მახოში სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა აჭარის განათლების სამინისტროს 768 ათასი ლარით მეტი დაუჯდება, ვიდრე თავიდან იყო გათვლილი. ეს შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით კითხვებზე პასუხები კი „ბათუმელებმა“ სამინისტროდან ამ დრომდე ვერ მიიღო. ტენდერში გამარჯვებულ შპს „ნიკასთან“ სამინისტროს ხელშეკრულებები ჯამში 3 968 474 ლარზე ჰქონდა გაფორმებული, საიდანაც …

„ეს ჰგავს საბჭოთა რეპრესიულ მეთოდებს“ – მეცნიერების მხარდაჭერა ილიაუნის რექტორს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას მეცნიერები ეხმაურებიან და რექტორს სოლიდარობას უცხადებენ. „რამდენიმე დღეა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ირგვლივ სხვადასხვა მედიით გავრცელებული დაუსაბუთებული ბრალდებების სერიას, რომელსაც უნივერსიტეტმა არაერთხელ გასცა პასუხი. მიუხედავად ამისა, ბრალდებები გადაიზარდა უნივერსიტეტის რექტორზე, პროფესორ ნინო დობორჯგინიძეზე პირად თავდასხმაში. პირადი ტრაგედიის გამოყენება ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის ძალიან ჰგავს საბჭოთა რეპრესიების …

83 წლის მასწავლებელი ქედიდან – 45 წლის ვიყავი, როცა ინსტიტუტში ჩავაბარე

დღეს 83 წლის ნაზი დიასამიძეზე გიყვებით, ქედის სოფელ მერისიდან, რომელიც 61 წლის განმავლობაში სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. ნაზისთან საუბარი იმით დავიწყეთ, რამდენად იზიარებს თანამედროვე მასწავლებლის ხედვას, რომ „ბავშვებს დღეს დიდი უფლებები აქვთ და მასწავლებლებს ჩაგრავენ“. „ბავშვებს საკუთარი უფლებები აქვთ და უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი. მე რამდენჯერ წამიკითხავს მოსწავლეებისთვის, რომ თქვენ ეს უფლებები გაქვთ და უნდა დაიცვათ-მეთქი. …

სამინისტრო დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგებს არ აქვეყნებს – გასულია 2 თვე

განათლების სამინისტროს  ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები. გასაუბრება დირექტორობის კანდიდატებთან 20 მარტს დაიწყო  და  თითქმის ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა შედეგები ცნობილი არ არის. სკოლის დირექტორობის მსურველთა გამოცდები 22 იანვარს ჩატარდა. ტესტირებაზე რეგისტრაცია  დირექტორობის  3 205-მა მსურველმა გაიარა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 1839 აპლიკანტი გამოცხადდა. ნახევარზე მეტმა აპლიკანტმა ზღვარი ვერ გადალახა და …

მასწავლებლის ანაზღაურება იმდენი უნდა იყოს, არ დასჭირდეს მეორე ადგილზე დასაქმება

„იქნება აშენდეს ახალი სკოლები, რომ განიტვირთოს კლასები. დაიცვას სამინისტრომ თავისი დადგენილება, რომ კლასში 25-ზე მეტი მოსწავლე არ იყოს. დაინერგოს კვება. მასწავლებლის დანამატი რომ აღემატება საბაზისო ხელფასს, ესეც პრობლემურია. ასეთი მტკივნეული საკითხები არ დგას დღის წესრიგში“, – ამბობს ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მასწავლებელთა სახლის ქოუჩი, თინათინ გიორგაძე. „ბათუმელებთან“ ის სისტემაში არსებულ …

პორტფოლიოს წარდგენის ვადა პირველ ივნისამდე გაახანგრძლივა სამინისტრომ – ცვლილებები

განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და პორტფოლიოს წარდგენის ვადა პირველ ივნისამდე გაახანგრძლივა. სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლებთან შეხვედრების ფორმატში სტატუსის ამაღლებასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა: პორტფოლიოს გაუქმება ან ვადის გადაწევა პორტფოლიოს გამარტივება, კრიტერიუმების გადახედვა პორტფოლიოს წარსადგენად მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადახედვა პორტფოლიოს შემფასებლების საკითხი მასწავლებელთა სისტემური მხარდაჭერის გზები სამინისტროს ინფორმაციით, ყველა საკითხი დამუშავდა …

სკოლა 11 მოსწავლით – როგორ იცლება ხულოს სოფელი პაქსაძეები ბავშვებისგან

„ძალიან რთულია, როცა ერთი მოსწავლე გიზის კლასში და ასე გრძელდება წლები“, – გვეუბნება სოფელ პაქსაძეების ქართული ენის უფროსი მასწავლებელი, თეონა გელაძე. ის ამ სკოლაში 20 წელია ასწავლის. ამბობს, რომ სკოლა ბავშვებისგან ნელ-ნელა დაიცალა. ცარიელდება სოფელიც. ცხრაკლასიან სკოლაში ამჟამად მხოლოდ 11 ბავშვია შემორჩენილი. პირველკლასელი კი სკოლას მესამე წელია აღარ ჰყავს. „20 წელია ამ სკოლაში ვასწავლი. წლების …

გასულ წელს 814-მა მოსწავლემ კლასი ვერ დაძლია

2021-2022 სასწავლო წელს ანუ შარშან 814-მა მოსწავლემ ვერ დაძლია კლასი. მათ შორის იყო 21 პირველკლასელი და 51 მოსწავლე მეორედან მეხუთე კლასის ჩათვლით. კლასი ვერ დაძლია ანუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკლასო მასალა ვერ დაძლია 742-მა უფროსკლასელმაც. მეცხრე კლასი – 230 მოსწავლე მეათე კლასი – 146 მოსწავლე მეთერთმეტე კლასი – 116 მოსწავლე  მეთორმეტე კლასი – 81 …

ემიგრაცია, მუშაობა და გაცდენა – 10 235-მა მოსწავლემ მე-9 კლასამდე შეწყვიტა სწავლა

სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში 12 792-მა მოსწავლემ მიატოვა სკოლა, მათ შორის, უმრავლესობამ – 10 235-მა მოსწავლემ მე-9 კლასის მიღწევამდე შეწყვიტა სწავლა. სახალხო დამცველის 2022 წლის საპარლამენტო ანგარიში დღეს, 3 აპრილს, გამოქვეყნდა. სწავლის შეჩერების ან შეწყვეტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია – 4 834 არასრულწლოვანი, შემდეგ მოდის ქვემო ქართლი – 2 301, მესამე …

რატომ არღვევს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა კანონს

განათლების სამინისტროს ერთ-ერთი უწყება, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს არღვევს. „ბათუმელებმა“ უწყებისგან კონკრეტული ინფორმაცია 2023 წლის 6 თებერვალს გამოითხოვა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კანონით განსაზღვრული ათდღიანი ვადა გავიდა, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება კანონს არღვევს და არ გასცემს საჯარო ინფორმაციას. ამ უწყების ფუნქცია საგანმანათლებლო სტატისტიკის წარმოება და გავრცელებაა. სწორედ ამ უწყებამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო …

Exit mobile version