„ოზთურქის ბინებს“ სოცდაუცველებს გადასცემენ – ბათუმის მერია სპეციალურ საცხოვრებელ ზონას ქმნის

ბათუმის მერიამ საკრებულოში განკარგულების პროექტი წარადგინა, რომლითაც იმ ტერიტორიას, სადაც „ოზთურქის ბინებია“ განთავსებული, სტატუსს უცვლის. საკრებულომ ამ ადგილს საცხოვრებელი ზონის სტატუსი უნდა მიანიჭოს, ვინაიდან, როგორც პროექტშია აღნიშნული, ეს ბინები სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უნდა გადაეცეს. ტერიტორია გიორგი ცაბაძის [ყოფილი ნიკოლოზ გოგოლის] ქუჩაზე, რომელზეც 7 კორპუსი დგას, თურქ ბიზნესმენს ჩამოართვეს და ბათუმის მერიას გადასცეს. საუბარია იმ კორპუსებზე, …

„დედა, ნაყინი მინდა“ – მარტოხელა 30 წლის დედა 4 შვილით ბარაკში

„მინდა, რომ ჩემს შვილებს სახლი ჰქონდეთ, მეტს არაფერს არ ვითხოვ,“ – ამბობს 30 წლის ირმა მამულაძე. იგი მარტოხელა დედაა, 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ბათუმში, ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს. ირმა მამულაძე ბინას ითხოვს. იგი რამდენჯერმე იყო ბათუმში გამართულ აქციაზე, სადაც უსახლკაროებმა ბინა მოითხოვეს. მარტოხელა დედის თქმით, 4 შვილთან ერთად მერიასთან მისულ დედასაც კი არ შეხვდა …

ბათუმის მერიამ უსახლკაროების განაცხადების გადამოწმება დაიწყო

ბათუმის მერია უსახლკარო ოჯახების განცხადებების შესწავლას იწყებს. შესაბამისმა კომისიამ, რომელსაც მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე ხელმძღვანელობს, პირველი სამუშაო სხდომა გამართა. კომისიაში შედიან მერიის სამსახურების უფროსები და საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე. ამ კომისიის წევრია მერაბ ბლადაძეც, რომელიც კომისიაში უსახლკაროებს წარმოადგენს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციის მიზნით განცხადებების მიღება ბათუმის მერიაში მიმდინარე წლის 30 აპრილს …

რას ითხოვენ მოქალაქეები, რომლებმაც დღეს ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს

დღეს, 15 მაისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და ქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს მოქალაქეებმა სხვადასხვა მოთხოვნით. მათ შორის იყვნენ ის პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და მთავრობას დახმარებას სთხოვენ. საუბარია უსახლკაროებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან, მათ შორის, მარტოხელა დედები, შშმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები… ეს ადამიანები რამდენიმე წლის განმავლობაში მართავდნენ აქციებს ბათუმის მერიასთან …

„ეს არის უზნეო განცხადება“ – ინტერვიუ უსახლკარო ქალის მიმართ აჭარის მთავრობის პასუხზე

„წასასვლელი არსად მაქვს, ღია ცის ქვეშ ვარ, არ ვიცი, სად წავიდე“ – ამბობს მზია მეგრელიშვილი. ის უსახლკარო ქალია და მარტოხელა დედა, ნაქირავებში ცხოვრობს მცირეწლოვან შვილთან ერთად და „ოცნების“ მთავრობისგან ბინით დაკმაყოფილებას უშედეგოდ ითხოვს. გუშინ, 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც მზია მეგრელიშვილი ისევ მივიდა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, აჭარის მთავრობის პრესცენტრში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ „მზია მეგრელიშვილს …

„ოცნებამ“ 2028 წელს მოგცემთ ბინებსო“ – ვის შეხვდება ოზთურქის ბინები ბათუმში და სოციალური სახლები ქობულეთში

მას შემდეგ, რაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს „ოცნების“ მთავრობამ ბათუმში უკანონოდ აშენებული კორპუსები ჩამოართვა და განაცხადა, ამ ბინებს უსახლკაროებს გადავცემთო, უსახლკაროები ერთ ვერსიას განიხილავენ: „2028 წელს აპირებენ ბინების გადმოცემას, ასე გვითხრეს მთავრობაში, ჯერ რემონტია საჭირო, ბინების გადაკეთება და ოჯახების შერჩევაო. სინამდვილეში კი, სპეციალურად ამთხვევენ არჩევნებს. ხომ ხვდებით, რატომაც?“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა უსახლკარომ. ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, …

„ოზთურქის ბინებს“ ბათუმის მერია მოქალაქეებისგან კიდევ 2 თვით დაიცავს – ბიუჯეტიდან 373 ათასი ლარი იხარჯება

ბათუმის მერია ბიზნესმენ გალიფ ოზთურქზე ჩამორთმეული კორპუსების დაცვას კიდევ 2 თვით გააგრძელებს. სახელმწიფო დაცვის პოლიციას კი, დამატებით 186 ათას 930 ლარს გადაუხდიან. მერიის ინფორმაციით, ეს ობიექტის 2 თვის განმავლობაში დაცვისთვის საჭირო ჯამური თანხაა. ბათუმის მერია აღნიშნულ კორპუსებს 2026 წლის თებერვლიდან იცავს, ანუ კიდევ 2 თვით გახანგრძლივებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან დაცვის პოლიციას ჯამში 373 ათას 860 ლარს …

„დილის 5 საათზე დაიწყო ჩვენი გამოსახლება“ – უსახლკაროები ბაქოს ქუჩიდან თავშესაფარში წაიყვანეს

დღეს, 7 თებერვალს, ბაქოს ქუჩაზე სახელმწიფოს  ბალანსზე არსებული შენობიდან თვითნებურად შესახლებული ოჯახები გამოასახლეს. „დილის ხუთ საათზე დაგვიბრახუნეს კარზე და გვითხრეს, რომ შენობა უნდა დაგვეცალა. როცა გამოვიხედეთ გარეთ, მუნიციპალური ინსპექციისა და პოლიციის წარმომადგენლებით იყო გადავსებული აქაურობა. დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ნორმალურად იქცეოდნენ, მოგვცეს საშუალება, რომ ჩვენი ნივთები აგველაგებინა“, – გვიყვება მოქალაქე, რომელიც კიდევ რამდენიმე ოჯახთან ერთად …

„ოზთურქის ბინების“ მოქალაქეებისგან დასაცავად ბათუმის მერია ორ თვეში 186 930 ლარს გადაიხდის

ბათუმის მერია გოგოლის ქუჩაზე მდებარე, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეული ქონების დასაცავად დაცვის პოლიციას 186 ათას 930 ლარს გადაუხდის. მერიის ინფორმაციით ,ეს ობიექტის 2 თვის განმავლობაში დაცვისთვის საჭირო ჯამური თანხაა. ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გასაფორმებლად თანხმობის მისაღებად ბათუმის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი კორპუსებიდან იქ შესახლებული პირები უნდა გაიყვანონ, უნდა გაათავისუფლონ ერთ-ერთი …

სანამდე გაგრძელდება ბათუმში უსახლკაროთა რეგისტრაცია და ვის უნდა მიმართოს მოქალაქემ

ბათუმის მერიის განცხადებით, ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის უსახლკარო სტატუსის მაძიებელთა განცხადებების რეგისტრაცია მიმდინარე წლის, 2026 წლის 1-ელ მაისამდე გრძელდება. განმცხადებლებმა უნდა შეავსონ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე უსახლკარო პირად ან ოჯახად რეგისტრაციისთვის განსაზღვრული განაცხადის სპეციალური ფორმები. უსახლკაროს სტატუსის საკითხი ბათუმში, აჭარაში და ზოგადად, საქართველოში ასობით ადამიანისთვის განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ „ოცნება“ ბიზნესმენ გალიფ …

„თუ სხვა ახერხებს, ჩვენ რატომ ვერ მივიღებთ?!“ – აქცია ბინების მოთხოვნით ბათუმის მერიასთან

მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობენ, დღეს, 29 იანვარს, საპროტესტო აქცია გამართეს ბათუმის მერიასთან. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მერიამ მათი განაცხადები არ დაიტოვა. აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადების შემდეგ მიმართეს. ნინო ნიჟარაძე 27 იანვარს გოგოლის ქუჩაზე, ოზთურქის კორპუსებთან შეკრებულ მოქალაქეებს შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ …

ნინო ნიჟარაძე ბათუმში, ოზთურქის კორპუსებთან, აქციის მონაწილეებს შეხვდა

დღეს, 27 იანვარს, ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე შეკრებილ მოქალაქეებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან და აქციას მართავენ, ნინო ნიჟარაძე მივიდა, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი. მოქალაქეები გოგოლის ქუჩაზე აქციებს მას შემდეგ მართავენ, რაც ცნობილი გახდა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ბინების ჩამორთმევის შესახებ. ისინი აჭარის მთავრობას  ამ ბინების გადაცემას სთხოვენ. მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს ამ დრომდე არ შეხვედრია …

„პურის შემოტანის უფლებაც არ მოგვცეს, არც წამლის“ – უსახლკარო გოგოლის ქუჩიდან

„პურის შემოტანის უფლება არ მოგვცეს, არც წამლის,“ – ამბობს მარინა მსხალაძე-ღოღობერიძე, რომელიც „ბათუმელებს“ დღეს, 27 იანვარს, დილით დაუკავშირდა. ის დაახლოებით 12 დღის წინ შევიდა თვითნებურად გოგოლის ქუჩაზე ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეულ ერთ-ერთ კორპუსში. ოზთურქისთვის ჩამორთმეულ და უკვე სახელმწიფოსთვის გადაცემულ კორპუსებთან  მესამე დღეა დაცვის პოლიციაა და შენობაში სხვებს აღარ უშვებენ. მარინა ღოღობერიძე შენობაში შვილთან და რძალთან …

„ოცნების“ კოორდინატორი უსახლკაროების აქციაზე: „ძალიან უსამართლო ქვეყანაა“

მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, „ოცნების“ მთავრობიდან არავინ შეხვედრია. საპროტესტო აქციაზე გოგოლის ქუჩა #11 ბ-ში მოქალაქეები 25 იანვარს, საღამოს 8 საათზე შეიკრიბნენ და ღამის ორამდე დარჩნენ. ამ მისამართზე მილიონერ ოზთურქის მიერ აშენებული კორპუსებია, რომლებიც ახლა უკვე სახელმწიფოს საკუთრებაა. ბიზნესმენს სახელმწიფომ ეს ქონება მასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების ფარგლებში ჩამოართვა. მოქალაქეები წლების განმავლობაში უფუნქციოდ დატოვებული და …

„ძალიან დიდი აგრესია გამოავლინა სულხან თამაზაშვილმა“ – მალხაზ ჭკადუა

„ხელისუფლებავ, სახლი სუნთქვაა და არა ფუფუნება“ – ამ პლაკატით იდგა მაგული ფუტკარაძე ბათუმში ევროპის მოედანზე, სადაც „ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ქალაქის მერი, ახალი წლის ნაძვის ხის ასანთებად მივიდნენ. უსახლკარო ქალები, რომლებიც ერთ წელზე მეტია ხან მერიასთან დგანან, ხან ჯანდაცვის სამინისტროსთან და ხანაც აჭარის მთავრობის კარებთან, არც ამ დღეს შეიმჩნია „ოცნების“ მთავრობამ. პლაკატები, რომელიც …

უსახლკაროები: ბათუმის მერიამ ქირის ფულს მოგცემთო, მაგრამ მესაკუთრეები ხელშეკრულებას არ გვიფორმებენ

„მთელი ქალაქი დავიარე, გასაქირავებელ ყველა ბინაში მივედი, ერთი მესაკუთრეც კი ვერ ვნახე, რომელიც თანახმაა ხელშეკრულების გაფორმებაზე,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე. ის ერთ-ერთია ბათუმელ უსახლკაროებს შორის, რომელიც წლებია ყურადღებას ითხოვენ. უსახლკაროები ბათუმის ახალი მერის, გიორგი ცინცაძის მიდგომაზე ჰყვებიან: მერიას ამჯერადაც არ აქვს კონკრეტული პროგრამა, უსახლკაროებს არც ბინებს აძლევენ მერიის საბინაო ფონდიდან, მაგრამ გიორგი ცინცაძე უსახლკაროებს სთავაზობს …

გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის აშენებას – რა წერია 2026 წლის ბიუჯეტში

გეგმავს თუ არა ბათუმის მერია სოციალური სახლის მშენებლობას იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ გამოსყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ? – ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთი მხრივ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს მერია მომავალ წელს ახალი სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს, თუმცა, როგორც ირკვევა, ახალი სოციალური სახლის მშენებლობა კი არა, ისევ ე.წ. ხელმისაწვდომი საცხოვრისის, ანუ „იაფი სახლის“ მშენებლობაა დაგეგმილი. ბევრი …

„საჭმელს ვერ შემოიტანთ, მხოლოდ წყალიო“ – მე-3 დღეა უსახლკაროები ძველ შენობაში რჩებიან

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე უსახლკაროები მიტოვებულ, ძველ და სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში რჩებიან. „საჭმლის შემოტანის უფლებას არ გვაძლევენ, მხოლოდ წყალიო, ასე გვითხრეს პოლიციელებმა, უკვე მესამე დღეა აქ ვართ… გაუსაძლისი სიტუაციაა, ნაგვის სუნია, არც საპირფარეშოა, შუქიც არ გვაქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთი იმ 20 ადამიანს შორის, რომელიც ამბობს, რომ უსახლკაროა და 5 ოქტომბრის დილას მეტაქსას …

უსახლკაროებმა ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი შენობა დაიკავეს – „ძალით გამოგიყვანთო“

20-მდე ადამიანმა, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე სახელმწიფოს კუთვნილი, ძველი შენობა დაიკავა. „გუშინ დილით შემოვედით, გამთენია იყო,“ – გვიყვება შორენა კონცელიძე, – „დღეს მოვიდნენ პოლიციელები და გვითხრეს, თუ ნებით არ დატოვებთ შენობას, ძალით გაგიყვანთო… ვითხოვთ ყურადღებას, წასასვლელი არსად გვაქვს. აქ არც შუქია, არც წყალი და არაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, სახელმწიფოს …

უსახლკარო დედები ბათუმის მერიასთან: „მას აძლევენ ბინებს, ვინც მათი მხარდამჭერია“

ბათუმის მერიის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი ცინცაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ დღეს, 22 სექტემბერს უსახლკარო დედები. მათი შვილები შშმ პირები არიან. წლებია უსახლკარო ადამიანებს „ქართული ოცნების“ მთავრობა ყურადღებას არ აქცევს. ამ დრომდე ბათუმის მერიას ან მთავრობას არ შეუმუშავებია პროგრამა, რომელიც დააკმაყოფილებდა ისეთ მოწყვლად ჯგუფს, როგორიცაა სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები, შშმ პირები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები… მათ დიდ ნაწილს …

ორი უსახლკარო დედა აჭარის მთავრობასთან: „მარტო კლანები აინტერესებთ, მეტი არავინ“

ბათუმში ორმა უსახლკარო დედამ დღეს, პირველ სექტემბერს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია გამართა. ისინი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ითხოვენ შეხვედრას, ერთი თვის წინ განცხადებაც დაწერეს მასთან შეხვედრის მოთხოვნით, მაგრამ აჭარის მთავრობა უსახლკარო ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს. მაგული ფუტკარაძე და მზიური ბალაძე მარტოხელა დედები არიან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები ჰყავთ. „არის მარტო …

„მერმა გვითხრა, თაროზე ხომ არ მაქვს ბინები შემოწყობილიო – თურმე ჰქონია“ – უსახლკაროები

„ორი დღის წინ შეგვხდა ბათუმის მერი ორ უსახლკარო ქალს და ასე გვითხრა, მე თაროზე ხომ არ მაქვს ბინები შემოწყობილიო – თურმე ჰქონია,“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი და მარტოხელა დედა, რომლის შვილიც შშმ პირია. მაგული ფუტკარაძე და მზიური ბალაძე აპროტესტებენ გიორგი მურვანიძის [ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი] უარს მათთვის ბინით დახმარებაზე. 11 ივლისს, გიორგი მურვანიძემ, …

რას ცვლის ბათუმის მერია უსახლკაროთა რეგისტრაციის წესში

ბათუმის მერია უსახლკაროდ რეგისტრაციის წესს აზუსტებს, შესაბამისი განკარგულების პროექტი მერიის შესაბამისმა სამსახურმა დასამტკიცებლად საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, უნდა დაზუსტდეს იმ ქონების ჩამონათვალი, რომლის საკუთრებაში ქონა არ ჩაითვლება დამაბრკოლებელ გარემოებად უსახლკაროდ დასარეგისტრირებლად. გარდა ამისა, მერია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ ჩანაწერზე დეტალებს აზუსტებს. განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დამაბრკოლებელ გარემოებად აღარ ჩაითვლება სარდაფთან და სამეურნეო …

ბათუმში უსახლკაროები სულხან თამაზაშვილთან მივიდნენ – აქცია მთავრობის სახლთან

„პოლიციელი რას დაგიცავს, პირიქით, პოლიციელებს რომ ვხედავ, ვფიქრობ, სად გავიქცე, თავი როგორ ავარიდო-მეთქი… საშიშროებაა პოლიციელი, აბა რაა,“ – გვითხრა მოქალაქე ნონა ხორავამ აჭარის მთავრობის სახლის წინ დღეს, 22 აპრილს, უსახლკაროების მიერ გამართულ აქციაზე. ნონა ხორავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დღეს აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს – სულხან თამაზაშვილს მიაკითხა. მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში …

„არ გვაქვს წყალი, სანთლის შუქზე ვცხოვრობთ“- რატომ შესახლდა შორენა ძველ შენობაში

„36 წლის ვარ და მთელი ცხოვრება მიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ გადავირჩინო თავი და გადავარჩინო ჩემი ოჯახის წევრები, რომ არ მყავდნენ მშივრები“ – ამბობს შორენა კონცელიძე. შორენა ამბობს, რომ მარტოხელა დედაა. ის თავის 16 წლის შვილთან და 68 წლის დედასთან ერთად, ბათუმში, ბონის ტერიტორიაზე, ძველ შენობაში შესახლდა. „თავმოყვარე ადამიანი იქ არ შევიდოდა, რადგან ნაგვით იყო სავსე, …

„ბათუმელები“ ბათუმის მერიაში გამართულ ღია შეხვედრაზე არ დაუშვეს

„ბათუმელები“ ბათუმის მერიაში უსახლკაროების საკითხზე გამართულ საჯარო შეხვედრაზე დღეს, 12 თებერვალს, არ დაუშვეს. ბათუმის მერიაში დღეს უსახლკაროების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის ღია შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და ანტიკონსტიტუციური უმაღლესი საბჭოს რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა. „ბათუმელებს“ ამ შეხვედრის შესახებ უსახლკაროებმა შეატყობინეს, თუმცა ბათუმის მერიის შესასვლელთან მისულ „ბათუმელების“ ჟურნალისტს დაცვის პოლიციელებმა განუცხადეს, რომ …

უსახლკაროებს ბათუმის მერიაში ისევ არავინ ხვდება

მოქალაქეებს, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმის მერიაში ისევ არავინ ხვდება. ეს მოქალაქეები 4 თვის წინ თევზის ბაზრობის მიმდებარედ მიტოვებულ შენობაში შევიდნენ.  მოქალაქეების თქმით, ამ დრომდე სამზარეულო და ტუალეტი არ ჰქონდათ, მათი ხარჯებით მოაწყვეს, მაგრამ ახალი შენობა მათ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაუშალა. მოქალაქეები ითხოვენ, ინსპექციამ მათ სველი წერტილების სამშენებლო მასალები დაუბრუნოს და მისცენ სამზარეულოს და …

უსახლკაროებს ბათუმის მერიაში არავინ შეხვდა, ისინი ძალით გამოიყვანეს შენობიდან

მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, დღეს, 6 თებერვალს, ბათუმის მერიის ფოიეში დაახლოებით 3 საათი ელოდნენ ბათუმის მერთან, ან მერიის რომელიმე წარმომადგენელთან შეხვედრას. ბათუმის მერიაში უსახლკაროებისთვის ისევ არავინ მოიცალა. სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ უსახლკაროები დაცვის პოლიციამ შენობიდან ძალით გამოიყვანა. „4 თვეა მიტოვებულ შენობაში ვართ, საპირფარეშოს ჩვენით ვაწყობდით ხის ფიცრებით, მოვიდა მუნიციპალური ინსპექცია, დაგვიშალეს და მასალაც …

უსახლკაროები უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში შეიჭრნენ – „გამოგვიყვანეს, არ დავტოვებთ აქაურობას“

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში შეჭრილი უსახლკაროების თქმით, დაცვის პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით გამოიყვანა. „ძალით გამოგვიყვანეს, ხელები გადაგვიგრიხეს… მაინც არ დავტოვეთ აქაურობა, მთელი ღამე აქ დავრჩით, შესასვლელთან,“ – ამბობენ უსახლკაროები. 15-მდე უსახლკარო აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილ შენობაში ჩაქვში ღამით შეიჭრა. აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობის დაკავებამდე, უსახლკაროების ნაწილი ბათუმსა და ქობულეთში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე …

უსახლკარო ქალმა შშმ შვილთან ერთად მთელი დღე ბათუმის მერიაში გაატარა – მას არავინ შეხვდა

„ჩიქოვანი არ არის, რიჟვაძე არ არისო, ეს ხალხი ტყუილად შენობებს იკავებენ, მოგვცენ ეს შენობები ჩვენ, უსახლკაროებს… მე დავრჩები აქ, წასასვლელი არსად მაქვს,“ – ამბობდა დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის მერიაში მისული მოქალაქე მაგული ფუტკარაძე. ის უსახლკაროა და წლებია საცხოვრისს ითხოვს. მაგული ფუტკარაძეს ბათუმის მერიაში არავინ შეხვდა. მას შემდეგ, რაც სამუშაო საათები ამოიწურა, მაგულიმ შშმ პირის სტატუსის …

უსახლკარო დედებს შვილებთან შეხვედრის უფლება პოლიციამ არ მისცა – ქალები შიმშილობას იწყებენ

დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმში უსახლკარო დედებს შვილებთან შეხვედრის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს. საუბარია უსახლკაროებზე, რომლებმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმსა და ქობულეთში სახელმწიფოს კუთვნილი 4 მიტოვებული შენობა დაიკავეს. ერთ-ერთი შენობა ბარცხანის დასახლებაში თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. რამდენიმე უსახლკარო ამ შენობაში 10 დღის წინ შეიჭრა. თავდაცვის სამინისტრო უსახლკაროებს შენობიდან არ ასახლებს, თუმცა აფრთხილებს, რომ თუ ისინი შენობას …

„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას“ – უსახლკაროების აქცია ბათუმში გრძელდება

„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას, ორივე შესასვლელთან ველოდებით,“ – ამბობენ უსახლკაროები, რომლებიც წუხელ, 30 ოქტომბერს, შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და მთელი ღამე ქუჩაში დარჩნენ. მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში ბოლო 2 წელია მართავენ აქციებს, თუმცა მათი პრობლემები მთავრობამ არათუ გადაჭრა, არამედ  ოჯახური მდგომარეობაც კი არ შეისწავლა. მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, მარტოხელა დედაა ან …

„ვინმე არსებობს თვეში 200 ლარად? – მე ვარსებობ“ | უსახლკაროების მორიგი შეჭრა

„მე მარტოხელა დედა ვარ, დასაქმებული ვარ და ჩემი ხელფასი 800 ლარია, ბინის ქირაში 550 ლარს ვიხდი. ვინმე არსებობს თვეში 200 ლარად? – მე ვარსებობ, შვილს ვზრდი და დედასაც ვუვლი, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია,“ – გადმოგვძახა ძველი სახლის ფანჯრიდან შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთ უსახლკარო ქალია, რომელიც წუხელ, ღამით 25 ადამიანთან ერთად ბათუმში, ბონის დასახლებაში, ბაზრობის გვერდით …

უსახლკარო, რომელიც მთავრობასთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა: „ოცნება“ 12 წელია გვატყუებს, აღარ მოვტყუვდებით

„თავიდან უნდა დაგვეწყო ბრძოლა, ერთი რომ მოგვატყუა, მეორეზე არ უნდა დავთანხმებოდით,“ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თორნიკე რიჟვაძის სამუშაო ოფისის შესასვლელთან მუყაოს ყუთში ჩაჯდა. უსახლკაროები ბათუმში აქციებს პერიოდულად, ბოლო ორი წელია მართავენ, თუმცა ხელისუფლება ასობით ადამიანს არ იმჩნევს. დღემდე არ არსებობს პროგრამა, რომლითაც სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედები ისარგებლებენ.  მაგული ფუტკარაძე …

ბარცხანაში, შენობაში შეჭრილი უსახლკაროები პოლიციამ იძულებით გამოიყვანა

დღეს, 13 ოქტომბერს, 30 უსახლკარო ადამიანი ბარცხანაში, ნონეშვილის 63 ნომერში, მიტოვებულ შენობაში შეიჭრა. თუმცა უსახლკაროებს შენობა პოლიციამ დაატოვებინა. „ბათუმელები“ ესაუბრა ერთ-ერთ მოქალაქეს, ნაილი ბეჟანიძეს, რომელიც ამჟამად პოლიციის მიერ გამოსახლებულ უსახლკარო ადამიანებთანაა. „ეს შენობა ყოფილა კერძო საკუთრება, ამიტომ გამოიყვანა პოლიციამ ეს ხალხი შენობიდან, რადგან ამბობენ, რომ შენობა შპს „საზღვაო ტექსერვისს“ ეკუთვნის. 12:00 საათზე მოვიდა პოლიცია და …

„რა ეკონცერტება მთავრობას? კონცერტის ფულით ბინა მოგვცენ“ – უსახლკაროებმა ბათუმში აქცია გამართეს

„რა ეკონცერტება მთავრობას?“ – იკითხეს უსახლკაროებმა, რომლებმაც ბათუმში დღეს, 10 ოქტომბერს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. წინა აქციებისგან განსხვავებით, დღევანდელ აქციაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოჩნდა და ბათუმის ვიცე-მერიც. დღეს ბათუმში „ქართული ოცნება“ კონცერტს მართავს. დაგეგმილია მმართველი პოლიტიკური პარტიის შეხვედრაც მოსახლეობასთან. უსახლკაროების თქმით, მათ ხელისუფლების დაპირებების აღარ სჯერათ, რადგან 2 წელია მართავენ აქციებს და მათთვის ყურადღება …

Exit mobile version