დღეს, 17 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან, საპროტესტო აქცია გამართეს ქუბულეთში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე ყოფილი სტატისტიკის სამსახურის შენობაში თვითნებურად შესახლებულებმა. მოქალაქეები მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. სტატისტიკის სამსახურის ყოფილი შენობა, სადაც 12 ოჯახია შესახლებული, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 615 ათას ლარად გაყიდა. ახალი მესაკუთრე ჯემალ რომანაძეა. აქციის მონაწილეების თქმით, ჯემალ რომანაძე ქობულეთის საკრებულოს …
Tag Archives: უსახლკაროები
სუდანელი ლტოლვილების სახლში შეხიზნული აგვისტოს ომის ვეტერანი [ვიდეო]
ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს ყოფილი ჯარისკაცი თამაზ ნადირაძე უცხოელებს შეხვდა. ცოლ-ქმარი სამი მცირეწლოვანი ბავშვით ქუჩაში იდგა და ტრანსპორტს ელოდებოდა. ღამდებოდა, წვიმდა და ციოდა. თამაზი იხსენებს, რომ მგზავრებს ტაქსის ფული არ აღმოაჩნდათ, ავტობუსები კი უკვე აღარ მოძრაობდნენ. „შემეცოდა, პატარა ბავშვებით იყვნენ. არ მინდა ფული, ისე წაგიყვანთ-მეთქი ვუთხარი და ავიყვანე“. მგზავრები სუდანელი ლტოლვილები იყვნენ, ტაქსის მძღოლი კი …
Continue reading “სუდანელი ლტოლვილების სახლში შეხიზნული აგვისტოს ომის ვეტერანი [ვიდეო]”
ვიცი, რას ნიშნავს ნერვიულობდე, საჭმელი გექნება თუ არა – ჯანმოს დირექტორი მთავრობებს მიმართავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეისუსმა მთავრობებს მიმართა, პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, არ დაავიწყდეთ ის ადამიანები, რომლებიც პანდემიის პირობებში ყოველდღიური ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ: „ზოგიერთმა ქვეყანამ სოციალური დისტანცირების ზომები მიიღო, დაიხურა სკოლები, შეკრებები აიკრძალა, ეს დროს მოგვაგებინებს. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას სოციალური უზრუნველყოფის კარგი სისტემა აქვს, ზოგს – არა. მე აფრიკიდან ვარ, როგორც იცით და ვიცნობ ბევრ …
EMC-ი კორონავირუსის გავრცელების ფონზე მთავრობას უსახლკაროების დაცვისკენ მოუწოდებს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ეხმიანება ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას და საქართველოს მთავრობას უსახლკარო და სოციალურად მოწყვლადი სხვა ჯგუფების უსაფრთხოების დაცვისა და მათი საჭიროებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. „უსახლკაროთა ჯგუფები (მათ შორის, ქუჩაში, თავშესაფრებსა თუ საცხოვრისის სხვა სერვისებში, ასევე, არასათანადო გარემოში – მაგალითად, საჯარო და კერძო შენობებში თვითდახმარების მიზნით მცხოვრები პირები) განსაკუთრებით მოწყვლადები …
Continue reading “EMC-ი კორონავირუსის გავრცელების ფონზე მთავრობას უსახლკაროების დაცვისკენ მოუწოდებს”
ქალი: 6 შვილი მყავს, მერია კი მეუბნება, რომ ბინას 7-შვილიანებს აძლევს
32 წლის ნაირას 6 არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და ბათუმში ნაქირავებში ცხოვრობს. მერიაში უთხრეს, რომ ბინას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მეშვიდე შვილს გააჩენს. ნაირა ქმარს გაშორდა. ახლა ნაირა ექვს შვილთან ერთად ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს, თუმცა დიასახლისი უკვე სთხოვს ბინის დაცლას – „ბავშვები ხმაურობენ და მაწუხებენო, მეუბნება“. მარტოხელა ქალი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვს. ნაირა თავის ექვს შვილთან ერთად …
Continue reading “ქალი: 6 შვილი მყავს, მერია კი მეუბნება, რომ ბინას 7-შვილიანებს აძლევს”
როგორ ებრძვის ფინეთი და ჩეხეთი უსახლკაროთა პრობლემებს
ფინეთის დედაქალაქი, ჰელსინკი ის იშვიათი ქალაქია, სადაც ვერ შეხვდებით მოწყალების მთხოვნელებსა და უსახლკაროებს. თუ, მაგალითად, ბრიტანეთში 2010 წლის შემდეგ იმატა უსახლკაროთა რიცხვმა, ჰელსინკში 2007 წლის შემდეგ უსახლკაროთა რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ფინეთში არაერთხელ შეიცვალა მთავრობა, თუმცა უცვლელი დარჩა ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა – უსახლკარობის დაძლევა, რაც სოციალური პროგრამის საშუალებით – „ყველაზე მთავარი სახლია“, …
Continue reading “როგორ ებრძვის ფინეთი და ჩეხეთი უსახლკაროთა პრობლემებს “
რატომ არ აძლევს მთავრობა სოციალურ შემწეობას უსახლკაროებს
ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს მთავრობასa და პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ის სოციალურ შემწეობას ვერ იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადების დარეგისტრირებასა და დეკლარაციის შევსებაზე უარს ეუბნება, რადგან ვლადიმერი უსახლკაროა. „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ სავალდებულო მოთხოვნაა შემწეობის მისაღებად. ვლადიმერ ჩიტაიას სარჩელი წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო. „კანონმდებლობაში არსად წერია განმარტება, რა იგულისხმება „მუდმივ საცხოვრებელ ადგილში“. შესაბამისად, არსებობს განსხვავებული პრაქტიკა. …
Continue reading “რატომ არ აძლევს მთავრობა სოციალურ შემწეობას უსახლკაროებს”