ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში მინი-ფეხბურთში აჭარის ღია პირველობა მიმდინარეობს.
ბათუმელები
ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში მინი-ფეხბურთში აჭარის ღია პირველობა მიმდინარეობს.
რეპლინგი სპორტული ორთაბრძოლის სახეობაა, რომელიც აერთიანებს ჭიდაობის სხვადასხვა სახეობას, მასში დაშვებულია ილეთების გამოყენება ბერძნულ-რომაული ჭიდაობიდან, ძიუდოდან, სამბოდან, თავისუფალი ჭიდაობიდან. საქართველოში გრეპლინგის ცალკე ფედერაცია არ არსებობს, თუმცა ჰყავს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი – რომან დოლიძე. 2014 წლის ნოემბერში, უნგრეთში გამართულ გრეპლინგის მსოფლიო ჩემპიონატზე რომან დოლიძემ მძიმე წონით კატეგორიაში უნგრელი მარიო ბასკო დაამარცხა. მანამდე ქართველი სპორტსმენი ამავე …
Continue reading “რომან დოლიძე – ბათუმელი მსოფლიო ჩემპიონი მწვრთნელის გარეშე”
18 დეკემბერს, ანგისის სტადიონზე აჭარის ბავშვთა რაგბის ჩემპიონატი გაიმართება. ჩემპიონატი 11 საათზე დაიწყება და სხვადასხვა ასაკის კატეგორიების მიხედვით ჩატარდება.
დასრულდა უმაღლეს სასწავლებლებს შორის აჭარის ღია პირველობა ფუტზალში. ფინალურ შეხვედრაში დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველმა გუნდმა 6:1 დაამარცხა ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი. შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართა.
2015 წელს ბათუმში კლასიკური ბილიარდში, მამაკაცთა და ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. როგორც აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ კახიძე ამბობს, საქართველო ევროპის ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. ცნობილია ჩატარების ადგილი და დროც. ჩემპინატი 2015 წლის 11-14 ივნისს ბათუმის სასპორტო სკოლაში გაიმართება.
ჩელე არენაზე 6 დეკემბერს აჭარის ორი კლუბი შეხვდა ერთმანეთს – ბათუმის „დინამო“ და ქობულეთის „შუქურა“. იმის გამო რომ ბათუმის „დინამოს“ სტადიონი არ აქვს, „დინამო“ „შუქურას“ „შუქურასვე“ სტადიონზე მანსპინძლობდა.
2013 წლის 27 დეკემბერს, ბათუმის მერიასა და ასოციაცია „ატუს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ბათუმში, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე, სარაგბო სტადიონი უნდა აშენდეს. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, ამჟამად მიმდინარეობს მთავარი ტრიბუნის სამშენებლო სამუშაოები – გრუნტის დამუშავება და საძირკველში ბალასტის შეტანა. პარალელურად ხორციელდება სტადიონის ღობის მოწყობის სამუშაოები, ღობის მოწყობა ლითონის მავთულბადითა და მონოლითური ფილებით. ასევე ამონტაჟებენ ანაკრები რკინაბეტონის ღობის პანელებს.
სპორტის ამ სახეობაში შედეგი ადამიანის ნებისყოფაზეა დამოკიდებული. მისი მიმდევრების კვება განაწილებულია გრამობით, განსაზღვრულია მიღების დრო, ვარჯიშის კატეგორიები და სხეულის დატვირთვა ვარჯიშით. ვინც ახერხებს წესების დაცვას, ნელ-ნელა მათი გარეგნობა იცვლება, იხვეწება ნაკვთები და უვითარდება ყველა კუნთი. ამ სპორტს კულტურიზმს, სხვაგვარად კი ბოდიბილდინგს, ქართულად – სხეულის შენებას უწოდებენ.
ირაკლი მიქელაძე ერთ–ერთი წარმატებული კალათბურთელია. მან გასულ სეზონში დაამთავრა საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობა, მანამდე იგი 16-18 წლამდელთა საქართველოს ნაკრებებში ირიცხებოდა. ირაკლი ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში მოხვდა ბათუმის საკალათბურთო კლუბში, რომლის ინტერესებსაც 2009-2012 წლებში იცავდა, 2012-2014 წლებში კი თბილისის „ოლიმპში“ გააგრძელა თამაში. წლევანდელ სეზონზე ირაკლი ისევ „ბათუმს“ დაუბრუნდა, სადაც უკანახაზელის ამპლუაში თამაშობს და ექვსი პასით მიმდინარე სეზონში კლუბის ლიდერია. უყვარს მუსიკა, გულშემატკივარი, უპირატესობას ანიჭებს ევროპულ კალათბურთს და ოცნებობს საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე.
ბათუმში 16 წლამდელთა მორაგბეების ოთხთა ტურნირი მიმდინარეობს. მასში ბათუმის ნაკრები გუნდი, ერთი ქუთაისისა და ორი თბილის კლუბი მონაწილეობს.
ბათუმის მერიის მრავალშვილიანი და მარტოხელა დედების სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილება შევიდა. სამსახურის უფროსის, სოფო მიქელაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და მარტოხელა დედების შვილები დღეიდან უფასო ჩოგბურთის პროგრამაშიც ჩაერთვებიან.
ბათუმის “დინამომ” თბილისის “დინამო” 1:0 დაამარცხა. მატჩის განმავლობაში ერთადერთი გოლი ავტორი გელა გოგიტიძე გახდა, რომელმაც თამაშის დაწყებიდან მესამე წუთზე გაიტანა მოწინააღმდეგის კარში.
მატჩი თბილისში დინამო არენაზე გაიმართა.
შეგახსენებთ რომ სატურნირო ცხრილში თბილისის “დინამოს” 26 ქულით პირველი პოზიცია ეკავა, ბათუმის “დინამო” კი -14 ქულით მეთერთმეტე ადგილზე იმყოფებოდა.
საქართველოში ფეხბურთის მხოლოდ რამდენიმე კლუბია კერძო მფლობელობაში, უმრავლესობას კი სახელმწიფო აფინანსებს. ქობულეთის „შუქურას“ გასულ კვირას მუნიციპალიტეტმა 932 ათასი ლარი გამოუყო წლის ბოლომდე. ამ თანხაში შედის ფეხბურთელებისთვის ბოლო სამი თვის აუნაზღაურებელი ხელფასები და პრემიები. როგორც „შუქურას“ პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე ამბობს, შესაძლებელია უახლოეს მომავალში „შუქურა“ უცხოელმა ინვესტორმა შეიძინოს. „შუქურას“ ამჟამად 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 16 გუნდს შორის მე-12 ადგილზე იმყოფება. „შუქურაში“ კიდევ ერთი სიახლეა – კლუბის მთავარ მწვრთნელს ამირან გოგიტიძეს უკრაინელი ტრენერი კონსტანტინ ფრალოვი ჩაანაცვლებს. გუნდის სიახლეებზე „ბათუმელები“ რევაზ ჩელებაძეს ესაუბრა.
ყინულის მოედანზე ბათუმში ციგურების მოსარგებად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიან ბავშვები და აქ ყინულზე პირველ ნაბიჯს დგამენ. ეს მათთვის ერთგვარი ექსკურსიაა, ადგილობრივი ბავშვებისთვის კი – როგორც გართობა და ჯანმრთელობა, ასევე სპორტის სახეობაა.
13 წლამდე გელა ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობდა, სადაც სკოლის ბაზაზე არსებულ შენობაში სკოლის შემდეგ ჭიდაობაში ვარჯიშობდა. პირველი მასწავლებელი, რომელმაც ბერძნულ-რომაული ჭიდაობის წესები და ბრძოლაში მოგება ასწავლა, ლევან შავაძე იყო. გელა უკვე 19 წლისაა. 10 წლის განმავლობაში მან შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა და საქართველოსთვის ევროპისა და მსოფლიოს პრიზების მოპოვება. ის გახდა: 2011 და 2012 წელს საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის; 2012 წელს მსოფლიო პრიზიორი ჭაბუკებში 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში; 2014 წლის საქართველოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (74 კგ); 2014 წლის ევროპის ჩემპიონი (74კგ); 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (74 კგ); 2014 წელს საერთაშორისო ტურნირის რიგისა და ბაქოს ჩემპიონი.
2014 წლის 18-28 ოქტომბერს ქალაქ ბათუმი ჭადრაკში 8 – 18 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის ევროპის ასაკობრივ ჩემიონატს უმასპინძლებს, რომელშიც 45 ქვეყნის 1000-მდე მოჭადრაკე, საქართველოდან 140-მდე, ხოლო აჭარიდან 15 სპორტსმენი ღებულობს მონაწილეობას.
ძიუდო იაპონური ეროვნული ჭიდაობაა, რომელშიც გარდა გდებისა, ნებადართულია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების გამოყენება. ძიუდო დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული სპორტული სახეობაა. 1964 წლიდან ის ოლიმპიურ თამაშების პროგრამაშიც შევიდა. საქართველოში ძიუდოს განვითარება 1957 წლიდან იწყება დღემდე ქართველ ძიუდოისტებს მოპოვებული აქვთ ექვსი მსოფლიო, ხუთი ოლიმპიური და 35 ევროპის ჩემპიონობა. მათ შორის არიან სპორტსმენები აჭარიდან. ბათუმში ძიუდოს პირველი სასწავლო ჯგუფი 1972 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად ბათუმში ძიუდო სკოლა 60 მოსწავლეს ითვლის. მათი მთავარი მწვრთნელია ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2007), სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონი (2008) და მსოფლიო პრიზიორი (2007) ვახტანგ ზოიძე. ვარჯიში ბონის კულტურის სახლის სპორტულ დარბაზში მიმდინარეობს.
2014 წლის 17 ოქტომბერს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, მინისტრის მოადგილე ვალერი ბერაძე, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები, სპორტული საზოგადოება და სტუდენტ-ახალგაზრდები საზეიმოდ დახვდნენ ბარსელონადან დაბრუნებულ Trofeo Malgratense 2014″-ის გამარჯვებულ ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრებს, რომლებმაც საუკეთესოდ იასპარეზეს და ჩემპიონები გახდნენ 2003-2004 წელს დაბადებულ სპორტსმენთა ასაკობრივ ჯგუფში.
„Trofeo Malgratense 2014“-ში ფეხბურთში აჭარის ჭაბუკთა ნაკრებმა გუნდმა პირველ მატჩში ანგარიშით 2:0 დაამარცხა ესპანური „პობლე ნოუსი“ და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი მოიპოვა. გოლი გაიტანეს გიგა დარჩიძემ და დემეტრე კომახიძემ.
ბათუმში სამ უმაღლეს სასწავლებელში 7800-მდე სტუდენტია. მათგან სპორტულ აქტივობებში საშუალოდ 260 სტუდენტი, ანუ 3%-ია ჩართული. სპეციალისტები, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ საქარველოში სპორტი არ უყვართ. უნივერსიტეტების ეს მონაცემი კი მიანიშნებს – „სად მარხია ძაღლლის თავი“.
აჭარის ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდი დღეს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაემგზავრა. ფეხბურთელები 11-16 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურნირზე „Trofeo Malgratense 2014“, სადაც ევროპის ოცი ქვეყანა მონაწილეობს.
ევროპის ქალთა საკლუბო ჩემპიონატზე ბათუმის საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ევროპის ჩემპიონი გახდა. კლუბი ხუთი მოჭადრაკით უნდა გამგზავრებულიყო, ამიტომ ბათუმის კლუბმა „ნონამ“ თავის შემადგენლობაში ნინო ბაციაშვილთან, სალომე მელიასა და მირანდა მიქაძესთან ერთად საქართველოს ნაკრებიდან ბელა ხოტენაშვილი და ნანა ძაგნიძე დაიმატა. გოგონებმა რეკორდული მაჩვენებლით მოიპოვეს ჩემპიონობა – შვიდივე ტურში გაიმარჯვეს. როგორც კლუბის დირექტორი გიორგი ჭანტურია ამბობს, ასეთი მოგება ბოლო ხუთი წლის უცვლელ ჩემპიონ მონაკოს გუნდსაც არ მოუპოვებია. სწორედ მონაკოს „მონტე-კარლო“ იყო მთავარი კონკურენტი, რომელიც „ნონამ“ პირველ ტურში დაამარცხა. ელოდებოდა კი კლუბი ასეთ შედეგს? – ამ თემაზე ბათუმელმა მოჭადრაკეებმა და კლუბის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ ისაუბრეს.
მინი-ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი „PSS“-ს გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (TTC) გუნდი 2:0 დაამარცხა. TTC ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, მესამე ადგილი კი „ბორჯომმა“ დაიკავა. ჩემპიონატი ბათუმში, სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში 27-28 სექტემბერს მიმდინარეობდა.
კომბინირებულ პირამიდაში საქართველოს ჩემპიონატი ბათუმში დღეს დასრულდა. პირველი ადგილი მრავლაგზის საქართველოს ჩემპიონმა პაატა ხმალაძემ მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები ბათუმელებმა დავით ჯორბენაძემ და ნუგზარ თებიძემ დაიკავეს.
ბათუმში საცხენოსნო კლუბი 2013 წელს ჩამოყალიბდა. კლუბს შვიდი ცხენი ჰყავს, მათ შორის ერთი სპორტული, რომელსაც „ზაგრები“ ჰქვია. საცხენოსნო ბაზა აეროპორტის გზატკეცილზე, #253- ში, 7 044 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს. ტერიტორია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ერთი წლის ვადით აქვთ გადაცემული ბათუმის საცხენოსნო კლუბისთვის.
ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე პირველად 16 წლის ასაკში გახდა მამაკაცთა შორის საქართველოს ჩემპიონი. იგი 17 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, რომელთან ერთადაც მონაწილეობს „დევისის თასის“ გათამაშებებში. ახლა 21 წლისაა და კვლავ ინარჩუნებს საქართველოს ჩემპიონის ტიტულს.
გიორგი ცივაძე 1993 წლის 2 იანვარს დაიბადა ბათუმში. ჩოგბურთში ვარჯიში ხუთი წლის ასაკში დაიწყო. 6 წლისამ პირველი გამარჯვება ბათუმში გამართულ ბავშვთა საერთაშორისო ტურნირში მოიპოვა. მას შემდეგაც მრავალ ტურნირში მიაღწია წარმატებას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ რუსეთში (ადლერი, სოჭი, მოსკოვი), საფრანგეთში (პარიზი). ხშირად იმარჯვებდა მასზე რამდენიმე წლით უფროსი ასაკის ბავშვებთან. 2004 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად მიჩნეულ 12 წლამდელთა ტურნირ „Orange Bowl“-ში, გიორგი ცივაძე 128 მონაწილედან რვა საუკეთესო ჩოგბურთელს შორის მოხვდა. 14, 16 და 18 წლის ასაკში ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გიორგი მიწვეული იყო ევროპის იუნიორ ჩოგბურთელთა ნაკრები გუნდის შემადგენლობაში. 16 წლის ასაკში გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაიმარჯვა „მერსედესის თასის“ გათამაშებაში, ხოლო იტალიაში ქალაქ ნეაპოლში ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურნირზე მე-3 ადგილი დაიკავა. საბოლოოდ 2009 წელს გიორგი ცივაძე თანატოლთა შორის ევროპაში მე-4 ჩოგბურთელი გახდა.
გიორგი ცივაძე პროფესიონალი ჩოგბურთელია. გასულ წლებთან შედარებით გაიუმჯობესა შედეგი მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგში და 1000-ზე მეტი ადგილით დაწინაურდა. დღესდღეობით მსოფლიოში 883-ე ადგილზე იმყოფება. ის გასულ კვირას დაბრუნდა ტურნირებიდან და ბათუმში აგრძელებს ვარჯიშს მამის – დავით ცივაძის ხელმძღვანელობით.
20 წლის შმაგი ბოლქვაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხულოს მუნიციპალიტეტს ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. 5-6 აგვისტოს ზაგრებში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ კიდევ სამი საპრიზო ადგილი და გუნდურ ასპარეზობაში აზერბაიჯანის შემდეგ მეორე ადგილი მოიპოვა, რაც შმაგი ბოლქვაძის, გელა ბოლქვაძის, ლაშა გობაძისა და გიზო მელაძისა დამსახურებაა. ოთხივე მოჭიდავე ხულოდანაა.
14-21 აგვისტოს, ბათუმი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის “შავი ზღვის დელფინი-2014-ს” უმასპინძლებს.
9 – 10 აგვისტოს დაბა ჩაქვში, გაიმართება აჭარის ჩემპიონატი ძალოსნობაში, რომელშიც მონაწილეობას აჭარის უძლიერესი ძალოსნები მიიღებენ.
ბათუმში არდაგანის ტბასთან, სპორტულ მოედნებზე, მინი ფეხბურთსა და ქვიშის ფეხბურთში ჩემპიონატები პარალელურად მიმდინარეობს.
15-21 ივლისს, ბათუმში პლაჟის ფრენბურთში ქალთა საერთაშორისო ტურნირი იმართება. ტურნირში 1997-1998 და 2000-2001 წლებში დაბადებული სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირი “შავი ზღვის დედოფლები” სამი დღის გამავლობაში ბათუმის ბულვარში მიმდინარეობდა. მასში თურქეთის, სომხეთის, თბილისისა და ბათუმის რვა გუნდი მონაწილეობდა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 ახალგაზრდა ერთმანეთს მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრა, გამოვლინდა გამარჯვებული სამი გოგო და სამი ბიჭი.
6 მაისის პარკში ჩატარებულ შეჯიბრებაში, მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ზურა თავბერიძემ მოიპოვა, 70 წონით კატეგორიაში კი გოგიტა ხიმშიაშვილმა.
ბათუმის ყინულის სასახლეში კი ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში ჩატარდა.
მარიამ გამგონეიშვილი და დავით თითმერია მძლეოსნობაში საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან. მარიამმა აჭარის ჩემპიონობა 100 მეტრზე, ხოლო დავითმა 200 მეტრზე გარბენში მოიპოვა. მარიამი ჩვიდმეტი წლისაა, დავითი – თხუთმეტის. მათ პირადი მწვრთნელები გაკვეთილების შემდეგ ავარჯიშებენ. მარიამს – კახა ვაჩეიშვილი, ხოლო დავითს – ზაურ ქავზინაძე წვრთნის. მწვრთნელები ამბობენ, რომ ქვაზე დიდხანს სირბილი ორგანიზმს აზიანებს, თუმცა სპორტსმენებისთვის სხვა საშუალება დღეს არ არსებობს. მარიამი და დავითი ბულვარში, ან 6 მაისის პარკში ქვაფენილიან ბილიკებზე დარბიან.
<!** Image 1 align="left" width="300" height="478" >
აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე რალი კროსში აჭარის ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 13 პროფესიონალი და მოყვარული ავტომრბოლელები მონაწილეობდა.