ნეტგაზეთი • RU

დამოუკიდებლობის დღეს გამართული სპორტული შეჯიბრებები

 

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში  საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე 14 ახალგაზრდა ერთმანეთს მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრა, გამოვლინდა გამარჯვებული სამი გოგო და სამი ბიჭი.

 

6 მაისის პარკში ჩატარებულ შეჯიბრებაში, მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი ზურა თავბერიძემ მოიპოვა, 70 წონით კატეგორიაში კი გოგიტა ხიმშიაშვილმა.

 

 ბათუმის ყინულის სასახლეში კი ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში ჩატარდა.

 

 

 

ჩემპიონატს ორგანიზებას უწევდა საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია. ფედერაციის პრეზიდენტის მაკა გიორგობიანის ინფორმაციით, ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და მასში ბათუმის, თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის საციგურაო სკოლების 30 აღსაზრდელი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე გასულებს 300 ლარი, მეორეზე – 200, მესამე ადგილის მფლობელებს კი 100 ლარი გადასცეს საჩუქრად.

 

 

სპორტული შეჯიბრებები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, ხოლო საქართველოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ. ჩემპიონატს ორგანიზებას საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია უწევდა.

 

 

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი