წელს, აჭარაში პირველად, დარტსში საქალაქო პირადი პირველობა ჩატარდა. ბათუმის ბულვარში მდებარე ვეტერანთა კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ შეჯიბრებაში 90 ვეტერანი მონაწილეობდა – 20 ქალი (50 წელს გადაცილებული) და 70 მამაკაცი (60 წელს გადაცილებული).
ბათუმელები
წელს, აჭარაში პირველად, დარტსში საქალაქო პირადი პირველობა ჩატარდა. ბათუმის ბულვარში მდებარე ვეტერანთა კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ შეჯიბრებაში 90 ვეტერანი მონაწილეობდა – 20 ქალი (50 წელს გადაცილებული) და 70 მამაკაცი (60 წელს გადაცილებული).
ბათუმის „დინამოსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ დღევანდელი შეხვედრა 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი „დინამოს“ მცველმა ნიკა მგელაძემ, ნახევარმცველის გიორგი ქავთარაძის გადაცემული ბურთით 49 წუთზე გაიტანა.
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ბათუმის „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას“ ესტუმრება. მატჩი საჩხერის სოფელ ივანწმინდაში, ცენტრალურ სტადიონზე, „ჩიხურას“ საშიანო მოედანზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.
ბათუმის მერიამ 27 აპრილს ბარცხანის დასახლებაში (ბენზინგასამართ სადგურ „სოკარის“ მიმდებარე ტერიტორია) დიდი ზომის სპორტული მინიმოედნის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 215 980 ლარია.
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის ცნობით 26 აპრილს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კახა ახალაძე.
„მე-7 ტურში ჩვენმა გოგონებმა ინდოეთის ძლიერი გუნდი 2,5:1,5 დაამარცხეს! ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საქართველო მეორე ადგილზე მყოფ რუსეთს 2 ქულით უსწრებს!“ – ამ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრი ავრცელებს. საქართველოს ქალთა ნაკრები ჩინეთში, ჩენდუში მიმდინარე მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატში მონაწილეობს.
თბილისში, გლდანში მდებარე ჯემალ ცერცვაძის სახელობის სპორტულ დარბაზში დიდებს შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელიც გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდება.
მარტინ ხუმარიანი ჩოგბურთის მასწავლებელია. მან ჩოგბურთის თამაშს 33 წლის ასაკში მუხლის ტრავმის გამო დაანება თავი და აქტიური სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. 42 წელია ის ბავშვებს ჩოგბურთს ასწავლის.
ბათუმის საცხენოსნო კლუბმა, რომელიც 17-18 აპრილს თბილისში შეჯიბრებაში მონაწილეობდა საქართველოს თასის გათამაშებიდან მეოთხე ადგილით დაბრუნდა. ეს შედეგი 22 წლის გიორგი ჩხარტიშვილმა ერთი მეტრის სიმაღლის დაბრკოლებათა გადალახვაში მოიპოვა.
ქედის მუნიციპალიტეტმა სპორტული ღონისძიების ორგანიზებაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რითაც წლის განმავლობაში ექვს ტურნირზე 48 სპორტსმენის თბილისში, ქუთაისში, თელავში, მცხეთასა და ქობულეთში გამგზავრებისა და ღამისთების ხარჯებს დაფარავს.
წელს საქართველოში ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური თამაშები „თბილისი 2015“ ჩატარდება. საქართველოში პირველად შემოვა ოლიმპიური ცეცხლი. ოლიმპიური თამაშების სიმბოლოს ორი თვით ადრე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ათენიდან ჩამოიტანენ. ოლიმპიური ცეცხლი 20:00 საათზე სარფში შემოვა.
უმაღლესი ლიგის 23-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ სამტრედიის „სამტრედია“ 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე გადაინაცვლა 45 ქულით. შეხვედრის ერთადერთი გოლი 33-ე წუთზე „სამტრედიის“ მცველმა ლევან კაკუბავამ „სამტრედიისვე“ კარში გაიტანა.
ქობულეთში დღეს 4 საათზე ბათუმის „დინამო“ სამტრედიის „სამტრედიას“ უმასპინძლებს. სტადიონის კარები ჩაკეტილი იქნება. დინამოს გულშემატკივარს სტადიონზე არ შეუშვებენ, რადგან ბათუმის „დინამო“ საშინაო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციითაა დასჯილი და გულშემატკივრის ტრიბუნებზე დაშვება ეკრძალება. ეს წესი თვითონ კლუბმა უნდა შეასრულოს და თუკი რომელიმე ქომაგი მოედნის შიგნით აღმოჩნდა, კლუბი ისევ დაჯარიმდება. „დინამოს“ პრეზიდენტის ოთარ ფედიჩკინის თქმით, სტადიონს 10 პოლიციელი დაიცავს.
10-14 მაისს ჩოგბურთში ბათუმის მერიის თასის ტურნირი ჩატარდება, რომელშიც ხუთი ასაკობრივი კატეგორიის 30 ჩოგბურთელი მიიღებეს მონაწილეობას. ტურნირის ჩასატარებლად ბათუმის მერიამ 8 მაისს სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებგვერდზე ელექტრონული ტენდერი 10 000 ლარზე გამოაცხადა.
ქუთაისის „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ წლევანდელი შეხვედრა (3:2 „ტორპედოს“ სასარგებლოდ), რომელიც 3 აპრილს ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ გაიმართა, ინციდენტით დასრულდა, რასაც „დინამოს“ დაჯარიმება მოჰყვა. გულშემატკივრებმა, მატჩის ბოლოს, მსაჯს, როცა ის მოედნიდან გადიოდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები თურქეთში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის შეჯიბრებაზე იმყოფება, სადაც საქართველოს ჩათვლით შვიდი ქვეყანა მონაწილეობს.
ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსში ორკვირიანი შიდა ტურნირი, რომელიც 25 მარტს დაიწყო გუშინ დასრულდა. ტურნირი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში მიმდინარეობდა და მასში 88 ბავშვი – 51 ბიჭი და 37 გოგო მონაწილეობდა.
28 მარტს პოლონეთის ქალაქ ვალბჟიხში 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში ლაშა გობაძე ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში (80 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ლაშა გობაძე 1994 წლის 10 იანვარს ხულოში, სოფელ დიდაჭარაში დაიბადა. ოთხი თვის იყო, ბაბუამ აღსაზრდელად რომ ჩაიბარა. ბაბუა ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლევან შავაძეა. ლაშა არის ჭაბუკთა შორის საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, ოთხგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის საქართველოს ფინალისტი და სხვადასხა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. როგორც ლევან შავაძე გვეუბნება, ლაშას აქვს პოტენციალი უფრო დიდი შედეგისთვის იბრძოლოს. პოტენციალი მას მერე უფრო გამოჩნდა, რაც ლაშამ ცხვირზე ოპერაცია გაიკეთა.
აჭარაში სამი წელია კარატეს უფასოდ ასწავლიან. კარატის შემსწავლელი უფასო ჯგუფები როგორც ბათუმში, ასევე, მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლებშიცაა გახსნილი.
1-3 მაისს ბათუმში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.
„ყველაზე სწრაფი თამაში დედამიწაზე“ – ასე უწოდებენ ყინულის ჰოკეის მსოფლიოში, რომლის სპორტულ სახეობად განვითარება მსოფლიოში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან იწყება. ყინულის ჰოკეი გუნდური სპორტის სახეობაა. მის სამშობლოდ კანადა მიიჩნევა. პირველი ორგანიზებული თამაში სწორედ კანადაში 1875 წელს ჩატარებულა. ყინულის ჰოკეის აღჭურვილობაა მყარი რეზინის შაიბა, ყვანჭი და ციგურები. გუნდში მეკარე და ექვსი მოთამაშეა. მოწინააღმდეგე გუნდების მიზანია ყვანჭით მეტოქის კარში გაიტანოს შაიბა. ბათუმში 2015 წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ შეიქმნა სექცია სპორტის ამ სახეობის მიმართულებით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი, სტადიონის პროექტის საბოლოო დამუშავების შემდეგ, 5 თვეში გამოცხადდება. 31 მარტს კი სამინისტროსა და ესპანურ კომპანია “Iberproex Engineering & Project Management” -ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. სტადიონი ბათუმში სწორედ ამ კომპანიის პროექტით აშენდება. სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს და 2017 წელს უნდა დასრულდეს.
44 წლის ველომოგზაური ნოდარ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისიდანაა. მან ველომოგზაურობა გასულ წელს დაიწყო. თავისი მეგობრის, ველომოგზაურ ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ მისი დაწყებული ველოტური თავად დაასრულა და უკრაინა (დონეცკისა და დონბასის გარდა) ველოსიპედით შემოირა.
15 წლის ანა ნიკოიანი საქართველოს სამგზის ჩემპიონია (2011; 2013; 2014 წლებში). ანა მეხუთე წელია მაგიდის ჩოგბურთს თამაშობს. ანა ნიკოიანი ევროპის სარეიტინგო ცხრილში ამჟამად 128-ე ადგილზე იმყოფება. ის მე-9 კლასშია და ბათუმის #3 სკოლაში სწავლობს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ კი ბათუმის #10 სკოლის სპორტულ დარბაზში ვარჯიშობს.
ბათუმის საფეხბურთმო კლუბმა „დინამომ“ სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთან ერთად დაქირავებაზე 27 მარტს გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 10 760 ლარს შეადგენს.
ლაშა გობაძე ბერძულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ეს ტიტული 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა. ლაშა გობაძემ გადამწყვეტ ბრძოლაში სომეხი სარგის კოჩარიანი 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრები ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში საწვრთნო შეკრებას გადის. ქართველი ჰოკეისტები მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის მატჩებისთვის ემზადებიან, რომელიც 2-12 აპრილს თურქეთის ქალაქ იზმირში ჩატარდება.
ბათუმში 20 000-მაყურებლიანი სტადიონის კომპლექსი 92 106 კვადრატულ მეტრზე განთავსდება, აქედან 39 000 კვ.მეტრს უშუალოდ სტადიონი დაიკავებს, 42 100 კვ.მეტრზე საცალფეხო გზა მოეწყობა, 3600 კვ.მეტრზე კი ფრენბურთის პავილიონი განთავსდება.
ტერიტორია ლეონიძის ქუჩაზე, #15-ში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. პროექტირებაზე კონკურსი სწორედ ამ სამინისტრომ გამოაცხადა. სამომავლოდ ეს უწყება შეისყიდის მშენებლობის სამუშაოებსაც.
ბათუმის სტადიონის პროექტის ავტორია ესპანური კომპანია „IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT SL“– ი.
ერთი წლის წინ, 2014 წლის 12 მარტს ბათუმის ანგისის მოედანზე, წვიმიან ამინდში, საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბები ბათუმის “ბათუმი” და თბილისის “არმაზი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. “ბათუმმა” სტუმარი კლუბი 26:12 დაამარცხა. 2013-2014 წლის სეზონში “ბათუმმა” უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა შეინარჩუნა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში პირველ სართულზე სტადიონის მაკეტი დევს. პარტიის ერთ-ერთი წევრის, ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარისა და ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის თქმით, ეს მოქმედი ხელისუფლების მიერ დაწუნებული სტადიონის მაკეტია. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ 35 000 მაყურებელზე გათვლილი, 35 მილიონ დოლარად ღირებული სტადიონის მაკეტი, რომელიც აეროპორტსა და გამწმენდ ნაგებობას შორის ზღვის პირას უნდა აშენებულიყო, აჭარის ხელისუფლებამ მაღალი ფასის გამო დაიწუნა.
დღეს, 17 მარტს, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში სტადიონის მშენებლობის გამარჯვებული პროექტის წარმოდგენაზე სიტყვით გამოსვლისას ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა განაცხადა, რომ ბათუმში სტადიონის მშენებლობის პარალელურად ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობაც დაიწყება.
აჭარაში სტადიონს, ესპანური კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით გააკეთებენ.
ბათუმში დაგეგმილი სტადიონის მშენებლობის საპროექტო კომისიამ დღევანდელი მუშაობა დაასრულა. კომისიამ 11 პროექტიდან შვიდი პროექტი განიხილა, დარჩენილ ოთხ პროექტს კი ხვალ განიხილავს.
ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ სტადიონის მშენებლობის პრეზენტაცია-განხილვა მიმდინარეობს.
გიორგი ოჩხიკიძე 10 წლისაა. ის კალათბურთს თამაშობს. ის გასულ წელს ორი წლით უფროსებს შორის 2002-წლიანთა საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. ნიკა (ნიკოლოზ) ოჩხიკიძე 9 წლისაა. ისიც კალათბურთს თამაშობს. ნიკა და გიორგი ძმები არიან და ბათუმის სასპორტო სკოლაში ვარჯიშობენ. გიორგი 2002-წლიანების ნაკრებშია, ნიკა კი – 2004-იანებში. მათი ერთ–ერთი მწვრთნელი ყოფილი კალათბურთელი ლაშა ოჩხიკიძეა. ლაშა ნიკასა და გიორგის მამაა.
24 წლის ბათუმელი მოკრივე გელა აბაშიძე ეროვნულ ნაკრებთან ერთად თბილისში, გლდანში მდებარე ოლიმპიური მზადების ცენტრში საწვრთნელ შეკრებას გადის. ეროვნულ ნაკრებს დავით წიკლაური ამზადებს. გელა აბაშიძემ გასული წლის ზაფხულში A კლასის საერთაშორისო ტურნირში სპორტის ოსტატის წოდება მოიპოვა. ახალგაზრდა სპორტსმენი 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. ის თბილისში საწვრთნელ შეკრებებზე მაისამდე დარჩება.