შავფაროსნები – დაცემა სიკვდილის ტოლფასია


<!** Image 1 align="" alt="ზვიად ჯაფარიძე" sub="ზვიად ჯაფარიძე" width="300" height="1030" >ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია, რომელიც მსოფლიოს სხვა საბრძოლო ხელოვნებებისგან გამოირჩევა. თითქმის მივიწყებულის აღდგენა გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო თბილისში, კახა ზარნაძისა და ლაშა კობახიძის თაოსნობით და პირველი ორგანიზაცია სწორედ მაშინ შეიქმნა. 2007 წლიდან კი „კავშირი ქართული საბრძოლო ხელოვნება“ ბათუმშიც შეიქმნა, თუმცა მას დღეს უკვე ქართული საბრძოლო ხელოვნება – „შავფაროსნების“ აჭარის ფედერაცია ეწოდება, რომელიც გოჩა გოგიბერიძისა (პრეზიდენტი) და ზვიად ჯაფარიძის (მთავარი მწვრთნელი) ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა. ბათუმელები ზვიად ჯაფარიძეს ესაუბრა.

 

ირაკლი დარცმელიძე

პარკური – ადრენალინი, სპორტი თუ გართობა

პარკური – დაბრკოლებათა რაციონალური დაფარვისა და ქალაქში გადაადგილების ხელოვნება, სადაც ადამიანი სძლევს ფიზიკურ დაბრკოლებებს (კედლებს, ღობეებს და ა.შ.) თავისი სხეულის საშუალებით. ამასთანავე, დაბრკოლებებს უმკლავდება რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. საქართველოში პარკურის მიმდევრები 7-8 წლის წინათ გამოჩნდნენ, ბათუმში კი ეს ჯერჯერობით ”ახალი ხილია”, თუმცა მიმდევრები უკვე გამოუჩნდნენ. ბავშვობის მეგობრები, ბათუმელები ანრი მექვაბიძე და ნიკა ქვირია ორი წლის წინ დაინტერესდნენ ამ ხელოვნებით და დღეს უკვე მზად არიან, საკუთარი გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ. ჩვენი გაცნობა პარკში შედგა, სადაც ბიჭები ვარჯიშობდნენ.


ირაკლი დარცმელიძე

თავისუფლებიდან კლასიკურში

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრმა რამაზ ზოიძემ პოლონეთში გამართულ ევროპირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამჯერად ზოიძე 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში გახდა ჩემპიონი. შარშან იგი ერთი წონით დაბლა _ 42 კილოგრამში ჭიდაობდა და თავი ევროპული ბრინჯაოთი და მსოფლიოს ოქროთი გამოიჩინა. კატოვიცეს ხალიჩაზე რამაზ ზოიძემ ოთხი მეტოქე ჩამოიცილა. სომეხი არტურ სიმონიანის, ფინელი მიკო პელტოკანგასისა და თურქი ბატუჰან ბოზკურტის ძლევის შემდეგ ბათუმელი მოჭიდავე ფინალში აზერბაიჯანელ მიხაილ რახმანოვს დაუპირისპირდა და სამსეტიან დაძაბულ შეხვედრაში აჯობა.

 

ირაკლი დარცმელიძე

„დინამო“ უმაღლესში, „ბეთლემი“, „შუქურა“ და „ადელი“ პირველში

პირველ ლიგაში გატარებული ოთხი წლის შემდეგ, როგორც იქნა, ბათუმის „დინამომ“ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. პირველ ლიგაში თამაშის უფლება კი ქედის „ბეთლემმა“ და ქობულეთის „შუქურამ მოიპოვეს. ამავე ლიგაში ითამაშებს ბათუმის „ადელიც“. აღსანიშნავია, რომ „ადელმა“ ადგილი ლიგაში გუნდების გაზრდის ხარჯზე შეინარჩუნა, რაც შეეხება ქობულეთის „შუქურას“, ქობულეთში სტადიონს აშენებენ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ერთი საგზური ქობულეთლებსაც სწორედ …

Exit mobile version