სპორტი

ფრე 10 წლის შემდეგ

07.12.2014
ფრე 10 წლის შემდეგ

აჭარული დერბი ფრედ 0:0 დამთავრდა. გუნდებმა თითო ქულა მიითვალეს. ბათუმის „დინამო“ კი უმაღლეს ლიგაში მესამე ადგილზე დაწინაურდა. ამ შეხვედრით ორივე კლუბმა დაამთავრა უმაღლეს ლიგის 2014-2015 წლის სეზონის პირველი წრის თამაშები.

„შუქურას“ მეკარის თემურ კაკალაძის შეფასებით ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო:

„ძალიან დაძაბული თამაში იყო, ვიცოდით, რომ ბათუმიც და ჩვენც ჩაკეტილ ფეხბურთს ვითამაშებდით. და ასეც მოხდა. გვქონდა რამდენიმე მომენტები ჩვენც და ბათუმის „დინამოსაც“. ვფიქრობ რეალური და კანონზომიერი ფრე დაფიქსირდა“ – განუცხადა „ბათუმელებს“ კაკალაძემ.

ბათუმის „დინამომ“ პირველი წრის ბოლოს 24 ქულა დააგროვა. შუქურამ – 18.

15 თამაშიდან „დინამოს“ 7 მოგება, 5 წაგება და 3 ფრე აქვს, ხოლო „შუქურამ“ 4 შეხვედრა მოიგო, 5 – წააგო და 6-ჯერ ფრე ჩაატარა.

15 თამაშში საერთო ჯამში დინამომ 17 გოლი გაიტანა. 9 გოლი გაუტანეს საკუთარ კარში.

„შუქურას“ ანგარიშზე 14 გოლია. და 15 გოლი გაუშვა საკუთარ კარში.

დღეს საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის კიდევ ექვსი შეხვედრა გაიმართება, რითაც პირველი წრე დასრულდება.

შუქურას” მეკარე

 

7 დეკემბერს ერთმანეთს შეხვდებიან:

„ვიტჯორჯია“ (თბილისი) – „დილა“ (გორი)

მცხეთა, “მცხეთა პარკი”, 14:00
მსაჯები: გ.ვადაჭკორია, ზ.მენთეშაშვილი, ს.სპიცინი, გ.ავაზაშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ლუკა რაზმაძე, დავით ხურცილავა (ორივე”დილა”)

 

„ჩიხურა“ (საჩხერე) – „დინამო“ (თბილისი)

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 14:00

მსაჯები: გ.ყრუაშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ი.უკლება, გ.კიკაჩეიშვილი (1 დამ.ასისტენტი), ი.კვირიკაშვილი (2 დამ.ასისტენტი), ა.ბასლეჰლო (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), გიორგი პაპუნაშვილი (“დინამო” თბილისი)

„მერანი“ ( მარტვილი) – „სამტრედია“ (სამტრედია)

ზესტაფონი, “დავით აბაშიძე”, 14:00
მსაჯები: ა.ნონიკაშვილი, ლ.ვარამიშვილი, გ.ელიკაშვილი, მ.ბეუქლიშვილი (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ვაჟა ლომაშვილი (“მერანი”), გიორგი დათუნაიშვილი (“სამტრედია”)

„ტორპედო“ (ქუთაისი) – „მეტალურგი“ (რუსთავი)

ქუთაისი, ცენტრალური სტადიონი, 14:00,

მსაჯები: ლ.კვარაცხელია, ზ.ფიფია, ზვ.ერქვანია, ჯ.ხორავა (სათადარიგო)

დისკვალიფიკაცია: შოთა ბაბუნაშვილი (“ტორპედო”)

პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით

„ზუგდიდი“ (ზუგდიდი) – „ზესტაფონი“ (ზესტაფონი)

ზუგდიდი, “ბაიას” ბაზა, 14:00
მსაჯები: ლ.სილაგავა, ლ.თოდრია, გ.ჩიგოგიძე, დ.სანოძე (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ლაშა ღონღაძე (“ზუგდიდი”), ლევან შარიქაძე (“ზესტაფონი”)

 „გურია“ (ლანჩხუთი) – „სიონი“ (ბოლნისი)

ლანჩხუთი, “ევგრაფი შევარდნაძე”, 14:00
მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, დ.კვეტენაძე, დ.კურტანიძე, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)
დისკვალიფიკაცია: ირაკლი სამხარაძე, დავით სვანიძე (ორივე “სიონი”)

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: