აჭარის ჭაბუკ ფეხბურთელთა ნაკრები გუნდი დღეს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაემგზავრა. ფეხბურთელები 11-16 ოქტომბერს მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურნირზე „Trofeo Malgratense 2014“, სადაც ევროპის ოცი ქვეყანა მონაწილეობს.
აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით სპორტსმენებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება, მათ შორის სამუშაო შეხვედრა საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ აკადემიის ხელმძღვანელებთან.
საერთაშორისო ტურნირში „Trofeo Malgratense 2014“ სპორტსმენების მონაწილეობას აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს.