მშვილდოსნობის ნაკრები ევროპაში მეორე ადგილზეა

 

 

საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნულმა ნაკრებმა  არაოლიმპიურ მშილდოსნობაში, 18-მეტრიან დისტანციაზე ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ასპარეზობაშიც ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრები ფინალში გერმანიასთან 2:6 დამარცხდა.

ხათუნა ნარიმანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

 

ბათუმელი მშვილდოსანი, მოქმედი სპორტსმენი და საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ის, დღეს გამართულ ფინალში გერმანელ ვერონიკა ჰაიდნი-ჩკალოვასთან პირველი ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

ბრაზილიელები ქობულეთის ”შუქურაში”

 

 

გასულ კვირას ქობულეთისშუქურას ხელმძღვანელი რევაზ ჩელებაძე ბრაზილიაში, ქალაქ კურიტიბაში იმყოფებოდა. ქობულეთელმა მწვრთნელმა იქაურ საფეხბურთო კლუბკურიტიბასთან თანამშრომლობაზე გააფორმა ხელშეკრულება და თავის გუნდში ოთხი ფეხბურთელი წამოიყვანა.

დღეს სუპერლიგის ორი შეხვედრა გაიმართება

 

 

მეორე წრის მეოთხე ტურში, დღეს კალათბურთის სუპერლიგის ორი შეხვედრა გაიმართება. ბათუმის „ბათუმი“ბათუმის სასპორტო სკოლაში (ე.წ. ბასკო) თბილისის „შსს აკადემიას“ უმასპინძლებს. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება. 

სპორტული ბაზის მშენებლობაზე ხელახალი ტენდერი გამოცხადდება

 

 

2014 წლის 28 ნოემბერს ბათუმის მერიამ ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო თანხა 2 500 000 ლარს შეადგენდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ამ ტენდერში მხოლოდ ერთი მონაწილე კომპანია შპს „გლობალ სტანდარტმშენი“ ფიქსირდება. 

 

სპორტდარბაზი ორი ძიძის ხელში

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, ურეხში არსებული სპორტული მოედანი უყურადღებობის გამო ნადგურდება. „დაზიანებულია მოედნის საფარი, შენობაზე დამტვრეულია მინები, რადგან მის მოვლა-პატრონობას არავინ ახორციელებს“.

2700 ადგილით და 3 მილიონი ლარით შემცირებული სტადიონის პროექტი

 

ანგისაში დაგეგმილი სპორტული მოედნის შრომელიც ოთხი ათას მაყურებელზე იყო გათვლილი, 1300 მაყურებლამდე შეამცირეს.  საკრებულოს წევრები, მერიისგან პროექტის შეცვლის მიზეზების ახსნას მოითხოვენ. 

ავთანდილ ჭრიკიშვილი ბელგიელ იოაკიმ ბოტიეაუსთან დამარცხდა

 

 

 

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში გრან-პრიზე იმყოფება.

გადადებული ჩემპიონატი კრივში დღეს დაიწყება

 

 

ახალქალაქში, დღეს, ერთ თვის წინ გადადებული ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიხსნება კრივში. ახალგაზრდულ პირველობაში საქართველოს რეგიონების მოკრივეთა ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.

სპორტ-ანონსი – 21 თებერვალი

 

 

14:00 საათზე საფეხბურთო კლუბი  „შუქურა“ ზუგდიდში, ზუგდიდის „ბაიას“ ეთამაშება

(საქართველოს საფეხბურთო კლუბების უმაღლესი ლიგის მეორე წრის დასაწყისი / მე-16 ტური)

დღეს უმაღლესი ლიგის თამაშები განახლდება

 

 

ზამთრის შესვენების შემდეგ დღეს საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში მეორე წრის თამაშები იწყება.

”მეკობრეების” გზა

 

 

 

ერთად დავბრუნდებით უმაღლესში“ – ასე ეწერაშავი ზღვის მეკობრეების პირველ ბანერზე. მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ბათუმისდინამომართლაც დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში. როგორცმეკობრეებისხელძღვანელი გივი გაგუა ამბობს, დღეს სხვა ბევრ ბანერთან ერთად საკუთარი სიმბოლოები ჰიმნი, გერბი და დროშაც გააჩნიათ.

ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსში სასტუმრო ნომრები მოეწყობა

 

 

„ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსმა“, შენობის მეორე სართულზე სასტუმროს მოწყობაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 2015 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა და მისი სავარაუდო ღირებულება 32 000 ლარია.

რამდენი დაიხარჯება სპორტული ხელშეწყობისთვის 2015 წელს აჭარაში

 

 

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის 2015 წელს 36 593 300 ლარია გამოყოფილი. აქედან 3 281 700 ლარი სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისთვისაა გათვალისწინებული. 

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი

 

 

ერთი წლის განმავლობაში ბათუმელმა მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილმა შედეგები გაიუმჯობესა როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ დონეზე. ის გასულ წელს ქალებს შორის საქართველოს 71-ე ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა. წელს, 9-19 იანვარს ჩატარებულ ეროვნულ პირველობაზე კი საქართველოს რიგით 72-ე ჩემპიონი გახდა. ნინო ბაციაშვილს ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 2475 ქულა აქვს და 51- ადგილიდან, 23 საფეხურით, 28- ადგილზე გადაინაცვლა. 27 წლის მოჭადრაკე თებერვალში მამაკაცთა ევროპის ჩემპიონატისთვის იერუსალიმში, აპრილში კი, ჩინეთში გაემგზავრება ქალთა გუნდური პირველობისთვის.

15 თებერვალს ფუტსალში სასკოლო ჩემპიონატი დაიწყება

 

 

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 13 თებერვალს, აჭარის რეგიონალური სასკოლო ფუტსალის ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა.  წილისყრას ესწრებოდა მონაწილე სკოლის გუნდების 300-მდე ბავშვი. დაჯგუფდა ცხრა სკოლა. წილისყრის შემდეგ ბსუ-ს ფუტსალის მწვრთნელმა ბაჩანა აბაშიძემ ბავშვებს მასტერკლასი ჩაუტარა.

19-22 თებერვალს ფრენბურთში აჭარის ჩემპიონატი ჩატარდება

 

 

19-დან 22 თებერვლამდე ბათუმის #1 სასპორტო სკოლაში აჭარის ჩემპიონატი გაიმართება ფრენბურთში, რომელშიც ქედის, ხულოს, შუახევის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, სარფისა და ბათუმის სასპორტო სკოლის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

”დინამოს” თამაშების ქრონოლოგია ბელეკში

 

 

ბათუმის „დინამო“ თურქეთის ქალაქ ბელეკში, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში 10 დღიან საწვრთნო შეკრებაზე იმყოფება. ამხანაგურ მატჩებში სერბეთის, ავსრტრიის, რუსეთის, თურქეთის საფეხბურთო კლუბები მონაწილეობენ. 

საქართველოს პარლამენტარები მინი ფეხბურთში დამარცხდნენ

 

 

ურქეთის ქალაქ ანტალიაში საპარლამენტთაშორისო მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე საქართველოს გუნდი პოლონელ კოლეგებთან 3:2 დამარცხდა და მესამე ადგილზე გასვლის შანსიც დაკარგა.

”ბათუმმა” 2015 წელი გამარჯვებით დაიწყო

 

 

რაგბის კლუბებმა უმაღლეს ლიგაში საქართველოს პირველობისთვის ბრძოლა განაახლეს. ჩატარდა მეორე წრის  მე-12 და მე-13 ტურის თამაშები. ბათუმის „ბათუმმა“ 2015 წელი გამარჯვებით დაიწყო, ორივე შეხვედრა შინ ანგისის სტადიონზე ჩაატარა.

რაგბის ბავშვთა კლუბი ”ჩაქვი”

 

 

ყოფილმა მორაგბეებმა, რომლებიც წლების განმავლობაში სარაგბო კლუბ ბათუმის „დათვებში“ (ახლანდელი „ბათუმი“) თამაშობდნენ, ჩაქვში რაგბის კლუბი „ჩაქვი“ შექმნეს. რამაზ ბარამიძემ, სულხან ევგენიძემ, გურამ ევგენიძემ და გელა ჭოველიძემ კლუბი გასულ წელს ჩამოაყალიბეს. ისინი საკუთარი ძალებით ცდილობენ კლუბის დაფინანსებას.

წლის ბოლომდე „ადელს“ ფილიპე დე რაიდერი გაწვრთნის

 

 

უკვე მეათე დღეა ფეხბრუთის კლუბ „ადელს“ ბელგიელი მწვრთნელი ფილიპე დე რაიდერი წვრთნის. ის კლუბის ხელმძღვანელების მოწვევით იმყოფება ბათუმში.  როგორც კლუბში განმარტავენ, ბელგიელი სპეციალისტი 2014-2015 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება.

ნინო მახარაძე მკლავჭიდში ჩემპიონი გახდა

 

აჭარის ჩემპიონი მკლავჭიდში ბათუმელი ნინო მახარაძე გახდა. გამარჯვებულს გადაეცა თასი, სიგელი და მედალი. ნინო მახარაძე საქართველოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში 10 მარტს ჩატარდება

 

„ბათუმს“ ლიდერთან უწევს

ირაკლი დარცმელიძე

 

საქართველოს ეროვნული სარაგბო ჩემპიონატის მორიგ ტურში, რომელიც კვირას გაიმართება, ბათუმის „ბათუმი“ გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერს, „ლელოს“ დაუპირისპირდება. შეხვედრაში ფავორიტი რა თქმა უნდა თბილისური გუნდია, მაგრამ ზღვისპირელთა ბანაკში აცხადებენ, რომ მხოლოდ გამარჯვებისათვის იბრძოლებენ. დღესდღეობით, ერთი წაგებისა და ერთი მოგების შემდეგ, „ბათუმი“ სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.


<!** Image 1 align="middle" width="400" height="1000" >

7- წლამდელთა აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში

 

 

ბათუმის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში 2-8 თებერვალს 7 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის აჭარის ჩემპიონატი ჩატარდება. ჩემპიონატში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მოჭადრაკეები მიიღებენ მონაწილეობას.

ლევან ხომერიკი: „კახას ვერ მოვთხოვთ გლობალურ შედეგს”

 

 

2014 წლის დეკემბრიდან საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი კახაბერ (კახა) ცხადაძე ჰყავს. ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად ბაქოს „ინტერს“ წვრთნის, ამ თანამდებობაზე თემურ ქეცბაია შეცვალა. 


რა მოლოდინია რეგიონის საფეხბურთო სამყაროში საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის მიმართ? ამ საკითხზე  „ბათუმელებთან“ ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა აღნიშნა, რომ ეროვნული ნაკრების გაწვრთნაზე არა მხოლოდ კახა  ცხადაძე, არამედ ყველა ის მწვრთნელია პასუხისმგებელი, ვინც ფეხბურთელთან მუშაობს. 

დოპინგის მოხმარებისთვის დისკვალიფიცირებული სპორტსმენი ფედერაციის პრეზიდენტად

 

აჭარაში მკლავჭიდის ორი ფედერაციაა რეგისტრირებული. ერთი 2008 წელს შეიქმნა, მეორე – კი 2014 წელს. ახალჩამოყალიბებულ ფედერაციას „აჭარის მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაცია ჰქვია“, მისი პრეზიდენტი ახალგაზრდა სპორტსმენია, რომელსაც ორწლიანი დისკვალიფიკაცია აქვს. 

კალათბურთის მწვრთნელი ბათუმის სპორტსკოლიდან

 

ელენე და ივეტა მეგობრები არიან. ელენე ჩვიდმეტი წლისაა, ივეტა – თექვსმეტის.  ისინი კალათბურთელები არიან და მეგობრების გარდა თანაგუნდელებიც. ამბობენ, რომ ორი წელი ეზოში კალათბურთის თამაშით ერთობოდნენ, შემდეგ კი ბათუმის სასპორტო სკოლაში გადაწყვიტეს მისვლა. წელიწად-ნახევარია მათი მწვრთნელი 28 წლის ვერონიკა კიკოთია. ვერონიკა ქალთა კალათბურთის  ერთადერთი მწვრთნელი ქალია ბათუმის სასპორტო სკოლაში. ის ამზადებს როგორც გოგონების 14-წევრიან ნაკრებ გუნდს, ასევე დამწყებებსაც. 

საქართველოს ჩემპიონატი კრივში გადაიდო

 

 

ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩმპიონატი კრივში, რომელიც იანვრის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო გადაიდო.

„შუქურა“ საწვრთნელ შეკრებას ანტალიაში გეგმავს

 

ქობულეთის საფეხბურთო გუნდი – „შუქურა“ სავარჯიშო შეკრების გავლას თურქეთში აპირებს.  კლუბმა შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე 73 500 ლარიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა. 

ბათუმში სტადიონი ლეონიძის ქუჩაზე აშენდება

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. №15-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის შედგენაზე კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 650 000  ლარს [რომლის გადახდაც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მოხდება].

3,2 მილიონი ლარი – სპორტულ კლუბებს ბათუმში

 

სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის მიზნით ბათუმის მერია სპორტულ კლუბებს, სპეციალური ქვეპროგრამის ფარგლებში, ქალაქის ბიუჯეტიდან 3,2 მილიონი ლარით დააფინანსებს.

40 მილიონამდე ლარი ჭადრაკის განვითარებისთვის

 

33 178 649 ლარი სახელმწიფო, 3 579 000 ლარი აჭარის, ხოლო 1 812 500 ლარი თბილისის ბიუჯეტებიდან – ეს ის თანხაა, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას 2015-2018 წლებში საქართველოში ჭადრაკის განვითარების მიზნით. განიხილება დაწყებით კლასებში ჭადრაკის სწავლების შემოღების საკითხიც.

საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები აჭარაში

 

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა 2014 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი, 10 საუკეთესო მწვრთნელი და 10 სპორტსმენი გამოავლინა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

აჭარის ღია ჩემპიონატი მკლავჭიდში

 

 

 

აჭარის მკლავჭიდის რეგიონალური ფედერაციის ორგანიზებით მკლავჭიდში აჭარის ღია ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი სპორტსმენები, ასევე მოწვეული მკლავჭიდელები თბილისიდან და ხობიდან, მათ შორის მსოფლიოს და ევროპის პრიზიორები. მსოფლიო ჩემპიონი ზაზა თაბაგარი, ნიკა წერეთელი, ახალგაზრდებს შორის 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონი ნიკა ბაჯალაძე, ევროპის პრიზიორი ვახტანგ ბერიძე.

კალათბურთი – ”ბათუმმა” ”ოლიმპს” მოუგო

 

 

ბათუმის სასპორტო სკოლაში სუპერლიგის შეხვედრა გაიმართა, სადაც ბათუმის „ბათუმმა“ სტუმრად მყოფი თბილისის „ოლიმპი“ 90:76 დაამარცხა.

Exit mobile version