გავვარდით, მაგრამ დავრჩით! – ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრებში ეს ფრაზა უკვე ლამის ანეკდოტად იქცა. ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო ტურამდე ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, „დინამო“ გავარდებოდა თუ „სიონი“. გვაჯობეს ბოლნისელებმა. ახლა უკვე, ბატონ დომენტიზეა დამოკიდებული დარჩება ბათუმის „დინამო“ უმაღლეს ლიგაში, თუ ისევ დაუბრუნდება ქვედა დივიზიონს. დომენტი ვინ არის? დომენტი იგივე ზვიად სიჭინავაა, ოფიციალურად დომენტი ჰქვია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს. სწორედ მის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული უმაღლეს ლიგაში ორი იუბილარის – „დინამოსა“ და „კოლხეთის“ დარჩენის ყოფნა-არყოფნა.
<!** Image 1 align="middle" alt="დომენტი სიჭინავა" sub="დომენტი სიჭინავა" width="300" height="337" >