8 წლის ბავშვი ქობულეთში სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში ცხოვრობს

„სახლში ხომ საშიშია და გასაბერი აუზი მიყიდეთ დედა, ეზოში, აუზში ვიქნები“ – რვა წლის დეამ დედას გასაბერი აუზის ყიდვა სთხოვა, რადგან სახლში ყოფნა საშიშია, ეზოში ვიქნებიო – შესთავაზა. დეა მთელ დღეებს სოფელ ქობულეთში, მშობლებთან ერთად ატარებს. ბავშვის დედა გვიყვება, რომ ახლომახლო დეას თანატოლები არ ცხოვრობენ და ბავშვი დროს ძირითადად ლეკვებთან თამაშობს – „უყვარს ისინი.“ დეას …

„დედა, ნაყინი მინდა“ – მარტოხელა 30 წლის დედა 4 შვილით ბარაკში

„მინდა, რომ ჩემს შვილებს სახლი ჰქონდეთ, მეტს არაფერს არ ვითხოვ,“ – ამბობს 30 წლის ირმა მამულაძე. იგი მარტოხელა დედაა, 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს და ბათუმში, ბარაკული ტიპის სახლში ცხოვრობს. ირმა მამულაძე ბინას ითხოვს. იგი რამდენჯერმე იყო ბათუმში გამართულ აქციაზე, სადაც უსახლკაროებმა ბინა მოითხოვეს. მარტოხელა დედის თქმით, 4 შვილთან ერთად მერიასთან მისულ დედასაც კი არ შეხვდა …

„უყურადღებობით მთავრობას მივყავარ იქამდე, რომ სადმე შევიჭრა“ – მარტოხელა დედა

„ასეთი უყურადღებობით და უმოქმედობით მთავრობას მივყავარ აქამდე, რომ სადმე შევიჭრა, სხვა რა გზა დამიტოვეს? მე ახალშენის პოლიციასაც დავუწერე, იცოდეთ, სადმე შევიჭრები, ამას ვაპირებ-მეთქი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მზია მეგრელიშვილი. იგი მარტოხელა დედაა და წლებია შვილთან ერთად ხელვაჩაურში ცხოვრობს, ნაქირავებ ბინაში. მზია მეგრელიშვილი ამბობს, რომ არაერთი წერილობითი მიმართვის შემდეგ, კონკრეტულ პასუხს ვერ იღებს აჭარის მთავრობისგან, ასევე ხელვაჩაურის …

შშმ პირის დედა: მაჩვენონ „ოცნების“ პროპაგანდისტებმა უფასო ექიმი, უფასო კვლევა ბავშვისთვის

„წამყვეს „ოცნების“ რომელიმე პროპაგანდისტი და მაჩვენოს, სადაა უფასოდ ექიმი, ან უფასო კვლევები შშმ ბავშვებისთვის? დაფინანსებულია კი არა, 2 წელია ვერ მიმიყვანია შვილი ექიმთან,“ – ამბობს ეკა მაისურაძე. იგი მარტოხელა დედაა, ორი შვილი ჰყავს, სოციალურად დაუცველია და თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ეკა მაისურაძის უფროსი შვილი – 17 წლის სალომე შშმ პირია. ეკა მაისურაძე პროპაგანდისტულ გზავნილებს აპროტესტებს, …

რატომ გაუუქმა „ოცნებამ“ სოცდაუცველებს 300-ლარიანი დასაქმება – „არჩევნების შემდეგ ისინი მიატოვეს“

„თვალსაჩინოა ამ ადამიანების საარჩევნო მიზნებით გამოყენების ფაქტი,“ – მიიჩნევს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, სალომე შუბლაძე. მას ვესაუბრეთ „ოცნების“ ანტიკონსტიტუციური მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველთა საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებისთვის 2026 წლის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროგრამა მომავალი წლიდან აღარ გაგრძელდება. 2022 წლიდან ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ მოკავშირედ სიღარიბე აქცია – ქვეყნის …

„12 წელია ვითხოვ დახმარებას“ – შშმ დედა-შვილი აჭარის მთავრობასთან

„12 წელია ვითხოვ დახმარებას და არავინ ყურადღებას არ მაქცევს, სახლში მაწვიმს, სახურავიც არ მომცეს“, – გვითხრა შადიე მოფინაძემ, რომელსაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან შეხვდით. შადიე მოფინაძე 22 ოქტომბერს აჭარის მთავრობაში ითხოვდა შეხვედრას რომელიმე პასუხისმგებელ პირთან. შადიე და მისი შვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან. შადიე ეტლით გადაადგილდება. იგი გვიყვება, რომ მის შვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, …

მარტოხელა დედა: 15 ათასი დოლარი მქონდა, მომატყუეს თაღლითურად და ქუჩაში დავრჩი

ბათუმში მცხოვრები მარტოხელა დედა ამბობს, რომ მოატყუეს და უსახლკაროდ დატოვეს. ქალს მიუმართავს პოლიციისთვისაც. „15 ათასი დოლარი მქონდა, ბინა მინდოდა ამეღო იპოთეკით, 2023 წელს ხელშეკრულება გავაფორმე, მაგრამ მომატყუეს, ქირის თანხასაც აღარ მიხდიან… ქუჩაში დავრჩი სამ შვილთან და მოხუც ბებიასთან ერთად,“ – ამბობს ვიქტორია პოპოვა. ვიქტორია პოპოვას ორი შვილი მცირეწლოვანია, სრულწლოვანი შვილი კი, ჯერ არ მუშაობს. ვიქტორია …

„საჭმელს ვერ შემოიტანთ, მხოლოდ წყალიო“ – მე-3 დღეა უსახლკაროები ძველ შენობაში რჩებიან

ბათუმში, მეტაქსას ქუჩაზე უსახლკაროები მიტოვებულ, ძველ და სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში რჩებიან. „საჭმლის შემოტანის უფლებას არ გვაძლევენ, მხოლოდ წყალიო, ასე გვითხრეს პოლიციელებმა, უკვე მესამე დღეა აქ ვართ… გაუსაძლისი სიტუაციაა, ნაგვის სუნია, არც საპირფარეშოა, შუქიც არ გვაქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ შორენა კონცელიძემ. ის ერთ-ერთი იმ 20 ადამიანს შორის, რომელიც ამბობს, რომ უსახლკაროა და 5 ოქტომბრის დილას მეტაქსას …

ორი უსახლკარო დედა აჭარის მთავრობასთან: „მარტო კლანები აინტერესებთ, მეტი არავინ“

ბათუმში ორმა უსახლკარო დედამ დღეს, პირველ სექტემბერს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია გამართა. ისინი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ითხოვენ შეხვედრას, ერთი თვის წინ განცხადებაც დაწერეს მასთან შეხვედრის მოთხოვნით, მაგრამ აჭარის მთავრობა უსახლკარო ადამიანებს ყურადღებას არ აქცევს. მაგული ფუტკარაძე და მზიური ბალაძე მარტოხელა დედები არიან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები ჰყავთ. „არის მარტო …

ბათუმში უსახლკაროები სულხან თამაზაშვილთან მივიდნენ – აქცია მთავრობის სახლთან

„პოლიციელი რას დაგიცავს, პირიქით, პოლიციელებს რომ ვხედავ, ვფიქრობ, სად გავიქცე, თავი როგორ ავარიდო-მეთქი… საშიშროებაა პოლიციელი, აბა რაა,“ – გვითხრა მოქალაქე ნონა ხორავამ აჭარის მთავრობის სახლის წინ დღეს, 22 აპრილს, უსახლკაროების მიერ გამართულ აქციაზე. ნონა ხორავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დღეს აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეს – სულხან თამაზაშვილს მიაკითხა. მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში …

„თავშესაფარში ვიყო, თბილ ჩაის დავლევდი საღამოს“ – რა ხდება გერმანულ და ბრიტანულ პანსიონატებში?

„ხელისუფლება იძახის, ეკონომიკა დუღსო. მე, პენსიონერი ქალი, მარტოხელა დედა, შშმ შვილთან ერთად ქუჩაში დამტოვეს, რამდენი ადამიანია კიდევ ქუჩაში ჩემსავით, თავშესაფარსაც კი არ გვაძლევენ“, – ამბობს მაგული ფუტკარაძე, უსახლკარო ქალი, რომელიც ბოლო 2 წელია საპროტესტო აქციაზეა და საცხოვრისს ითხოვს. მას აქეთ, რაც ხელისუფლებამ მაგული ფუტკარაძის და აქციებზე გამოსული სხვა უსახლკაროების პრობლემები არც კი შეისწავლა, პროტესტის ნიშნად …

უსახლკარო ქალმა შშმ შვილთან ერთად მთელი დღე ბათუმის მერიაში გაატარა – მას არავინ შეხვდა

„ჩიქოვანი არ არის, რიჟვაძე არ არისო, ეს ხალხი ტყუილად შენობებს იკავებენ, მოგვცენ ეს შენობები ჩვენ, უსახლკაროებს… მე დავრჩები აქ, წასასვლელი არსად მაქვს,“ – ამბობდა დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის მერიაში მისული მოქალაქე მაგული ფუტკარაძე. ის უსახლკაროა და წლებია საცხოვრისს ითხოვს. მაგული ფუტკარაძეს ბათუმის მერიაში არავინ შეხვდა. მას შემდეგ, რაც სამუშაო საათები ამოიწურა, მაგულიმ შშმ პირის სტატუსის …

უსახლკარო დედებს შვილებთან შეხვედრის უფლება პოლიციამ არ მისცა – ქალები შიმშილობას იწყებენ

დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმში უსახლკარო დედებს შვილებთან შეხვედრის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს. საუბარია უსახლკაროებზე, რომლებმაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმსა და ქობულეთში სახელმწიფოს კუთვნილი 4 მიტოვებული შენობა დაიკავეს. ერთ-ერთი შენობა ბარცხანის დასახლებაში თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. რამდენიმე უსახლკარო ამ შენობაში 10 დღის წინ შეიჭრა. თავდაცვის სამინისტრო უსახლკაროებს შენობიდან არ ასახლებს, თუმცა აფრთხილებს, რომ თუ ისინი შენობას …

„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას“ – უსახლკაროების აქცია ბათუმში გრძელდება

„ვითხოვთ რიჟვაძესთან შეხვედრას, ორივე შესასვლელთან ველოდებით,“ – ამბობენ უსახლკაროები, რომლებიც წუხელ, 30 ოქტომბერს, შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან და მთელი ღამე ქუჩაში დარჩნენ. მოქალაქეები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსახლკაროები არიან, ბათუმში ბოლო 2 წელია მართავენ აქციებს, თუმცა მათი პრობლემები მთავრობამ არათუ გადაჭრა, არამედ  ოჯახური მდგომარეობაც კი არ შეისწავლა. მათი დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია, მარტოხელა დედაა ან …

„უფსკრულამდე ვერ გავყვები „ოცნებას“ – რას ამბობენ სოცდაუცველები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში დაასაქმეს

„სადაც მთავრობაა და საიდანაც დასაქმებული ხარ, არ უნდა უღალატო…“ – სიღარიბეში მცხოვრები მარინა ცეცხლაძე გვიყვება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ აქციაზე თბილისში  ვერ წავედი, მაგრამ ჩემი მეუღლე წავიდაო. დასაქმებულ სოციალურად დაუცველს უჭირს საუბარი, რის გამო მოუნდა ხულოდან თბილისში სახელისუფლებო პარტიის აქციაზე წასვლა, თუმცა დასძენს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ვალშია, რადგანაც დაასაქმეს. ახლახან ცესკომ მარინას ქმარი ხულოში, სოფელ …

რას ამბობს ოზთურქის კომპანია უსახლკაროების აქციაზე – „ბუნებაში ასეთი მოლაპარაკება არ არსებობს“

„ეს არის ხალხის ემოციებით ვაჭრობა, ფიზიკურად ბუნებაში ასეთი მოლაპარაკება არ არსებობს. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენ თანამოქალაქეებს, მაგრამ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ერთ-ერთი კომპანიის – „მეტრო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა, რაულ კახაძემ. ამ კომპანიაში უსახლკაროების აქციის შესახებ ვიკითხეთ: არის თუ არა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი …

„ოცნების“ კოორდინატორი ახალ სქემაზე – ვინ რისთვის მიჰყავთ „ოცნების ქალაქიდან“ საჯარო რეესტრში | ვიდეო

„ოცნების“ კოორდინატორებმა ადგილზე მოიყვანეს მარშუტკები და რეესტრში წაგვიყვანეს – დაგვარეგისტრირეს. რა დოკუმენტიც იუსტიციაში მოგვცეს, ყველაფერი კოორდინატორებს დავუტოვეთ, ასე გვითხრეს, ჩვენ უნდა ჩაგვაბაროთო,“ – ერთნაირად გვიყვებიან ახალ ამბავს „ოცნების ქალაქის“ ახალ კორპუსებში შესახლებულები. ე.წ. ოცნების ქალაქში 12-წლიანი ლოდინის შემდეგ საარჩევნო, 2024 წელს წელს, 600-მდე ოჯახს ბინა გადასცეს. ამჯერად ბინები ამ ოჯახების საკუთრება ფორმდება. ქოხებში დარჩენილებიც წაიყვანეს …

„ჩვენ ტვინში ჩაბეჭდილია რა მოხდება, თუ ოცნების წინაშე არასწორად მოვიქცევით“ – სოცდაუცველი

„ჩემი მოვალეობაა – ნაგვის ყუთთან ნაგავი არ უნდა ეყაროს“ – თავის საქმეს გვაცნობს მალხაზ ჭანიძე, სოციალურად დაუცველი ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოდან, რომელიც საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდა. 40 ათას სოციალურად დაუცველს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სამუშაო გამოუძებნეს. მათი ჯამაგირი თვეში 300 ლარია. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაოს აღწერა აჩვენებს, რომ მათი დასაქმება ფორმალურია. მაგალითად, ტანკს ქედაში, წონიარისის ცენტრში, …

„არის ისეთი დღეები, როცა საერთოდ მშივრები ვართ,“ – მარტოხელა დედა-შვილს სოციალური მოუხსნეს

„სასწრაფომ საავადმყოფოში გადაყვანა შემომთავაზა, მაგრამ მე უარი ვუთხარი – ფულს ვერ გადავიხდიდი. გონება დავკარგე და მთელი ღამე სისხლი მდიოდა ცხვირიდან,“ – გვიყვება ნინო ხინთიბიძე. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 45 წლის ქალია და ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, 75 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ დედა-შვილს სოციალური შემწეობა მოუხსნეს. ისინი უფასოდ ექიმთანაც ვერ მივლენ და ვერც უფასო …

„არაფერი არ შეცვლილა“, – ზესტაფონელი ქალი მესამე დღეა შიმშილობს

მესამე დღეა, რაც ფატიმა ხიჯაკაძე ზესტაფონის მერიასთან შიმშილობს. ქალი აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობამ საფრთხე შეუქმნა მის საცხოვრებელ სახლს, რომელიც ზესტაფონში, უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს. „[ღამით] მერიის შენობაში ვიყავი და მეძინა. დღეს არ ვიცი გამაჩერებენ თუ არა. არაფერი არ შეცვლილა. მე მგონი, დღეს საგზაო დეპარტამენტი ჩამოდის, ვისთანაც მაქვს დავა და შემახვედრებენ. მერმა გააჟღერა, რომ ჩამოდიან. ჩაერია მუნიციპალიტეტი, …

„მომატყუეს, ჩემი სახლი ინგრევა“ – მოქალაქე აცხადებს, რომ შიმშილობას იწყებს

დღეს, 11 დეკემბერს, ზესტაფონის მერიის წინ მოქალაქემ განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს. ფატიმა ხიჯაკაძე აცხადებს, რომ ავტობანის მშენებლობა საფრთხეს უქმნის მის საცხოვრებელ სახლს, რომელიც ზესტაფონში, უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს. „დღეს დავიწყე შიმშილობა და გავაგრძელებ, სანამ ვიცოცხლებ. საგზაო დეპარტამენტმა გამომიტანა ტყუილი დასკვნები, გვირაბი გავიდა [სახლიდან] 16 მეტრში და სახლს ემუქრება დანგრევა. კომპენსაციას არ მაძლევს ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანზე …

„ბოდიშს ვიხდი, რომ ხალხს ვაწუხებ“ – დედის ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის

37 წლის თეონა ასლანიძე შვილის გადასარჩენად იბრძვის. თეონა გვიყვება, რომ მისი 6 წლის შვილი, ომარიკო, 2019 წლიდან ებრძვის იმუნოდეფიციტს: „მეორე დიაგნოზს ვერ ვიგებთ. არ ვიცით, რატომ უზიანდება ნერვული სისტემა. ვითარდება თავის ტვინის ატროფია. შარშანდელთან შედარებით უფრო გაუარესებულია მდგომარეობა. ლანდად ხედავს, სმენითაც ასე. ჯერჯერობით ვერ მივდივართ შედეგამდე. ვიბრძვით. ასეთი  პაციენტის მოვლა ძალიან რთულია და მიჭირს. მერიდება …

„ერთ ოთახს ვითხოვ, ჩემი სიცოცხლის ვადით“ – შშმ მოქალაქის ბრძოლა ბინისთვის

ბათუმში მცხოვრები შშმ მოქალაქე ომარ როდონაია ისევ საცხოვრებელს ეძებს. მას ისევ უთხრეს, რომ სხვისი საკუთრება უნდა დატოვოს. ბოლო წლებში სოფელ ქვედა განახლებაში, კერძო სახლში,  ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა.  ახლა, ახალი საცხოვრებლის პოვნამდე ცოტა დრო აქვს და არ იცის სად წავიდეს: „სხვაგან უნდა გადახვიდეო მითხრა დიასახლისმა“. ომარ როდონაია გვიყვება, რომ ახლა მისი შემოსავალი პენსია, 175 ლარი და …

„მარწყვი 8 ლარი ღირდა. ვერ ვუყიდე“ – მარტოხელა დედისა და 5 წლის ლუკას ცხოვრება ნაქირავებში

„ვიბრძვი, რომ ყველა ეტაპი რაღაცნაირად გადავლახო, მარტოხელობა ძალიან ძნელია,“ – ამბობს ნონა ხიმშიაშვილი, რომელიც 5 წლის ლუკასთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. იგი გვიყვება, რასთან უწევს გამკლავება, როგორც მარტოხელა დედას. „6 წელია აქ ვარ, გაუსაძლისი პირობებია“, – ნონა ქვის იატაკს დაჰყურებს და მერე აივნისკენ იმზირება: აივნის კართან ცემენტის ტომრებზე ქალს გაზქურა მოუწყვია, გაზის ბალონი კი, …

ოჯახი 3 ბავშვით დაბზარულ და საშიშ ნაქირავებში: „მიწისძვრის დროს უნდა გენახათ აქაურობა“

„აქედან ქუჩაც ჩანს, შეხედეთ, რამხელა ბზარია,“ – ილონა ლიჩევსკა ბავშვების საწოლის გვერდით, კედლის პირისპირ ჩერდება. ბზარი კედელს მიუყვება და არ ჩერდება, გრძელდება ჭერზეც, ანუ ტყუპების საწოლის თავზე, კიდევ ერთ ოთახზე, სადაც ტყუპების ძმა – 15 წლის ნიკო ეტლში ზის და ონლაინ ესწრება სკოლის გაკვეთილს – ნიკოს ცერებრალური დამბლა აქვს. გოგოებს ეღვიძებათ და კითხულობენ: რა დროა …

რადიო, პომადა, ანკესი, ვარდები, რეიტუზი – რა სურთ საახალწლოდ სათნოების სავანეში

„ვარდების პატარა ბუკეტის დაწერა შეიძლება? მხოლოდ ვარდების ბუკეტი მეტი არაფერი… კიდევ შეიძლება? და ერთი ბამბანერკა, ვიღაცას უნდა ვაჩუქო, დაბადების დღე გვაქვს აქ“ – ამბობს 75 წლის ანატოლი ბუგნოვი. ის სათნოების სავანეში 5 წელია ცხოვრობს. – თქვენთვის არაფერი გინდათ? – მე არაფერი, მე ყველაფერი მაქვს. თქვენ რა გაჩუქოთ საახალწლოდ? – გვიბრუნებს კითხვას ანატოლი. ბათუმის სათნოების სავანეში …

როგორ ხვდება 42 წლის ქალი 7 შვილთან ერთად ახალ წელს ხულოში

როგორია მრავალშვილიანი ოჯახის წინასაახალწლო მზადება, რა სურვილები აქვთ ბავშვებს და ამ სურვილების ახდენას თუ ახერხებენ მათთვის მშობლები? – ამის შესახებ 7 შვილის დედას, 42 წლის გუგული მახარაძეს ვკითხეთ. გუგულის ყველაზე უფროსი შვილი 22 წლისაა, ყველაზე უმცროსი კი – 6 წლის. გუგული გვიყვება, რომ სამმა უფროსმა შვილმა უკვე დაასრულა სკოლა და ახლა ბათუმში ქირით ცხოვრობენ და …

7-სულიანი ოჯახი სახიფათო სახლში – „სად ვნახო 800 ლარი კონსტრუქტორის დასკვნისთვის?“

ხელვაჩაურში, სოფელ მახოში, დავითაძეების უბანში, ირაკლი მსხალაძის 7-სულიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ფერდობიდან ჩამონადენი წყლების შედეგად დაზიანებულ, დეფორმირებულ სახლში ცხოვრობს. სახლს რომ გამაგრება სჭირდება, ამას საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნაც ადასტურებს, თუმცა ოჯახს არ აქვს ამის საშუალება. ამიტომ ირაკლი მსხალაძემ ჯერ კიდევ გასულ წელს ხელვაჩაურის მერიას მიმართა, სადაც მას უთხრეს, რომ კვალიფიციური ინჟინერ-კონსტრუქტორის დასკვნა წარედგინა და ამის შემდეგ განიხილავდნენ …

„ჯერ ვერ ვფიქრობ საკუთარ თავზე“ – 19 წლის იაკობის ცხოვრება ნინოწმინდის პანსიონის შემდეგ

„დიდი არაფერი. ერთხელ აღმზრდელმა სილა გამაწნა. გული მეტკინა. არ მესმოდა რა დავაშავე. კუთხეში დავჯექი და ვტიროდი. პანსიონის ერთი ბავშვი მოვიდა ჩემთან. გვერდით დაჯდა, მხარზე ხელი მომკიდა და მითხრა, არაფერია, მალე გავიზრდებით და წავალთ აქედანო. გამიხარდა. როცა მარტო ხარ და მხარდამჭერი არ გყავს, მხოლოდ ცუდზე ფიქრობ: არავინ მყავს… ყურადღებას არავინ მაქცევს… ასე ფიქრობ. ორმა სიტყვამ შეიძლება …

დედის ბრძოლა 5 წლის შვილის გადასაჩენად

35 წლის თეონა ასლანიძეს ბოლო წლებია ერთი მთავარი საფიქრალი აქვს – როგორ გადაარჩინოს შვილის სიცოცხლე. თეონას ოჯახი სოციალურად დაუცველია და მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაში ჩართულობისა, ოჯახს ხშირად უწევს ფულის სესხება, რომ 5 წლის შვილის, ომარიკოს ჯანმრთელობაზე იზრუნოს. ომარიკოს ოჯახი ქობულეთში, ჯიხანჯურში ცხოვრობს. ბავშვის დედის, თეონა ასლანიძის თქმით, ომარიკოს 2019 წლის ნოემბერში იმუნოდეფიციტი დაუდგინდა, ბავშვს უზიანდება …

„ხშირად ვარ მშიერი, შემწეობასაც არ მაძლევენ“ – მარტოხელა ეტლით მოსარგებლე ქობულეთიდან

„უკვე 11 წელია, ეტლს ვარ მიჯაჭვული, ცალ ფეხში უკვე ვგრძნობ ძალას, მაგრამ ექიმთან ხომ უნდა მივიდე, რომ მითხრას, ოპერაცია მიშველის თუ ვერა?… საჭმლის ფულიც არ მაქვს ხშირად, მშიერი ვარ. მინდა გავიარო, მაგრამ სოციალური დახმარებაც მომიხსნეს. მარტო ვცხოვრობ, არ მკითხოთ, როგორ ვახერხებ ამას,“ – ამას ლევან მჟავანაძე ამბობს, რომელიც ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ცხოვრობს. ლევან მჟავანაძე 44 …

ეტლით მოსარგებლემ რიჟვაძეს თავისი ეტლი და საპენსიო ბარათი დაუტოვა – „ძაღლად არ მთვლიან“

„ეტლს ვუტოვებ იმიტომ, რომ იქნებ მიხვდნენ, რას ნიშნავს ეტლით მოსარგებლე,“ – თქვა დღეს, 26 მაისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ მოქალაქე ჯემალ ჭელიძემ და პროტესტის ნიშნად ეტლი საპენსიო ბარათთან ერთად თორნიკე რიჟვაძეს დაუტოვა. ჯემალ ჭელიძე ეტლით მოსარგებლეა. მას სოციალურ პრობლემებზე საუბარი სურდა, თუმცა სამი დღის განმავლობაში აჭარის მთავრობის აპარატში არავინ მოუსმინა. ჯემალ ჭელიძე ამბობს, რომ მას …

ვინ როდის მიიღებს ბინას „იაფ სახლში“ – ინტერვიუ ბათუმის მერის მოადგილესთან

ადამიანებმა, რომლებიც გუშინ დილით „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში აშენებულ კორპუსებში შეიჭრნენ, ტერიტორია დღეს, გამთენიისას დატოვეს. მანამდე ისინი პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა შენობიდან… სოციალურად დაუცველი ადამიანები ამბობენ, რომ ისევ ეცდებიან ბინების თვითნებურად დაკავებას – მიიჩნევენ, რომ მათაც ეკუთვნით ბინები, რომლებიც ქალაქში 2013 წლიდან შენდება და უკვე ორი წელია აშენებული ბინები ცარიელია. სოციალურად დაუცველი ადამიანები აცხადებენ, რომ …

ინტერვიუ 14 წლის ნინის სოცმუშაკთან, რომელიც მას პოლიციაში გამოკითხვაზე ახლდა

14 წლის ნინისთან სოციალური მუშაკი თამარ ღუნაშვილი მუშაობდა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთადერთი სოცმუშაკია. ის  ნინის ბოლოს 4 თებერვალს, პოლიციის განყოფილებაში შეხვდა, 10 თებერვალს კი 14 წლის ნინი ცეცხლაძემ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. „4 თებერვალს არ იყო მოღუშული, მოწყენილი, არანაირი ისეთი ნიშნები არ ჰქონდა, რაც მატრამვირებელ მომენტზე მაფიქრებინებდა. ვინც მუშაობს სოციალურ თემებზე, მან იცის, რამდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება …

ჯგუფი, რომელიც პოლიტიკოსებს საარჩევნოდაც არ ახსოვთ – ეკომიგრანტების ბუნდოვანი შემდეგი 4 წელი

წინასაარჩევნო პროგრამებს და გზავნილებს თუკი გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ეკომიგრანტების შესახებ იქ არაფერი წერია. კანდიდატები, რომლებსაც ახლა არჩევნების მოგება სურთ, ირწმუნებიან, რომ ეკომიგრანტების პრობლემა მნიშვნელოვანია – მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ კომპენსაცია, რასაც ეკომიგრანტები სახელმწიფოსგან იღებენ, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. კანდიდატების პასუხი სხვადასხვაგვარია იმაზე, თუ რატომ აუარეს მათ გვერდი ეკომიგრანტებს. „არჩევნებს რომ მოვიგებთ, მერე …

„ყოველდღე ვივლით თორნიკე რიჟვაძესთან“ – საპროტესტო აქცია ოცნების ქალაქში

„თუ კატეგორიებს არ განსაზღვრავენ, პირველი ოქტომბრიდან საპროტესტო აქციებს აჭარის მთავრობის სახლთან დავიწყებთ, არჩევნებამდე ყოველდღე ვივლით თორნიკე რიჟვაძესთან“, – ამბობს მარინა ბერიძე. ის წლებია „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს. ამ დასახლებაში თვითნებურად შესახლებულმა ადამიანებმა დღეს, 22 სექტემბერს, საპროტესტო აქცია გამართეს და კრიტერიუმების დაზუსტება ითხოვეს – ვის ეკუთვნის ბინა „ოცნების ქალაქში“. „ჩვენ ვითხოვთ კატეგორიების ზუსტად განსაზღვრავს, ვის ეკუთვნის ბინა …

Exit mobile version