„საპენსიო სესხის აღების შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება 30-დან 35 %-მდე,“ – გიპასუხებთ „ლიბერთი ბანკის“ ცხელი ხაზის ოპერატორი, თუკი ათასობით პენსიონერის რიგს შეუერთდებით და თქვენც საპენსიო სესხის აღებას გადაწყვეტთ. მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილებები შევიდა და საპენსიო სესხი დაახლოებით 10 %-ით გაიაფდა, პენსიონერებს, რომლებიც ძირითადად მიზერული პენსიის ამარად არიან, ყველაზე მეტის გადახდა უწევთ სესხში. არაპენსიონერისთვის …
Tag Archives: სოციალური დაცვა
ვითხოვ დასაქმებას, რომ ოჯახი მშიერი არ დამეხოცოს – კაცი მთავრობის სახლთან
„პანდემიის დროს განსაკუთრებით გაჭირდა სამსახურის პოვნა. ყველგან მეუბნებიან, რომ ვაკანსია კი არა, ვინც ჰყავდათ, ისინიც შეამცირეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები აკაკი დავითაძე. მას აჭარის მთავრობის სახლთან შევხვდით. მოქალაქე სამუშაოს ითხოვს, ასევე „იაფი სახლის“ პროგრამაში ჩართვას. აკაკი დავითაძის შესახებ „ბათუმელები“ 2020 წლის იანვარშიც წერდა. მაშინ ის თირკმლის გაყიდვას აპირებდა. აკაკი დავითაძე 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა. ახლა …
Continue reading “ვითხოვ დასაქმებას, რომ ოჯახი მშიერი არ დამეხოცოს – კაცი მთავრობის სახლთან”
ბოლო 4 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა აჭარაში 7 ათასით გაიზარდა
აჭარაში საარსებო შემწეობას 2020 წელს 7 372-ით მეტი ადამიანი იღებს, ვიდრე 2016 წელს, როცა „ქართული ოცნება“ მოსახლეობას წინასაარჩევნოდ დასაქმებას და 200 ათას ახალ სამუშაო ადგილს ჰპირდებოდა. სამუშაო ადგილები ქვეყანაში, საქსტატის მონაცემებით, 27 ათასით შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს აჭარაში ზუსტად 40 065 ადამიანი იღებდა საარსებო შემწეობას [ეს არის უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები …
Continue reading ” ბოლო 4 წელში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა აჭარაში 7 ათასით გაიზარდა”
საფრანგეთიდან ჩამოსული მიგრანტი: სამსახურს ვეძებ, რომ ისევ ჩემოდნებზე არ გვეძინოს
„როგორც საფრანგეთში, აქაც, ჩემს ქვეყანაშიც, ჩემოდნებზე გვძინავს… უკვე 5 თვეა ვითხოვ დახმარებას, სამსახურს, რომლითაც, მე და ჩემი 12 წლის შვილი არსებობას შევძლებთ,“ – ამბობს ბათუმელი რუსიკო დოლიძე. იგი საფრანგეთიდან წლის დასაწყისში დაბრუნდა, როცა მეუღლე გარდაეცვალა. რუსიკო ამბობს, რომ 2 წლის წინ საფრანგეთში მეუღლესთან და შვილთან ერთად წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა ქმრის მკურნალობას საქართველოში …
Continue reading “საფრანგეთიდან ჩამოსული მიგრანტი: სამსახურს ვეძებ, რომ ისევ ჩემოდნებზე არ გვეძინოს”
„ადრე ქამრები კუჭზე გვქონდა, ახლა – კისერზე“ – სოცაგენტი
„მე არ ვარ ექიმი. არც ფრონტის წინა ხაზზე ვიბრძვი, რადგან მე უკვე ვიბრძოლე წვიმაში, ქარში, ყინვაში, უტრანსპორტობაში, სტრესულ გარემოში მოვიპოვე თითოეულ მაძიებელ ოჯახზე ინფორმაცია, რომლებიც დღეს სოციალურად დაუცველის სტატუსით გადარჩებიან. გადარჩებიან იმიტომ, რომ ჩემი სახელმწიფო დაეხმარება. უბრალოდ იმიტომ, რომ გადარჩნენ… ქალბატონო ეკატერინე, ხმამაღალი ნათქვამია “ხელფასზე 2-ჯერ მეტი ჩაერიცხებათ ბონუსის სახით”… 160 ლარის ჩარიცხვაც ისეთივე შეურაცხყოფააა …
Continue reading “„ადრე ქამრები კუჭზე გვქონდა, ახლა – კისერზე“ – სოცაგენტი”
„დენის ფული 50 ლარია, პენსია 22 ლარი მაქვს“ – აგვისტოს ომის მონაწილე, რომელსაც შუქი გაუთიშეს
„…50 ლარი აქვს გადასახდელი ჩემს ოჯახს, საიდან უნდა გადავიხადო? ჩემი პენსია, როგორც ომის ვეტერანის, 22 ლარია…“ – ამბობს ლევან კეკელიძე. ის ბათუმში, ქიქავას 11-ში ცხოვრობს და კიდევ 51 ოჯახის მსგავსად დღეს დილით შუქი გამოურთეს. ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში 2012 წელს თვითნებურად შესახლებულმა ოჯახებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ვინაიდან ისინი მესაკუთრეები არ არიან, არც აბონენტებად არიან რეგისტრირებული. …
„შეშაც კი არ მაქვს, რომ გავთბე“ – მოხუცები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ
„საჭმელი დღესაც სასადილოდან მოვიტანე, ვჭამე და ჩავწექი. ასე ვთბები ყოველდღე. ღუმელი კი მაქვს, მაგრამ შეშა – არა. უშეშოდ გამოვიარე ეს ზამთარიც,“ – გვიყვება 69 წლის ნადეჟდა დავითაძე. ის ქობულეთში ნაქირავებ ბინაში, მარტო ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი მდგომარეობით ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. ნადეჟდა არაა ერთადერთი მოხუცი, რომელიც წლებია ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს. დღეს, 30 მარტს ხელისუფლებამ …
Continue reading “„შეშაც კი არ მაქვს, რომ გავთბე“ – მოხუცები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ”
როგორ აპირებს ბაღდათის დეპუტატი უსახლკარო 9-შვილიანი ოჯახის დახმარებას
ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი ,,ბათუმელებთან” აცხადებს, რომ მზად არის სამართლებრივი და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს ბაღდათში მცხოვრებ 11-სულიან ოჯახს, რომელთაგანაც 9 ბავშვია. მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახის შესახებ ,,ბათუმელებმა” მასალა 9 თებერვალს გამოაქვეყნა. დედა, მამა და 9 შვილი უსახლკაროდ – ბავშვები სკოლის გარეშე [ვიდეო] ოჯახი ნაქირავები სახლის პირველ სართულზე, უკიდურეს სიღარიბესა და ცხოვრებისთვის შეუთავსებელ პირობებში ცხოვრობს. …
Continue reading “როგორ აპირებს ბაღდათის დეპუტატი უსახლკარო 9-შვილიანი ოჯახის დახმარებას”
მარტოხელა სოციალურად დაუცველი პენსიონერი ქალი: მეხუთე დღეა უწყლოდ ვარ
ბათუმში მცხოვრები ლელა აბესაძე მეხუთე დღეა უწყლოდაა. ის წყლის სისტემიდან „ბათუმის წყალმა“ დავალიანების გამო ჩახსნა. ლელა აბესაძეს 1441 ლარი და 25 თეთრი აქვს გადასახდელი. ის სოციალურად დაუცველია – 67 700 სარეიტინგო ქულით. „წყლის სისტემა აბაზანაში მოიშალა დაახლოებით ორი წლის წინ, როცა ახალი სისტემა მოაწყვეს. მე ჩემი სახსრებით ვერ მოვახერხე შიდა სისტემის მოწესრიგება და იღვრებოდა წყალი …
Continue reading “მარტოხელა სოციალურად დაუცველი პენსიონერი ქალი: მეხუთე დღეა უწყლოდ ვარ”
რას სთავაზობს სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დასადგენად განაცხადი 1 200-ზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა. ვინ შეიძლება იყოს მრავალშვილიანი მშობელი? – სააგენტოს განმარტებით, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი მიენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს 4 ან მეტი ბიოლოგიური ან ნაშვილები შვილი. სტატუსის დადგენის დროს, მნიშვნელობა არ აქვს შვილის ასაკს. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება …
Continue reading “რას სთავაზობს სახელმწიფო მრავალშვილიან ოჯახებს”
15 ათასი ლარი ჯარიმა შუქის, გაზისა და წყლის უკანონო მოხმარებისთვის – დავა საკონსტიტუციოში
საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 28 მაისს, არსებითად განიხილავს „ახალგაზრდა დემოკრატების“ სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას აწესებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის განმეორებით უკანონო დატაცებისთვის. მაგალითად, ელექტროენერგიის განმეორებითი უკანონო დატაცებისთვის ფიზიკურ პირი 100 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 15 ათასი ლარით. მოსარჩელე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის …
კვება უფასო სასადილოებში
ავტორები: ნინო აბდალაძე და მარიამ უგრეხელიძე; ფოტო: გურამ აბდალაძე; რედაქტორი: ელენე ასათიანი
30-ლარიანი „კვების ბარათები“ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის – ბარათების გაცემა დაიწყო
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კვების ბარათი დღეიდან ცალკე გაიცემა. საქართველოს 36 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში მშობლები ბანკში კი არ აიღებენ კვებისთვის ჩარიცხულ თანხას, არამედ „კვების ბარათით“ ისარგებლებენ და უშუალოდ სურსათის მაღაზიებში იყიდიან პროდუქტებს ამ ბარათით. მშობლები მხოლოდ ალკოჰოლის და თამბაქოს თანხის გადახდას ვერ მოახერხებენ ბავშვთა კვებისთვის განსაზღვრული ბარათით. „ეს იყო გაეროს ბავშვთა …
„დღეს მხოლოდ ჩაი გვქონდა და კიდევ პური“ – ბავშვები ქობულეთიდან (ფოტო)
ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ნაკაიძეების დასახლებაში ყველა გეტყვით, სად ცხოვრობს სურმანიძეების ოჯახი. სახლი ქვისაა და ორსართულიანი, თუმცა გზაზე ჩავლის დროს შორიდანვე შეამჩნევთ, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს უჭირთ – დაჟანგული მოაჯირებით და ბავშვების გამოფენილი ფერადი ტანსაცმლით, ტალახიანი ეზოთი, სადაც ბავშვები დარბიან, ძველი მიყრილ-მოყრილი ნივთებით, ღიად დატოვებული ონკანით და შიშველი თოჯინით, პირქვე ჩამხობილი რომ დარჩენიათ ბავშვებს. „დღეს ჩაი …
Continue reading “„დღეს მხოლოდ ჩაი გვქონდა და კიდევ პური“ – ბავშვები ქობულეთიდან (ფოტო)”
სოცაგენტის ხელფასი თვეში 100 ლარია, დირექტორის კი 5116 – სოციალური უსამართლობა სოცსააგენტოში
მომავალი წლიდან 16-წლამდე ბავშვები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ, 50-ლარამდე დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, 2 ნოემბერს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. პრემიერი და ხელისუფლება ჯერ არ საუბრობს სოციალურ მუშაკებზე, რომლებმაც, პირველ რიგში, უნდა იზრუნონ ამ ბავშვების დაცვაზე. სოციალური აგენტის ხელფასი თვეში ისევ 100 ლარია, სოციალური მუშაკის – 800 ლარი, სააგენტოს დირექტორის კი – 5 116 ლარი. სახელმწიფოში …
54 წლის შშმ ქალი ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლის
54 წლის მერი 80 წლის დედასთან, შვილთან და ორ შვილიშვილთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მერის დედა შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და მოძრაობა არ შეუძლია. შეზღუდული შესაძლებლობისაა მერიც. ოჯახმა საცხოვრებელი ბინა 6 წლის წინ დაკარგა. „ბინა დავაგირავე და ორჯერ ხერხემალზე გავიკეთე ოპერაცია. ისე მოხდა, რომ ფული ვეღარ დავაბრუნე და ბინა წამართვეს“, – გვეუბნება მერი. ოჯახის შემოსავალი …
Continue reading “54 წლის შშმ ქალი ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლის”
ვარგისი, მალფუჭებადი საკვები გამოყენებული იქნას ქველმოქმედებისთვის – პეტიცია
მოქალაქე ლევან აღნიაშვილი საქართველოს მთავრობას პეტიციით მიმართავს, დახლზე დარჩენილი, საკვებად ვარგისი, არა მალფუჭებადი სასურსათო პროდუქტის საქველმოქმედო მიზნით იქნას გამოყენებული. „შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის აპრილში 4523 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა გადაყარეს სანაგვე ურნებში. მაისში – 11 484, ივნისში – 7312, ივლისში – 9455, აგვისტოში – 7778, სექტემბერში – 5424, ოქტომბერში – …
Continue reading “ვარგისი, მალფუჭებადი საკვები გამოყენებული იქნას ქველმოქმედებისთვის – პეტიცია”
უკანონოდ შესახელებულ პირებს სახელმწიფო სოციალურ დახმარებაზე უარს ვეღარ ეტყვის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომლის მიხედვითაც უკანონოდ შესახლებულ საქართველოს მოქალაქეს, უფლება არ ჰქონდა სოციალური შემწეობით ესარგებლა. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი, საქართველოს …
Continue reading “უკანონოდ შესახელებულ პირებს სახელმწიფო სოციალურ დახმარებაზე უარს ვეღარ ეტყვის”
„დაზიანებული კედელი და აივანი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს“
სოფელ ზედა სამებაში ქეთინო ბერიძის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ლია დავითაძის თქმით, სახლის კედელი და აივანი დაზიანებულია და შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. სახლში მცირეწლოვანი ბავშვიც ცხოვრობს. კედლისა და აივნის გარდა დაბზარულია სახლის ეზოს ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია. ლია დავითაძე ამბობს, რომ მათ დასახმარებლად ხელვაჩაურის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათ რეაგირება არ აქვთ. …
Continue reading “„დაზიანებული კედელი და აივანი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს“”
აჭარის მთავრობა უსახლკაროთა პრობლემის მოსაგვარებლად ფორმულას ეძებს
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ უსახლკარო ოჯახების პრობლემების მოსაგვარებლად ხელისუფლება ფორმულას ეძებს. მისი თქმით, განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის ბინების მშენებლობაც. „ეკომიგრანტების ძალიან მცირე ნაწილი იქნა ჩვენ მიერ დაკმაყოფილებული. არა იმიტომ, რომ ისინი თვითნებურად იყვნენ ჩასახლებული, არამედ რიგითობის მიხედვით მოუწიათ პროგრამაში ჩართვა. რაც შეეხება დანარჩენ კატეგორიებს, ვმუშაობთ ვერსიებზე, თუ როგორ …
Continue reading “აჭარის მთავრობა უსახლკაროთა პრობლემის მოსაგვარებლად ფორმულას ეძებს”
ენმ: ხელისუფლებას „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოგვარების გზას ვთავაზობთ
დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია აბულაძემ, ე.წ. „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ჩასახლებულ ოჯახებს სახელმწიფომ სოციალური საცხოვრებელი უნდა გადასცეს და ამ დასახლების ახლოს ინდუსტრიული ზონა შექმნას, სადაც ეს ოჯახები დასაქმდებიან. გია აბულაძის თქმით, სხვა შემთხვევაში სახელმწიფო „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების პრობლემას ვერ მოაგვარებს. „ხელისუფლებას ვთავაზოთ გამოსავალს. 2013 წლამდე …
Continue reading “ენმ: ხელისუფლებას „ოცნების ქალაქის“ პრობლემის მოგვარების გზას ვთავაზობთ”
მოქალაქე: ჭერი თავზე ჩამომენგრა, წვიმის დროს კი ეზოში ნავით უნდა გაცურო
ნათელა მარკოიძე ქობულეთში პოპოვის ქუჩაზე ცხოვრობს, რომელიც „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ სახლი ჩამოენგრა, ბარაკის ტიპის სახლი თითქმის დანგრეულია, თუმცა თვითმმართველი ორგანოდან არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, არავინ ეხმარება. „წვიმის დროს ეზო ისე იტბორება, ნავით უნდა გაცურო. ჭერი თავზე ჩამომენგრა, ზოგან ბჯენი მაქვს შეყენებული, რომ სულ არ ჩამოიქცეს. როცა წვიმს, ნავით უნდა გაცურო, არაერთხელ მივმართე ქობულეთის მერიას, მაგრამ …
Continue reading “მოქალაქე: ჭერი თავზე ჩამომენგრა, წვიმის დროს კი ეზოში ნავით უნდა გაცურო”
ყრუდ და მდუმარედ – სოციალური უთანასწორობა
ბერაძეების ოჯახში სულ ექვსნი არიან, მათგან ორი მოზარდია, ორი პენსიონერი და ორიც დასაქმებული. ნატო კონცელიძე, რომელიც ოჯახთან ერთად ქობულეთში ცხოვრობს და სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, ამბობს, რომ მისი და მისი ქმრის ხელფასი ჯამში თვეში მაქსიმუმ 1000 ლარს აღწევს და ეს თანხა იმაში ჰყოფნით, რომ, „უბრალოდ, ცხოვრობენ“. 2015 წელთან შედარებით, საერთო შემოსავლების უთანასწოროდ განაწილების კოეფიციენტი საქართველოში გაზრდილია. …
Continue reading “ყრუდ და მდუმარედ – სოციალური უთანასწორობა”
სოციალურად დაუცველი ოჯახი სკოლის შენობაში შესახლდა
ირაკლი სუკოლნიკოვი ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად, სოფელ მაჭახლისპირის დაწყებითი სკოლის შენობაში 29 მაისს შესახლდა. სკოლა, როგორც ირაკლი სუკოლნიკოვი ამბობს, არ ფუნქციონირებს. ამ წუთებში სკოლის შენობაში პოლიციაა მისული, რომელიც უნებართვოდ შესახლებულ ოჯახს შენობის დატოვებასთან დაკავშირებით ხელწერილს აწერინებს. „პოლიცია იმყოფება აქ და გვაწერინებს ხელწერილს რომ შენობა მინიმუმ ერთ კვირაში დავტოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხიმგებლობა …
Continue reading “სოციალურად დაუცველი ოჯახი სკოლის შენობაში შესახლდა”
ვინ მიიღებს სახურავს უფასოდ ქედაში
ქედის გამგეობა დაზიანებული სახურავების შესაცვლელად მოსახლეობას თუნუქის ფურცლებით დაეხმარება. სოციალური პროგრამის განსახორციელებლად გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოყო და სულ 1900 ცალი თუნუქის ფურცელი შეიძინა. ვინ მიიღებს სახურავს სახელმწიფოსგან უფასოდ ქედაში? – ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამგეობის ცხრა წევრისგან შემდგარი კომისია მიიღებს. კომისიის თავმჯდომარე ქედის გამგებლის პირველი მოადგილე გურამ ბერიძეა, კომისიის შემადგენლობაში კი ადმინისტრაციული თემების …
„ვებრძვი ცხოვრებას და სიცოცხლესაც“
ორი პატარა ოთახი ირმა ტრაპაიძის ხელნაკეთი ნივთებით არის სავსე. ერთი ოთახი ბნელია და დღის სინათლე არ აღწევს, შემოსასვლელშიც ირმას ხელნაკეთი ნივთები აწყვია. ამ პატარა ოთახში ირმა ტრაპაიძე თავის შვილთან, მარიამთან ერთად ცხოვრობს. ის შვიდი თუ რვა წლის იყო, როცა ირმა ავად გახდა და პატარა გოგოს თითქმის მარტოს უხდებოდა დედაზე ზრუნვა. ამის გამო მან ვერც სწავლის …
ენმ: ოთხ თვეში 2 391 ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა
დღეს, 29 მაისს, „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, აჭარის მასშტაბით 2 391 ოჯახს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა მოუხსნა. „ჩვენ ეს მონაცემები გამოვითხოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტოდან. ბათუმში – 552 ოჯახს შეუწყვიტეს სოციალური დახმარება, ქობულეთში – 479-ს, ხელვაჩაურში – 279-ს, ქედაში – 277-ს, შუახევში – 284-ს, ხულოში კი – …
Continue reading “ენმ: ოთხ თვეში 2 391 ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა”
ენმ-ს ბრიფინგი პრემიებსა და დანამატებზე სოციალურად დაუცველი ოჯახიდან
19 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი გამართეს საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაძის თქმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო უკანონოდ უწყვეტს საარსებო შემწეობას, „მაშინ როცა მთავრობის წევრები თვეში ათასობით ლარის ხელფასსა და პრემიას იღებენ“. „ჩვენ გამოვითხოვეთ 2016 წლის დეკემბრიდან ოთხი თვის ხელფასი, დანამატი და პრემია ხუთი უწყებიდან – …
Continue reading “ენმ-ს ბრიფინგი პრემიებსა და დანამატებზე სოციალურად დაუცველი ოჯახიდან”
როცა შუა ქალაქში შეუმჩნევლად კვდები
„ცოტა ხნის წინ ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ბინაში ორი გარდაცვლილი იპოვეს…“ _ წერდა „ბათუმელები“ 31 იანვრის საღამოს. გარდაცვლილები დედა და შვილი იყო, 78 წლის ჯანიკო სარჯველაძე და 53 წლის ამირან გორგაძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დედამ შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღე იცოცხლა. ამირანი საწოლში ჩამხობილი იპოვეს, ჯანიკოს ცხედარი კი ბინაში შესულ პოლიციელებს საძინებლის აივნის კართან დახვდათ. სავარაუდოდ, იგი მეზობლებისთვის …
რამდენიმე კილოგრამი კარტოფილი და საწებელი ზამთრის მარაგისთვის
72 წლის ნათელა ბერიძე პენსიიდან და სოციალური შემწეობიდან მხოლოდ ათ ლარს იტოვებს თავისთვის, დანარჩენს კი სტუდენტ შვილიშვილს უგზავნის. დღეში ერთხელ ის უფასოდ სადილობს მუნიციპალურ სასადილოში, საღამოს კი თითქმის დანგრეულ სახლში მარტო დარჩენილი იმაზე დარდობს, ან იატაკი არ ჩაინგრეს, ან წვიმისას ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა ღიად დარჩენილი ელექტროსადენები არ დაასველოს და ხანძარი არ გაჩნდეს. ნათელა ბერიძე შუახევის …
Continue reading “რამდენიმე კილოგრამი კარტოფილი და საწებელი ზამთრის მარაგისთვის”
“ბავშვებს დაუცინიათ, გახეული ფეხსაცმელი გაცვიაო“ – დედა ხუთ შვილთან ერთად ერთ ოთახში
33 წლის მაია [სახელი შეცვლილია] წელიწადზე მეტია ხუთ შვილს მარტო ზრდის. 14 წლის გუგა, 12 წლის ლანა, 10 წლის მარი, 8 წლის დათა და 3 წლის ლიზა [სახელები შეცვლილია] მამამ დაახლოებით ერთი წლის წინ მიატოვა დედასთან ერთად და საზღვარგარეთ წავიდა. 25 კვ/მეტრი ოთახი, სადაც ისინი ცხოვრობენ, კერძო სახლის მეორე სართულზე მდებარეობს და ბავშვების ბიძას ეკუთვნის. …
ინტერვიუ აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან
რატომ აქვს „ყველაზე უტაქტო საჯარო მოხელის“ იმიჯი, როგორ აფასებს ის მისი და სააგენტოს თანამშრომლების მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს და როგორია მისი თვალით დანახული სახელმწოფო სოციალური პოლიტიკა დღეს? ამ თემაზე „ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, თემურ ქარცივაძეს ესაუბრა. ბატონო თემურ, კანონის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებულია რეაგირება მოახდინოს ქუჩაში მყოფ არასრულწლოვან ბავშვებზე, თუმცა თითქმის ყოველდღიურად …
Continue reading “ინტერვიუ აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან”
80-მდე უსახურავო სახლი ქედაში
ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80-მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას სახლების გადასახურად დახმარებას სთხოვს. მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად ქედის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად, ანუ ლითონის ფურცლების შესაძენად, საჭირო თანხა არ გაუთვალისწინებია. ქედის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ამბობს, რომ ლითონის ფურცლების შესაძენად პროგრამის შემუშავებას ფიქრობდნენ, თუმცა საჭირო თანხა (გამგეობის გათვლით დაახლოებით 100 000 ლარი) ვერ …