რატომ მივიდნენ კვადროციკლების მფლობელები აჭარის მთავრობის წინ პროევროპულ აქციაზე

ბათუმში კვადროციკლების მფლობელები, რომლებიც ამ დრომდე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მუშაობდნენ და ტექნიკას აქირავებდნენ, დღეს, 11 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. მათი თქმით, უკვე 2 თვეა, რაც ბულვარის ადმინისტრაცია მათ მუშაობის საშუალებას არ აძლევს. „ვუერთდებით ბათუმის პროევროპულ აქციას, არამგონია, რომ უსამართლობა ვინმესთვის მისაღები იყოს“ – განაცხადა „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მეორე …

„მიეცით წამალი ბავშვებს“ – აქცია დღეს ქობულეთის მერიასთანაც გაიმართა

„მიეცით წამალი ბავშვებს“ – დღეს, 7 მაისს, ამ მოთხოვნით ქობულეთში გაიმართა აქცია. შშმ ბავშვების მშობლები ქობულეთის მერიასთან შეიკრიბნენ. ერთ-ერთი მშობელი, სოფო ტაკიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სასიხარულოა, როცა აქციას გამვლელიც შეუერთდა. ბავშვები, რომლებსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვთ, ითხოვენ, ქვეყანაში შემოიტანონ ბავშვების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები. ამ მოთხოვნას „ქართული ოცნების“ მთავრობა დღემდე არ აკმაყოფილებს. ეს არის ყველაზე დიდი …

ბათუმში 8 მაისს მარში გაიმართება – „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“

8 მაისს ბათუმში, 19:00 საათზე, მოქალაქეები მარშს აანონსებენ – „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის!“ მარში დაიწყება ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებიდან. მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ სინდისის პატიმრების დედებიც. „ქართული სახელმწიფოსთვის კრიტიკულ პერიოდში თითოეული ჩვენგანის სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას და სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად საზოგადოებრივ კონსოლიდირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გავაგონოთ ხმა რეჟიმის მიერ დატყვევებულ ჩვენს თანამებრძოლებს, საქართველოს ქალაქებში ვერავინ ჩაახშობს ხალხის …

„ჩვენ მივდივართ ივანიშვილის სახლთან“ – მშობლების პროტესტი

ხვალ, 6 მაისს კი, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები, წამლის მოთხოვნით, საპროტესტო აქციას ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ. დღეს კი მათ საპასუხოდ „ოცნების“ მთავრობის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა:  „გონივრული გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, ყველა რისკ-ფაქტორი გათვალისწინებული, მათ შორის „ფარმაცევტული მაფიის“ ინტერესები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი“. მშობლები 15 დღეზე მეტია, მთავრობის კანცელარიის ეზოში …

შევეგუეთ ადამიანების დაპატიმრებას ტროტუარზე დგომის გამო? – ინტერვიუ

გასულ კვირას, 24 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით, ტროტუარზე დგომის გამო საქართველოს 4 მოქალაქეს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. ოთხივე საქმე ორმა მოსამართლემ განიხილა – ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ. ეს მოსამართლეები ტროტუარის საქმეებს ყველაზე ხშირად განიხილავენ. მოსამართლეებმა ყველა შემთხვევაში სასჯელის ზომად პატიმრობა გამოიყენეს. ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებულები სამოქალაქო აქტივისტს, ანი ჩრდილელს, 24 აპრილს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2-დღიანი …

„პირველ მაისს ვთიშავთ აპლიკაციას“ – ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია

პირველ მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ტაქსის მძღოლები მათი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით მსვლელობას გეგმავენ. „მძიმე სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის გამო საქართველოს დიდ ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, ტაქსის მძღოლები პროტესტის ნიშნად დილის 09:00 საათიდან აპლიკაციას გათიშავენ, ხოლო შემდგომ მსვლელობას მოაწყობენ საქართველოს დიდ ქალაქებში. მსვლელობა დაიწყება 15:00 საათიდან. ამავე დროს, 12:00 საათზე თბილისში შეიკრიბებიან კურიერებიც, …

„არც ქოლგა მინდა, არც კარავი, სიკვდილი მინდა ამ შენობასთან“ – შშმ ბავშვის დედა ანგარიშების გაუქმებაზე

სამოქალაქო აქტივისტი თამარ იარაჯული აცხადებს, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით „თიბისი“ ბანკმა პირადი ანგარიში გაუუქმა. პირდაპირ ჩართვაში, რომელიც თამარ იარაჯულმა მთავრობის კანცელარიიდან გააკეთა, ამბობს, რომ მას ქველმოქმედების მიზნით ჩარიცხული თანხების ქვითრებს სთხოვს უსაფრთხოების სამსახური. „თიბისი“ ბანკმა გამიუქმა პირადი ანგარიში. როცა მოვითხოვე განმარტება, არაოფიციალურად მითხრეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება ითხოვს ჩემს პირად ანგარიშზე დარიცხული საქველმოქმედო თანხების შესახებ ინფორმაციას. ანუ, …

„ივანიშვილი ტესტავს, რამდენად მისაღებია პროცესებში მისი შვილის ჩართვა“ – ინტერვიუ

„რა თქმა უნდა, ვგმობ ძალადობას და ჩემი აზრით, ეს არ უნდა მომხდარიყო“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილის უმცროსმა შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა, 18 აპრილს „ოცნების“ მხარდამჭერებთან შეხვედრისას. მისი თქმით, პოლარიზაციიდან გამოსავალი დიალოგი, „ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაა“. თუმცა, ამ განცხადების პარალელურად, არ შეცვლილა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანთა რიტორიკა განსხვავებული აზრის დევნაზე. რის მიღწევას ცდილობს ივანიშვილი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ …

„სკამზე გავათენებთ, ბავშვების სიცოცხლეზეა საუბარი“ – დედის ბრძოლა შვილის წამლისთვის

თამარ კოხოძე ორი შვილის დედაა. ამჟამად მესამე შვილს ელოდება. ფეხმძიმე ქალი ქუთაისიდან უკვე ყოველდღე დადის თბილისში იმისთვის, რომ მისი 7 წლის შვილის, გაბრიელის სიცოცხლე გადაარჩინოს. 7 წლის გაბრიელს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს. მისი მკურნალობისთვის საჭიროა მედიკამენტი, რომელიც საქართველოში არ იყიდება. ასამდე მშობელი ორ წელზე მეტია სახელმწიფოს სთხოვს შემოიტანონ წამალი, რადგან მედიკამენტი ძვირადღირებულია და ოჯახები მის …

ჯგუფურად ცემა, დარბევა, წამება – საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა 2024 წლის აქციების საქმეზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2026 წლის 17 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგინა საჩივარი, რომელიც ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პროევროპული დემონსტრაციების დროს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ სისტემურ წამებას, არასათანადო მოპყრობასა და სხვა დარღვევებს. საია საჩივარში ამტკიცებს, რომ განხორციელებული ქმედებები არის პროტესტის მონაწილეების მიმართ დისკრიმინაციული არასათანადო მოპყრობის კოორდინირებული ადმინისტრაციული პრაქტიკა. ასევე, საია დავობს, რომ სახელმწიფოს ქმედებები წარმოადგენს არა …

„უახლოეს დღეებში გამოჩნდება, რა გვაქვს ნაფიქრი და დაგეგმილი“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

მოლდოვისა და უნგრეთის შემდეგ, იქნება თუ არა საქართველო ის ქვეყანა, სადაც კიდევ ერთხელ დამარცხდება რუსული პოლიტიკა? – უნგრეთში პრორუსი ორბანის დამარცხებამ ეს იმედები ქართულ საზოგადოებაშიც გააჩინა. რა შეიძლება ისწავლოს უნგრეთის მაგალითიდან ქართულმა ოპოზიციამ? – „ბათუმელები“ ოპოზიციური ალიანსის წევრი პარტიის, „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ესაუბრა. ბატონო ზურაბ, უნგრეთის არჩევნებში მადიარის გამარჯვების შემდეგ, სოციალურ …

„უნგრეთი მოქალაქეებმა გაიყვანეს სამშვიდობოზე, ეს უნდა შეძლოს საქართველოს მოსახლეობამაც“ – ინტერვიუ

რა შეიძლება ისწავლოს ქართულმა ოპოზიციამ უნგრეთის მაგალითზე, აკლია თუ არა ოპოზიციას ხალხთან კომუნიკაცია და როგორ შეიძლება მიაღწიოს საქართველომ ახალ არჩევნებს დემოკრატიულ გარემოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ექსპერტს საერთაშორისო საკითხებში, ეკა აკობიას ესაუბრა. ქალბატონო ეკა, რა შეიძლება ასწავლოს ქართულ ოპოზიციას უნგრეთის, კონკრეტულად კი პეტერ მადიარის მაგალითმა. ითქვა, რომ მისი წარმატება ხალხთან ახლო ურთიერთობამ განაპირობა. თქვენი აზრით, …

„პოლიციის კორდონის გარეშე თავს ვერ ჰყოფენ სოროებიდან“ – ქალი, რომელსაც „ოცნების“ წევრი ხელით შეეხო

დღეს, 9 აპრილს, „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიციისა და დაცვის კორდონით მივიდნენ, რუსი სამხედროების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების მემორიალთან. მათ დღესაც მოისმინეს შეძახილები – „მონა“, „რუსებო“, „ქვეყნის ინტერესების გამყიდველებო“, საქართველოს იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც ერთ წელზე მეტია პროტესტში იმყოფებიან და „ქართული ოცნების“ სახით, საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას ეწინააღმდეგებიან. თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ადამიანების მემორიალთან, დღეს ორი ადამიანი დააკავეს, …

ტოვებენ ხრიოკ ადგილას, რომელსაც „სიკვდილის გზას“ ვეძახით – რას ითხოვენ ცხოველთადამცველები

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიუსაფარი ცხოველების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარი ცხოველების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, კასტრაცია/სტერილიზაციას და ერთიან ბაზაში რეგისტრაციას. თუმცა, როგორც ცხოველთა უფლებადამცველები აცხადებენ, სააგენტო ქუჩიდან აყვანილ ძაღლებს ბუნებრივ არეალში აღარ აბრუნებს და ხშირად მიტოვებულ ადგილებში ტოვებს, რაც ცხოველების მიმართ არაჰუმანური მოპყრობაა. ფეისბუქშიც ამ თემაზე ძალიან ბევრმა ცხოველთა დამცველმა გამოაქვეყნა კრიტიკული …

„4 შვილზე ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – როგორ აღიქვამენ დედას კალაძე და სხვები, როგორია დედა ქართულ მენტალიტეტში

„ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა“ – თქვა კახა კალაძემ. „ჰქონდა არჩევანი, ეფიქრა თავის 4 შვილზე და არა ეპატაჟზე“- თქვა შალვა პუპუაშვილმა. „თავისმა ოთხმა შვილმა მოჰკითხოს დედამისს“ – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. „თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და 4 შვილის დედაა“- თქვა თენგიზ შარმანაშვილმა. ასეთია „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე.  „შვილებმა მოჰკითხონ პასუხი“ …

ოპოზიციის ალიანსი მობილიზაციის კამპანიას და 26 მაისს საპროტესტო აქციას აანონსებს

ოპოზიციის ალიანსი აცხადებს, რომ იწყებს ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, რომლის ფარგლებში შეკრებებს მოაწყობს ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებში. კამპანიის ფინალი, ალიანსის განცხადებით, 26 მაისს გაიმართება, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. „31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღეს, ოპოზიციის ალიანსი ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას. 35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ქართველი ხალხის ერთსულოვანი ნებით საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გადაწყდა. 35 …

„აქ თუ არ გაიხდი, გურჯაანში კაცებთან მოგიწევს გაშიშვლებაო“ – რა მოსთხოვა ქალს პოლიციამ

„პატარა, ოდნავ განათებული საკნისკენ მიმითითა დაგათვალიერებ და წავიდეთო. მეგონა ზედაპირულ დათვალიერებას გულისხმობდა, თუმცა სრულად გაშიშვლება ახსენა. ჩავეძიე – კი ყველაფერი უნდა გაიხადო, საცვალიცო,“- მოქალაქე მარიამ მელიქიშვილი აღწერს თუ როგორ მოექცა ქალი პოლიციელი, რომელსაც მისი იზოლატორში გადაყვანა უნდა უზრუნველეყო.  მარიამ მელიქიშვილი ტროტუარზე დგომის გამო 27 მარტს, 2-დღიან პატიმრობაში გაუშვეს. იმ დღეს, ტროტუარზე დგომის გამო, პატიმრობა სხვა …

„გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყო ფიზიკური ძალადობაც“ – რა ხდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში

„ბოტანიკურ ბაღში“ 10 წელი ვიმუშავე. თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი დირექტორი დაინიშნა, მდგომარეობა შეიცვალა და თანამშრომლები ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდეს. ძალიან უხეშად გველაპარაკებოდა ახალი ხელმძღვანელი და სხვა უფროსებიც უხეშები გახდნენ. არ ითქმის, ისეთი რაღაცები იკადრეს. იყო ფიზიკური ძალადობაც“, – გვეუბნება ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჯერ მებაღედ მუშაობდა, ბოლო წლებში კი – მეფუტკრედ. სამსახურიდან …

ბათუმის მერიამ 35 პირი გაუშვა სამსახურიდან – ევროპული კურსის მხარდამჭერები

ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის დასასრულს უფრო ცხადი ხდება, რომ მთავარი მიზანი იმ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა იყო, რომლებიც გაემიჯნნენ 2024 წელს „ოცნების“ პრემიერის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. 2024 წლის დეკემბერში ბათუმის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან: „ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც …

„ვაპროტესტებთ ბავშვებთან ერთად“ – მშობლები საჩუქრის გამო მასწავლებლის გათავისუფლებაზე

ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლაში თითქმის ერთი კვირაა მოსწავლეები მათი დამრიგებლის, ნატალია თურქაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და გაკვეთილებს პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან. ნატალია თურქაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელია, რომელიც 24 თებერვალს, სკოლის დირექტორმა „ეთიკური ნორმების“ დარღვევის მოტივით გაათავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დისციპლინურ საბჭოს ამ ნორმების დარღვევა არ დაუდგენია. „ბათუმელები“ მთელი კვირაა ცდილობს სკოლის დირექტორთან, ეკატერინე დოლიძესთან …

რა დაწერეს მოსამართლეებმა და რა ჩანს ვიდეოში – ტროტუარზე დგომის გამო დაპატიმრებულთა საქმეები

ეს სტატია საქართველოს სამი მოქალაქის შესახებაა, რომლებიც ქართულმა სასამართლომ 2026 წლის 23 იანვარს გაასამართლა და თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, ტროტუარზე დგომის გამო ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 25 წლის გრაფიკული დიზაინერი ზაქარია (ლუკა) ნაგლიაშვილი და 38 წლის იურისტი მიხეილ ზაქარეიშვილი 5-5 დღით დააპატიმრეს, 42 წლის ინფორმატიკის სპეციალისტი დიმიტრი ჯამბურია კი 4 დღით. მათ მიერ ჩადენილი „სამართალდარღვევაა“ – რუსთაველის …

„ამ ქვეყანაში სამართალი ქუჩაში დადის, ამიტომ გამოვდივარ ქუჩაში“ – ნიკო კვარაცხელიას დედა

2021 წელს მოკლული, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ფეისბუქზე წერს, რომ იძულებულია ქუჩაში გამოვიდეს, რადგან „სამართალი ამ ქვეყანაში ქუჩაში დადის“. „პირველ რიგში ბოდიშს გიხდით მეგობრებო!!!! ცოტახანს უნდა გაგვიძლოთ შვილმოკლულ მშობლებს!!! შვილის გარდაცვალება მშობლისთვის ხომ გაუსაძლისი ტკივილია, მაგრამ შვილმოკლული მშობლის მდგომარეობა, რომელმაც სამართალი ვერ იპოვა, იცით როგორია??? მიწაში რომ უნდა ჩადონ შენი შვილი მაშინ …

„დავიცვათ განათლება“ – ილიას უნივერსიტეტთან აქცია იგეგმება

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა დღეს, 12 თებერვალს, აქციას აანონსებს, ილიას უნივერსიტეტის „ა“ კორპუსთან, 19 საათზე. „ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, თუ რას უპირებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს და ამ ჩამონათვალში შეიტანა ილიაუნიც. ზემოხსენებული დეკუმენტის მიხედვით ილიაუნს მხოლოდ პედაგოგიკის მიმართულებები რჩება, რაც ამ მრავალმხრივ წამყვანი უნივერსიტეტისთვის დანგრევის ტოლფასია. ჩვენ უახლოეს წარსულშიც ვნახეთ, რომ ერთიან აკადემიურ წინააღმდეგობას ნამდვილად აქვს აზრი. სწორედ ამიტომ …

„გამოდის, რომ ქვეყანაში იკრძალება პოლიტიკური საქმიანობა“ – ადვოკატი 8 პოლიტიკოსის დევნის საქმეზე

„პოლიტიკური განცხადებები, პოლიტიკური აქციების ხელმძღვანელების აქტივობა ვიღაცამ თუ შეაფასა, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური ნაწილია და პროკურატურის შეფასება არასწორია. თუ ამაზე განაჩენი დადგა, ეს იქნება ცალსახა პოლიტიკური დევნა. გამოდის, რომ ამ ქვეყანაში იკრძალება პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკა საერთოდ,“ – ამბობს ადვოკატი ზვიად კორძაძე, რომელიც ე.წ. საბოტაჟის, 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დევნის საქმეზე …

„თეატრის დირექტორმა შემომითვალა, რომ თურმე „მაღლა“ ზარი იყო შესული“ – რეჟისორი გაუქმებულ სპექტაკლზე

რეჟისორი გეგა გაგნიძე, რომლის სპექტაკლიც ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციამ გააუქმა, თეატრის გადაწყვეტილებას ფეისბუქზე ეხმიანება. პოსტში, რომელიც 10 თებერვალს, გვიან საღამოს გამოქვეყნდა, გეგა გაგნიძე თეატრის დირექტორის გადაწყვეტილებას „უმეცრებას და უგუნურებას“ უწოდებს. „დრო-ჟამი ამას გვიქადის… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გამოწვეულია უმეცრებითა და უგუნურებით. ასე ხდება მაშინ, როცა საჯარო თანამდებობაზე ხელდასხმული ადამიანი პასუხისმგებელია …

„ცხვირის გატეხასა და შიმშილზე საშინელი კონფორმიზმია“ – მასწავლებელი

„ამ ქვეყნად ცხვირის გატეხასა და  შიმშილზე ბევრად უფრო საშინელი რაღაცები არსებობს და ეს კონფორმიზმია“- ამბობს მასწავლებელი დათია ბადალაშვილი. 8 თებერვალს თბილისში გამართულ ფორუმზე – „საქართველოს გულისთვის“, მასწავლებელმა დათია ბადალაშვილმა ისაუბრა. „ყველა ბრძოლაში ვართ და ყველამ რაღაც დავკარგეთ. მეც დავკარგე რაღაც, დავკარგე ისეთი რაღაც, თითქოს ვიღაცამ გულში რაღაც მომგლიჯა. თუმცა თავს მსხვერპლად არ ვთვლი. მსხვერპლი მაშინ …

„პოლიტიკის და ხელოვნების გამიჯვნა შეუძლებელია. „ოცნება“ ცენზურას უკვე აღარ მალავს “- ინტერვიუ

„ძალიან სავალალოა, როდესაც უკვე აღარ მალავს „ოცნება“ ცენზურას. მათ აღარ სჭირდებათ არანაირი კამუფლაჟი, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ასე თუ ისე დემოკრატიული თამაშის წესებს მიჰყვებიან“- ამბობს კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თეო ხატიაშვილი, ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის მიერ სპექტაკლის გაუქმებაზე. „რეჟისორი გეგა გაგნიძე თეატრის დიდ სცენაზე გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას“- ეწერა თეატრის განცხადებაში. როგორია პოლიტიკისგან გამიჯნული თეატრი? …

ბათუმელი მედროშის სასამართლო 9 თებერვალს განახლდება – „ყველას მოკითხვას გითვლით“

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ზურაბ ჭავჭანიძემ, რომელსაც ბათუმელ მედროშეს უწოდებენ, შიმშილობა რამდენიმე დღის წინ შეწყვიტა – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ზურაბ ჭავჭანიძის მეუღლემ, მარინა გორჯელაძემ უთხრა. მისი თქმით, ზურაბ ჭავჭანიძემ ჯამში 58 დღე იშიმშილა. ზურაბ ჭავჭანიძემ ერთხელ განაცხადა კიდეც შიმშილობის შეწყვეტაზე, თუმცა შემდეგ მან თქვა, რომ ისევ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას. „მოკითხვას გითვლით ყველას, კარგად ვარო, …

ცენზურა ბათუმის დრამატულ თეატრში – პრემიერამდე ორი დღით ადრე სპექტაკლი მოხსნეს

ბათუმის დრამატულმა თეატრმა სპექტაკლ DARK WEB-ის პრემიერა გააუქმა, რომელიც 7-8 თებერვალს უნდა გამართულიყო. პრემიერამდე ორი დღით ადრე, 5 თებერვალს, ღამით, ბათუმის დრამატულმა თეატრმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სპექტაკლის გაუქმების მიზეზად სპექტაკლის რეჟისორის „პოლიტიკური აქტი“ დაასახელა. „თეატრის ადმინისტრაციისთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი გეგა გაგნიძე თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში გეგმავდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას“- წერია ოფიციალურ განცხადებაში. …

„მოუწევთ უკან დახევა ან საერთოდ წასვლა“ – პროფესორი ლევან გორდეზიანი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე

„რაც უფრო შეურაცხმყოფელი ნაბიჯები გადაიდგმება ხელისუფლებისგან, მით უფრო სწრაფად მოუღებს ეს ბოლოს თავად ხელისუფლებას. რაღაც წითელი ხაზი ყველას გვაქვს“- ამბობს თსუ-ს პროფესორი და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი ლევან გორდეზიანი. „ბათუმელები“ მას ესაუბრა თემაზე, როგორი შეიძლება იყოს ლექტორ-მასწავლებლების წინააღმდეგობა, რომელთაც არ სურთ ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანება. ბატონო ლევან, როგორც ვიცით, თსუ-ს სენატმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თსუ …

თსუ-ს სენატი ტექნიკურ უნივერსიტეტთან გაერთიანების წინააღმდეგია

დღეს, 4 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატმა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომელიც ითვალისწინებს თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას. როგორც სენატის ერთ-ერთი წევრი თეა ქარჩავა „ბათუმელებთან“ ამბობს, სენატმა მიიღო ოფიციალური განცხადება, რომლითაც უარყოფითად შეაფასა გადაწყვეტილება ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ და მოითხოვა ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის შეწყვეტა. მომხრე – ყველა, მოწინააღმდეგე – 0, თავი შეიკავა – …

როგორ შეეხება ევროპაში მყოფ ქართველებს, მათ შორის პაციენტებს, „ოცნების“ ახალი კანონი – ინტერვიუ

„თუკი საჯაროდ გამოხატული რაიმე პოზიცია არ იქნება მისაღები ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თვალსაზრისით, არაფერი არ უშლის ხელს ამ კანონის მიხედვით „ქართული ოცნების“ რეჟიმს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დაფინანსებისთვის მიღებული უცხოური თანხების შემთხვევაშიც ადამიანს მოსთხოვოს თანხმობის მიღება, ჩათვალოს ეს თანხა გრანტად და მოითხოვოს მთავრობისგან ნებართვის გაცემა,“ – განმარტავს იურისტი ედუარდ მარიკაშვილი. მას „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე ვესაუბრეთ, რომელიც შეიძლება შეეხოს …

„რეფორმა“ ანუ ტოტალური კონტროლი უმაღლეს განათლებაზე

რას ცვლის „ოცნების“ რეფორმა უმაღლეს განათლებაში?  „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტი“ – ამ პრინციპით სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფლება აღარ ექნებათ, განახორციელონ ერთი და იგივე საგანმანათლებლო პროგრამები. ეს ავტომატურად გამოიწვევს ფაკულტეტების შემცირებას და აკადემიური პერსონალის უმუშევრად დარჩენას. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლა ერთი წლით უნდა შემცირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების სისტემაც გამოეთიშება ბოლონიის პროცესს. შესაბამისად, ქართველი …

„ჩვენ არ ვებრძვით ახირებულ მილიარდერს, ვებრძვით რუსეთს და განგაშის დროა“ – რომან გოცირიძე

„დღეს ვართ მდგომარეობაში, როდესაც ცეცხლს დარაჯობ რომ არ ჩაქრეს – თუ ჩაქრა, მერე ძნელია მისი მოპოვება, უნდა დაელოდო, როდის გაავდრდება, ელვა რაღაცას რომ წაეკიდოს“, – ამბობს რომან გოცირიძე. ყოფილ პარლამენტარს რეპრესიულ კანონში „ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებზე, ასევე რეზონანსულ დაკავებებზე ვკითხეთ, რაც ადასტურებს, რომ 13 წელია ქვეყანა კორუფციის ჭაობშია. ბრალდებულია ორი ყოფილი პრემიერი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, …

„ივანიშვილს არ უნდა მიიქციოს ტრამპის ყურადღება“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან 

„ოცნება“ ფიქრობს არ დააგდოს ტემპი, რომ მიაღწიონ ავტოკრატიზაციის საბოლოო, ფინალურ ფაზას, თუმცა სიტუაცია არც ისე საიმედოა, როგორც ჩანს, საზოგადოება არ იღებს ამას. ყველაზე დიდი პრობლემა „ოცნებისთვის“ სწორედ ეს არის: ვერაფრით ვერ მოახერხეს გადატეხონ საზოგადოებრივი წინააღმდეგობა,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია. მას პირველ რიგში უნივერსიტეტების ერთი ხელის მოსმით გაერთიანების შესახებ ვკითხეთ და საზოგადოების რეაქციაზე, რაც ამ …

„სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ მას დაარტყეს“ – პროფესორი

„სწორედ სტუ-ს და თსუ-ს გაერთიანებამ დაადასტურა, რომ სიჩუმე არაფერს არ შველის. იმიტომ, რომ სტუ იყო ყველაზე მდუმარე უნივერსიტეტი, მაგრამ პირველი მას „დაარტყეს“. სტუ ვერ გადაარჩინა მისმა მორჩილებამ. ხალხს არ აქვს გაცნობიერებული, რომ მორჩილება არ არის გარანტია იმისა, რომ ხვალ იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დარჩები“, – ამბობს თეონა მატარაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის …

Exit mobile version