დღეს ხელისუფლებას მხოლოდ საზოგადოებრივი აზრი აკავებს – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„ომის შიშის გამო მოსახლეობის ნაწილი მზადაა ამ ეტაპზე ხელისუფლების მიმართ ნაკლებად კრიტიკული იყოს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხალხს აქვს მოთმინების ფიალა,“ – ამბობს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელსაც ვესაუბრეთ ხალხის პროტესტზე: როდის შეიძლება მოქალაქეებმა გავლენა იქონიონ პროცესზე, როცა ლიდერები არ არიან, მაგრამ ხელისუფლება აშკარად ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს? „ერთადერთი, რაც დღეს აკავებს ხელისუფლებას, არის საზოგადოებრივი აზრი. …

„მაინც გავშალე“ – პოლიციელების მიერ კარვის დაშლას საია უკანონობად აფასებს

„მაინც გავშალე კარავი“ – ამბობს დავით ბურჭულაძე, რომელსაც გუშინ, 30 ივნისს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, პოლიციელებმა კარავი დაუშალეს. დავითმა ამჯერად კარავი იმ ეზოს შესასვლელთან გაშალა, სადაც თვითონ ცხოვრობს. დავით ბურჭულაძე საპენსიო სესხის 5 პროცენტამდე შემცირებას ითხოვს, ასევე პენსიის 500 ლარამდე გაზრდას და პენსიონერების ჯანდაცვის 100 %-იანი პაკეტით უზრუნველყოფას. მან კარავი მემედ აბაშიძის გამზირზე, ტროტუარზე, 30 …

რატომ არ უხდიან ხელფასს უმაღლეს საბჭოში ოპოზიციას

იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის წევრებისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილება არ შეუწყვეტია, ოპოზიცია ხელფასს ვერ იღებს. ოპოზიციამ უფლებამოსილების შეწყვეტა გასული წლის 21 დეკემბერს ითხოვა, თუმცა 6 დეპუტატის ეს მოთხოვნა ამ დრომდე უმაღლეს საბჭოს არ განუხილავს. გაერთიანებული ოპოზიციიდან დეპუტატის სავარძელი მხოლოდ ირაკლი ჩავლეიშვილმა დაიკავა. აჭარის უმაღლეს საბჭოში განმარტავენ, რომ საგაზაფხულო სესიის დაწყებას ელოდებიან და სესიის პირველივე სხდომაზე …

პროტესტი, რომელიც ჰელიუმის ბუშტების გაშვების შემდეგ მშვიდობიანი ვეღარ არის

“ბუშტების გაშვებაა პროვოკაცია, ბატონო პოლიციელო?”- ჰკითხეს რამდენჯერმე დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დღეს აქ 4 პირი დააკავეს, ერთი ადამიანი დაშავდა. ჰელიუმის ბუშტები გუშინ და დღეს, და საერთოდ, ბათუმის აქციებზე, ერთგვარ სიმბოლოდ იქცა – პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მთავარ საგნად და სასამართლოს მსჯელობის თემად შეძახილთან ერთად “მონებო”. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი პრაქტიკა …

მიმართვა ტურისტებსა და ბათუმელებს  – “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ბეტონდება”

დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, “ახალგაზრდა მწვანეების” წევრებმა და ბათუმელმა აქტივისტებმა „რივიერა ბათუმის“ მშენებლობა და ბათუმის ჩაბეტონება გააპროტესტეს. აქცია-პერფორმანსის მონაწილეებმა საგანგაშო სირენების ფონზე ქალაქში ჩამოსულ დამსვენებლებს მიმართეს – “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ბეტონდება…” “სანამ თქვენ ისვენებთ, ბათუმი ხდება ბეტონის ქალაქი და მალე აქ შეუძლებელი იქნება ცხოვრება თუ დასვენება”, – ამ სიტყვებით მიმართა “ახალგაზრდა მწვანეების” წევრმა, მარიამ …

მექსიკაში მილიონობით ქალი გაიფიცა ქალებზე ძალადობის გასაპროტესტებლად

მეხიკოში მილიონობით ქალმა მიიღო მონაწილება ერთდღიან გაფიცვაში, რომლითაც მათ გააპროტესტეს გახშირებული ძალადობა გენდერული ნიშნით. პროტესტმა სახელით – „დღე ჩვენ გარეშე” აჩვენა მექსიკელ ხალხს, თუ როგორ გამოიყურება ქვეყანა ქალების გარეშე. ორშაბათს, 9 მარტს, ქალებმა უარი თქვეს სამსახურსა და სასწავლებლებში გამოცხადებაზე. მხოლოდ რამდენიმე ქალს თუ მოკრავდით თვალს საჯარო ტრანსპორტში, კაფეებსა თუ სავაჭრო სივრცეებში. მექსიკაში ყოველდღიურად დაახლოებით 10 …

“არა ქიმიურ ტერმინალს” – საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან კარვებით

დღეს, 1-ელ სექტემბერს, ბათუმის პორტში მშენებარე ტერმინალის წინააღმდეგ აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები “ქიმიური შეტევა ბათუმზე” და “მწვანე მომავალი საქართველოსთვის” წევრები იყვნენ. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის წინ კარავი გაშალეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „მწვანე მომავალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი, ზაალ ლუხუტაშვილი ამბობს, რომ კარავი მთავრობის სახლის წინ ორ დღეს იქნება, შემდეგ კი პორტთან გადაინაცვლებენ და იქ …

ბათუმის ციხეში სამმა პატიმარმა ხელებში მავთული გაიყარა და ერთმანეთს გადაება – ადვოკატი

„ისინი ითხოვენ წყალს, ვენტილაციას, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, წამლებს… ისინი აპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტული თანამშრომლების უხეშ მოქცევას, რის გამოც იქმნება კონფლიქტი და შემდეგ პატიმრები ე.წ. დეესკალაციის ოთახში განმარტოებით გადაჰყავთ,“ – ამბობს ადვოკატი თეონა ნიკოლაიშვილი. მისი აღწერით, ბათუმის ციხის ერთ საკანში მყოფი სამი პატიმარი ერთმანეთს მავთულით 30 მარტს გადაება. მავთული პატიმრებმა ხელებში გაიყარეს. „ერთ-ერთმა პატიმარმა მავთული ყელშიც …

ჩემი წილი პროტესტი რუსეთს

წლების განმავლობაში რუსულ ოკუპაციას საქართველოში სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ –  მასიური გამოსვლები, ცოცხალი ჯაჭვი, შეკრებები საოკუპაციო ხაზთან… ასევე, არიან ადამიანები, რომლებმაც ეს პროტესტი ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოიტანეს – რატომ და რა ფორმით, ამის შესახებ თავად გვიამბობენ. 26 წლის თამარ მჟავანაძე ბათუმში ცხოვრობს, მამა ქართველი ჰყავს, დედა – უკრაინელი.  თამუნა ამბობს, რომ რუსეთის აგრესია მისი მშობლების ორივე ქვეყანას მწვავედ შეეხო. …

ბათუმის პორტში მოშიმშილე ორი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბათუმის პორტში ორი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ერთ-ერთი მათგანი მაღალი არტერიული წნევის გამო გადაიყვანეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მეორე მოშიმშილეს გადაყვანის მიზეზი გულის არეში ტკივილები გახდა. ბათუმის პორტის თანამშრომლებმა დირექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქცია, ოთხი დღის წინ დაიწყეს. ისინი პორტში დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებენ. …

“1209” – აუდიტორია 115 საპროტესტო აქციას ბათუმშიც გამართავს

14 თებერვალს, 19:00 საათზე, ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან, “აუდიტორია 115” საპროტესტო აქციას გამართავს. სტუდენტები და ყველა ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფო შრომის უსაფრთხოებას არასათანადოდ იცავს, მთავრობის უმოქმედობას გააპროტესტებენ. “2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნესელიტის ინტერესებზე მორგებულ …

საპროტესტო აქცია ყოფილი 25-ე ბატალიონის ტეროტორიაზე

საპროტესტო აქცია გამართეს დღეს ყოფილი 25-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა. ეს ტერიტორია ათეულობით ოჯახს თვითნებურად აქვთ დაკავებული. აქციის მონაწილეების თქმით, ორი დღის წინ შევიდა ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა და დაიწყო არსებული ელექტროგადამცემი ხაზებისა და ანძების დემონტაჟი. „აღნიშნულმა ფაქტმა ჩვენ ეჭვი გაგვიჩინა, რომ ქოხებსაც დაგვინგრევდნენ,” – გვითხრა აქციის მონაწილე მარინა ბერიძემ. კომპანია “საქრუსენერგოს” დასავლეთ საქართველოს მენეჯერის, ანდრო ცხადაძის განმარტებით, …

ბათუმელი სტუდენტის ფოტოპროექტი ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ

სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ბათუმელი სტუდენტი, ედო მჟავანაძე ფოტოპროექტით ეხმაურება 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტს. „არა ინდივიდუალურად, რომელიმე პოლიციელი არამედ თავად ეს სისტემაა დამნაშავე, ამ და სხვა უამრევი ადამიანის ცხოვრების დანგრევაში. მე არც ვეწევი, არც ვსვამ, მაგრამ მშვენივრად მესმის, რომ ქართული ნარკოპოლიტიკა არაადექვატურად მკაცრია. დღეს უკვე ყველამ ვიცით რომ მარიხუანას მომხამრებლისა თუ გარშემომყოფთათვის ბევრად ნაკლები …

სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში 4 პატიმარი შიმშილობას აცხადებს

როგორც სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების ოთხი პატიმარი [ბ. ბერიძე, ჯ. ქავთარაძე, კ. მეცხვარიშვილი და ი. ქოქოლაძე] იტყობინება, მათ 29 ივნისს შიმშილობა გამოაცხადეს. პატიმრები ამის მიზეზად,  N3 დაწესებულების მთავარი ექიმის მხრიდან გულგრილობას ასახელებენ. ომბუდსმენის აპარატის რეგიონული სამმართველოს უფროსი თემურ ქორიძე ამბობს, რომ პირველ ივლისს მათი წარმომადგენელი ნამდვილად შეხვდა სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების ოთხ პატიმარს, რომლებიც  ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებს აპროტესტებენ. ამავდროულად სასჯელაღსრულების N3 დაწესებულებაში – პატიმრების …

ბსუ-ს სტუდენტები სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგ

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში 2011-12 წლიდან დღემდე მუშაობენ სტუდენტები – უჩა აბრამიშვილი და მინური პაქსაძე. სხვადასხვა დროს ორივე იყო თვითმმართველობის პრეზიდენტი. მინური პაქსაძე ამჟამად ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი ვიცე-პრეზიდენტია, ხოლო უჩა აბრამიშვილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თავმჯდომარე. სტუდენტთა ერთი ჯგუფი მათ თანამდებობის პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ გამოყენებას ედავება. 21 მარტი, 16:00 საათი. უნივერსიტეტის …

Exit mobile version