„ეს მილიცია უფროა, მგონი, ვიდრე პოლიცია, მედავებიან ფეისბუქში პოსტის დადებას… მგონია, რომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობ და ყველას გვაქვს პოსტის გამოქვეყნების უფლება,“ – ამბობს ბათუმელი ხვიჩა შაქარიშვილი. ის მართლაც ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტისთვის დააკავეს და 48 საათი წინასწარი დაკავების იზოლატორში გააჩერეს. სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა. შესაბამისად, მოქალაქე ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელის. ხვიჩა შაქარიშვილი კონკრეტულ პოლიციელებსაც ასახელებს, …
Tag Archives: პოლიცია
„ბიძინას შეგინებისთვის პოლიციელმა პლასტმასის ბოთლი თავში მირტყა“ – მოქალაქე
„ბიძინას შეგინებისთვის პოლიციელებმა პლასტმასის ბოთლი თავში მირტყეს“, – ამბობს ბათუმელი ლადო ჩიბურდანიძე. მისი თქმით, წუხელ პოლიციელებმა ბათუმის მე-3 განყოფილებაში მასზე ფიზიკურად იძალადეს, აგინეს და ე.წ. ქურდული ლექსიკით შეურაცხყვეს. ლადო ჩიბურდანიძე სამოქალაქო აქტივისტია – 2022 წლის აპრილში მან მეგობრებთან ერთად ბათუმში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალურად ჩაწერა ხმა და ბულვარსა და ქუჩებში მოსეირნე რუსეთის მოქალაქეებს ასმენინებენ. „პუტინ …
Continue reading “„ბიძინას შეგინებისთვის პოლიციელმა პლასტმასის ბოთლი თავში მირტყა“ – მოქალაქე”
ბათუმში პოლიციამ აქციაზე კარვები დაშალა, დააკავეს 10-მდე პირი
ბათუმის საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა კარვები დაშალეს, დააკავეს 10-მდე აქციის მონაწილე, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის საკრებულოს წევრები ოპოზიციიდან. “ჩვენ განვმარტეთ, რომ აღარ იყო აქციაზე ის რაოდენობა, ქუჩა გადაკეტილი ყოფილიყო ისევ,”- უპასუხეს პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ენმ-დან ელგუჯა ბაგრატიონს, რომელიც ადგილზე რჩება. აჭარის მთავრობის სახლის წინ პოლიციელებმა 6 მაისის საღამოს 10-მდე კარავი დაშალეს. …
Continue reading “ბათუმში პოლიციამ აქციაზე კარვები დაშალა, დააკავეს 10-მდე პირი”
გვაქვს უფლება პოლიციელს ვიდეო გადავუღოთ, როცა ის ცუდად გვექცევა?
როცა მოქალაქეები პოლიციელებს ღირსებისშემლახველ მოპყრობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ, მტკიცებულებების გარეშე საქმის გამოძიება ძალიან ჭირს. ხშირ შემთხვევაში დაზარალებულებს დაზიანებები საერთოდ არ ეტყობათ და მხოლოდ სიტყვებით უწევთ სიმართლის მტკიცება. “მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ”, – ჰყვება ბათუმის მე-6 განყოფილების თანამშრომლებზე ერთ-ერთი დაზარალებული. ვიდეო ამ ვითარებას რადიკალურად ცვლის. ამის ნათელი მაგალითი სულ ახლახან, თბილისის …
Continue reading “გვაქვს უფლება პოლიციელს ვიდეო გადავუღოთ, როცა ის ცუდად გვექცევა?”
„ბიჭი ვერც კი მიხვდა, რატომ სცემეს“ – როცა პოლიციელი მსხვერპლად შშმ პირს ირჩევს
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით ის პოლიციელი დააკავეს, რომელმაც თბილისის მეტროსადგურში შშმ პირს ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებულ კადრებში პოლიციელს ეუბნებიან, რომ პირი, რომელსაც ის სცემს, სმენისარმქონეა და ლაპარაკი არ შეუძლია, თუმცა პოლიციელი არ ჩერდება. რა ევალება პოლიციელს შშმ პირებთან კომუნიკაციისას და როგორი უნდა იყოს პოლიციელთა გადამზადების პროტოკოლი? ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტ …
Continue reading “„ბიჭი ვერც კი მიხვდა, რატომ სცემეს“ – როცა პოლიციელი მსხვერპლად შშმ პირს ირჩევს”
„არა მილიციას“ – ბათუმში მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ აქცია გამართეს
„არა მილიციას“ – ამ მოწოდებით საპროტესტო აქცია დღეს, 25 იანვარს, თბილისის პარალელურად ბათუმშიც გაიმართა. აქციაზე პოლიციელების მხრიდან თბილისის მეტროში შშმ ბიჭზე ძალადობა გააპროტესტეს და ის, რომ უმეტეს შემთხვევაში სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოუძიებელი რჩება. თბილისის მეტროში პოლიციელების მხრიდან შშმ მოზარდზე ჩადენილი სავარაუდო ძალადობის შემთხვევაზე დღეს 2 პოლიციელი დააკავეს. „ძალიან ვწუხვარ ამ ფაქტის გამო. ვაპროტესტებ პოლიციელების …
Continue reading “„არა მილიციას“ – ბათუმში მოძალადე პოლიციელების წინააღმდეგ აქცია გამართეს”
„აქ ხალხს სცემენ“ – აქცია ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებასთან
„აქ ხალხს სცემენ“, `არა პოლიციურ რეჟიმს“, „აქ არიან ჯალათები“ – ამ და სხვა ტრანსპარანტებით დღეს, 22 დეკემბერს, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებასთან საპროტესტო აქცია „ლელოს“ წევრებმა გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ რეაგირებას პოლიციის შენობაში პოლიციელთა მიერ სავარაუდო ძალადობის შემთხვევებზე, რაზეც მოქალაქეები ჰყვებიან. 2 დღის წინ, 20 დეკემბერს, ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების პოლიციელები ფიზიკურ ძალადობაში ჟურნალისტებმა – გიორგი …
Continue reading “„აქ ხალხს სცემენ“ – აქცია ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებასთან”
რატომ არ სრულდება ბათუმის მე-6 განყოფილებაში მოქალაქეების ცემაზე დაწყებული გამოძიება
„გამოძიება ყოველთვის იწყება მსგავს შემთხვევებში, მაგრამ არანაირი შედეგი არ დგება, პასუხისმგებლობის დაკისრება არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო გარკვეულწილად ახალისებს მსგავს საქციელს პოლიციელების მხრიდან,“ – ასეთია საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, პაატა დიასამიძის შეფასება შემთხვევებზე, როცა პოლიციელების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე გამოძიება მხოლოდ იწყება და აღარ სრულდება. გუშინ, 20 დეკემბერს, უკვე მესამე გამოძიება დაიწყო ბათუმის …
პოლიციის განყოფილების უფროსი დამემუქრა, როცა ჩემი საქმე ვიკითხე – მოქალაქე
„ბათუმის პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსმა, ვახტანგ თურმანიძემ პოლიციის განყოფილებაში, პოლიციელების თვალწინ მაგინა, უკანონოდ დაკავებას მიპირებდა და ირიბად სიცოცხლის მოსპობით დამემუქრა,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ალექსანდრე მეკეიძე, რომელსაც ადვოკატად მუშაობის გამოცდილება აქვს. მოქალაქის თქმით, პოლიციის განყოფილების უფროსს 19 ნოემბერს შეხვდა და იმ საქმის გამოძიების შედეგით დაინტერესდა, სადაც თვითონ დაზარალებულია. ალექსანდრე მეკეიძე ამბობს, რომ პასუხის მიღების ნაცვლად, …
Continue reading “პოლიციის განყოფილების უფროსი დამემუქრა, როცა ჩემი საქმე ვიკითხე – მოქალაქე”
ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და ქობულეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ, შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული ლ.ბ. თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრაუნინგის მოდელის …
Continue reading “ქობულეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – შსს”
რამდენიმე ათას პოლიციელს თანამედროვე პისტოლეტი გადაეცა – შსს
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელების მასშტაბური გადაიარაღება დაიწყო. „რამდენიმე ათას პოლიციელს გლოკის სისტემის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტები გადაეცემა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემის პირველი ეტაპი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე გაიმართა“, – აცხადებს შსს. შს სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების შემდეგ, აღნიშნული ტიპის იარაღით საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებიც აღიჭურვებიან. „ბოლო წლების …
Continue reading “რამდენიმე ათას პოლიციელს თანამედროვე პისტოლეტი გადაეცა – შსს”
„ჩემი მიწის ნაკვეთიდან ხრეში მოიპარეს“ – ქურდობა ჭოროხის სანაპიროზე
„ჩემი საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ღამით მოიპარეს ხრეში, დაახლოებით 30 ათასი კუბური მეტრია წაღებული ჩემი დათვლით, გამოძიება კი არაფერს აკეთებს“, – ამბობს შალვა აბესლამიძე, რომელიც ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ცხოვრობს. შალვა აბესლამიძის ოჯახს სახლიდან მოშორებით, ჭოროხის სანაპიროსთან, მიწის ნაკვეთი აქვს, რომელიც მესაკუთრეს 10 ოქტომბერს გადათხრილი დახვდა. „1500-1800 რეისი მაინც არის გაკეთებული ჩემი გათვლებით,“ – ამბობს შალვა აბესლამიძე. …
Continue reading “„ჩემი მიწის ნაკვეთიდან ხრეში მოიპარეს“ – ქურდობა ჭოროხის სანაპიროზე”
ვინ გამოიძიებს საქმეს, როცა სავარაუდო დამნაშავე პოლიციელია – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება
პოლიციის ის განყოფილება, სადაც დასაქმებულ პოლიციელს ედავებიან დანაშაულის ჩადენას, ვეღარ გამოიძიებს ამ საქმეს. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 23 სექტემბერს, მიიღო. მოსარჩელე გიორგი ცერცვაძეა, რომელიც ამბობდა, რომ პოლიციელებმა დაკავების დროს მასზე ფიზიკურად იძალეს. მოქალაქემ პოლიციელებს უჩივლა, თუმცა საქმე პროკურატურის დავალებით იგივე საგამოძიებო ორგანომ გამოიძია, სადაც ცერცვაძის მხრიდან დადანაშაულებული პოლიციელები მუშაობდნენ. გიორგი ცერცვაძე გორში დააკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობისა …
ქორწილში გამოძახებული პატრული, ანუ რატომ არ აჯარიმებს პოლიცია ორგანიზატორს
ქორწილების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების მოწყობა კანონით აკრძალულია, თუმცა პოლიცია ამ დარღვევაზე არ რეაგირებს. სარიტუალო დარბაზებში ყოველდღიურად ასობით ადამიანი უპრობლემოდ ესწრება ქორწილს, პარალელურად კი, კოვიდის გავრცელების მაჩვენებელი კატასტროფულად იზრდება – დღეს, მაგალითად, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების დინამიკით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. სარიტუალო დარბაზების მესაკუთრეები მედიასთან არც მალავენ, რომ ქორწილები შეუზღუდავად იმართება. დააჯარიმა თუ არა …
Continue reading “ქორწილში გამოძახებული პატრული, ანუ რატომ არ აჯარიმებს პოლიცია ორგანიზატორს”
„ჩართე სამხრე კამერა“ – რა უნდა უთხრა პოლიციელს, როცა ის გაკავებს
„არ მუშაობს, დამავიწყდა ჩართვა, ელემენტი დაჯდა…“ – ადვოკატი დავით ჯაფარიძე პოლიციელების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებულ არგუმენტებს იხსენებს სასამართლო პროცესებიდან, როცა სამხრე კამერების ჩანაწერები პოლიციას არ წარმოუდგენია. ადვოკატებს მრავალწლიანი პრაქტიკიდან იშვიათად ახსენდებათ საქმე, როცა პოლიციელს სამხრე კამერის ჩანაწერი ჰქონდა, როგორც უტყუარი მტკიცებულება. პოლიციელები არც საპროტესტო აქციების დროს რთავენ კამერებს, როცა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. მაგალითად, ბათუმის …
Continue reading “„ჩართე სამხრე კამერა“ – რა უნდა უთხრა პოლიციელს, როცა ის გაკავებს”
„3 მაღაზია დამიწვეს“ – ბიზნესმენი ამბობს, რომ „ოცნების“ სახელით ბიზნესის დათმობას აიძულებენ
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, მაღაზიათა ქსელ „ფარფურის“ ერთ-ერთი ობიექტის დაწვა დღეს სცადეს. მფლობელი ამბობს, რომ ეს ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა ამ ქსელზე თავდასხმის. „ბათუმელები“ მაღაზიათა მფლობელს, თამარ კახიძეს ესაუბრა. ქალის თქმით, მას აშანტაჟებენ და აიძულებენ, რომ ბიზნესი დათმოს. მაღაზიის მფლობელი ქალი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლას ბიზნესმენი მურმან ჯინჭარაძე, ყოფილი პოლიციელის, გოჩა ბარამიძის დახმარებით …
ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
დღეს დილით ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს – ინფორმაცია შს სამინისტროში დაადასტურეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. სხვა დეტალების შესახებ შს სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებს. გარდაცვლილია სავარაუდოდ ცოლ-ქმარი. კაცის ცხედარი იპოვეს ქუჩაში, ქალის – სახლში. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, 115-ე მუხლი: „თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით …
Continue reading “ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს”
16 წლის ბათუმელი ბიჭი: პოლიციელმა გაგვიტაცა და იარაღით დაგვემუქრა მუხლებს დაგიხვრეტთო
„პოლიციამ იძულებით ჩაგვსვა მანქანაში, გვემუქრებოდა, 20 ტყვია მაქვს და მუხლებს დაგიხვრეტთო. ბოლოს ჭოროხის პირას დაგვყარა“, – ამბობს ბათუმში მცხოვრები 16 წლის მოზარდი. მისი თქმით, მას და კიდევ ორ არასრულწლოვანს პოლიციელი გუშინ, 10 მაისს, ღამით პოლიციის მანქანაში ემუქრებოდა. 16 წლის დათოს [სახელი შეცვლილია] თქმით, ის და მისი ორი მეგობარი დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე ბათუმში, ინასარიძის ქუჩიდან …
„ისევ გავიქცევი“ – რას ჰყვება კაცი, რომელსაც ქუჩაში პოლიციელი გაეკიდა
„როგორც ვიცი, უფორმოდ პოლიციელებს ჩემთან მოსვლის უფლება არ აქვთ და ფორმით როცა დავინახავ, ისევ გავიქცევი,“ – გვითხრა ლაშა ხიმშიაშვილმა. ეს ის მოქალაქეა, რომელსაც ორი დღის წინ ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე პირბადის გამო პოლიციელი გაეკიდა. სანამ პოლიციელი გაეკიდებოდა, ლაშა ხიმშიაშვილმა მას უთხრა, რომ თავადაც არასწორად უკეთია პირბადე. პოლიციელს მართლა არ ჰქონდა პირბადით ცხვირი დაფარული. ვიდეო, რომელზეც ლაშა …
Continue reading “„ისევ გავიქცევი“ – რას ჰყვება კაცი, რომელსაც ქუჩაში პოლიციელი გაეკიდა”
„ჩემი პრობაციონერი შვილი სხვისი დანის გამო დააკავეს“ – აქცია ბათუმში პოლიციასთან
ბათუმში, პოლიციის მეორე განყოფილების წინ საპროტესტო აქცია იმართება. აქციას ამირან აშბას ახლობლები მართავენ. აშბა პოლიციას გამოკითხვაზე ჰყავს. ამირან აშბას ახლობლების ინფორმაციით, პოლიცია მას მანქანაში დანის ქონას ედავება. ასევე, ახლობლები ამბობენ, რომ აშბა პრობაციონერია, ციხიდან პირობითი მსჯავრით სამი თვის წინ გამოვიდა და ამის გამო განსაკუთრებით ფრთხილობდა, რადგან პოლიციასთან დამატებითი პრობლემების შექმნა აღარ უნდოდა. „არასრულწლოვანი იყო ჩემი …
Continue reading “„ჩემი პრობაციონერი შვილი სხვისი დანის გამო დააკავეს“ – აქცია ბათუმში პოლიციასთან”
ბათუმელი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო – „სირცხვილიას“ წევრების დაკავების საქმე
ბათუმში მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 3 აპრილის ღამეს პოლიციელების შესვლის და აქტივისტების დაკავების საქმეზე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, „დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წლის 3 აპრილს ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან, საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე …
დარღვევის ფაქტი არ არსებობს – სასამართლო საკრებულოში დაკავებული პირის საქმეზე
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა ალბერტ არაქელოვის [Dj ბაბა] საქმეზე. გადაწყვეტილება დღეს, 30 მარტს, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მიიღო. მუსიკოსი ალბერტ არაქელოვი ბათუმის საკრებულოს შესასვლელთან პოლიციელებმა დააკავეს, როცა ის სხვა მოქალაქეებთან ერთად ბათუმის საკრებულოს ღია სხდომაზე დასწრებას ითხოვდა. საკრებულო ბათუმის ძველ ბულვარში პლაჟის ნაწილის სასტუმრო „ლე მერიდიანისთვის“ იჯარით გადაცემის საკითხს განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ განხილვა გადაიდო …
Continue reading “დარღვევის ფაქტი არ არსებობს – სასამართლო საკრებულოში დაკავებული პირის საქმეზე”
რა ხდება შარაბიძეებში, სადაც პოლიციაა მობილიზებული
შარაბიძეების დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, დიდი ოდენობით პოლიციაა მობილიზებული. „ბათუმელებს“ ადგილზე მოსახლეობა ეუბნება, რომ ეს გუშინ მომხდარი ინციდენტის გაგრძელებაა – გუშინ კი პოლიციას აქ მცხოვრები რევაზ შარაბიძე დაუკავებია. „მოვიდა პოლიცია, გაჩხრიკეს სახლი და სახლის უკანა მხრიდან ერთი პარკით იარაღი ამოიღეს. ოჯახი – ცოლი და შვილები გარეთ გამოყარეს, ჩხრეკას არ დაასწრეს“, – ეს არის აქ მცხოვრებთა …
Continue reading “რა ხდება შარაბიძეებში, სადაც პოლიციაა მობილიზებული”
ბათუმში პოლიციამ დააჯარიმა კოვიდინფიცირებული პირი, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა
ბათუმში 2000 ლარით დააჯარიმეს კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. შსს-ს პრესცენტრის ცნობით, კოვიდინფიცირებული მოქალაქე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. „ტ.ტ.-ს, 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქემ თვითნებურად …
Continue reading “ბათუმში პოლიციამ დააჯარიმა კოვიდინფიცირებული პირი, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა”
ბათუმში მიკროავტობუსი მოიპარეს
ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, დღეს დილით ავტომანქანა მოიპარეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოიპარეს მიკროავტობუსი, რომელიც სამარშრუტო ხაზზე მუშაობდა. მიკროავტობუსი სამართალდამცველებმა ისევ ბათუმში იპოვეს, თუმცა დაკავებული არავინაა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შესაბამისად, რაც ქურდობას გულისხმობს.
15 მუშა, რომლებიც კომპანიას ხელფასს სთხოვენ, გონიოს პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს
15 მუშა, რომლებიც ერთი თვის კუთვნილ ხელფასს ითხოვენ, დღეს, 12 დეკემბერს, მორიგი საპროტესტო აქციის გამართვის დროს, პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა. მუშები კომპანია „ლაბაუ გონიოს“ ჰყავდა დაქირავებული – გონიოში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე. როგორც მუშები ამბობენ, კომპანიას ერთი თვის ხელფასის ანუ 27 ათასი ლარის დავალიანება აქვს. „აქცია გავმართეთ ისევ, რადგან კომპანიის წარმომადგენელი ამ დრომდე არ შეგვეხმიანა და არც …
დააკავეს პირი, რომელმაც პოლიციელებზე ძალადობისკენ მოწოდება გაავრცელა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, დღეს, 2 დეკემბერს, ფოთში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს ასლან ვაშაყმაძე, რომელიც 30 ნოემბერს სოციალურ ქსელში პოლიციელებზე ძალადობისკენ მოუწოდა მოქალაქეებს. ფეისბუქში ძალადობისკენ მოწოდების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების მუხლით [239-ე მუხლის პრიმა ერთი]. „აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის …
Continue reading “დააკავეს პირი, რომელმაც პოლიციელებზე ძალადობისკენ მოწოდება გაავრცელა”
აჭარის პოლიციის უფროსს კორონავირუსი აქვს
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, კოტე ანანიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში მკურნალობს. „მსუბუქი სიმპტომები მაქვს, სერიოზული არაფერი, სიცხე არ მაქვს,“ – უთხრა კოტე ანანიაშვილმა „ბათუმელებს“. კოტე ანანიაშვილი წუხელ გვიან ღამითაც იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან იმართება. ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის შენობასთან რამდენიმე ათეული პოლიციელია მობილიზებული.
კაცს, რომელიც პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებდა, 10 ათას ევროს გადაუხდის საქართველო
„უჩა ილაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება და მას მატერიალური, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 10 ათას ევროს გადაუხდიან,“ – ამბობს ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ [ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“] იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი. იგი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში უჩა ილაშვილის ინტერესებს იცავდა. საქმე 2019 წლის 23 მარტს გურჯაანში მომხდარ შემთხვევას ეხება – მეთევზეებმა და, მათ შორის, უჩა ილაშვილმა …
შურისძიების მოტივით კაცი ბათუმიდან გურიაში გაიტაცეს, დაკავებულია 5 პირი – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შსს-ს აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ხუთი პირი დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება. „1996 წელს დაბადებული ი.ლ., 2001 წელს დაბადებული ლ.ლ., 1996 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული მ.ბ და 1992 წელს დაბადებული ი.დ. მოსამართლის განჩინების …
Continue reading “შურისძიების მოტივით კაცი ბათუმიდან გურიაში გაიტაცეს, დაკავებულია 5 პირი – შსს”
კაცი თავისი შვილის სახელით FB-ზე დარეგისტრირდა და 12 წლის გოგოს გარყვნილი შინაარსის ტექსტებს სწერდა -შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. მას ბრალად ედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედება. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ბ. მისი შვილის სახელით დარეგისტრირებული სოციალური ქსელების – …
მახინჯაურში გამოძალვის ფაქტზე პოლიციელი დააკავეს – შსს
ბათუმში პოლიციელი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი – მ.დ. გამოძალვის ფაქტზე დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს.
პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის საქმე – „ისინი არც კი გამოკითხეს“
„…არ გამოუკითხავთ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლები, ანუ პოლიციის მუშაკები, რომლებმაც ლაშა მ. სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე, რომელიც კომენდანტის საათის დროს ნაცემი მოქალაქის ინტერესებს იცავს. ამ შემთხვევიდან დაახლოებით თვე-ნახევარი გავიდა, თუმცა საქმეზე, სადაც პოლიციელების სავარაუდო პასუხისმგებლობა შესაძლოა დამდგარიყო, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს პოლიციელები არც კი გამოუკითხავს, ინსპექტორი …
Continue reading ” პოლიციელების მიერ ნაცემი კაცის საქმე – „ისინი არც კი გამოკითხეს“”
კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 59 მოქალაქე დააჯარიმეს
კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 10 აპრილს საღამოს 9 საათიდან დღეს დილის 6-მდე კიდევ 59 მოქალაქე დააჯარიმეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის შზღუდვების დარღვევის 139 ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 55 მოქალაქე დააჯარიმეს. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული …
Continue reading “კომენდანტის საათის დარღვევისთვის კიდევ 59 მოქალაქე დააჯარიმეს”
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, ასევე, შენახვისა და ტარების გამო პოლიციელებმა ბათუმში 1995 წელს დაბადებული ნ.მ დააკავეს. იგი წარსულში ნასამართლევია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, “ GOLD STAR -2002” – ის მოდელის პისტოლეტი და 10 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით …
Continue reading “ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს”
„აჭარის ტელევიზიის საქმეზე“ პოლიციაში ნათია ზოიძე გამოკითხეს
„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის გამოკითხვა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. ნათია ზოიძე გიორგი კოხრეიძის არჩევამდე დირექტორის მოვალეობას ასრულებდა და აცხადებს, რომ ახალი დირექტორი მას დევნის. გამოძიების დაწყების მოთხოვნით ნათია ზოიძემ პროკურატურას 14 დეკემბერს მიმართა. მის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე, რომელიც დღეს, 23 დეკემბერს, ნათია ზოიძის …
Continue reading “„აჭარის ტელევიზიის საქმეზე“ პოლიციაში ნათია ზოიძე გამოკითხეს”