Batumelebi | ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

დღეს დილით ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს – ინფორმაცია შს სამინისტროში დაადასტურეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. სხვა დეტალების შესახებ შს სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებს.

გარდაცვლილია სავარაუდოდ ცოლ-ქმარი. კაცის ცხედარი იპოვეს ქუჩაში, ქალის – სახლში.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, 115-ე მუხლი: „თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) გენდერის ნიშნით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.