გენო გელაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ორი კვირის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერდა: „აჭარაში საპატრულო პოლიციაში დასაქმებული ადგილობრივები ხელმძღვანელების მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე, მათი უფლებების მიზანმიმართულ შეზღუდვებზე საუბრობენ…“ რა ინფორმაცია ჰქონდა მაშინ გენო გელაძეს, გამოეხმაურა თუ არა სამთავრობო უწყებები მის პოსტს და რა დაინახა გუშინდელ საპროტესტო აქციაში – „ბათუმელები“ გენო გელაძეს ესაუბრა: რა ინფორმაცია …
Tag Archives: პოლიცია
ბათუმი-პლაზასთან პოლიციამ ორი პირი დააკავა
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე „ბათუმი პლაზასთან“ პოლიციამ ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ ისინი მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რაც მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირმა გააპროტესტეს: „წინაააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და ხელი შეუშალეს მოვალეობის შესრულებაში“. საქმე აღძრულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ასევე, ისჯება …
Continue reading “ბათუმი-პლაზასთან პოლიციამ ორი პირი დააკავა”
პოლიციელის როლი ოჯახში ძალადობის დროს – საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს განხილვას
საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო მოქალაქე ს.გ.-ს სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ. მოქალაქე ასაჩივრებს წესს, რომელიც პოლიციელს ანიჭებს შესაძლებლობას, ოჯახში ძალადობის დროს, საკუთარი შეხედულების მიხედვით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, ან უარი თქვას მის გამოცემაზე. ს.გ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. თუკი მისი სარჩელი დაკმაყოფილდება, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხი მკაფიოდ განისაზღვრება და იგი აღარ იქნება დამოკიდებული პოლიციის ცალკეული თანამშრომლის კეთილსინდისიერებაზე. მოსარჩელე …
Continue reading “პოლიციელის როლი ოჯახში ძალადობის დროს – საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს განხილვას”
პოლიციელს ზედაპირული დათვალიერებისთვის „ლეგიტიმური მიზანი“ უნდა ჰქონდეს
„კონსტიტუციური ნორმებით განმტკიცებული ადამიანის ძირითად უფლებებში ჩარევისათვის აუცილებელია არსებობდეს აუცილებელი წინაპირობა, ლეგიტიმური მიზანი, ხოლო უფლების დაცულ სფეროში ჩარევას უნდა ჰქონდეს დასაშვები, შესაბამისი და პროპორციული ხასიათი“, – ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია. სასამართლომ სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო შეწყვიტა საქმის განხილვა მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილის მიმართ, რომელსაც გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩიულებლობას ედავებოდა. ირაკლი კიკილაშვილი მიმდინარე წლის …
Continue reading “პოლიციელს ზედაპირული დათვალიერებისთვის „ლეგიტიმური მიზანი“ უნდა ჰქონდეს”
დაკავება ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ
ორმხრივი სროლის შემდეგ ქობულეთში, ალამბარი-აჭყვისთავის შიდა სასოფლო გზაზე ხვიჩა თ. დააკავეს. შემთხვევა 13 ნოემბრის ღამეს მოხდა. ადგილობრივების თქმით, პოლიციელებს ცეცხლი ბრალდებულმა გაუხსნა, რასაც პოლიციელთა მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. “როგორც ვიცი, ნარკოტიკებს და იარაღის შენახვას ედავებოდნენ. იმალებოდა ბიძაშვილთან. მანამდე რამდენიმე დღით ადრეც სცადეს დაკავება, მაშინაც სროლა იყო, მაგრამ მოახერხა დამალვა… ბოლოს გზაზე დახვდნენ და დააკავეს. სოფელ …
Continue reading “დაკავება ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ”
ბათუმში, დილის 4 საათისთვის, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, 20 ივლისს, დილის 4 საათზე რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ბარში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, სამი დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი კი მსუბუქადაა დაჭრილი. საქმეს პოლიციის ბათუმის საქალაქო განყოფილება იძიებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით; დაკავებული ამ დროისთვის არავინაა და მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის …
Continue reading “ბათუმში, დილის 4 საათისთვის, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს”
დაკავებულია აქციის სამი მონაწილე [ვიდეო]
გონიოელების აქცია მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პლიციელებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა. პოლიციელებთან ერთად არიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულებიც, რომლებიც ჟურნალისტის კითხვაზე ხართ თუ არა პოლიციელი?; ფორმა რატომ არ გაცვიათ?- არ პასუხობენ და კამერებს ერიდებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან ვიდრე პოლიცია დაკავებულებს არ გაათავისუფლებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ …
„სამხრეების შემოხევის“ ტენდენცია, თუ პოლიციის ხელწერა
პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით საქმეების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში იზრდება. ერთ-ერთ საქმეში 3 ბრალდებულს 3 პოლიციელი ედავება. პროკურატურისგან დაზარალებულად მიჩნეულმა პოლიციელებმა: მამუკა დიასამიძემ, იმედა ბერიძემ და ოთარ იშხნელიძემ სასამართლოს უთხრეს, რომ ბრალდებულებმა ისინი სიტყვიერად შეურაცხყვეს და პერანგები შემოახიეს. ამ პოლიციელებთაგან ერთ-ერთი სხვა საქმეშიც იმავეს ყვება. იქაც აქტუალურია პოლიციელისთვის სამხრეებიანი პერანგის შემოხევა. „ცოტა უცნაურია, …
Continue reading “„სამხრეების შემოხევის“ ტენდენცია, თუ პოლიციის ხელწერა”
შსს: ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული გოგიტა შ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 91 შეკვრად დაფასოებული, 20,173 გრ მცენარეული მასა ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება. ასევე ამოღებულია 1 შეკვრად …
მოსამართლემ პოლიციელები ტყუილში გამოიჭირა პოლიციისვე გადაღებული კადრებით
გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გასულ კვირას იმ პირის მიმართ გამოიტანა, ვისაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. სხვებისგან განსხვავებით, შალვა ქორიძე სამწლიან პატიმრობას იმით გადაურჩა, რომ 4 პოლიციელის, მათ შორის ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს, ადვოკატმა სასამართლოს თავად პოლიციის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეოკადრები წარმოუდგინა, სადაც …
Continue reading “მოსამართლემ პოლიციელები ტყუილში გამოიჭირა პოლიციისვე გადაღებული კადრებით”
„ტელეარხ 25“-ში კრიმინალისტები ბომბს ეძებენ
დღეს, 26 თებერვალს, „ტელეარხ 25“-ის შენობასთან კრიმინალისტები არიან. შენობიდან ევაკუირებულნი არიან ტელევიზიის თანამშრომლები. „მოვიდნენ პოლიციიდან და გვითხრეს, რომ დაგვეტოვებინა შენობა, რადგან პოლიციაში ზარი იყო შესული. ამჟამად გარეთ ვდგავართ თანამშრომლები, სხვა არაფერი ვიცით,“ – განაცხადა გია სურმანიძემ, „ტელეარხ 25“-ის დირექტორმა „ბათუმელებთან“. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დღეს, ცოტა ხნის წინ საპატრულოში ნამდვილად შევიდა უცნობი პირისგან ინფორმაცია იმის თაობაზე, …
Continue reading “„ტელეარხ 25“-ში კრიმინალისტები ბომბს ეძებენ”
ციხისძირში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 5 პირი დააკავა: „პარტიზანული მებაღეობის“ სამი წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ დუმბაძე. შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ამ უწყების ინფორმაციით, მხოლოდ 4 პირია დაკავებული, …
Continue reading “ციხისძირში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს”
ბათუმში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაქურდეს
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურთან კრიმინალისტები მუშაობენ. შს სამინსიტროს ცნობით ჯიხური გაქურდეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით [ქურდობა] მიმდინარეობს. შს სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა ოდენობის თანხა მოიპარეს ჯიხურში.
ბრალდებული: პოლიციის განყოფილებაში ელექტროშოკით მცემეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს ბრალდებულების – შ.ზ.-სა და პ.ი.-ს სისხლის სამართლის საქმეს. ბოლო სასამართლო პროცესზე პროკურორმა რომეო ტყაბლაძემ მოწმის სახით გამომძიებლები დაკითხა, რომლებმაც ბრალდებულების საქმეში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, მაგალითად, დაკითხეს დაზარალებულები და ბრალდებულები, ასევე, გაჩხრიკეს და დააკავეს პირები.
ქობულეთში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს
“ბათუმელების” ინფორმაციით, 26 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათზე, ქობულეთში გაზგასამართი სადგური დააყაჩაღეს. “ბათუმელების” ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაიტაცეს სამასი ლარი, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს გაზგასამართი სადგურის თანამშრომლებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სალიბაურში მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო
როგორც “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, გამოძიება დაიწყო სსკ-ს 248-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სანიტარულ-ეპიდემიური წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანთა მასობრივი დაავადება ან მოწამლვა გამოიწვია.
პოლიციის მიერ გამოძახებულია სანიტარული ზედამხედველობის სამსახური რომელიც გამოიკვლევს საკვების ნიმუშებს. უწყების ცნობით, ასევე ამ დროისთვის მიმდინარეობს პედაგოგების და მშობლების გამოკითხვები.
შსს-ს თანამშრომლებს ინტერპოლის მონაცემთა ბაზაზე (SMV) წვდომა მიენიჭათ
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლებს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზაზე (SMV) წვდომა მიენიჭათ
პოლიციელის დღე 6 მაისს აღარ აღინიშნება
მიმდინარე წელს პოლიციელის დღე აღარ აღინიშნება. 1 მაისიდან ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულება, რომლითაც 6 მაისი, როგორც პოლიციელის დღე, გაუქმდება.
როგორ ხვდებიან „ტაკიძის კამერაში“
ბათუმის ქუჩებში, საგანგებო მდგომარეობის დროს, პოლიციელთა რაოდენობამ იმატა. როგორც ამბობენ, ნებისმიერი საგზაო წესის დარღვევა, ხშირად, კამერაში წაყვანით სრულდება. ხალხს რომ უჭირს გასაგებია, მაგრამ ეტყობა მათი გაჭირვება პოლიციის „გაჭირვებასთან“ მოსატანიც არაა. მართალია, მაინცა და მაინც ერთ ტაფაზე იწვისო არ ითქმის, თუმცა, სამართალდამცავებს რომ დღეს რაღაცა მაგრად „ეწვით“, ესეც ფაქტია. მოსახლეობაში კი ცნობილი „ტელმანი“ და მისი „ფილიალები“, …