ბათუმში პოლიციელი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, მახინჯაურის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი – მ.დ. გამოძალვის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით მიმდინარეობს.