ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე მოწმეებს აღარ დაკითხავენ

ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი, ტარიელ რიჟვაძე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო. დღეს, 9 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილს ამ საქმეზე მოწმეებისთვის უნდა მოესმინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 5 მოწმე, ვინც დღეს უნდა დაეკითხათ, დაცვის მხარეს სადავოდ აღარ მიაჩნია. შესაბამისად, მათი დაკითხვა მოსამართლეს აღარ შეუძლია. ბრალდებული ტარიელ რიჟვაძე პოლიციელი იყო, როცა მან, პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთი …

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელების საქმე ბათუმის სასამართლოში – რეპორტაჟი

მოქალაქეების ცემაში ბრალდებული 3 პოლიციელიდან სასამართლო პროცესს მხოლოდ ერთი – მიხეილ ჯინჭარაძე დაესწრო, ისიც დისტანციურად, ირაკლი კაციტაძემ და ბექა კუხალაშვილმა კი, მოსამართლეს აცნობეს, რომ პროცესზე დასწრების სურვილი არ აქვთ. 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მოძალადე პოლიციელების საქმეზე“ არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა. პროცესზე დაცვის მხარემ ისეთი შუამდგომლობა დააყენა, რომ საქმის განხილვა შემდეგ სხდომაზე დასრულდება, თუ მანამდე …

რას მალავს პროკურატურა მოძალადე პოლიციელების საქმეში – პროცესი ხვალ გაიმართება

ხვალ, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სხდომა სამი პოლიციელის საქმეზე, რომლებმაც ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეები სავარაუდოდ აწამეს. პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეო კადრები 2026 წლის 13 ივნისს გასაჯაროვდა „ნოდარ მელაძის შაბათში“. 2022 წელს მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ ამ 3 პოლიციელს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა. მაგრამ გამოძიება დაიწყო არა წამების მუხლით, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებით. „ეს …

მაიზერ ხვარეშია იმერეთის პოლიციის უფროსად დანიშნეს

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მაიზერ ხვარეშია დაინიშნა. მაიზერ ხვარეშიას იმერეთში გადაყვანის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. ის დღეს თანამშრომლებს პირადად წარუდგინა სულხან თამაზაშვილმა. მაიზერ ხვარეშიამ ამ პოსტზე რამაზ თათარაშვილი შეცვალა. რამაზ თათარაშვილი იმერეთის პოლიციის უფროსად გასული წლის ივნისში დანიშნეს. მან ამ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წელი იმუშავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, რამაზ თათარაშვილი შიდა ქართლის პოლიციის …

პოლიციელების ძალადობაზე საახლობლოშიც ბევრი მსმენია – ხალხი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე

რას ამბობენ მოქალაქეები ბათუმის ქუჩებში პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ძალადობის და წამების შემთხვევებზე? – ნახეთ „ბათუმელების“ გამოკითხვა

რატომ ვერ ხედავს პროკურატურა მომხდარში არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს? – საია

„გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა.“ – საქართველოს იურისტთა ასოციაცია [საია] 2026 წლის 13 ივნისს ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გასულ სიუჟეტს ეხმიანება, რომელშიც ჩანს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დაკავებული მოქალაქეებისგან ინფორმაციის მიღების მიზნით ჯგუფურად განხორციელებული წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა. „ასეთი …

შსს „პოლიციელის დღის“ აღსანიშნავად მილიონამდე ლარს უტენდეროდ ხარჯავს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ერთ მილიონამდე ლარს ტენდერის გარეშე ხარჯავს. სამინისტრო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ ხელშეკრულება უკვე დადებულია და ატვირთულია შესყიდვების პორტალზე, თუმცა ხელშეკრულება ამ პორტალზე არ იძებნება. შესაბამისად უცნობია ვის უხდის სამინისტრო ფულს. „გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ“ 987 ათას 715 ლარის ხარჯვის შესათანხმებლად შსს-მ …

„სისხლით დაგიჭერო“ – გორში ნაცემი კაცის დედა პოლიციელების გეგმაზე

„აქეთ ემუქრებოდნენ პოლიციელები, სისხლით დაგიჭერთ, 7-წლიანზე გაუშვით ესენიო,“ – ამბობს ნინო ელიკაშვილი „ბათუმელებთან“. ის გორში, 27 მაისს პოლიციელებისგან ნაცემი ლაშა აბისონაშვილის დედაა. 27 მაისს გორში პოლიციელებმა ჯგუფურად იძალადეს პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილზე. პოლიციელების ჯგუფური ძალადობის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მედიამ, „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა. პაპუნა ლოცულაშვილი კლინიკიდან დღეს, 28 მაისს გაწერეს – მას ნეკნები აქვს გატეხილი …

„მოქალაქეს დღეს პოლიციის უფრო ეშინია, ვიდრე კრიმინალის” – ლონდა თოლორაია

27 მაისს, გორში, პოლიციელებმა ჯგუფურად 28 წლის პაპუნა ლოცულაშვილი სცემეს. ახალგაზრდა კაცი, რომელიც საქართველოს ბანკის თანამშრომელია, შესვენებაზე იყო სამსახურიდან გასული და უკან, ბანკში ფეხით ბრუნდებოდა. ფეხით მიმავალს პოლიციამ მანქანით ავარიული სიტუაცია შეუქმნა – კინაღამ დააჯახა, რასაც შელაპარაკება და კონფლიქტი მოჰყვა, რაც საბოლოოდ ახალგაზრდა კაცზე ფიზიკური ძალადობით დასრულდა – ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს პაპუნა ლოცულაშვილის მეგობარმა, ლაშა …

პოლიციელი, რომელიც მარკეტის დაყაჩაღებაშია ბრალდებული: „დუმილის უფლებას ვიყენებ“

„დუმილის უფლებას ვიყენებ ამ ეტაპზე“, – უპასუხა მოსამართლეს ყაჩაღობაში ბრალდებულმა პოლიციელმა, ტარიელ რიჟვაძემ, როცა მას მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პოზიციის დაფიქსირება სთხოვა ბრალდებასთან დაკავშირებით. დღეს, 15 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „პოლიციელის ყაჩაღობის საქმეზე“ წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ტარიელ რიჟვაძე პოლიციელი იყო, როცა მან, პროკურატურის ვერსიით, ბათუმში, ერთ-ერთი ქსელური მაღაზია 2026 წლის 23 თებერვალს დააყაჩაღა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, …

„პოლიცია 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას არ გვაძლევს“ – მოქალაქეები

„პოლიცია როგორ იქცევით, სირცხილია“, „კობახიძე აქაა?“, „რა მასკარადი მოაწყვეთ აქ“ – თბილისში 9 აპრილის მემორიალთან დაძაბულობაა. აქ მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ პოლიციამ ისინი ტროტუარიდან მიწოლით გადაწია და კორდონი გააკეთა, ახლა ისინი პარლამენტთან იმყოფებიან და მემორიალთან მისვლის საშუალება აღარ აქვთ. პოლიცია მემორიალთან მისულ ჯგუფებს შერჩევით ატარებს, რამდენიმე ჯგუფი უკან დააბრუნეს: „შემდეგ მობრძანდით“. „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის ინფორმაციით მემორიალთან …

ყაჩაღობაში ბრალდებული პოლიციელი ბათუმში სასამართლომ დააპატიმრა

პოლიციელი, რომელსაც ბათუმში მაღაზიის დაყაჩაღებას ედავებიან, სასამართლომ დააპატიმრა. პოლიციელ ტარიელ რიჟვაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა შეუფარდა. სასამართლო სხდომა 2026 წლის 26 თებერვალს გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ერთ-ერთი ქსელური მაღაზია კი, ბათუმში 24 თებერვალს დააყაჩაღეს. დაპატიმრებულ პოლიციელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ყაჩაღობის მუხლით აქვს წარდგენილი, რომლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას …

პოლიციელმა ბათუმში მაღაზია დააყაჩაღა

ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ პოლიციელმა ქსელური მაღაზია დააყაჩაღა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. სავარაუდოდ ყაჩაღობის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე პროკურატურა ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებს. „ბათუმელების“ სატელეფონო ზარი და შეტყობინება უპასუხოდ დატოვეს პროკურატურის პრესცენტრში. შსს-ს პრესცენტრში კი გვითხრეს, რომ შემთხვევას პროკურატურა იძიებს და ინფორმაციას შსს ვერ მოგვაწვდის.  

დააკავეს პოლიციელი, რომელიც 16 წლის ბიჭს მობილურის განბლოკვას აიძულებდა, შეაგინა და დაემუქრა

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ფაქტზე პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელი დააკავა. ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა დღეს, 13 თებერვალს. დაკავებული პოლიციელი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. პროკურატურის ცნობით, ის 16 წლის ბიჭს აიძულებდა მობილურ ტელეფონში ფოტოები ეჩვენებინა. პოლიციელი არასრულწლოვანს აგინებდა და ემუქრებოდა. გამოძიების ვერსიით, „10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, იგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს …

ბათუმის ბულვარში 1 კვირაში უკვე მეორე პოლიციელი დააკავეს – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში დაცვის პოლიციის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. მას გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო 1 კვირაში, როცა ბათუმის ბულვარში დაცვის პოლიციის თანამშრომელს აკავებენ. გამოძიების ვერსიით, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ბათუმის ბულვარში, უკანონო მფარველობას უწევდა მეუღლის მშობლების ბიზნესსაქმიანობას. „გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო …

ბათუმში დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. მას თავისუფლების იძულებით აღკვეთას, მუქარას და თაღლითობას ედავებიან. წითელი ცირკულარით ძებნილი პირი პოლიციელებმა დღეს, 4 თებერვალს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით დაკავებული თურქეთის მოქალაქეა. დაწყებულია საექსტრადაციო პროცედურები.

ბათუმში ბულვარის დაცვის პოლიციელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

ბათუმში, ბულვარის დაცვის პოლიციელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურემ, ბათუმის ბულვარში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღნიშნული პირი ბრალდებულის სახით დააკავეს“ – წერს უწყება. გამოძიება სისხლის სამართლის …

პოლიციის უფროსი, რომელმაც 3 პირს სხვების დახმარებით სცემა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც ბრალდების თანახმად დაცვის პოლიციელებს ჯგუფურად სცემა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 4-ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. გირაოთი გაათავისუფლეს იგივე საქმეზე ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი და ორი სხვა პირიც. ოთხივე პირის მიმართ, რომლებმაც რესტორანში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დაცვის პოლიციელებს სცემეს, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო პროკურატურამ მოითხოვა. „ინფო იმერეთის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფურ …

“დავაკავეთ პირი, რომელიც ბათუმში სუპერმარკეტში შეიჭრა და მოლარეს ფული გასტაცა” – შსს

შსს-ს განცხადებით, ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა. „გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული,  მიმდინარე წლის 14 იანვარს, ბათუმში, სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა. დანის დემონსტრირებით  მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა და  მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზევე შეაჩერა და  ბრალდებულის სახით  დააკავა,“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის …

პოლიციელი, რომელიც ნასვამი იყო და ავარიაში მოყვა, ბათუმში მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

ბათუმში მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა პოლიციელი, რომელიც ნასვამი მართავდა ავტომანქანას, თავისი ბრალეულობით დაეჯახა სხვა ავტომანქანას, ხოლო ავტომანქანაში მყოფმა მგზავრმა მიიღო „სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება“. განაჩენის გამოტანის შემდეგ ამ პოლიციელს არც ერთი დღე არ გაუტარებია ციხეში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა. პოლიციელი მ.თ. მხოლოდ 2024 წლის 6 …

შუახევის პოლიციის უფროსმა მოქალაქეებს ხე-ტყე გამოსძალა, ის დააკავეს – შსს

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შუახევის პოლიციის უფროსი ვახტანგ თურმანიძე და შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი დააკავეს. ორივე მათგანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. „გამოძიებით დადგინდა, რომ შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა 4 პირს მისი კერძო საკუთრებიდან დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობა დააბრალა. მან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, აღნიშნულ პირებს …

ბათუმის პოლიციის განყოფილებაში შეჭრილი 3 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

ბათუმში სამი მოქალაქე პოლიციის პირველ განყოფილებაში შეიჭრა. მათ პოლიციელებს აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა. ინფორმაცია კი ჟურნალისტებისთვის ახლახან გახდა ცნობილი. „ტვ პირველმა“ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა პირმა პოლიციელს ხელიც დაარტყა, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანება მიიღო. თუმცა ის ექსპერტიზაზე არ გადაიყვანეს. „ტვ პირველის“ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, სამ თავდამსხმელთაგან ერთი, ვინც პოლიციელებს აგინა და …

პოლიციის აკადემიას უმაღლეს სასწავლებლად გადააკეთებენ – „ოცნების“ მთავრობის კანონპროექტი

„ოცნების“ პარლამენტში კიდევ ერთი ინიციატივაა დარეგისტრირებული, რომლის მიხედვით, პოლიციის აკადემია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად უნდა გადაკეთდეს. პოლიციის აკადემიას შეეცვლება სახელწოდებაც. სასწავლებელში სტუდენტებს მიიღებენ ერთიანი ეროვნული გამოცდებით. კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება სტუდენტის სოციალური გარანტიები. „მათ შორის, ხაზგასასმელია, რომ პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე სტუდენტს მიენიჭება უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, ხოლო ამავე პროგრამის კურსდამთავრებულს მიენიჭება საშუალო სპეციალური …

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 4 ოქტომბერს საგანგებო განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, …

თუ ბორკილებს დასჯის გამო ადებს პოლიცია დაკავებულს, ეს არაადამიანური მოპყრობაა – ინტერვიუ

„როცა დაკავებული ადამიანი იზოლირებულია და მისი გაქცევის არანაირი საფრთხე არ არსებობს, ამ დროს ხელბორკილების გამოყენება უტოლდება შეურაცხმყოფელ, არაადამიანურ მოპყრობას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იოსებ ედიშერაშვილი. იგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანალიტიკოსია და ბორკილების დადების პრაქტიკაზე ვესაუბრეთ: ხომ არ ჩანს „ოცნების“ პოლიციის განზრახვა, სასტიკად და დამამცირებლად მოექცეს განსაკუთრებით პროევროპულ პროტესტთან დაკავშირებულ ადამიანებს? მაგალითად, რამდენიმე დღის წინ კალაძის ბანერზე …

ძვირადღირებული ქონება, საჩუქრად მიღებული ფული – ვინ არიან პოლიციის შეუცვლელი უფროსები?

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაზე საუბრობენ და ენმ-ს პოლიციურ რეჟიმზე, როცა, მათი მტკიცებით, ადამიანებს სასტიკად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის შსს-ს მაღალჩინოსნები ახლაც შსს-ს მაღალჩინოსნები ხდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო საკადრო ცვლილებებზე 2025 წლის 10 ივნისს ისაუბრა შს ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ, რომელიც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სოდის …

პოლიციელმა 18 წლის ცოლზე იძალადა, სასამართლომ მას გირაო შეუფარდა – პროკურატურა

პოლიციელი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ფაქტს გვიდასტურებს პროკურატურა. მათივე ინფორმაციით, პოლიციელმა 18 წლის მეუღლეზე იძალადა. როგორც პროკურატურაში „ბათუმელებს“ ეუბნებიან, პროკურატურა ითხოვდა ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის პატიმრობას, თუმცა გუშინ, 6 ივლისს აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ მას 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ამბობს, რომ აპირებენ გასაჩივრებას.

„მემუქრებიან“ – მოქალაქე, რომელმაც ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალის ბარი გადაიღო

„მუქარა მივიღე,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ნინო კაჭკაჭიშვილი, რომელიც ძველ ბათუმში ცხოვრობს იმ ბარის ზემოთ, რომლის მფლობელიც მარიამ გერლიანია – ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მეგობარი ქალი. ნინო კაჭკაჭიშვილმა კი, მობილური ტელეფონით გადაიღო პოლიციელები, რომლებიც არ რეაგირებენ ბარიდან გამომავალ ხმაურზე, ღამის ოთხის ნახევარზე. დღეს, 29 ივნისს, „ბათუმელებზე“ ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში, ნინო კაჭკაჭიშვილის თქმით, …

დგებუაძე სასამართლოში პოლიციის ამალით მივიდა – „საპოლიციო რესურსის არამიზნობრივი გამოყენება“

გუშინ, 8 მაისს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. სასამართლოსთან თუ სასამართლოს ფოიეში პოლიციელების განსაკუთრებული სიმრავლე იყო. სასამართლოში იყვნენ პოლიციის მაღალჩინოსნებიც, მათ შორის, ირაკლი დგებუაძის მოადგილეები. „სამსახურებრივ უფლებამოსილებას ვასრულებ“ – ასე გვიპასუხა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილემ, გოჩა ვანაძემ პოლიციელების მობილიზებაზე. მან არ დაგვიკონკრეტა, რატომ ჩათვალეს საჭიროდ პოლიციის მობილიზება. „ბოლო პერიოდში …

ქალი, რომელსაც პოლიციელმა სილა გააწნა: „დგებუაძის ლოყა ფასეულია და ჩემი ლოყა ნაკლებად ფასეული?“  

„მზია ამაღლობელი ციხეშია სისხლის სამართლის წესით და მას  [4-დან 7 წლამდე] პატიმრობა ემუქრება, იმისთვის, რომ ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. მე მაქვს ძალიან მარტივი შეკითხვა – ირაკლი დგებუაძის ლოყა უფრო ფასეულია და ჩემი ლოყა ნაკლებად ფასეული, თუ როგორ არის ეს, როგორ ლაგდება, რატომ გვაქვს ამ საკითხზე არაერთგვაროვანი მიდგომა?“ – გვეკითხება თეონა ჭალიძე. ქალი გვიყვება, რომ მას …

მზია ამაღლობელზე მოძალადე დავით ათაბეგაშვილი ბელარუსში პოლიციის ატაშედ გაამწესეს

დავით ათაბეგაშვილი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე, ბელარუსში პოლიციის ატაშედ დანიშნეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ შსს-ს პრესცენტრში დაუდასტურეს. დავით ათაბეგაშვილი ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და ასევე დაუფარავად აცხადებდა, რომ “ევროპას რუსეთი ურჩევნია”. 2025 წლის 11 იანვრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მზია ამაღლობელისთვის პოლიციის შენობაში 2 საათის განმავლობაში ზურგზე ხელების გაკვრის უკანონო ბრძანება, …

პოლიციელი 24 წლის კაცს ავტომანქანით შეეჯახა, რომელიც კომაშია – ავარია ზუგდიდში

11 მარტის საღამოს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, პოლიციელი 24 წლის კაცს ავტომანქანით დაეჯახა. დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. „ბათუმელები“ დაშავებულის ნათესავს მაია კალანდიას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელი კობა კვინტაძე ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს. „შემთხვევა მოხდა წუხელ, დაახლოებით 19:00 საათზე, სოფლის ცენტრში და როგორც თვითმხილველებმა მითხრეს, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა შსს დარჩელის საუბნო …

ბათუმში პოლიციის განყოფილების წინ კაცი დაჭრეს – შსს-ს ცნობით, დაკავებულია ერთი პირი

9 თებერვალს, ღამით, ტაბიძის ქუჩაზე, პოლიციის განყოფილებასთან ახლოს კაცი დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაჭრა ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა, დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში. შს სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის, 19 – 108-ე და 236-ე მუხლებით – განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო …

ახლა არის დრო, როცა ვამაყობ, რომ ფორმა აღარ მაცვია და სწორ მხარეს ვდგავარ – ყოფილი პოლიციელი

„მრცხვენოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი სამსახურის დატოვებას, რაც მეტხანს მუშაობ, უფრო და უფრო რთულია, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა როცა ყველაფერი სცდება ადამიანობას და მორალს და რაც მთვარია ირღევა ყველა ის კანონი, რაზეც ხელი გაქვს მოწერილი, მანდ უკვე ბევრი ფიქრი აღარ არის საჭირო, რომელ მხარეს უნდა იდგეს ადამიანი“-წერს ნინი გოგინაშვილი, ყოფილი პოლიციელი, რომელმაც სამსახური ქვეყანაში არსებული უსამართლოს …

კობა ხაბაზი გამოკითხვაზე დაიბარეს – მას გზის გადაკეტვას ედავებიან

კობა ხაბაზი სასამართლოშია დაბარებული, მას გზის გადაკეტვას ედავებიან. ამის შესახებ ინფორმაცია კობა ხაბაზმა თავად გაავრცელა. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ჩამაბარეს უწყება. ხვალ, 5 თებერვალს 14.00 საათზე სასამართლოში ვარ დაბარებული. უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვაში მდებენ ბრალს. ისე სხვათა შორის, წარმოვიდგინე მე რომ გზის გადაკეტვისთვის მასამართლებენ, ის მოძალადეები, ლამის სასიკვდილოდ რომ მცემეს, რა დღეში ეყოლებათ, ალბათ საკნებში …

„პოლიციელებს უთხრა არ ვენდობი სისტემასო და დააკავეს“ – რას ედავებიან ქუთაისელ აქტივისტს?

„ვისაც ჰყავს დიდი ტრაქტორები და ტრაილერები უნდა დაგვეხმარონ ავტობანის გადაკეტვაში“- დაუწერია ქუთაისელ აქტივისტს, მირიან ბერულავას ფეისბუქში, ვიდრე მას 1-ელ თებერვალს ადმინისტრაციული წესით დააკავებდნენ. აქტივისტის, მირიან ბერულავას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 თებერვალს გაიმართება. პირველ თებერვალს, როცა პოლიციამ თბილისში აქტივისტების სახლების ჩხრეკა და გამოკითხვისთვის პოლიციაში გადაყვანა დაიწყო, კრიტიკული ფეისბუქპოსტების ავტორი და ქუთაისელი …

Exit mobile version