ბათუმში პოლიციელი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

18 დეკემბერს, საღამოს, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დაჭრილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია და მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული დაჭრილი პოლიციელის მეწყვილემ დააკავა. დაჭრილი პოლიციელი კლინიკაშია …

რა ხდება, როცა პოლიციას ვეღარ ენდობი – მკვლელობა, გაუპატიურება, ძალადობა

„მახრჩობდნენ, ასფალტზე მათრიეს, გამაშიშვლეს – 26 წლის კაცი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს“, – ამ ამბის შესახებ ნეტგაზეთმა დღეს დაწერა. ჩვენ დღეს შს სამინისტროს ვკითხეთ, გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდათ თუ არა უფლებამოსილება პოლიციელებს, ვის შესახებაც 26 წლის კაცმა ისაუბრა. უწყებაში გვითხრეს, რომ თუ გვინდა ამის შესახებ ინფორმაცია გავიგოთ, ოფიციალური წერილი უნდა მივწეროთ. “მახრჩობდნენ, ასფალტზე მათრიეს, გამაშიშვლეს” — 26 …

ბათუმში „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციის 2 მონაწილე პოლიციაში გადაიყვანეს

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან“ მიმდინარე აქციის მონაწილე ორი პირი სამართალდამცველებმა პოლიციაში გადაიყვანეს. „ბათუმელებს“ ამის შესახებ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა უთხრა. ამ დროისთვის უცნობია, დააკავეს თუ არა ეს პირები. ბათუმის „აპოლოში“ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. კინოთეატრში შემსვლელებს აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა და კვერცხები ესროლეს. დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმის „აპოლოში“ და თბილისის …

მეხანძრე-მაშველებსა და პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზრდებათ – ბიუჯეტის პროექტი

საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2020 წლის 1-ელი ივლისიდან მეხანძრე-მაშველებისთვის, პოლიციელებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის ხელფასის გაზრდას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ამ მიზნით ბიუჯეტში 50 მილიონამდე ლარი იქნება გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით, მეხანძრე-მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს ხელფასები, საშუალოდ, 125 ლარით გაეზრდებათ. ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაციით, ხელფასები გაეზრდებათ ჯარისკაცებსაც ეტაპობრივად, მათი წოდებების შესაბამისად. …

პოლიციის პიკაპი არხში ჩავარდა – წვიმა ბათუმში

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩის ჭაობის მონაკვეთში, პოლიციის ავტომანქანა პიკაპი არხში ჩავარდა. ქუჩის ეს ნაწილი დაზიანებულია. დღეს, 26 ოქტომბერს, ღამის საათებში ბათუმში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა. დაიტბორა ზოგიერთი ქუჩა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია წვიმის შედეგად დაზარალებულების შესახებ. ამ დროისთვის [21:30] ბათუმში ისევ წვიმს.  

შსს: 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ სისხლის სამართლის 765 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. სამინისტრო განმარტავს, რომ  ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე, დაახლოებით 9 მილიონი ლარია. შსს-ს ინფორმაციით განადგურელბულია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 5 კილოგრამი და 255 გრამი „კოკაინი“, 1 კილოგრამი და …

პოლიციელებს ხელფასი მინიმუმ 125 ლარით გაეზრდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ხელფასი არანაკლებ 125 ლარით გაეზრდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ცვლილება მომავალი წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, კონკრეტულად ვის რამდენით გაუზრდიან ხელფასს. ცნობილია, რომ ხელფასი ამ უწყებაში შემავალი ყველა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს მოემატებათ.

შსს: ნარკოტიკების შემოტანაზე სამი პირი დააკავეს – ერთ-ერთი პოლიციელს თავს დაესხა

სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე მ.ა. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს პირადი ჩხრეკის დროს 200 გრამი „ჰეროინი“ ამოუღეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 720 გრამი „ჰეროინი“ ამოუღეს პირს, რომელიც „ვალეს“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოდიოდა საქართველოში. „ბუპრენორფინის“ და „კოკაინის“ შემცველი ნარკოტიკები ამოიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა – მათ საქართველოს მოქალაქე ი.მ. ქუთაისის …

აჭარაში 23 წლის ბიჭი დააკავეს, რომელსაც ბრალად ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, 161 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, 161 აბი „სუბოქსინის“ გარდა  ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულის მიერ გასაღების მიზნით ქობულეთის ტერიტორიაზე დადებული 8 აბი ნარკოტიკი. დაკავებულია 1996 წელს დაბადებული ი.ბ. რომელსაც ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო …

„ვახტანგ ბერიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა“ – გამოძიება ხულოს მერის წინააღმდეგ

ხულოში, სოფელ დიაკონიძეებში მცხოვრები მადონა სოლომონიძე პროკურატურისგან პასუხს ითხოვს. საქმე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ბერიძეს ეხება, რომელიც წინა წლებში ხულოს მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსი იყო. მოქალაქე ირწმუნება, რომ 2016 წლის 8 მაისს, ხულოში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავების დროს, ვახტანგ ბერიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. „ეს იყო აქცია არა ჰესების წინააღმდეგ, არამედ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით. ჩემი სახლიც …

მოქალაქემ ჯერ ბიზნესპარტნიორი დაჭრა, შემდეგ კი პოლიციის შენობაში მუცლის არეში ჭრილობა მიიყენა

მოქალაქემ ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილებაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ჭრილობა მუცლის არეში მიიყენა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე მოქალაქემ თავისი ბიზნესპარტნიორი დაჭრა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, 50 წლამდე კაცი კუჭის არეში იყო დაჭრილი და იგი რეფერალურ ჰისპიტალში გადაიყვანეს. სასწრაფო სამსახურის ბრიგადამ კლინიკაში ის კაცი გადაიყვანა, ვინც ცეცხლსასროლი იარაღით თავი დაიჭრა. …

შსს: სარფში გასაყიდად გამზადებული ავტომატი და ვაზნები ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.თ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა რ.თ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ, ავტომანქანის …

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამსახურში მიღების წესი შეცვალა

შს სამინისტროში სამსახურში მიღების წესი შეიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, „სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა პოლიციის აკადემია იქნება“. გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, ინერგება ანაზღაურებადი სტაჟირების მოდელი. „საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია 1200-მდე გამომძიებლის გადამზადება“. 2018 წელს აკადემია პროფესიულ საპოლიციო საგანმანათლებლო დაწესებულებად გარდაიქმნა და „სამინისტროს კვალიფიციური ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფას ემსახურება“. „მხოლოდ გასულ წელს აკადემიაში პროფესიული მომზადება გაიარა 4139-მა პოლიციელმა, …

ბათუმის ცენტრში მანქანა გატეხეს – წაღებულია ფული

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაახლოებით საღამოს ექვს საათზე ბათუმის ცენტრში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანის გვერდითი შუშა ჩაამტვრიეს და ხელჩანთა მოიპარეს. წაღებულია ფული და საბუთები. მესაკუთრის თქმით, სულ ნახევარი საათით გადავიდა მანქანიდან და უკან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მანქანის შუშა ჩამტვრეული იყო. შემთხვევა ხალხმრავალ ადგილას მოხდა. დაზარალებულის თქმით, ადგილზე უკვე მუშაობს პოლიცია. ტერიტორიაზე, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე, არის ვიდეოთვალიც.

რატომ მცირდება საპატრულო პოლიციაში ქალი პოლიციელების რაოდენობა

საპატრულო პოლიციაში ქალი პოლიციელების რაოდენობა შემცირდა. თუკი 2016 წელს საპატრულო პოლიციამ კონკურსის წესით 53 ქალი შეარჩია, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 10-მდე შემცირდა, 2018 წელს კი 21 ქალი გახდა პატრულის თანამშრომელი. სტატისტიკური მონაცემები „ბათუმელებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, წელს, ნოემბრის ჩათვლით, 418 ადამიანი მონაწილეობდა საპატრულო პოლიციის კონკურსში. აქედან 162-მა წარმატებით გაიარა კონკურსი და …

ბათუმში 14 წლის ბიჭი დაჭრეს

დღეს, 17 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათისთვის, ბათუმში მოზარდებს შორის შელაპარაკების შედეგად 14 წლის ბიჭი დაჭრეს.  მოზარდს ოთხი ჭრილობა დანით მიაყენეს. როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, მოზარდი სასწრაფოს მისვლამდე, პოლიციის მანქანით გადაიყვანეს იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. დაზარალებულს ამ წუთებში უკეთდება ოპერაცია. ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება …

დეპუტატი უკან არ იხევს – მის კომპანიაში სასამართლო გადაწყვეტილებას ისევ არ ასრულებენ 

გარდა იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს და მშენებლობას აგრძელებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის, ხვიჩა შარაშიძის კომპანიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი  სამშენებლო მოედანზე ისევ არ შეუშვა. ექსპერტს ხელთ ჰქონდა განჩინება, რომლითაც სასამართლო კომპანიას ავალდებულებს მისთვის მშენებლობაზე შესვლისა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა მიეცათ. სპეციალისტმა უნდა გამოარკვიოს, ნამდვილად აითვისა თუ არა კომპანიამ სამეზობლო სივრცე. ექსპერტიზის დასკვნას …

ბათუმში სამსაათნახევრიანი ჩხრეკა დასრულდა – ეძებდნენ იარაღს, მაგრამ ვერ იპოვეს

დღეს, ბათუმში, დაახლოებით 17:00 საათიდან პოლიციამ ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი კერძო სახლის ჩხრეკის ოპერაცია დაიწყო. „ბათუმელების“ ჟურნალისტის თქმით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ჩხრეკის დაწყებიდან თითქმის ოთხი საათის შემდეგ, გამომძიებელი უკვე ადგენს ოქმს იმის შესახებ, რომ დღეს პოლიციას ამ სახლში იარაღი არ უპოვია. „ბათუმელებს“ ამის შესახებ სახლის მესაკუთრეებმა განუცხადეს. ჩხრეკა დღეს ჯავახიშვილის ქუჩაზე სწორედ იარაღის მოტივით დაიწყო. პოლიციელები …

უკვე ერთი საათია პოლიცია ბათუმში იარაღს ეძებს – დაკავებულია ერთი პირი

ამ წუთებში ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, პოლიციამ ერთი პირი – თენგიზ თ. დააკავა. დაკავების ოპერაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს სიახლოვეს ჩატარდა. ამოღებულია ერთი ერთეული პისტოლეტი. „მე ძმასთან და მის ცოლთან ერთად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი. ხმაური როცა ატყდა, გარეთ გამოვედით. მე მარტო დავრჩი და ვეძებდი ჩემს ძმას. თენგიზი როცა დავინახე, პოლიციას ჰყავდა დაკავებული“, – უთხრა „ბათუმელებს“ დაკავებულის დამ. ქალი …

ძალადობის დროს ქალს და სხვებსაც პოლიციის გამოძახება ჩუმად, SOS ღილაკით შეუძლიათ, 112-ზე დარეკვის გარეშე

იმისთვის, რომ 112-ს ანუ გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდეთ, ტელეფონზე დარეკვა საჭირო აღარ არის. 112-ს მობილური აპლიკაცია აქვს, რაც საშუალებას იძლევა, ყოველგვარი საუბრის გარეშე, SOS ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, პოლიცია გამოიძახოთ. 112-ის მობილური აპლიკაცია ბათუმში ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ერთ-ერთმა დაზარალებულმა გამოიყენა. დაზარალებულის ახლობელი „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ ქალმა პოლიციის გამოძახება ტელეფონზე დალაპარაკების გარეშე შეძლო. „112-ის მობილური აპლიკაცია …

სექსმუშაკი ბათუმიდან: პოლიციის უფროსმა დახმარების ნაცვლად კაბინეტში სექსი შემომთავაზა

“გამარჯობა, მე ნინო ვარ, სექსმუშაკი. თუმცა ჩვენ ადამიანებად არ გვთვლიან…” – ასე დაიწყო საკუთარი ისტორიის მოყოლა ერთ-ერთმა სექსმუშაკმა საიას მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ბათუმში. შეხვედრის თემაა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა სექსმუშაკი და წამალდამოკიდებული ქალებისთვის. “სექსმუშაკების დიდი ნაწილი ნაადრევ ქორწინებაში იმყოფებოდა და ძალადობის მსხვერპლი გახდა,” – განაგრძო ნინომ. იგი ბოლო 18 წელია ბათუმში სექსინდუსტრიაში მუშაობს. ნინო 15 წლის გათხოვდა …

ბათუმში 6 წლამდე ბიჭს ავტომანქანა დაეჯახა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ბავშვს ატომანქანა დაეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბიჭი სამედიცინო დაწესებულებაში თავად მძღოლმა გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, შეჯახების შემდეგ ბავშვი კონტაქტური იყო. მძღოლმა შეძლო ავტომანქანის დამუხრუჭება. ზედაპირული დათვალიერებით ბავშვი მძიმედ არ უნდა იყოს დაშავებული. ბიჭი ველოსიპედით მოძრაობდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. მთავარი ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

შსს: ამოღებულია 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი, დაკავებულია 19 პირი

შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და ქვემო ქართლში 2 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. კერძოდ: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი, „სუბოქსინი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, ე.წ. „ექსტაზი“, „მდმა“ და სხვა. ამავე პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 პირი – აქედან – საქართველოს 14, სომხეთის – 1, აზერბაიჯანის …

„მოკვლით და დამარხვით დამემუქრნენ“ – მოქალაქე პროკურატურას მიმართავს 

ბათუმელი მირზა დოლიძე აცხადებს, რომ ხუთი დღის წინ მასთან ორი პირი – იმედა ხინკილაძე და ბექა გვიანიძე მივიდა და 7 ათასი დოლარი მოსთხოვეს. უარის შემთხვევაში ისინი მას „მოკვლით და დამარხვით“ დაემუქრნენ. ფულის გადახდაზე უარის შემდეგ, როგორც დოლიძე ამბობს, იმავე პირებმა მოურღვიეს ეზოს ღობე და ბულდოზერებით დაიწყეს სახლის საძირკვლის გამოთხრა. ახლა მართლაც მორღვეულია მათ საკუთრებაში არსებული ღობე, …

შსს: ჯერ არ ვიცით, ქუჩაში ნაპოვნი ნივთი არის თუ არა ნაღმი

ამ წუთებში ბათუმში აბუსერიძის ქუჩის მონაკვეთი პოლიციას აქვს გადაკეტილი. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ამ მონაკვეთზე ნაღმს ეძებს. თუმცა, როგორც შსს-ში „ბათუმელებს“ განუმარტეს, პოლიცია ეძებს არა ნაღმს, არამედ ამოწმებს კონკრეტულ ნივთს. „მოქალაქემ დარეკა და განაცხადა, რომ ქუჩაში დევს კოლოფი, რომელსაც პატრონი არ უჩანს. პოლიცია გასულია და ამოწმებს ამ კოლოფს“,- აცხადებენ შსს-ში. ამ დროისთვის აბუსერიძის ქუჩა ორმხრივად გადაკეტილი …

ბათუმში კაცი დაჭრეს, ბრალდებული ოჯახის ახლობელია

50-წლამდე კაცი დანით წუხელ დაჭრეს. მას ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული. წუხელ დაჭრილი კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ბრალდებული მიმალვაშია. საქმეს ხელვაჩაურის პოლიცია იძიებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაზარალებული თავდამსხმელის სიმამრის ძმა არის. დაზარალებული და ბრალდებული ერთად მუშაობდნენ ხელვაჩაურში – ელექტროგადამცემი ბოძების მონტაჟისთვის გარემოს აწესრიგებდნენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კონფლიქტი მხარეებს შორის გასული წლის სექტემბერში დაიწყო – უთანხმოების მიზეზი გახდა …

ბათუმელი მწერლების შეფასება ზვიად რატიანის საქმეზე

პოეტ ზვიად რატიანის დაკავებას და პოლიციის მხრიდან მასზე ძალადობას ბათუმელი მწერლები აფასებენ, როგორც პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების და ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტს. ჟურნალ „ჭოროხის“ რედაქტორი სანდრო ბერიძე: „პოლიცია მოიქცა არაადამიანურად. როგორ შეიძლება ადამიანს გინებისთვის ასე მოექცე. თუ გინებისთვის ერთს სჯი, მაშინ მეორეც უნდა დასაჯო და ამის მაგალითი იყო პრემიერის გინება. გარდა ამისა, პატრიარქი ღმერთი ხომ …

ვერ ირბინეს – პატრულის 38 თანამშრომელი სამსახურიდან გაუშვეს

პირველი იანვრიდან 21 ნოემბრამდე საპატრულო პოლიციდან 38 თანამშრომელი დაითხოვეს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გადამზადების კურსი ვერ გაიარეს. პატრულის თანამშრომლები თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს აბარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის გადამზადების კურსი სულ პატრულის 476-მა თანამშრომელმა გაიარა. 38-დან 27 თანამშრომელი კონკრეტულად ფიზიკური ნორმატივების ჩაუბარებლობის გამო [სირბილი100 მეტრსა და 1000 მეტრზე] დაითხოვეს. სამსახურიდან …

აზერბაიჯანელი მხატვრის ილუსტრაციები სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელებზე

აზერბაიჯანელი მხატვრი გუნდუზ აგაევი ილუსტრაციებით გვიჩვენებს პოლიციელებს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც უხეშად ილახება ადამიანთა უფლებები, ჩინეთში, თურქეთში, ირანში, კორეაში, სუდანში, საუდის არაბეთში, ინდოეთში, რუსეთში და ა.შ. ილუსტრაციების უმრავლესობა კრიტიკული და ირონიულია, თუმცა მხატვარი „კარგი პოლიციელის“ ვიზუალიზაციასაც გვთავაზობს. აზერბაიჯანი ჩინეთი ჩრდილოეთ კორეა სუდანი შვედეთი ბრაზილია არაბეთი რუსეთი ნიდერლანდები ლონდონი ინდოეთი თურქეთი ავსტრალია ფოტოები გუნდუზ აგაევის ოფიციალური გვერდიდან.    

ტრანსგენდერი ქალი: მეგობარი კაცის ცოლმა მცემა, მერე – პოლიციამ

ტრანსგენდერი ქალი ეკატერინე გოცაძე ამბობს, რომ გუშინ ღამით რუსთაველის ქუჩაზე პოლიციელმა ხელი დაარტყა, რამდენიმე დღის წინ კი, მეგობარი მამაკაცის ცოლი სახლში შეუვარდა და სცემა. „გუშინ ჰელოუინზე ვიყავი კლუბში, რუსთაველის ქუჩაზე. სასმელმა ცუდად გამხადა და სასწრაფო გამოვიძახე. ექიმმა ლანძღვა დამიწყო, ფუ, ეს პიდარასტიო და რაღაცას იძახდა, უარესაც გავხდი. იმ ექიმს შევაფურთხე, ექიმი ხარ, არ გრცხვენია-მეთქი? იმან …

პოლიციამ სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის გამო რვა პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სარფის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბანგლადეშის რესპუბლიკის რვა მოქალაქე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის …

ხელვაჩაურის გზაზე ორ ავტომანქანას ევკალიპტი დაეცა

ამ წუთებში ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის მიმართულებით, ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. თვითმხილველების თქმით, ფრიდონ ხალვაშის #122-ში ავტომაგისტრალზე ევკალიპტის ხე წაიქცა და ორ მსუბუქ ავტომანქანას დაეცა. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, ისინი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

ტურისტები ომანიდან: ღამის კლუბში ფული გამოგვძალეს

ტურისტები ომანიდან ღამის კლუბში ფულის გამოძალვაზე საუბრობენ. მათი თქმით, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ერთ-ერთ ღამის კლუბში დაცვის თანამშრომლები ცემით დაემუქრნენ, თუკი იმ თანხას არ გადაიხდიდნენ, რაც ქვითარში ჩაუწერეს. „ღამით ქუჩაში გავიარე, ტაქსის მძღოლმა გვირჩია გასართობად ღამის კლუბში წასვლა, – გვიყვება ეჰმედ ნ. იგი ორ მეგობართან ერთად ბათუმში პირველად ჩამოვიდა და ერთ-ერთ ჰოსტელში გაჩერდა, – დაახლოებით ღამის სამ …

ადვოკატი: იქამდე არ შემიშვეს დაკავებულთან, ვიდრე ნარკოტესტირებისთვის ნიმუში არ აიღეს

ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ნარკოტესტირებისთვის დაკავებულ ა. გ.-სთან არ შეუშვეს. მოქალაქე გუშინ საღამოს გონიოს პოლიციამ დააკავა და პირდაპირ პოლიციის მთავარ სამმართველოში წაიყვანა. ადვოკატი დაკავებულთან მანამ არ შეუშვეს, ვიდრე მისგან ბიოლოგიური მასალა არ გამოართვეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. „პოლიციის შენობასთან დაცვის თანამშრომლებმა მითხრეს, აქ არის, მაგრამ ვერ შეგიშვებთო, დაგვირეკავენ და მერეო. დაახლოებით ერთი საათი მალოდინეს“, – …

ტრანსგენდერი ქალი: დაცვის მაგივრად პოლიციელებმა მაგინეს და განყოფილებაში წამიყვანეს

გაბრიელა ტრანსგენდერი ქალია და იგი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ გუშინ ღამით ბათუმში, მოძალადეებისგან თავის დასაცავად პოლიცია თვითონ გამოიძახა, მათ კი დაცვის ნაცვლად განყოფილებაში წაიყვანეს, სიტყვიერად შეურაცხყეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს – პოლიციელების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის გამო. „დაახლოებით ღამის ოთხ საათზე ჭავჭავაძეზე, ეკლესიასთან მდებარე სკვერში ვიდექი მეგობართან ერთად. გამოიარა ხუთმა მამაკაცმა და დაგვიწყეს …

საკადრო ცვლილებები აჭარის პოლიციაში

აჭარის პოლიციაში საკადრო ცვლილებებია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე ხელმძღვანელმა პირმა თანამდებობა გაცვალა. თანამდებობას ტოვებს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიგლა მოსიძე. ის ქედის პოლიციის განყოფილების უფროსი გახდება. ქედის პოლიციის უფროსი, ფრიდონ ფუტკარაძე კი, გიგლა მოსიძის ადგილს დაიკავებს პოლიციის დეპარტამენტში. „ახლა ვერაფერს გეტყვით, მოგვიანებით დამირეკეთ,“ – გვითხრა გიგლა მოსიძემ… ის მედიის ყურადღების ცენტრში 2013 წლიდან მოექცა, როცა აჭარის მაშინდელ …

Exit mobile version