„საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის, უმაღლეს განათლება კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდება, რადგან რეფორმის შედეგად, თბილისში არსებულ მულტიპროფილურ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი ადგილები საგრძნობლად მცირდება“, – ამბობს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე. მისი თქმით, დღეს ეთნიკური უმცირესობების სტუდენტების 85% თბილისის ოთხ მულტიპროფილურ უნივერსიტეტშია (თსუ, ილიაუნი, სტუ, სოხუმის უნივერსიტეტი) გადანაწილებული. „თუ 2025 წელს ქართული ენის პროგრამაზე ამ უნივერსიტეტებში …
Tag Archives: ეთნიკური უმცირესობები
„რესპუბლიკელები“ და „აქტივისტები მომავლისთვის“ შეუერთდნენ „კოალიციას ცვლილებებისთვის“
დღეს, 18 აგვისტოს, „რესპუბლიკური პარტია“ და „აქტივისტები მომავლისთვის“ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის „კოალიციას ცვლილებებისთვის“ შეუერთდნენ. ამ კოალიციაში არიან: „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „დროა“. „რესპუბლიკური პარტია“ დაფუძნების დღიდან – 1978 წელს დაფუძნდა ის – თავის მთავარ დოკუმენტში ამბობდა, რომ მრავალპარტიულობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქვეყნისთვის. გავიდა წლები და ჩვენ ვდგავართ ამ რეალობის წინაშე, რომ ქვეყანა უნდა იმართოს …
მუსიკოსები მარნეულიდან, რომლებმაც აზერბაიჯანულ-ქართული სიმღერა ნაკრების გამარჯვებას მიუძღვნეს
26 მარტის შემდეგ, როცა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფლეი-ოფში საბერძნეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე საგზური მოიპოვა, ვირუსულად გავრცელდა ვიდეო მარნეულიდან, სადაც ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე მღერიან აფიგ ნოვრუზოვი და საჰილ დენიზი – გამარჯვების აღსანიშნად. ვიდეო ქართულ სოციალურ ქსელებში 27 მარტს გამოჩნდა და უამრავმა მომხმარებელმა გააზიარა. @sahildeniz_official Tezliklə🧨 @Nato_Negd_Pul #georgia #gürcistan #tiktok #keşfet #sahildeniz_official #yeni #new #nev …
სახელმწიფო აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი 200-200 სტუდენტის სწავლებას დააფინანსებს – პროგრამა 1+4
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 1+4 ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო გრანტის დაფინანსება გაორმაგდა. სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი 100-100 სტუდენტის ნაცვლად, 2024-2025 სასწავლო წლებში 200-200 სტუდენტი დაფინანსდება. სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ტესტების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო გრანტი 450 000 ლარია. „დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება“, – ამბობს სამინისტრო. ამავე წყაროს ცნობით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებს, …
ფულადი ჯარიმა არაფერს შეცვლის, დამნაშავე უნდა დააპატიმრონ – პედაგოგი ნაადრევ ქორწინებაზე
„თუ დავაკვირდებით, ადრეული ქორწინებები, ძირითადად ღარიბ ოჯახებშია. თითქოს ცდილობენ ამ გზით „უკეთესი ცხოვრება“ შესთავაზონ გოგოებს და თავიდან მოიშორონ“, – ამბობს ქამრან აფანდიევი. ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის სკოლაში ქართულ ენას და მათემატიკას ასწავლის. ქამრანი წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში იყო. „ბათუმელები“ მას გოგოების ნაადრევი ქორწინების თემასა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ესაუბრა. ბატონო ქამრან, თქვენ, …
სკოლა-ქოხი სოფელ ფარავანში – რას ჰყვება ქართულის მასწავლებელი
„სოფელი, სადაც გავიზარდე და ვცხოვრობ, ყოველთვის შავ-თეთრი იყო. თუმცა სიცოცხლე მაინც იგრძნობოდა. არც ახლა აქვს ფერები ჩემს სოფელს, თითქოს იმედი ქრება, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ ცხოვრებას“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქართული ენის მასწავლებელი მანუშაკ მკრტიჩიანი. ის ნინოწმინდაში, სოფელ ფარავანში ცხოვრობს და ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის. ამბობს, რომ ქართული ენით ბავშვობიდან დაინტერესდა, თუმცა სოფელში არ ჰყავდა მასწავლებელი, ვინც …
Continue reading “სკოლა-ქოხი სოფელ ფარავანში – რას ჰყვება ქართულის მასწავლებელი”
რამ შეამცირა ფოკაში ნაადრევი ქორწინების რიცხვი – არფიკი სომხური თემიდან
„რამდენიმე დღეში ბავშვი უნდა გავაჩინო. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სადაც ვცხოვრობ, ვერ იმშობიარებ. ბევრი ცუდი რამ გესმის და არ გაქვს გარანტია, რომ ბავშვს ან დედას რამე არ დაემართება“ – ამბობს 25 წლის არფიკ აგაიანი სოფელ ფოკიდან. არფიკმა გადაწყვიტა თბილისში გაეჩინა შვილი. ფოკაში მცხოვრებ ყველა ოჯახს არფიკის მსგავსად ამის საშუალება ხშირად არ აქვს. „სტომატოლოგის კაბინეტიც არ იყო ფოკაში …
Continue reading “რამ შეამცირა ფოკაში ნაადრევი ქორწინების რიცხვი – არფიკი სომხური თემიდან”
სომხური და აზერბაიჯანული ენის მასწავლებლები სრულ დანამატს მიიღებენ – მინისტრის ბრძანება
განათლების მინისტრის ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით მასწავლებელს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ეთნიკური უმცირესობების ენებში: სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაში და მინიჭებული აქვს უფროსის, მენტორის ან წამყვანის სტატუსი, სრული დანამატი მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში აღნიშნული ენისთვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა, ნაკლებია სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე. …
სამირა ბაირამოვა მოსამართლეს დისკრიმინაციაზე უჩივლებს – ინტერვიუ
„პირველივე წუთიდან ვიგრძენით მოსამართლის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. ის ჩვენ არ გვისმენდა, აიგნორებდა ჩვენს გამოსვლას. შემდეგ კი იყო კითხვა: აზერბაიჯანში რა ხდება, აზერბაიჯანში აძლევენ ქრისტიანებს ფულსო? – ვუთხარი, რომ მე არა ვარ აზერბაიჯანის მოქალაქე და არ ვიცი. მერე დაამატა, შენც ხომ ეთნიკური უმცირესობაო ხარო“. სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლეილა მამულაშვილმა სასამართლო …
Continue reading “სამირა ბაირამოვა მოსამართლეს დისკრიმინაციაზე უჩივლებს – ინტერვიუ”
„აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქართული ენა“ – ლეილის დაბრუნება ნინოწმინდაში ცვლილებებისთვის
22 წლის ლეილი ესოიანის შესახებ უნდა მოგიყვეთ, ნინოწმინდელ, ეთნიკურად სომეხ გოგონაზე, რომელმაც 15 წლის ასაკში საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულებისა და ბევრი სხვა წანაააღმდეგობის მიუხედავად შეძლო პირველი გოგო ყოფილიყო ნინოწმინდაში, ვინც ერთ აკადემიურ სასწავლო წელს აშშ-ში გაატარებდა. ის მაშინ თბილისშიც არ იყო ნამყოფი და არაფერი ჰქონდა ნანახი გარდა ნინოწმინდისა, სადაც განათლების მიღების შემდეგ თავისი თემის გაძლიერებაში წვლილის …
ბევრი ვისწავლე, მაგრამ მაინც მიწევს საქართველოდან წასვლა ემიგრაციაში – 28 წლის მარი
„თუ მხოლოდ იმაზე ვისაუბრებთ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში, რომ პირადად ჩვენ კარგად ვართ ინტეგრირებულები ქართულენოვან გარემოში და ჩვენი ადგილი აქ ვიპოვეთ, მაშინ გამოდის, რომ გასაკეთებელი აღარაფერი ყოფილა; ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებას აღარაფერი ჰქონია გასაკეთებელი ჩვენს თემში“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიას მცხოვრები, 28 წლის მარი გინოსიანი. მარი მასწავლებლის სახლის პროექტებშია ჩართული 2018 წლიდან. მისი პროექტის …
არ მინდა, ბავშვებს ამ სოფელში ჩემნაირი ბავშვობა ჰქონდეთ – ფოკის სკოლის 27 წლის დირექტორი
27 წლის მოვსეს ალვანჯიანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორია. ქართული უცხო ენასავით ისწავლა მოსწავლეობის დროს და ახლა უშეცდომოდ საუბრობს. მოვსესი ამბობს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის გარეშე ინტეგრაცია ძალიან გაუჭირდებოდა. იგი ახლა ფოკაში იმავე სკოლის დირექტორად მუშაობს, სადაც თავად სწავლობდა. თავის დროზე მოვსესს გაუმართლა და მეთერთმეტე კლასში გაცვლითი პროგრამით – „არგონავტები“ გონიოს სკოლაში სწავლობდა, …
„ბევრი სკოლა ისეთ დღეშია, პირუტყვი არ შევა“ – რას არ ხედავს მთავრობა
სამოქალაქო პლატფორმა „სალამის“ წევრებმა სამ მუნიციპალიტეტში: მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში ავარიული სკოლები აღნუსხეს და ფოტომასალა საქართველოს პარლამენტის წინ გამოფინეს. „ბათუმელები“ ესაუბრა „სალამის“ერთ-ერთ აქტივისტს, ბენიამინ კასიმოღლუს. მისი თქმით, აქტივისტები შეეცადნენ ამ გამოფენით საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გაეხადათ ის მდგომარეობა, რაც ამ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჯარო სკოლებშია. „დაზიანებული, გაბზარული, ძველი, იატაკებიდან ქვეწარმავლები შეიძლება ამოვიდეს. ბევრ სკოლაში ისეთი მდგომარეობაა, პირუტყვი რომ …
Continue reading “„ბევრი სკოლა ისეთ დღეშია, პირუტყვი არ შევა“ – რას არ ხედავს მთავრობა”
შეუძლებელია ქრთამის გარეშე დასაქმდე სკოლაშიც კი – რა პრობლემები აქვთ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს
„ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისთვის ვართ დროებითი სტუმრები“, „სისტემა და პრაქტიკა შესაცვლელია – ეთნიკური უმცირესობების საფრთხედაა აღქმული ყველა მუნიციპალიტეტში“, „ჩვენ გვაქვს იმ სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები, რის გამოც ცხოვრების მინიმალური სტანდარტიც კი არ გვაქვს,“ – ეს ამონარიდია ბათუმში გამართული დისკუსიიდან, რომლის ერთ-ერთი სპიკერი აიჰან ჰასანლი იყო. აიჰანი ეთნიკური აზერბაიჯანელია, საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. „ბათუმელები“ აიჰან ჰასანლის ბათუმში, სოლიდარობის …
„ვარ რეგიონიდან, საიდანაც არ ისმის ხმა” – ინტერვიუ აქტივისტთან
„ჯავახეთს ვეძახი რეგიონს, საიდანაც არ ისმის ხმა. რაც იქ ხდება, სოფლის ან ქალაქის დონეზე რჩება და გარეთ არაფერი არ გამოდის,“- ამბობს ტიგრან თარზიანი. ტიგრანი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ უჩმანაში დაიბადა და გაიზარდა. სომხური სკოლა დაამთავრა, თუმცა გამართული ქართულით საუბრობს. ის ამბობს, რომ ქართული ენის ცოდნა მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ტიგრანი სამოქალაქო აქტივიზმშია ჩართული. ორი წელია თანამოაზრეებთან …
Continue reading “„ვარ რეგიონიდან, საიდანაც არ ისმის ხმა” – ინტერვიუ აქტივისტთან”
მარიამისა და გიულგიუნის გამარჯვებული პროექტი ქართული ენის შესასწავლად
ეთნიკურად აზერბაიჯანელი გიულგიუნი და ეთნიკურად სომეხი მარიამი ერთ გუნდში გაერთიანდნენ და ქართული ენის შესასწავლი ონლაინ პლატფორმისთვის დაფინანსება მოიპოვეს. მათი პლატფორმა ქართული ენის სწავლის მსურველებსა და პლატფორმაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს ერთმანეთთან დააკავშირებს. გიულგიუნ მამადლისა და მარიამ ისპირიანის პროექტი – GRANDALA თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის – Big Idea Challenge-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტს საერთაშორისო კონკურსში წარადგენენ, რომელშიც …
Continue reading “მარიამისა და გიულგიუნის გამარჯვებული პროექტი ქართული ენის შესასწავლად”
სასწავლებლად ამერიკასა და ნორვეგიაში – სოფელ ჩანდურადან დაწყებული რიმას გრძელი გზა
რიმა მარანგოზიანი 1+4 პროგრამით სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებაზე. ახლა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) აგრძელებს სწავლას მულტიმედია ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის პროგრამაზე. 23 წლის რიმა თსუ-ში ქართულენოვან პროგრამაზე სწავლობდა. ქართულად სწავლობს GIPA-შიც. საუბრობს უშეცდომოდ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მისთვის მეორე ენაა და სოფელში, სადაც გაიზარდა და ქართულ ენაზე მოსაუბრე არავინ იყო. რიმა …
10 წლის წინანდელი სახელმძღვანელოებით ვასწავლით – სომხური სკოლების მასწავლებლები
განათლების სპეციალისტი, მარიანა კარაპეტიანი ამბობს, რომ ბილინგვურ სწავლებაში ჩართული სომხური სკოლების მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან მას ხშირად შესჩივიან. მისი თქმით, მასწავლებლების ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ქართულიდან სომხურ ენაზე ნათარგმნ სახელმძღვანელოებში ბევრი ხარვეზია, კერძოდ, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და მათემატიკის სახელმძღვანელოებში. „ხშირად გამიგია მასწავლებლებისგან, რომ მათაც კი უჭირთ ხანდახან გაგება რა წერია სახელმძღვანელოში, რომ მერე ბავშვებს გადასცენ შინაარსი. ჩემი …
Continue reading “10 წლის წინანდელი სახელმძღვანელოებით ვასწავლით – სომხური სკოლების მასწავლებლები”
ექსპერტმა რომ ნახოს ეს წიგნები, გაოცდება, ბავშვებს არაფერს აძლევს – განათლების სპეციალისტი
25 წლის მარიანა კარაპეტიანი სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში ცხოვრობს. ქართული ენის სწავლა 18 წლიდან დაიწყო, უნივერსიტეტში ჩააბარა 1+4 პროგრამით და ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სოფელში დაბრუნდა. მარიანა ახლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი დაწესებულების კურიკულუმის დანერგვის კოორდინატორია განათლების სამინისტროდან. ინტეგრაციის პროცესი მარიანასთვის ძალიან რთული იყო. მისი თქმით, სკოლის პერიოდში ქართული ენა მან კარგად ვერ ისწავლა, …
მეზღაპრე, რომელმაც მარიონეტების მოგზაური თეატრი შექმნა
არმენ ოგანესიანი 35 წლის მეთოჯინე და მეზღაპრეა მარნეულის მუნიციპალიტეტის დაბა შაუმიანიდან. საკუთარი კერძო სახლის ერთ ოთახში მარიონეტების თეატრი გამართა, სპექტაკლებსაც თავად დგამს და სხვადასხვა სოფელში დადის საკუთარი თეატრით. „სპექტაკლზე ხანდაზმულებიც მოდიან ხოლმე, მოჰყავთ ძალიან მოხუცებიც, პირველად ვართ თეატრში და შენ რომ არ ჩამოსულიყავი, ისე ჩაივლიდა ჩვენი ცხოვრება, მარიონეტების თეატრს თვალითაც ვერასდროს ვნახავდითო. ბავშვების თეატრად ჩავიფიქრე, …
Continue reading “მეზღაპრე, რომელმაც მარიონეტების მოგზაური თეატრი შექმნა”
მინდა დავივიწყო რა ბავშვობაც მქონდა, უაზრო შრომაში ვიყავი ჩართული – 22 წლის სტუდენტი
არკადი 22 წლისაა და კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებაზე სწავლობს თბილისში, პარალელურად ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიულ კოლეჯში ელექტროსისტემების შეკეთებისა და დიაგნოსტიკის კურსებს გადის. პროფესიულ კოლეჯში ისწავლა საოფისე საქმეც. არკადი გორელოვკიდანაა. გორელოვკა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელია, სადაც ძირითადად დუხობორები ცხოვრობდნენ, მათთან ერთად ახლა აქ აჭარის მეწყერსაშიში სოფლებიდან წამოსული ხალხი სახლობს. ცხოვრობენ ეთნიკური სომხებიც. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში მცხოვრები ბევრი სხვა …
სტუდენტი ნინოწმინდიდან, რომელიც ქართული ფილოლოგიის და ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობს
22 წლის გოგო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან ქართულ ფილოლოგიას და ქიმიას სწავლობს ილიას უნივერსიტეტში. გვიყვება, რომ ქართულის კარგად შესასწავლად დრო და ბევრი შრომა დასჭირდა. შოღიკ მშეციანმა ქართული, როგორც უცხო ენა ისე ისწავლა: მის თემში არავინ ლაპარაკობდა ქართულად – ნინოწმინდაში, მის სოფელში, სათხეში, ქართულენოვანი მოსახლეობა არ ცხოვრობს: „ჩემთვისაც ისე რთული იყო ქართულის სწავლა! ვიცოდი მხოლოდ წერა-კითხვა და ვერ …
Continue reading “სტუდენტი ნინოწმინდიდან, რომელიც ქართული ფილოლოგიის და ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობს”
ეს ქვეყანა უმცირესობასაც ისევე უყვარს, როგორც უმრავლესობას – 24 წლის სტუდენტი
24 წლის გოჰარ აღჯოიანი ნინოწმინდის სომხურენოვანი სოფლიდან, დიდი არაქალიდანაა. 1+4 პროგრამით თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ძალიან კარგად საუბრობს ქართულად. მის სოფელში მოსახლეობის უმეტესობა სახელმწიფო ენაზე ვერ საუბრობს – ჯავახეთის სომხურენოვანი სოფლების მცხოვრებლებს ნაკლებად უწევთ ქართულენოვან მოსახლეობასთან ურთიერთობა. სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამები კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მხოლოდ ნაწილობრივ ცვლის მდგომარეობას. „ენის ბარიერი ჩემს და არამარტო …
Continue reading “ეს ქვეყანა უმცირესობასაც ისევე უყვარს, როგორც უმრავლესობას – 24 წლის სტუდენტი”
ქართული ვისწავლე და ვფიქრობ, ინტეგრაცია მოვახერხე ჩემს ქვეყანაში – აღავნი ჯავახეთიდან
21 წლის აღავნი მოსოიანმა ქართული ენის სწავლა სკოლის ასაკიდან დაიწყო. ეს მისთვის მარტივი არ ყოფილა, რადგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში, სადაც ის სწავლობდა და ცხოვრობდა, ქართული არავინ იცის. არც მის ოჯახში იცოდნენ ენა. ამის საჭიროება არ ჰქონია სოფელს, რადგან ქართულენოვან მოსახლეობასთან კონტაქტი არ უწევთ და ახალგაზრდების დიდი ნაწილი აქამდე სწავლის დამთავრების შემდეგ სოფელშივე რჩებოდა და …
რატომ გადაწყვიტა მარნეულელმა ბიჭმა სტუდენტობა ბათუმში
„არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვართ – ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები თუ სომხები. მე ვფიქრობ, ყველამ, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, უნდა ვიცოდეთ სახელმწიფო ენა“, – ამბობს ჰადი ბადირხანოვი. 20 წლის ჰადი ბადირხანოვი მარნეულიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. მან ბსუ-ში პროგრამით – 4+1 ჩააბარა. იგი ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლას ივლისის ბოლოს ამთავრებს. მას სამომავლოდ მუშაობა საჯარო …
Continue reading “რატომ გადაწყვიტა მარნეულელმა ბიჭმა სტუდენტობა ბათუმში”
სკოლაში 1 პედაგოგი 6 საგანს მასწავლიდა – ქართული ფილოლოგიის სტუდენტი აზერბაიჯანული თემიდან
„მყავს დედა და ერთი კატა. სულ ესაა ჩვენი ოჯახი. ჩემს მარტოხელა დედას არ ჰქონდა ისეთი შემოსავალი, განათლება მოეცა ჩემთვის, ამიტომ ბავშვობიდან ვქსოვ, სამაჯურებს, ხელნაკეთებს ვამზადებ და ვყიდი. მცირე შემოსავალს, რაც ამ საქმით მაქვს, განათლებას ვახმარ. ჩემი კლასიდან მხოლოდ მე მივიღე განათლება. ქართული ფილოლოგიის მესამე კურსზე ვსწავლობ. ერთხელ მე და დედა კახეთში მარწყვის ბაღში ვმუშაობდით, ვკრეფდით …
სომეხი ბიჭი, რომელიც მარნეულში ბავშვების გუნდს წვრთნის
„ჩემს სოფელში ფეხბურთის მწვრთნელად დავბრუნდი. ფეხბურთში ვავარჯიშებ როგორც ბიჭებს, ასევე გოგოებს. მარნეულის მუნიციპალიტეტშია ჩემი სოფელი, წითელსოფელი ჰქვია. ძირითადად სომხურენოვანი მოსახლეობაა, თუმცა გვერდითაა აზერბაიჯანულენოვანი და ქართული სოფლებიც. ამ სხვადასხვანაირი სოფლების მცხოვრებლები სულ ერთად თამაშობდით ბავშვობაში ფეხბურთს. სპორტი უნიკალური რამ არის – ადამიანების გაერთიანება და ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლია. ჩემი მიზანია უფრო აქტიურები გახდნენ საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდები, …
Continue reading “სომეხი ბიჭი, რომელიც მარნეულში ბავშვების გუნდს წვრთნის”
„ქალის საქმედ დიასახლისობა და მასწავლებლობა ითვლება, არც ერთი არ მინდა, რა ვქნა?“
ასია ბალასანიანი 18 წლის გოგოა ახალქალაქის სოფელ კოჩიოდან. ასია ახლა 1+4 პროგრამით სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართული ენის მოსამზადებელ კურსს გადის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ასიას მშობლებს, ახალქალაქის სოფლების მცხოვრებთა უმრავლესობის მსგავსად, მთავარი შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტებისგან აქვთ. ასე უხდიან ისინი ასიას ქართული ენის კურსის საფასურსაც. კოჩიო ეთნიკური სომხებით კომპაქტურად …
Continue reading “„ქალის საქმედ დიასახლისობა და მასწავლებლობა ითვლება, არც ერთი არ მინდა, რა ვქნა?“”
ბავშვობიდანვე მეუბნებოდნენ, რომ ქართული უნდა მესწავლა – ელტუნი მარნეულიდან
ელტუნ ახმედოვი ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებაზე სწავლობს ილიას უნივერსიტეტში, მეოთხე კურსზე. უნივერსიტეტში 1+4 პროგრამით ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის არცოდნის გამო წინააღმდეგობა პირადად მას არსად და არასდროს შექმნია, მიიჩნევს, რომ ამ პროგრამით მოსამზადებელ კურსზე სახელმწიფო ენის ერთწლიანი პროგრამა ეთნიკური უმცირესობების ყველა წარმომადგენლისთვის უფასო უნდა იყოს. „თუ გვინდა, რომ სახელმწიფო ენის სწავლის კურსი იყოს ამ …
Continue reading “ბავშვობიდანვე მეუბნებოდნენ, რომ ქართული უნდა მესწავლა – ელტუნი მარნეულიდან”
„მასწავლე ქართული უფასოდ” – ეთნიკური უმცირესობების მოთხოვნა
#ქართული2250ლარად #მასწავლექართულიუფასოდ – ამ ორი ჰეშთეგით სოციალურ ქსელში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და არა მხოლოდ ისინი, წერენ ბოლო რამდენიმე საათია. ჰეშთეგით საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ ფაქტს, რომ პროგრამა 1+4-ზე სწავლისას სახელმწიფო ენის ერთწლიანი კურსის გასავლელად მათ 2250 ლარის გადახდა უწევთ. ფეისბუქკამპანია სახელმწიფო ენის უფასოდ სწავლის შესაძლებლობის მოთხოვნით პლატფორმა „სალამის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქამრან მამადლიმ წამოიწყო. „ქართულ ენაში მოსამზადებელი …
Continue reading “„მასწავლე ქართული უფასოდ” – ეთნიკური უმცირესობების მოთხოვნა”
„მინდა იურისტობა ჯავახეთიდან დავიწყო“ – ლილითმა ფოკაში დაბრუნება გადაწყვიტა
22 წლის ლილით კარაპეტიანი ერთ-ერთია იმ 70 ფოკელ სტუდენტს შორის, რომლებმაც ქართული უცხო ენასავით ისწავლეს ბოლო 10 წლის განმავლობაში და საქართველოს უნივერსიტეტებში განაგრძეს სწავლა. ფოკა სამცხე-ჯავახეთის სოფელია. ამ სოფელში ძირითადად სომხურად საუბრობენ. ლილითი მალე სამართლის ფაკულტეტს ამთავრებს, ადვოკატის სასერტიფიკატო გამოცდისთვისაც ემზადება, რომ ფოკაში დაბრუნდეს. საადვოკატო ბიურო გახსნას და ქალებისა და ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმუშაოს …
Continue reading “„მინდა იურისტობა ჯავახეთიდან დავიწყო“ – ლილითმა ფოკაში დაბრუნება გადაწყვიტა”
„ხანდახან მავიწყდება, რომ იქაური არ ვარ“ – სომხურენოვანი სკოლის ქართულის მასწავლებელი
მირანდა იაკობიძე წალკაში, სოფელ ოზნის სომხურენოვან სკოლაში ათი წელია ქართულ ენას ასწავლის. ამბობს, რომ დღევანდელი ოზნის სკოლა „ცა და დედამიწასავით“ განსხვავდება იმ პერიოდისგან, როცა აქ პირველად მოვიდა. რა აკლიათ ყველაზე მეტად ოზნის ახალგაზრდებს, რა რესურსებს იყენებს ქართული ენის სასწავლებლად – სწორედ ამ თემაზე საუბრობს ქართული ენის მასწავლებელი „ბათუმელებთან“. რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული ამ სოფელში გადასვლისას? …
თოზუ – უფლებადამცველი გოგო იორმუნღალოდან
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუნღალოში სულ 2200-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ქართველი აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. 26 წლის თოზუ გულმამედლიც იორმუნღალოდანაა. ოთხი თვეა, რაც თანამოაზრეებთან ერთად სოფელში სათემო ცენტრი დააარსა. ცენტრი იქნება სივრცე, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს განვითარებასა და გაძლიერებაში. აზერბაიჯანულ თემში ქალთა უფლებადამცველად თოზუ ისე იქცა, რომ ამაზე არც უფიქრია. მერე თანამოაზრეები გაიცნო და აღმოაჩინა, რომ არიან ადამიანები, ვინც …
#გვარიდამიბრუნე – „სალამმა“ პარლამენტში 25 ათასი ხელმოწერა მიიტანა
სამოქალაქო პლატფორმა “სალამმა” დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში 25 ათასი ხელმოწერა მიიტანა. საქართველოს 25 ათასი მოქალაქე ითხოვს, აზერბაიჯანულ და სხვა ეთნიკური წარმომავლობის გვარებს ჩამოშორდეს რუსული სუფიქსები, როგორიცაა -ოვ(ა), -ევ(ა). პლატფორმა “სალამის” წევრები გვარის დაბრუნების მოთხოვნით ხელმოწერებს 45 დღის განმავლობაში აგროვებდნენ მცხეთაში, დმანისში, კახეთში, გარდაბანში, რუსთავში, თბილისსა და სხვა რეგიონებში. საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც ხელმოწერები შეაგროვა, საქართველოს …
Continue reading “#გვარიდამიბრუნე – „სალამმა“ პარლამენტში 25 ათასი ხელმოწერა მიიტანა”
როცა ავიცერი, შემდეგ სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი – 22 წლის მარნეულელი აქტივისტი
22 წლის რაშან ზიადალიევი მარნეულში ცხოვრობს და თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად არის ჩაბმული ანტივაქსერულ კამპანიაში. ახალგაზრდები ცდილობენ პანდემიის პერიოდში სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმედგო ვაქცინებთან დაკავშირებით. ისინი ამ გზით ცდილობენ გაუმკლავდნენ მითებს ვაქცინის შესახებ. „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“ ორი წელია, რაც დაფუძნდა მარნეულში და პანდემიის პირველი დღიდანვე აქტიურად ვიყავით ჩართული მოსახლეობის ინფორმირებაში. როგორც ვიცით, …
Continue reading “როცა ავიცერი, შემდეგ სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი – 22 წლის მარნეულელი აქტივისტი”
ვერ წარმოიდგენთ, როგორი მოტივაცია აქვთ ისწავლონ ქართული – მასწავლებელი ჯავახეთიდან
სოფელი კარწახი, ჯავახეთში, ცნობილი კარწახის, იგივე ხოზაფინის ტბის პირას, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 1799 მეტრზე მდებარეობს. ამ რეგიონში ზამთარი მკაცრია, ტბაზე კი მინიმალური ტემპერატურა -40℃-იც კი დაფიქსირებულა. სოფელი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული. სკოლაც სომხურენოვანია. სწორედ ამ სოფელში ასწავლის ქართულ ენას თამარ კვინიკაძე, რომელიც შვიდი წლის წინ ჩავიდა. და დღემდე ამ სკოლაში ასწავლის. ჯავახეთში წასვლამდე, თამარ კვინიკაძე …