„სოფელი რომ გაძლიერდეს, ქვეყანაც გაძლიერდება. ეს აშინებს რუსეთს, მისი ხელდასხმული მთავრობაა საქართველოში და ამიტომაც მოგვიჭრეს გზა ევროპისკენ, მაგას რა მიხვედრა უნდა?“ – გვიყვება ქედაში, სოფელ კოკოტაურში მცხოვრები ბაგრატ თავართქილაძე. ის ერთ-ერთია ასეულობით ადამიანს შორის, რომელმაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფელში ბიზნესი წამოიწყო. „ბათუმელები“ აჭარის რეგიონში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რამდენიმე მცირე მეწარმეს ესაუბრა: როგორ შეუწყო ევროკავშირმა ხელი სოფლებში …
Tag Archives: ევროპა
ბათუმის მერიამ 35 პირი გაუშვა სამსახურიდან – ევროპული კურსის მხარდამჭერები
ბათუმის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის დასასრულს უფრო ცხადი ხდება, რომ მთავარი მიზანი იმ თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა იყო, რომლებიც გაემიჯნნენ 2024 წელს „ოცნების“ პრემიერის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე. 2024 წლის დეკემბერში ბათუმის მერიის თანამშრომლებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც წერდნენ, რომ EU-თან მოლაპარაკების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან: „ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც …
Continue reading “ბათუმის მერიამ 35 პირი გაუშვა სამსახურიდან – ევროპული კურსის მხარდამჭერები”
რა ხდება პოლონეთში – „ფირმების 90% უკვე უარს ამბობს ქართველების დასაქმებაზე“
„აქამდე სამუშაო ნებართვას სჭირდებოდა მაქსიმუმ 2 კვირა, თანაც, იწყებდი მუშაობას და მერე მიიღებდი ნებართვას. ახლა დაახლოებით 3 თვე უნდა დაელოდო, სააგენტოები უკვე პირდაპირ უარს გვეუბნებიან დასაქმებაზე. ადამიანები უკან ბრუნდებიან საქართველოში. გავიგეთ, იბერია გაბრწყინდაო და აგუგუნებულია ალბათ ქარხნები,“ – გვიყვება პოლონეთში მცხოვრები ნინო სარაჯიშვილი, ერთ-ერთი იმ ათასობით ქართველს შორის, ვისაც პოლონეთში გამარტივებული წესით დასაქმება აღარ შეუძლია. …
Continue reading “რა ხდება პოლონეთში – „ფირმების 90% უკვე უარს ამბობს ქართველების დასაქმებაზე“”
„სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე… ევროპა ვალდებულია გადაჯგუფდეს“ – ინტერვიუ ყოფილ ელჩთან
„ტრამპის პრეზიდენტობამ, საერთაშორისო წესრიგის კრიზისმა, დააჩქარა საერთაშორისო წესრიგის დაშლა. გამოდის, რომ ამან უფრო კონფლიქტური სამყაროს ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ევროპისთვის ეს ქმნის ვალდებულებას – უკვე არამხოლოდ მიზანი, არამედ ვალდებულება ხდება, ის გადაჯგუფდეს. სტრატეგიული მიტოვების საფრთხის ფონზე, ევროპამ ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და გახდეს სრულფასოვანი უსაფრთხოების აქტორი… ეს პროცესი ევროპას უსაფრთხოების დაცვასთან ერთად აკისრებს ვალდებულებას, ბოლომდე დაიცვას …
ერთი ამბავი აქციიდან, სადაც მთელი წელია დავდივარ – „ვხედავდი, როგორ აბიჯებდნენ ადამიანები შიშს“
2025 წლის 28 ნოემბერს ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების რამდენიმე მონაწილეს ერთი კონკრეტული ამბის, ეპიზოდის, დიალოგის გახსენება ვთხოვეთ, რაც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ ამ ერთი წლის განმავლობაში. უწყვეტი პროტესტიდან ყველას თავისი მთავარი, ერთგვარად გარდამტეხი ამბავი აქვს. „ჩაპლინის ფილმივით ვუყურებდი პროცესს ფანჯრიდან. მაშინ გავიაზრე, რომ შინაგანი რწმენა უმთავრესია… “ „მთავარია შინაგანი …
„ევროპა ნოსტრა“ საქართველოზე: ვაფასებთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც არ თმობს ევროპულ მომავალს
„ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს და წევრ ქვეყნებს, აგრეთვე ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მტკიცედ დაუდგნენ მხარში საქართველოს ხალხს მათ ბრძოლაში დემოკრატიისა და კუთვნილი ევროპული მომავლის მხარდასაჭერად,“ – აღნიშნულია „ევროპა ნოსტრას“ [ევროპის კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების ქსელი] მიერ 2025 წლის 31 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს შესახებ. „ევროპა ნოსტრა“ ურყევ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს სამოქალაქო …
„ქართველ ხალხს გენოციდისკენ მიაქანებს „ოცნების“ მთავრობა“ – ემიგრანტი საფრანგეთიდან
მარი კაიშაური რვა წელია საფრანგეთში, სტრასბურგში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი თქმით, თუ ქართველმა ხალხმა დაკარგა ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის უფლება, ის დაკარგავს ბევრ სიკეთეს, „პირველ რიგში კი, ჯანდაცვის უფლებას“. „ბათუმელები“ მარის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეებზე ესაუბრა. „ცივილურ სამყაროს მოვწყდებით სამუდამოდ. გარდა ამისა, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ ადამიანებს ჯანდაცვის სფეროში, რადგან ვიზალიბერალიზაციამ ასეულობით ქართველს მისცა შესაძლებლობა, ჩამოსულიყვნენ საფრანგეთში და …
„ოცნება“ ესხმის თავს, მოწინააღმდეგე მხარე კი მხოლოდ თავის მართლების რეჟიმშია – ინტერვიუ
„უკან დასახევი გზა „ოცნებას“ აღარ აქვს… ოცნებას“ ახლა მთელი ძალისხმევა გადააქვს სიტუაციის რადიკალიზაციაზე და დაპირისპირების გაზრდაზე მოსახლეობაში,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომელსაც ევროპული სახელმწიფოების – გერმანიისა და შემდეგ დიდი ბრიტანეთის ელჩების საქართველოს საგარეო უწყებაში დაბარებაზე ვკითხეთ. პოლიტიკის ანალიტიკოსის დაკვირვებით, „ოცნების“ ეს ნაბიჯიც მხოლოდ მის მხარდამჭერებზეა გათვლილი, მათ მობილიზებაზე, რომ დაპირისპირების მუხტი გაიზარდოს. „პოლიტიკაშიც არსებობს …
„მასწავლებლის ხელფასი ესტონეთში 1900 ევროა“ – ემიგრანტი ქალი
თამარა სეხნიაშვილი-ლენგი 11 წელია ევროპაში, კერძოდ ესტონეთში ცხოვრობს. თავიდან ესტონეთში გაცვლითი პროგრამით ჩავიდა როგორც მასწავლებელი, ახლა კი სტარტაპერია და მუშაობს აპლიკაციაზე, რომელიც დაეხმარება კომპანიებს, ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინონ, აქვთ თუ არა თანამშრომლებს სამსახურებრივი გადაწვა და დაეხმაროს მათ ამ პრობლემის დაძლევაში. თამარას „ბათუმელები“ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „ესტონეთში 2015 წელს ჩამოვედი და ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოს …
Continue reading “„მასწავლებლის ხელფასი ესტონეთში 1900 ევროა“ – ემიგრანტი ქალი”
„მზია ამ წინააღმდეგობის ხერხემალია, რეჟიმი უნდა გადატყდეს“ – ქართველი ემიგრანტი ნიდერლანდებიდან
„ჩემთვის მზია ამაღლობელი არის ბრძოლის, ამ წინააღმდეგობის ხერხემალი. ეს ხერხემალი არ უნდა გატყდეს – რეჟიმი უნდა გადატყდეს,“ – ამბობს მაია ადუაშვილი. ის უკვე 30 წელია ნიდერლანდებში ცხოვრობს, თუმცა ამბობს, რომ მძიმე ეტაპების დროს ყოველთვის სამშობლოს უბრუნდება. მაია ადუაშვილი ახლაც თბილისშია, დღესაც რუსთაველზე აპირებს გასვლას. აღარ სურს, დაუბრუნდეს ევროპას, ვიდრე ბრძოლას არ მოიგებს! „1988 წელს გავხდი …
როგორ იმოქმედებს უვიზო რეჟიმის გაუქმება შრომით მიგრანტებზე – ინტერვიუ
„უვიზო მიმოსვლის გაუქმების შემთხვევაში, დაბრუნდება ვიზის მოსაკრებელი, უამრავი საბუთი იქნება შესაგროვებელი, მერე თბილისში ჩასვლა მოუწევს ყველას ვინც დედაქალაქში არ ცხოვრობს, რიგში დგომა, ლოდინი და საბოლოოდ მიიღებენ თუ არა ვიზას არ ეცოდინებათ,“ – პოლონეთში მცხოვრები ემიგრანტი ვალერიან ქარჩავა დეტალურად ხსნის, თუ რა დაბრუნდება საქართველოს რიგითი მოქალაქის ცხოვრებაში, თუკი უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ. დღეს, 4 სექტემბერს გამოქვეყნდა CRRC-საქართველოს …
Continue reading “როგორ იმოქმედებს უვიზო რეჟიმის გაუქმება შრომით მიგრანტებზე – ინტერვიუ”
„მე პოლონეთში ვცხოვრობ, მაგრამ არ გავთხოვილვარ, ცოლი მოვიყვანე“ – ქართველი ემიგრანტი
„პოლონეთში ჩამოვედი 2014 წლის სექტემბერში, მინდოდა აქ მესწავლა. პოლონეთი არ იყო იმ მომენტში ძვირი ქვეყანა სწავლისთვის. გეგმაში მქონდა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ ვერ დავბრუნდი“, – ასე იწყებს ამბის თხრობას გიორგი თავაძე, ემიგრანტი, რომელიც წლებია პოლონეთში ცხოვრობს და ახლა უკვე საინვესტიციო ბანკის თანამშრომელია. „ბათუმელები“ სავიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხეზე ესაუბრა გიორგი თავაძეს, რომელმაც სცადა „ოცნების“ ამომრჩეველს აუხსნას, რატომ …
„ევროპაში ქართველობა არავისთვის წაურთმევიათ“ – ემიგრანტი პროპაგანდაზე
„იმ ხალხსაც, რომელიც დღეს საჯარო სამსახურებში მუშაობს და ხელს უწყობს ანტიდასავლურ პოლიტიკას, ჰყავთ ემიგრაციაში ოჯახის წევრები; იმ ხალხსაც – ხინკალზე რომ დადიან ევროპიდან გამოგზავნილი, სხვისი მძიმე შრომით ნაშოვნი ფულით და უნდა დაინახონ, სად არის სიმართლე. როცა ამბობ, რომ „ევროპა მტერია“, „ოსებს ბოდიში უნდა მოუხადო“, რომ „ომი ჩვენ დავიწყეთ“ თურმე, ეს არის სამშობლოს ღალატი“ – ამბობს …
Continue reading “„ევროპაში ქართველობა არავისთვის წაურთმევიათ“ – ემიგრანტი პროპაგანდაზე”
„უვიზო თუ გაუქმდება, ყველაფერს დაკარგავს საქართველო“ – ემიგრანტი პოლონეთიდან
„მე ვხედავ აქ ბევრ იმედგამქრალ ქართველს, რომლებიც სამუშაოდ არიან ჩამოსულები. მუშაობენ მშენებლობებზე, სხვადასხვა საწარმოში და მეუბნებიან, „საქართველო აღარ არის“, ხმას არ გვაღებინებენ და იქ მომავალი არ გვაქვსო. ბევრი ასეთი გულდასაწყვეტი წინადადება მოვისმინე მათგან. გუშინაც ველაპარაკე ერთ-ერთს, უნდა დავბრუნდეო საქართველოში, მაგრამ რა ვაკეთო იქ არ ვიცი, ამაზე ფიქრი მკლავს, იქ ყველაფერს მოკლებული ვართო. უვიზო თუ გაუქმდება, …
Continue reading “„უვიზო თუ გაუქმდება, ყველაფერს დაკარგავს საქართველო“ – ემიგრანტი პოლონეთიდან”
ოპოზიციამ საერთო ჩარჩოში უნდა იმოქმედოს, ცალკე მათი განადგურება მარტივია „ოცნებისთვის“ – ინტერვიუ
„საზოგადოებაში მოლოდინების გაზრდა და საერთოდ თამასის უმაღლეს დონეზე აწევა ახასიათებს ოპოზიციას, შემდეგ კი, ამ თამასას თვითონვე ვერ სწვდებიან და ზარალდება. ზარალდება შესაბამისად საპროტესტო მუხტი,“ – მიიჩნევს ეროვნული უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი. მას 4 ოქტომბრის არჩევნებზე ვესაუბრეთ და იმ საპროტესტო აქციაზე, რასაც ოპოზიციური პოლიტიკური ძალები აანონსებენ. ანალიტიკოსის აზრით, ამ ეტაპზე უმთავრესი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კოორდინაცია …
სტრასბურგის სასამართლოსაც შესაძლოა ვეღარ მივმართოთ საქართველოდან – ინტერვიუ
„თუ ევროსაბჭოს წევრები აღარ ვიქნებით, ევროსაბჭოსთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების მექანიზმები, რაც არსებობს, ყველაფერი გაჩერდება, მათ შორის, ევროსასამართლო,“ – ამბობს უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე, მას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის დეკლარაციაზე ვესაუბრეთ, სადაც საუბარია საქართველოს გაძევებაზე. „…თუ საქართველო ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის, ჩვენ დავაყენებთ საკითხს საქართველოს დელეგაციის მანდატების გამოწვევის შესახებ არსებითი საფუძვლებით და მოვუწოდებთ ასამბლეასა და მინისტრთა …
Continue reading “სტრასბურგის სასამართლოსაც შესაძლოა ვეღარ მივმართოთ საქართველოდან – ინტერვიუ”
შემდეგი სატყუარა იქნება კონფედერაცია აფხაზეთ-ცხინვალსა და თბილისს შორის – ინტერვიუ
რუსეთის ФСБ-მ 18 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადაკვეთა მანქანამ, რომელიც „მძლავრი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო დატვირთული“. „მანქანა უკრაინიდან შევიდა რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით და გადაკვეთა ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსში“, – აცხადებს ФСБ-ე. რუსეთის სპეცსამსახურების თქმით, საქართველოდან შეტანილი ბომბით უკრაინა ყირიმის ხიდის აფეთქებას გეგმავდა. ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ …
„ევროპა ცდილობს უკრაინის დაზღვევას“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან
„გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ევროპა ცდილობს, მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესში, რაც მთავარია, დააზღვიოს ის, რომ შეიძლება გარიგება შედგეს უკრაინის ხარჯზე, ანუ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ინტერესების ხარჯზე – ამისგანაც დაზღვევას ცდილობს ევროპა. ევროპის ასეთი მასშტაბური ყოფნა ამ შეხვედრაზე ძალიან მეტყველია ამ თვალსაზრისით,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი შოთა კაკაბაძე. მას ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებაზე ვესაუბრეთ: რა გზავნილია აშშ-ს …
Continue reading “„ევროპა ცდილობს უკრაინის დაზღვევას“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან”
„თუ ევროპულ გზას ჩამოვშორდებით… გამოდის, ცარიელი სადღეგრძელოები ვართ“ – ფოტოგრაფი
„აი, თუნდაც ჩვენი საგამოფენო სივრცე ავიღოთ გორში. ეს სივრცე სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით გავაკეთეთ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. იმ ადგილზე 10-15 წელი სრული ანტისანიტარია იყო, ნაგავი ეყარა და საპირფარეშოდ იყო ქცეული. ევროკავშირის დახმარებით შენობა დავასუფთავეთ, მოვაწესრიგეთ და ახალგაზრდების განვითარების კერად ვაქციეთ. მაგრამ ინსტალაციის – „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის!“ გამოფენის შემდეგ, გორის მერიამ წერილი მოგვწერა და სამ …
Continue reading “„თუ ევროპულ გზას ჩამოვშორდებით… გამოდის, ცარიელი სადღეგრძელოები ვართ“ – ფოტოგრაფი”
არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც უკრაინის სამშვიდობო გარანტიებში – ინტერვიუ
„მესამე ვარიანტია ყველაზე ეფექტიანი – ეს არის უშუალოდ დასავლეთის სამხედრო კონტინგენტის შეყვანა უკრაინაში. ეს შეიძლება იყოს ამერიკული, ბრიტანული ან ერთობლივი. მე არ გამოვრიცხავ ჩინელების მონაწილეობასაც – ჩინელების მონაწილეობის შემთხვევაში, პუტინისთვის ძნელი იქნება ამაზე უარის თქმა და დასავლეთისთვისაც მისაღები იქნება,“ – თავის ვარიანტებს გვაცნობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. ის თეთრ სახლში გამართული შეხვედრების შემდეგ შესაძლებლად მიიჩნევს …
„აქ ადამიანები შიშით იღვიძებენ, კალაძისნაირები კი უკვე ცხოვრობენ ევროპაში“ – მასწავლებელი
„ბებიაჩემმა ამ შეგნებით გამზარდა, რომ რუსეთი მტერია, რადგან ჩემი წინაპრები კომუნისტებმა დახვრიტეს, ჩემი ორი ბიძა აფხაზეთში მოკლეს, ჩემი თანამემამულეები კი გამოყარეს აფხაზეთიდან. შეუძლებელია იმის დავიწყება, რაც რუსებმა თუნდაც ამ 20 წლის განმავლობაში გაგვიკეთეს. ამიტომ, კალაძის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი, რომელიც ამბობს, რომ თურმე ვიზალიბერალიზაციას ევროპა შანტაჟისთვის იყენებს, მტერს კი გულშემატკივრობს. მე ვერ ვიცხოვრებდი იმ ტვირთით. …
პოლონელმა მოხალისე ვეტერინარებმა მარტვილში ძაღლები და კატები გაასტერილეს
პოლონელმა მოხალისე ვეტერინარების ჯგუფმა, მარტვილში 185 მიუსაფარი ძაღლი და კატა გაასტერილეს. როგორც მოხალისეების მასპინძელმა, მარიამ შეყილაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, პოლონელმა მოხალისეებმა ფაქტობრივად ის საქმე გააკეთეს, რაც ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა გაეკეთებინა, თუმცა არ აკეთებს. მისი თქმით, მოხალისე ვეტერინარებმა ცხოველების გასტერილება საველე პირობებში შეძლეს. „პროცედურები ოთხ დღეს გაგრძელდა და მთლიანობაში წარმოუდგენელი რაოდენობა – 185 ცხოველის სტერილიზაცია მოხერხდა. შარშან …
Continue reading “პოლონელმა მოხალისე ვეტერინარებმა მარტვილში ძაღლები და კატები გაასტერილეს”
აზიური გავლენები საქართველოში იყო ძლიერი, შემდეგ გადავიხარეთ რომისკენ – ისტორიის პედაგოგი
„იზოლირება ყოველთვის წამგებიანია. ნებისმიერი იზოლაცია გაქცევს ერთი კონკრეტული ძალის ქვეშ და საბოლოოდ აუცილებლად გვნებს. ახლა ევროპასთან დაშორების ნიშანი არის კანონის უზენაესობის ეჭვქვეშ დაყენება, შერჩევითი სამართალი, კორუფცია, ნეპოტიზმი ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვა. აი, ეს ყველაფერი ევროპულ სამყაროს, ევროპულ ცივილიზაციას გვაშორებს,“ – ამბობს ისტორიკოსი, მასწავლებელი ნიკა შონია, რომლის კვლევის საგანიც შუა საუკუნეების ისტორიაა. ევროპული ცივილიზაციისკენ სვლის რა ისტორიული …
რატომ ექაჩება „ბნელეთის იმპერიისკენ ოცნება ქვეყანას“ და გვაშორებს ევროპას“ – ნიკოლოზ ალავიძე
„ქართული ოცნება“ გვაშორებს ევროპას, ნამდვილად გვაშორებს. გვაშორებს ღია და შეფარული მიდგომებით, მეთოდებით და აღსრულების პოლიტიკით. გვაშორებს ფარულადაც, პროპაგანდით. პროპაგანდით, რომელიც ემსახურება ნეგატიური კონტექსტის შექმნას, ჭიქაში ქარიშხლის გაჩენას, მოწყვლად მოსახლეობაში ემოციური პოსტულატებით არარსებული რეალობის შესახებ მითის შექმნას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი ანტრეპრენერი, ნიკოლოზ ალავიძე. ნიკოლოზ ალავიძის თქმით, …
დამღუპველია – შალვა შავგულიძე ევროპასთან უვიზოს შესაძლო გაუქმებაზე
„დამღუპველია“ – უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე საუბრის დროს ცნობილი უფლებადამცველი და ადვოკატი შალვა შავგულიძე ხშირად ამ სიტყვას ახსენებს და ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ევროინტეგრაციაშია. „მენტალურად როგორია შენი ცხოვრების წესი, შეგიძლია იმ სამყაროს ნაწილი გახდე, მიუხედავად შენი გეოგრაფიული მდგომარეობისა. ამ მომენტის ხელიდან გაშვება და ისევ არაპროგრესულ, დამღუპველ, უმომავლო, რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენა, …
Continue reading “დამღუპველია – შალვა შავგულიძე ევროპასთან უვიზოს შესაძლო გაუქმებაზე”
ქართველობა ვინ უნდა დამაკარგვინოს? არ არსებობს ეგეთი რამე – სტუდენტი, რომელიც გერმანიაში მუშაობს
20 წლის დესი სახვაძე, შავი ზღვის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, ბიზნესის მიმართულებაზე მენეჯმენტს სწავლობს. წელს პირველად ისარგებლა სტუდენტური დასაქმების პროგრამით და ორი თვით გერმანიაში წავიდა სამუშაოდ. „უვიზო მიმოსვლის გამო ვიზაზე წვალება არ დამჭირდა. საბუთების შეგროვება ყველაზე ადვილი იყო. სტუდენტური დასაქმებისთვის გჭირდება რა თქმა უნდა, ბიომეტრიული პასპორტი, ცნობა უნივერსიტეტიდან, რომელზეც თანხა არ გეხარჯება. ასევე იმატრიკულაცია, რომელიც …
2 აგვისტოს ბათუმში ევროპული მარში გაიმართება – მსვლელობა პარკის კოლონადებიდან დაიწყება
2 აგვისტოს, ბათუმში 8 პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო აქტივისტები ევროპულ მარშს გამართავენ. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ევროპული მარში ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელი კოლონადებიდან დაიწყება 20 საათზე. „მიტაცებული ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს. ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი – პოლიტპატიმართა გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი არჩევნები, რომელთა შესრულებამდეც ყველა სხვა სახის შეხება, მათ შორის ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა …
საპატრიარქოს პრესცენტრის კრიტიკა ევროკავშირზე პატრიარქთან შეთანხმებულია? – ინტერვიუ
„პატრიარქს არაერთხელ აქვს ძალიან ღიად გაცხადებული პოზიტიური ხედვა დასავლეთის შესახებ,“ – ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რაც თეოლოგ შოთა კინწურაშვილს აფიქრებინებს, რომ საპატრიარქოს პრესცენტრის სახელით გავრცელებული განცხადება პატრიარქთან შეთანხმებული არ იყო და იგი მხოლოდ ერთი ჯგუფის პოზიციას გამოხატავს. 21 ივლისს საპატრიარქოს პრესცენტრმა თავის ფეისბუქგვერდზე და არა საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე, ევროკავშირის რეკომენდაციები გააკრიტიკა და „ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა გაიმეორა. …
„აქედან გამოსვლა ძალიან რთული იქნება „ოცნებისთვის“ თვითდაზიანების გარეშე“ – ინტერვიუ
„ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რამაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა“- განაცხადა 26 მაისს სამმა ევროპელმა ლიდერმა „ოცნების“ პოლიტიკაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის – ემანუელ მაკრონის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის – დონალდ ტუსკისა და გერმანიის კანცლერის – ფრიდრიხ მერცის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს განცხადება გზავნილია ქართველი ხალხისათვის. რა იკითხება მაკრონის, მერცისა და ტუსკის ერთობლივქ განცხადებაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა …
მაკრონისა და შოლცის განცხადებები ტრამპის მიერ ზელენსკის კრიტიკის შემდეგ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპის განცხადებას აკრიტიკებენ. საუბარია 19 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე. ტრამპმა კიევი დაადანაშაულა რუსეთთან ომის ვერ აცილებაში, მან ასევე თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4 პროცენტია და უკრაინაში არჩევნების საჭიროებაზე მიუთითა. „უკრაინის ევროპელ პარტნიორებს აქვთ ერთიანი და მკაფიო პოზიცია რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომთან დაკავშირებით, მომავალშიც …
Continue reading “მაკრონისა და შოლცის განცხადებები ტრამპის მიერ ზელენსკის კრიტიკის შემდეგ”
ვინ იზრუნებს თქვენზე, თუ დახმარება გჭირდებათ? – შინმოვლა ევროპასა და საქართველოში
წარმოიდგინეთ, რომ ავად ხართ და სისტემატური, სპეციფიკური მოვლა და დახმარება გჭირდებათ. ვინ იზრუნებს თქვენზე ოჯახის წევრების გარდა? რა როლი აქვს სახელმწიფოს ამ დროს თქვენი, როგორც მოქალაქის სამედიცინო და სოციალურ მხარდაჭერაში? სწორედ ამ მხარდაჭერისთვის არსებობს პროგრამა, რომელიც წლებია ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობს, საქართველოში კი წელს დაინერგა სახელმწიფო ქვეპროგრამის სახით. შინმოვლა – ამ ტერმინით აღინიშნება მოვლის საჭიროების მქონე …
Continue reading “ვინ იზრუნებს თქვენზე, თუ დახმარება გჭირდებათ? – შინმოვლა ევროპასა და საქართველოში”
როგორ ახალისებენ შობადობას ფინეთში და რა ხდება საქართველოში
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. 2023 წელს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა ამის უტყუარი მტკიცებულებაა. რას აკეთებს სახელმწიფო დემოგრაფიული სურათის შესაცვლელად და რატომ შემცირდა შობადობა საქართველოში? „ბათუმელები“ დედებს ესაუბრა, რომლებმაც შვილები ახლახან გააჩინეს. ყველა მათგანი ამბობს, რომ საქართველოში ბავშვის გაჩენა, გაზრდა და განათლების მიცემა ძვირია. სახელმწიფო არცერთ ეტაპზე დედებს და ახალბედა ოჯახებს …
Continue reading “როგორ ახალისებენ შობადობას ფინეთში და რა ხდება საქართველოში”
რა იცვლება ევროპაში საფრანგეთის და ბრიტანეთის არჩევნების შემდეგ – რას წერს გერმანული მედია
ამჟამად ევროპაში ძლიერი პოლიტიკური ძვრებია, რაც გასულ კვირას ევროპის ორი წამყვანი ქვეყნის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის არჩევნების უკავშირდება. გასული კვირა იყო წარმატებული ევროპისთვის და ამასთან წარუმატებელიც. დაახლოებით ამ შინაარსის სტატიები ქვეყნდება გერმანულ მედიაში ბრიტანეთის და საფრანგეთის არჩევნების შემდეგ. მედიების შეფასებით, ძლიერი და სტაბილური მთავრობა ეყოლება დიდ ბრიტანეთს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელსაც სურს ევროკავშირთან ურთიერთობის …
„როცა ევროპამ თქვა, რომ საქართველო ევროპაა, მთავრობა ამბობს, რომ ევროპა არ აინტერესებს“
დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია – „ევროპული და ქართული იდენტობა“ იმართება. დასწრება თავისუფალია. ლექციამდე ცოტა ხნით ადრე ლევან ბერძენიშვილი „ბათუმელებს” საქართველოს ევროპულ მომავალზე, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დამოკიდებულებებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობებზე ესაუბრა. ლევან ბერძენიშვილი: „ჩვენ აქამდე ორ სუბიექტთან გვიწევდა გვემტკიცებინა, რომ ევროპა ვართ: საკუთარ თავთან, ჩვენსავე მოსახლეობასთან, რაც ადვილი ამოცანა …
„მე და ევროპა“ – ფილმის ჩვენება ბათუმში
9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად, ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება ფილმის „მე და ევროპა“ კინოჩვენება. დოკუმენტური ფილმი 2022 წელს გადაიღო კინორეჟისორმა გიორგი ქველიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობით. „ფილმი ოთხ სამიზნე რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს. ეს ფილმი მოგვითხრობს ჩვენს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე,“ – ნათქვამია ოფიციალურ …
მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის – საქართველოში ონლაინკამპანია დაიწყო
საქართველოში იწყება კამპანია „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის”. დოკუმენტზე ხელის მოწერა ელექტრონულად შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი. კამპანიის ორგანიზატორები ქართული ოპოზიციური პარტიები არიან. „რადგან საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, თანახმა ვარ, ჩემი სახელით ხელისუფლების შეცვლამდე პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამართონ მოლაპარაკებები …
Continue reading “მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის – საქართველოში ონლაინკამპანია დაიწყო”