სიახლეები

„მე და ევროპა“ – ფილმის ჩვენება ბათუმში

08.05.2023
„მე და ევროპა“ – ფილმის ჩვენება ბათუმში

9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად, ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება ფილმის „მე და ევროპა“ კინოჩვენება.

დოკუმენტური ფილმი 2022 წელს გადაიღო კინორეჟისორმა გიორგი ქველიძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.

„ფილმი ოთხ სამიზნე რეგიონში: კახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და იმერეთში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს. ეს ფილმი მოგვითხრობს ჩვენს საერთო ღირებულებებზე – მრავალფეროვნებაზე, თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე,“ – ნათქვამია ოფიციალურ წარდგენაში.

დოკუმენტური ფილმის ჩვენება 9 მაისს „აპოლოში“ 13.45 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ბათუმში დაგეგმილი კინოჩვენების ორგანიზატორები არიან  ბათუმის კინოფესტივალი BIAFF-ი და საერთაშორისო საზოგადოებრივი ასოციაცია „TIP“-ი.

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს აღნიშნავენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: