მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის – საქართველოში ონლაინკამპანია დაიწყო

საქართველოში იწყება კამპანია „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის”. დოკუმენტზე ხელის მოწერა ელექტრონულად შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის არჩევანი. კამპანიის ორგანიზატორები ქართული ოპოზიციური პარტიები არიან. „რადგან საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, თანახმა ვარ, ჩემი სახელით ხელისუფლების შეცვლამდე პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამართონ მოლაპარაკებები …

ესპანეთსა და საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა 46 გრადუსს მიუახლოვდა – პაპანაქება ევროპაში

ევროპაში სიცხე მატულობს. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ბიურომ დღეს,  18 ივლისს, პირველად ისტორიაში, განსაკუთრებული სიცხის გამო გაერთიანებული სამეფოსთვის გაფრთხილების წითელი დონე გამოაცხადა – დიდი ბრიტანეთში ჰაერის ტემპერატურის +40°C-მდე აწევას პროგნოზირებენ. ამავე დროს, პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 46 გრადუს ცელსიუსს მიუახლოვდა. მომდევნო კვირაში ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში რეკორდულად მაღალი სიცხისთვის ემზადებიან. სიცხის გამო საფრანგეთში, ესპანეთში, …

ევროპული მარში ბათუმში – 20 ივნისს, 19:00 საათზე

20 ივნისს, 19 საათზე, ცენტრალური პარკის შესასვლელიდან ბათუმში ევროპული მარში დაიწყება. მოქალაქეები ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან შეიკრიბებიან და მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისაკენ. საქართველო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება და დაადგენს ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. ბათუმში, 20 ივნისს დაგეგმილი მშვიდობიანი მარშის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო სექტორის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. „ჩვენი …

რომ არ მოსულიყო ივანიშვილი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს – ღარიბაშვილი

„2012 წლამდე, აი, ამ EPP-ს [ევროპის სახალხო პარტია] მინდა შევახსენო, რომ მათი ამ შვილობილი თუ პარტნიორი პარტიის მმართველობის დროს, არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის ქვეყანაში არ არსებობდა. არ არსებობდა არც თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ და რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს მეგობრებო ქვეყანა აღარ გვექნებოდა. რატომ? იმიტომ, რომ იქნებოდა ომში ჩართული, აქ …

ევროპის უსაფრთხოება თავად ევროპელების ხელში უნდა დარჩეს – სი ძინპინი შოლცს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ვიდეო-კონფერენციისას უთხრა, რომ ყველა ღონე უნდა იქნას გამოყენებული, რათა უკრაინის კონფლიქტი „უმართავ სიტუაციაში“ არ გადაიზარდოს. ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინურ სახელმწიფო რადიოზე დაყრდნობით ავრცელებს. „ყველა ღონე უნდა იქნას გამოყენებული, რათა თავიდან იქნას არიდებული უკრაინის კონფლიქტის გამწვავება და გაფართოება, რამაც შესაძლოა უმართავ სიტუაციამდე მიგვიყვანოს,“ – უთხრა სი  ძინპინმა  შოლცს ვიდეოზარის …

ევროპისა და აზიის ფერმებში ფრინველის გრიპი ვრცელდება

ბოლო დღეებში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) ევროპასა და აზიაში ფრინველის მძიმე გრიპის რამდენიმე აფეთქება დააფიქსირა. ჩინეთში ამ წლის მონაცემებით უკვე 21 ადამიანი დაინფიცირდა ფრინველის გრიპის H5N6 ქვეტიპით, რაც ამ ვირუსის გავრცელების 2020 წლის მთლიან მაჩვენებელზე მეტია. სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა ვირუსის აფეთქების შემთხვევა ფრინველის ფერმაში. ინფორმაცია ამის შესახებ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ორშაბათს სამხრეთ კორეის …

ჯანმო: “ლოქდაუნის” არიდება შესაძლებელია, თუ 95% ატარებს პირბადეს

ახალი “ლოქდაუნების” არიდება ევროპაში შესაძლებელია, მათ შორის თითქმის საყოველთაოდ პირბადის ტარებით, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ. “ლოქდაუნების არიდება შესაძლებელია, მე ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ ლოქდაუნები არის ყველაზე ბოლო გამოსავალი” – განაცხადა მან ჯანმოს პრესკონფერენციაზე. – “პირბადეების გამოყენება არ არის პანაცეა და საჭიროა ეს მოხდეს სხვა ზომებთან ერთად კომბინაციაში; თუმცა თუ პირბადეების …

კოვიდტალღა გერმანიაში ”ძალიან სერიოზულია”, ესპანეთში კი ”კონტროლიდან გამოდის”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ეპიდემიოლოგიურ მიმოხილვაში, რომელიც ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. რეგიონში დადასტურებული შემთხვევების წილი, მსოფლიო კოვიდსტატისტიკაში ახლა 38%, კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელში კი რეგიონის წილი 29% -მდე არის გაზრდილი წინა კვირასთან შედარებით. იმის გამო, რომ ევროპაში ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა, ქვეყნები შეზღუდვების გამკაცრებას …

ბენკსი ხმელთაშუა ზღვაში ლტოლვილთა სამაშველო კატერს აფინანსებს

ქუჩის ანონიმურმა მხატვარმა ბენკსიმ დააფინანსა ღია ვარდისფერი კატერი, რომელიც იმ ლტოლვილების გადარჩენაზე იმუშავებს, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. იახტაზე გამოსახულია ბენკსის მიერ დახატული გოგონა სამაშველო ჟილეტში, რომელსაც გულის ფორმის სამაშველო რგოლი უჭირავს ხელში. ინფორმაციას ამის შესახებ გარდიანი ავრცელებს. 31-მეტრიანი მოტორიანი იახტა, რომელსაც მე-19 საუკუნის ფრანგი ანარქისტი ფემინისტის, ლუიზ მიშელის სახელი დაარქვეს, 18 აგვისტოს საიდუმლოდ …

ჰანს კლუგე: პანდემიის ახალი რისკჯგუფი ახალგაზრდები არიან

ჯანმოს ევროპის ოფისი იუწყება, რომ შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ ევროპაში გამოიწვია არა მხოლოდ ინფიცირების ახალი კერების გაჩენა, არამედ შეცვალა ინფიცირებულთა ასაკობრივი პროფილი. ცნობილია, რომ Covid19-ის პირველმა ტალღამ ძირითადად ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები დააზარალა. მაგრამ მეცნიერები შიშობენ, რომ ვირუსის ახალი სამიზნე ჯგუფი იქნებიან ახალგაზრდები, რომლებიც ახლა, ზაფხულის არდადეგებზე ისვენებენ. ექსპერტები ამბობენ, რომ მიზეზი ახალგაზრდების ქცევის მოდელია, …

რას ამბობს გლობალური კვლევა 11, 13 და 15 წლის მოზარდების ჯანმრთელობაზე

ჯანმოს ევროპის რეგიონის ბიურომ ახლახან გამოაქვეყნა კვლევა “მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევების შესახებ”, რომელიც 45 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მონაცემებსაც მოიცავს. კვლევის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, მოზარდებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები მომატებულია. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოზარდების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არაჯანსაღი კვება და შემცირებული ფიზიკური აქტივობაა – “ფიზიკური აქტივობების მაჩვენებლები რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში პრაქტიკულად საერთოდ არ გაუმჯობესებულა: გლობალურ რეკომენდაციას …

ჯანმო ევროპის ქვეყნებს – მზად უნდა ვიყოთ შეზღუდვების კვლავ გასამკაცრებლად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგერი ევროპის ქვეყნებს აფრთხილებს, რომ კონტინენტი კვლავ კოროვირუსული პანდემიის “მძლავრი მარწუხების ქვეშ” რჩება, მაშინ როცა რეგიონის ქვეყნების დაახლოებით მეოთხედი შეზღუდვების შემსუბუქებასა და მოხსნას აპირებს. „დღეს მსოფლიოში ევროპის რეგიონებზე მოდის ინფიცირების 46%, ხოლო სიკვდილიანობის – 63%“, – განაცხადა ჰანს კლუგერმა. კლუგერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში, სოციალური დისტანცირების  დაწესების …

რუსეთის როლი კორონავირუსზე მოგონილ ამბებში – „დამნაშავე ამერიკაა“ 

დასავლეთის, ამერიკის და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ რუსეთი კორონავირუსსაც რომ აქტიურად იყენებს, ამაზე ბოლოს Reuters-ი წერდა. 18 მარტს ამ გამოცემამ ევროკავშირის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რუსული წყაროები კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებენ და ამის მიზანი „დასავლეთში პანიკის შექმნაა“. „როიტერსის“ ცნობით, 18 მარტამდე ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თითქმის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოცემის ინფორმაციით, ყალბი ამბები ვრცელდება …

რამდენი ქართველი დააბრუნეს ევროპის ქვეყნების თავშესაფრებიდან უკან 

გასულ წელს ევროპის ქვეყნებიდან 3 192 საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს უკან რეადმისიის ფარგლებში. ყველაზე მეტი მოქალაქე – 1479 გერმანიიდან დაბრუნდა. რეადმისიის პროგრამაში მოქალაქეები მაშინ ერთვებიან, როცა ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში თავშესაფარს ითხოვ, უარს გეუბნებიან და სახელმწიფო სპეციალური პროგრამის ფარგლებში უკან გაბრუნებს. გერმანიის შემდეგ ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საფრანგეთიდან დაბრუნდა – 649, ჰოლანდია – 256, ავსტრია …

225 ქართველი მეცნიერი ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობს

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციით, 225 ქართველი მეცნიერი ეწევა სამეცნიერო საქმიანობას უცხოეთის წამყვან დაწესებულებებში – უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში. ამ სიის მიხედვით, 99 ფიზიკის სპეციალისტი მუშაობს უცხოეთში. აქედან ყველაზე მეტი –  29 ფიზიკოსი დასაქმებულია აშშ-ის ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ნიუ იორკის უნივერსიტეტი, აშშ-ს ეროვნული ლაბორატორია, სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტი, დელავერის უნივერსიტეტი, აიოვას უნივერსიტეტი და ა.შ. აქედან, დიდი ნაწილი მუშაობს მკვლევარად, …

როგორ გაიზარდა ევროპაში სიცოცხლის ხანგრძლივობა – ჯანმოს ანგარიში 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ბიურომ ევროპაში ჯანდაცვის მდგომარეობის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ევროპის რეგიონის მოსახლეობაში გაზრდილია სიცოცხლის ხანგრძლივობა და შემცირებულია ნაადრევი სიკვდილიანობა. თუმცა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში პროგრესს ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლი, ჭარბი წონა, სიმსუქნე და ვაქცინაციით არასათანადო მოცვა. უმოქმედობის შემთხვევაში ამ ფაქტორებს შეუძლიათ შეაფერხონ სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლის …

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი: ევროპა იხსნის საქართველოს

„რასაკვირველია, ევროპაშია საქართველოს მომავალი,“ – ამბობს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სერგო ტაბაღუა. მას ბათუმში, გმირთა მოედანზე ვესაუბრეთ, სადაც დღეს ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს. ომის ვეტერანებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს მეორე მსოფლიო ომის წლები. მოედანზე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გეორგიევსკის ლენტებიც ეკეთათ და რუსეთის მიმართ ნოსტალგიას ღიად გამოხატავდნენ. ომის ვეტერანს, სერგო ტაბაღუას, „ბათუმელები“ ესაუბრა არა წარსულზე, …

რა დაგიჯდებათ ზამთარში ევროპაში დასვენება

                                                                                                              …

მიტოვებული საკულტო ნაგებობები ევროპაში

ბრიტანელი ფოტოგრაფი ჯეიმს კერვინი მიტოვებული არქიტექტურული ნაგებობების სხვადასხვა სერიას იღებს: ძველ სასახლეებს, დიდ დარბაზებს, გამორჩეულ სახლებსა და საკულტო ნაგებობებს. ფოტოების სერიას, რომელსაც ამჯერად გთავაზობთ, ჯეიმს კერვინმა ,,Domum Dei’’ (ლათინურად ,,ღვთის სახლი’’ უწოდა.) საკულტო ნაგებობების სერია ინგლისში, უელსში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, იტალიასა და პოლონეთშია გადაღებული. ფოტოებზე ევროპის მიტოვებული ტაძრები, სამლოცველოები და სხვადასხვა რელიგიური ნაგებობაა ასახული.     …

Exit mobile version