„დამეხმარები?“ – იკითხა 15 წლის გოგომ – 3 ამბავი პედოფილიაზე

„დამეხმარები?“ – ჰკითხა მარის 15 წლის გოგონამ. მარი დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა მის დასახმარებლად. გოგონა ენდო და მოუყვა, როგორ ძალადობდა მასზე ბაბუა – მამინაცვლის მამა წლების განმავლობაში. „ფიზიკური არ იყო“ – უთხრა გოგონამ და მარი მიხვდა, რომ საქმე სქესობრივ დანაშაულთან ჰქონდა. ეს იყო პედოფილიის პირველი საქმე, რომელზეც მარი ვარამაშვილმა, როგორც იურისტმა იმუშავა. მას შემდეგ, თითქმის …

„ერთი „თბილისობის“ თანხამ შეიძლება გადაარჩინოს ეს ბავშვები“ – როდის ახსენდება კობახიძეს „ხალხის ფული“

„ჩვენთვის მარტივი იქნებოდა, აგვეღო ეს 50 მილიონი და დაგვეხარჯა. მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა გადასახადების გადამხდელთა მიმართ, რადგან ეს ხალხის ფულია“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დიუშენით დაავადებული ბავშვების სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტების შესყიდვაზე. რატომ გაახსენდა კობახიძეს ახლა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ხალხის ფულია და რა თქვა მან ამით რეალურად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტიკოს …

„ბავშვებმა უნდა მიიღონ წამალი. სკოლის ფორმებისთვის 44 მლნ გადაყრილი ფულია“ – ინტერვიუ

„დღეს ეს 44 900 000 ლარი ეკუთვნით დიუშენით დაავადებულ ბავშვებს. სწავლის ხარისხს და მოსწავლის ქცევას ფორმა ვერ გამოასწორებს“- ამბობს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია. როგორ უნდა იხარჯებოდეს ბიუჯეტიდან 44 მლნ ლარი ეფექტურად ქვეყანაში, სადაც ბავშვების მშობლები წამლის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ, ბავშვების ნაწილს საკმარისი საკვები არ აქვს, მმართველი პარტია კი სასკოლო ფორმების შემოღებას მიიჩნევს განათლების სისტემის …

სახელმწიფოს ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის 30-30 000 ლარის გადახდა დაევალა – PHR

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების სასარგებლოდ სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაავალა. სასამართლომ გადაწყვეტილება ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელის საფუძველზე მიიღო. ორგანიზაცია პირველი ინსტანციის სასამართლოში 11 ყოფილი ბენეფიციარის ინტერესებს წარმოადგენდა და თითოეული მათგანისათვის 100,000 ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 30 000 …

ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა სახელმწიფომ ხელახლა გადააფასოს – გაერო

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა, ნინოწმინდის ბავშვთა სახლის გადაწყვეტილებაზე აღსრულების მონიტორინგი გააგრძელა. ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წერს. მათივე ინფორმაციით, კომიტეტი ამის შესახებ ახლად გამოქვეყნებულ „პროგრესის შესახებ ანგარიშში“ საუბრობს. „გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი განსაკუთრებულად შეშფოთებულია ფაქტით, რომ პანსიონში დღემდე ცხოვრობენ ბავშვები, რომლებსაც თავდაპირველად ჰქონდათ რეპარაციის (კომპენსაცია, რეაბილიტაცია, რესტიტუცია) სურვილი, მაგრამ გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გააუქმეს და უარი …

„პედაგოგი მშობელს აბრალებს, მშობელი – პედაგოგს და ბავშვი რჩება გვერდზე“ – ინტერვიუ მოზარდების ძალადობაზე

„იცით როგორი სურათი დამინახავს? განსაკუთრებით იქ, სადაც ძალიან მწვავედ დგას ბავშვის ქცევითი პრობლემები და ბავშვის ქცევა არის უმართავი. მე ამას „ცხელი კარტოფილის ეფექტს“ ვეძახი, როცა ერთი უწყება გადაისვრის ბავშვს მეორეში, მესამეში და საბოლოო ჯამში ბავშვი უფრო რთული მდგომარეობით გამოდის ამ პროცესიდან, ვიდრე იყო დასაწყისში“- ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა. მას „ბათუმელები“ მოზარდების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე და …

„ციხე 10 წლის ბავშვისთვის დაუშვებელია“ – როგორ აპირებს „ოცნება“ ბავშვების დასჯას

„ქართული ოცნება“ აპირებს დასაჯოს 10-დან 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები და „რეაბილიტაციის“ სახელით გამოკეტოს სპეციალურ დაწესებულებაში, რომელსაც ნებართვის გარეშე ვერ დატოვებენ. ბავშვთა უფლებადამცველები ამ ინიციატივას აპროტესტებენ და მიიჩნევენ რეპრესიულად, რადგან მათი განცხადებით, 14 წლამდე ბავშვი სამართლებრივად ვერ ჩაიდენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რადგან კანონით მათთვის ასეთი პასუხისმგებლობა საერთოდ არ არსებობს. ამ ინიციატივით …

„ჩემს შვილს მეორე სიცოცხლე გერმანიაში აჩუქეს. უვიზო მიმოსვლის გარეშე ამას ვერ შევძლებდი“

ეკატერინე გოგისვანიძე სამი შვილის დედაა. იგი სამი წლის წინ, თავის უმცროს ვაჟთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა ემიგრაციაში და თავშესაფარი მოითხოვა. 4 წლის გაბრიელს საქართველოში ეპილეფსია დაუდგინეს, თუმცა მისთვის დანიშნული მედიკამენტი ეფექტს არ იძლეოდა. გერმანიაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გაბრიელს, ჯერ კიდევ ჩვილობაში თავის ტვინში ორი სისხლჩაქცევა ჰქონდა გადატანილი, რაც საქართველოში ექიმებს გამორჩათ, სწორედ ამის გამო დამძიმდა …

„არ არსებობს მიზეზი, რაც ამ ქმედებას გაამართლებს“ – გამოსახლება და მშობლების დაკავება ბავშვების თვალწინ

„წარმოიდგინეთ, ბავშვს აქვს განცდა, რომ სახლიდან გამოაგდეს, ქუჩაში დარჩა. თან ხედავს, რომ არავინ იბრძვის იმისთვის, რომ ის დაიცვას. როგორ მოჰყვება ამას მომავალში? ნამდვილად დაამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი მძიმე ისტორია მის ცხოვრებაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სოფიკო მენაბდიშვილი. რა უფლებები დაარღვია სახელმწიფომ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩიდან იძულებით გამოსახლებული 150 ოჯახის და მათი მცირეწლოვანი შვილების შემთხვევაში? რა უნდა გაეკეთებინა ბავშვზე …

„ოცნება“ და სხვისი შვილები, რომლებიც „მხოლოდ რუსული მომავლისთვის ემეტებათ“

„არავინ გაბედოთ და ჩემი შვილები მოძალადე კრიმინალებს, რადიკალებსა და ექსტრემისტებს არ შეადაროთ. მე ვარ დედა 2 და 4 წლის შვილების, რომელთა ფუნდამენტური უფლებები უხეშად დაირღვა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა 27 მაისს, პარლამენტის ტრიბუნიდან. დეპუტატი ლაშხი რადიკალებად და ექსტრემისტებად მოიხსენიებს 19-20 წლის გოგოებს, რომლებმაც მას კაფეში შეახსენეს, რომ ის რუსულ ინტერესებს ემსახურება. „თავისუფლება …

სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს ბავშვის ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება – PHR ბინების ჩხრეკაზე

„სახელმწიფო აგრძელებს რეპრესიებს, რათა დაასუსტოს ქალი უფლებადამცველების და  აქტივისტების საქმიანობა“- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR. ორგანიზაცია ეხმიანება დღეს, 29 აპრილს, პოლიციის მიერ ფიზიკური პირების სახლების ჩხრეკას, რაც ბავშვის თანდასწრებით განხორციელდა. „2025 წლის 29 აპრილს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დაიწყეს უფლებადამცველთა და სამოქალაქო აქტივისტთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა. ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა ორსული …

აუცილებლად უნდა იჩივლონ ბავშვებმა – რას ამბობს ბავშვთა უფლებადამცველი „ოცნების“ რეპრესიულ კანონზე

„ქართული ოცნების“ ანტიკონსტიტუციურმა მთავრობამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომლის ერთ-ერთი – 173-ე მუხლი პირდაპირ ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებებს. კერძოდ, ბავშვის სიტყვისა და გამოხატვის, ასევე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის უფლებას. ადამიანის უფლებათა ადვოკატი ანა არგანაშვილი, რომელსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, ამბობს, რომ „თუ ბავშვები გრძნობენ, რომ მათ უნდათ აქციაზე გასვლა, მაგრამ კანონმდებლობაში შესული ეს ნორმა ხელს უშლით, მიმართონ სასამართლოს, …

ყველა ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით – PHR

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში მოსწავლეთა პროტესტს ეხმიანება ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR“. ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ბავშვებს მშვიდობიანი შეკრებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის უფლება აქვთ. „საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-17 მუხლი ანიჭებს ყველა ბავშვს უფლებას ისარგებლონ გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებით. აგრეთვე, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-15 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს აღიაროს და დაიცვას ყველა ბავშვის …

ვინ არ ურთავს 2 შვილის დედას დენს ქოხში – „მცივაო, რომ მეუბნება ბავშვი, რა ვქნა?“

12-წლიანი ემიგრაციის შემდეგ ცისანა ხიმშიაშვილი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ახლა მის ოთხსულიან ოჯახს ბათუმში, „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში, შუქისა და წყლის გარეშე უწევს ცხოვრება. ცისანას უმცროსი შვილი ორი წლისაა, უფროსი კი – 13 წლის. ბავშვები თითქმის ორი თვეა ცივ და უშუქო ქოხში ცხოვრებენ. „საკუთარ ქვეყანაში მინდოდა დაბრუნება, რომ ჩემი შვილებისთვის რაღაც ფუძე დამედო. ვალები მქონდა, ამიტომ …

აბიტურიენტი შვილის მოსამზადებლად დედა მარჩენალდაკარგულის პენსიას ითხოვს – სასამართლო არ ჩქარობს

17 წლის არასრულწლოვანი გოგოს დედამ შვილის დახმარების მისაღებად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წელს მიმართა, თუმცა მოსამართლეს ამ საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაუწყია. სვეტლანა ხაბელოვა ამბობს, რომ ის, როგორც დედა და მარჩენალდაკარგული შვილის მეურვე, სახელმწიფო დახმარებას ვერ იღებს. ახლა ეს თანხა თავისი შვილის, ირინას კონკრეტულ საგანებში მოსამზადებლად სჭირდება, რადგან მოზარდი მეთორმეტე კლასში გადავიდა და აბიტურიენტია. …

მთავრობა ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებს კომპენსაციას არ უხდის – გაეროს შეუსრულებელი რეკომენდაცია

„კომიტეტი ასკვნის, რომ მხარე სახელმწიფომ ვერ დაიცვა 21 დაზარალებული ბავშვის უფლებები, რომლებიც მოშორებული იყვნენ თავიანთ ოჯახურ გარემოს და რომელთაგან ზოგიერთს ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობები… კომიტეტი ასკვნის, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ ვერ აჩვენა სათანადო გულმოდგინება სწრაფად და ეფექტურად გამოეძიებინა ძალადობის, ბოროტად გამოყენებისა და ცუდი მოპყრობის შესახებ მრავალი ბრალდება,“ – აღნიშნულია გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებაში. გაერომ ბავშვთა …

2 წლის ლაზარეს დედა შვილის ოპერაციისთვის დახმარებას ითხოვს

ლაზარე მებონია ორი წლისაა. როგორც ლაზარეს დედა, ნინი ცინცაძე ამბობს, ლაზარე ტერფების გამრუდებით დაიბადა. იგივე დიაგნოზი წერია ბავშვის ფორმა 100-ში, რომელიც იაშვილის კლინიკას გაუცია თბილისში. ქალის თქმით, ლაზარე ორი თვის იყო, როდესაც გაუკეთეს ერთი ოპერაცია, მაგრამ ქირურგიული ჩარევა უშედეგო გამოდგა. „ბავშვს არაფერი ეშველა. ექიმებიც მეუბნებოდნენ, საზღვარგარეთ წაიყვანეო. ცოტა ხნის წინ თურქეთში წავიყვანე, იქ 10 დღე …

16 წლის გივიკო მეზღვაურობაზე ოცნებობს, მაგრამ სწავლის ფული არ აქვს – ვიდეო

„სამნი დავრჩით, მე დედა და პატარა და. მამა არ მყავს. ახლა ბათუმთან ახლოს, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობთ. დედა მუშაობს, მაგრამ სრულიად არ შეუძლია ოჯახის გატანა. წინა ზაფხულს და ზამთარშიც, სკოლის პერიოდში ვმუშაობდი, მაქსიმალურს ვაკეთებდი, ოჯახში რაიმე უნდა შემეტანა, რომ საჭმელი გვქონოდა. ხშირად მიწევდა სკოლის გაცდენა და რისკზეც დავდექი, რამდენიმე საგანში ლამის საშემოდგომო გამომყვა, ბოლოს მოვუკელი სამუშაოზე …

ომბუდსმენი რუსულ კანონს ბავშვთა უფლებების ჭრილში აკრიტიკებს

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების განსაკუთრებული როლი, რომელთა მხარდაჭერა და გაძლიერება საერთო მიზანს – ბავშვთა უფლებების ეფექტიან დაცვას ემსახურება. გაერთიანებული ერების ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ საფრთხის შემცველად და კონვენციის მიზნებთან შეუთავსებლად იქნა შეფასებული ქვეყნის მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები. კერძოდ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც ქვეყანაში ისედაც არასაკმარისი …

რას ჰყვება მოსამართლე პედოფილიის მსხვერპლ ბავშვებზე – ჩვენების მიცემა, როგორც ტრავმა

„მოსამართლეს უნდა დაუსაბუთო, რომ ტრავმულია ბავშვის მონაწილეობა სასამართლო პროცესზე. თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ადვოკატმა ეს არ მოითხოვა. ბრალდებულის ადვოკატის ინტერესშია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი პირიქით, მივიდეს სასამართლოში, დააბნიოს, მასზე ზემოქმედება მოახდინოს და მერე თქვას, აი, ბავშვი იტყუება, ხედავთ, ეს როგორ არ ახსოვს?“ – ამბობს ადვოკატი ელისო რუხაძე არასამთავრობო ორგანიზაციიდან „უფლებები საქართველო“. იგი ყურადღებას ამახვილებს …

„რომელი პარლამენტარი დარბის ჩვენსავით რაიონში ადამიანების დასაცავად“ – ანა არგანაშვილი

ადამიანის უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, რომელიც წლებია ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისა და ქალების უფლებებს იცავს, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ რუსულ კანონს ეხმაურება და წერს, თუ რამდენად დიდ ზიანს მიაყენებს ეს კანონის ადამიანის უფლებების სფეროს და რამდენ ადამიანს დატოვებს დაუცველად. „რატომ ვართ მე და ჩემი თანამშრომელი ადვოკატები უცხო ქვეყნის აგენტები? იმიტომ, რომ ხვალ დილის 6 საათზე უნდა ავდგე, …

მეგობრები იპარავდნენ, მეც მინდოდა იგივე მექნა – 16 წლის მოზარდი ბათუმიდან

„14 წლის ვიყავი პირველად რომ მოვიპარე. ვსეირნობდით მე და დაქალი, როცა გზაში მისი მეგობრები შეგვხდნენ. სიგარეტი არ ჰქონდათ და სიგარეტი ვიყიდოთ, თან წვენები დავითრიოთო. მე ხმას არ ვიღებდი. წავიდნენ მაღაზიაში, გამოიტანეს რაღაცები და გაიქცნენ. დაქალი მეუბნება, წამო, არ გინდა ჩვენც გავაკეთოთო? მე მეშინია-მეთქი. ძალიან ცუდად მითხრა – „მშიშარა ხარ“. არ ვარ მშიშარა-მეთქი. შევედით მაღაზიაში. დაქალმა [ჯიბეებში] …

მოვიპარე ერთხელ, ორჯერ… ვიპარავდი ტანსაცმელს, სხვა გამოსავალი არ მქონდა – 14 წლის გოგოს ისტორია

უნდა, რომ მისი ოთახის კედლები მწვანე ფერის იყოს. ისიც ზუსტად იცის, რომელ კუთხეში რომელ ნივთს დადგამს. საკუთარ ოთახზე ბევრი აქვს ნაფიქრი, თუმცა არასდროს ჰქონია. 14 წლისაა და ამდენივე წელია, რაც ქირით ცხოვრობს ბათუმში. თუ გაუმართლებდა, ნაქირავები ბინის მომცრო მისაღებ ოთახში ეძინა ბებიასთან ერთად. ახლაც ასეა. მისაღებში სძინავს და მწვანეკედლებიან ოთახსა და მომღერლობაზე ოცნებობს. კიდევ ბევრი …

454 აბორტი და 2 564 მშობიარობა მოზარდებში ბოლო 4 წელში – როგორ იცავს სახელმწიფო გოგოებს

2018 წლიდან 2022 წლის ივნისამდე არასრულწლოვნების 2564 მშობიარობა და 454 აბორტი აღირიცხა. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისგან მიიღო ორგანიზაციამ – „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. ამ თემაზე „ბათუმელები“ ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელს თამარ გაბოძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ საზოგადოებრივ ჯანდაცვას არ აქვს ჩაშლილი სტატისტიკა, რაც ნათლად აჩვენებდა, თუ კონკრეტულად რა მიზეზებს უკავშირდება ნაადრევი მშობიარობა …

კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები მიატოვა ოჯახმა და სახელმწიფომაც – პედაგოგი

„მთავარი პრობლემა იწყება ოჯახიდან. ვისთანაც შეხება მქონია, ოჯახისგან მიტოვებული ბავშვები არიან და გარკვეულწილად, სახელმწიფოსგანაც“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მენტორი მასწავლებელი კახა გალდავა. ის 7 წელი სამტრედიის მე-15 საჯარო სკოლაში მუშაობდა, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი და ე.წ. რთული ქცევის ბავშვები სწავლობდნენ. პედაგოგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბავშვებზე სხვადასხვა დაწესებულებას აქვს პასუხისმგებლობა აღებული, ისინი მაინც დაკარგულ ბავშვებად …

უნდა გაუფორმონ პედოფილებს საპროცესო შეთანხმება? – ომბუდსმენის პოზიცია

დღეს, 17 ივლისს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბათუმში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ჟურნალისტებმა მას შეკითხვა პედოფილიის ბოლო შემთხვევებზე დაუსვეს: რას აკეთებს სახალხო დამცველი პედოფილიის პრევენციისთვის? „ეს არის ნამდვილად გამოწვევა და პრობლემა. სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ყველა ასეთ შემთხვევაზე და არამარტო ისეთ შემთხვევებზე, რაც გახმაურებულია, არის ისეთი შემთხვევები, რაც არ ხმაურდება. ჩვენი ბავშვთა დაცვის დეპარტამენტი არის …

13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეუფარდეს

წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც პროკურატურა 13 წლის შვილის გაუპატიურებას ედავება. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დღეს, 14 ივლისს, განიხილა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა 2023 წლის 11 ივლისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ …

ბავშვთა გაუპატიურებაზე კანონის შეცვლა ბევრჯერ ვთხოვეთ პარლამენტს. უარი თქვეს – უფლებადამცველი

„ეს სასჯელის არიდებას უტოლდება და ეს არის მოსამართლის პასუხისმგებლობაც, რადგან მას შეუძლია,  არ დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება. მოსამართლეს შეეძლო ამ დროს თავისი მკაცრი პოზიცია დაეფიქსირებინა და უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე,“ – მიიჩნევს იურისტი ანა თავხელიძე. ის განმარტავს, რატომ არის დაუშვებელი საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მოძალადესთან, რომელსაც 12 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა. „ბათუმელები“ გუშინ, 29 ივნისს, …

12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულს მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო დაუმტკიცა

განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან. მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც „ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით“, – აღნიშნულია განაჩენში, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ მიიღო. „დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება,“ – წერს განაჩენში მოსამართლე ციცინო მოსიძე და ციხის მიღმა …

როგორ გავიყვანოთ ბავშვი უცხოეთში, როცა ერთი მშობელი წინააღმდეგია – ინტერვიუ

„მამის არგუმენტი აქ და სხვა შემთხვევებშიც ხშირად არ არის ცნობილი, მამებს აქვთ უბრალოდ კატეგორიული დამოკიდებულება, რომ არ სურთ შვილი გავიდეს საზღვარგარეთ და იყოს მისგან შორს,“ – კონკრეტულ ისტორიას იხსენებს იურისტი თამარ წულუკიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელსაც „ბათუმელები“ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის თემაზე ესაუბრა. 16 წლამდე ბავშვის უცხოეთში წასაყვანად ორივე მშობლის თანხმობაა საჭირო. რა …

წამალი ბავშვებს – ამ მოთხოვნით ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გაიმართება

წამალი ბავშვებს – ამ მოთხოვნით აქცია გაიმართება ბათუმში ხვალ, 29 აპრილს, დღის 3 საათზე. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე დღეა უწყვეტ რეჟიმში საპროტესტო აქციებს მართავენ პარლამენტის წინ. მშობლები მოითხოვენ, სახელმწიფომ შემოიტანოს წამალი „ვოზორიტიდი“, რომელსაც უკვე მინიჭებული აქვს FDA-სა და EMA-ს ოფიციალური ლიცენზიები. მშობლების თქმით, ეს წამალი არის ერთადერთი და უალტერნატივო მედიკამენტი მსოფლიოში, რომელიც აქონდროპლაზიით დაავდებულ …

5 ბავშვის ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშ სახლში – ვიდეო

ნახევრად დანგრეული სახლი, დაობებული, დამპალი იატაკი, ალაგ-ალაგ ჩამტვრეული და სიცოცხლისთვის საშიში. ასეთ გარემოში ცხოვრობს 5 ბავშვი, მათ შორის 4 მცირეწლოვანი. ქეთევან სურმანიძეს და აკაკი გაბუნიას საკუთარი სახლი არ აქვთ, ისინი დეიდის სახლში ცხოვრობენ, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაკაიძეებშია. სახლში გაუსაძლისი პირობებია, თუმცა მრავალშვილიან ოჯახს, სხვა წასასვლელი არ აქვს. ეს სახლიც სადავოა, ამიტომ, ერთ დღეს, შესაძლოა …

ბათუმელი დედები ატრაქციონების შემოწმებას ითხოვენ – ბავშვების გართობა შიშის ქვეშ

„ბავშვებთან ერთად სახლიდან გასვლა არის მარიოს ტურების გადალახვა, რომ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნდე. დასვენების ნაცვლად განადგურებული, დაღლილი ვბრუნდები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ სალომე გეგეშიძემ. ის ორი შვილის დედაა და ყოველდღე ცდილობს იპოვოს უსაფრთხო ადგილები ქალაქში, სადაც მისი შვილები მშვიდად ითამაშებენ. სალომეს თქმით, ბათუმში არის ადგილები, სადაც ცდილობს არ წაიყვანოს ბავშვები, რადგან ეს ადგილები შესაძლოა მცირეწლოვნებისთვის სახიფათო იყოს. …

რატომ მიანიჭა unicef-მა ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, unicef-მა ბათუმს „ბავშვზე მორგებული ქალაქის“ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 24 იანვარს, გავრცელდა. „ბათუმელები“ გაეროს ბავშვთა ფონდს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა ნიშნით მიიღო ბათუმმა აღნიშნული სტატუსი. როგორც ორგანიზაციაში გვითხრეს, კანდიდატის სტატუსი ქალაქს იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ ის მზად არის შეიმუშაოს ბავშვზე მორგებული ქალაქის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. „ბავშვზე მორგებული …

რატომ არ აგებენ პასუხს პოლიტიკოსები, როცა ბავშვები იღუპებიან

13 ოქტომბერს 13 წლის გოგო ვაკის პარკის განახლებულ შადრევანში მეგობრის დასახმარებლად შევიდა და დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. იმ დღეს იმავე შადრევანში დენმა კიდევ ორ მოზარდს დაარტყა. მათი გადარჩენა მებაღემ შეძლო, გოგონას გადარჩენა კი დაგვიანდა. ფაქტმა საზოგადოების დიდი ნაწილი შეაშფოთა და დაამწუხრა. მათი უმრავლესობა ფეისბუქზე აპროტესტებდა მომხდარს და ქალაქის მერს, კახა კალაძეს მოუწოდებდა დაეტოვებინა თანამდებობა. ქუჩაში …

Exit mobile version