ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა

ხელვაჩაურში, სასამართლოს შენობასთან ახლოს, 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა. შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს, მოხდა. ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა კლინიკაში. დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალში „ბათუმელებს“  [14:00 საათზე] უთხრეს, რომ ინფორმაციას დააზუსტებენ და მოგვაწვდიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით კი, 5 წლის ბავშვი ამჟამად ბათუმში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ჰოსპიტალშია. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს. ის ქირურგიულ …

უკრაინელ ბავშვებს რუსული ოჯახებისთვის გადაცემამდე „ტესტირებას“ უტარებენ – ISW

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდანვე, რუსებს მიჰყავთ უკრაინელ ბავშვები დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამერიკული ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის [ISW[ თანახმად, გაშვილებამდე გატაცებულ ბავშვებს აიძულებენ გაიარონ ე.წ. „ფსიქოლოგიური ტესტირება“. ISW-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინელი ბავშვები, რომლებიც გაშვილების მიზნით დეპორტირებულები არიან რუსეთში, მიიღებენ ამ ქვეყნის მოქალაქეობას და ასევე უშვებენ და-ძმების დაშორების ალბათობას. ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის …

„ვქსოვთ და ვყიდით საყელოებს, მძივებსა და სამაჯურებს“ – ბავშვების მაღაზია ბათუმში

„ულამაზესი ნაქსოვი საყელო არ გნებავთ? თქვენს კაბას მოუხდებოდა ძალიან” – მეუბნება 10, 11 წლის გოგო ლერმონტოვის ქუჩაზე და ხის პატარა დახლისკენ მივყავარ. ახლომახლო სხვა ბავშვებიც დგანან და თვალით მზომავენ რისი მყიდველი ვარ, ძალას და ენერგიას არ იშურებენ ყველაფერი რომ მომაწონონ: აგერ მძივებიც, სამაჯურები, თმისსაბნევები, ყველაფერი გვაქვს!”. ერთი თვეა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ერთ კუთხეში, უცნაური „მაღაზია“ …

ჯართს ვაგროვებ ჩემი ოჯახისთვის – 9 წლის გაბო

გაბო 9 წლის ბიჭია. მესამეკლასელი. გაკვეთილები რომ უმთავრდება სახლში ბრუნდება. ჭამს, რაც სახლში დახვდება და ჯართის შესაგროვებლად მიდის. ეს დღეები ბათუმში წვიმს და გაბოც სახლშია, წვიმიანი დღეები რომ ჩაივლის, გაბო გარეთ გავა და ნაგვის ურნებში ჯართის ძებნას დაიწყებს. ჯართი გაიაფდა. აღარც სპილენძს იბარებენ გამოუწვავად. თუ სპილენძს გადააწყდება სადმე, გაბო ჯერ გამოწვავს და ისე აბარებს. ასე …

ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა დაფინანსდეს სრულად – PHR-ი სასამართლოში დავობს

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ონკოდაავადების მქონე ბავშვებისთვის ცვლილებებს ითხოვს. ორგანიზაციის სარჩელი ონკოდაავადების მქონე ბავშვებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას უკავშირდება. 2022 წლის მარტის დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი წარმოებაში მიიღო. უფლებადამცველი ორგანიზაცია პრობლემის მასშტაბზე წერს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 100 ბავშვს უსვამენ ონკოდაავადების დიაგნოზს. PHR-ის ინფორმაციით, 2015-2020 წლებში სიმსივნით 169 ბავშვი გარდაიცვალა. …

ვინ მუშაობს ბავშვთა უფლებების დაცვაზე ხულოში

ხულოს  მერიაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება 2020 წლის 25 დეკემბერს ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თენგიზ ტუნაძის ინფორმაციით, მათი წლიური ბიუჯეტი 22 ათასი ლარია და ის მხოლოდ ხელფასების დაფინანსებას მოიცავს. „ბათუმელებმა“ განყოფილების მენეჯერს, თენგიზ ტუნაძეს ჰკითხა, სულ რამდენი შემთხვევა შეისწავლეს და რა ტიპის პრობლემები გამოიკვეთა მუნიციპალიტეტში. მენეჯერის თქმით, გახსნიდან დღემდე განყოფილებას არც ერთი შეტყობინება არ …

მინდა ჩემს ქვეყანაში მისამართი მქონდეს – როცა 38 წლის ქალი 5 შვილთან ერთად უსახლკაროდაა

38 წლის თამარ ხაჯიშვილი 5 შვილის დედაა. მეუღლესთან და შვილებთან ერთად ლანჩხუთში ბინადრობს. ოჯახს არ აქვს სახლი და ქირით ცხოვრობს. თამარი ეძებს გზებს საქართველოდან წასასვლელად, რომელიმე ქვეყანაში ოჯახთან ერთად ლტოლვილად რომ ჩაბარდეს. მან ქალების ჯგუფს მიმართა დასახმარებლად და იმის გასაგებად, თუ სად და როგორ შეძლებს ევროპის რომელიმე ქვეყანას თავი შეაფაროს. თამარ ხაჯიშვილი: ჩემი ყველა შვილი …

მკითხველმა 55 000 ლარი გადმოურიცხა ძმებს, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავარიით

ძმებს – ანრი და კახა ბერიძეებს „ბათუმელების“ მკითხველმა 31 დეკემბრის მდგომარეობით 55 262 ლარი გადმოურიცხა. თანხის გადმორიცხვა ისევ გრძელდება. ამ თემაზე: ძმები, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავტოავარიით ძმების დასახმარებლად 2200-ზე მეტმა ადამიანმა გადმორიცხა თანხა „ბათუმელების“ პარტნიორი ორგანიზაციის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ანგარიშზე. თანხას ძირითადად რიცხავდნენ კერძო პირები, იყო რამდენიმე გადმორიცხვა ორგანიზაციიდანაც. არის ასობით …

ძმები, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავტოავარიით I VIDEO

ანრი 11 წლისაა, კახა – 15-ის. მოზარდები „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში ცხოვრობენ. ბავშვების დედა 1 თვის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ დაიღუპა ავტოავარიაში. ანრი და კახაც კოვიდსასტუმროში იყვნენ, როცა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ბოლო რჩევა, რაც დედისგან მოისმინეს იყო – „კარგად ისწავლეთ“. „ჩვენ სასტუმროში ვიყავით, დედა კი – საავადმყოფოში. ბოლოს რომ დავურეკეთ, ვკითხეთ: …

ვცდილობ, ჩემი შრომით ვიშოვო ფული – 13 წლის გოგო სიღარიბესა და ოცნებებზე

თეთრი ქურთუკით, ღია მომწვანო თვალებით, ოქროსფრად შეღებილი თმით და გაცრეცილი სკეიტბორდით პარკში მოსრიალე გოგონას თუ დაინახავთ, ეს 13 წლის ნინო ანჯაფარიძეა. მეშვიდეკლასელი გოგო გეტყვით, რომ სკეიტბორდით სრიალი არ არის მისთვის „უბრალოდ გატაცება“, არამედ საქმეა, რომლის კეთებაც ძალიან მოსწონს და აპირებს, რომ ჩემპიონიც გახდეს. ამ ოცნების ასრულებას ბევრი შრომის გარდა მხარდამჭერიც სჭირდება, რომელიც ნინოს თუნდაც ახალი …

ფერიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელი ხელვაჩაურის სასამართლომ დაზარალებულად არ ცნო – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR აცხადებს, რომ  პროკურატურამ და სასამართლომ, საპატრიარქოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელი დაზარალებულად არ ცნო. 2021 წლის ივნისში, მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი, კიდევ ერთი ბავშვთა სახლის ყოფილმა აღსაზრდელმა ისაუბრა, იქ ცხოვრების დროს, აღმზრდელების მხრიდან, მასზე ძალადობის და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე. „21 წლის ლუკა სარალიძემ, რომლის ინტერესებსაც PHR იცავს, საჯაროდ ისაუბრა მის …

კაზინოების რეკლამა საბავშვო ფილმებში – რატომ არ იღებს პარლამენტი შესაბამის კანონს

„უი, მე კაზინოში თამაში მინდოდა“, – ეს 9 წლის გოგომ უთხრა დედას, როცა ერთ დღესაც კაზინოზე უარყოფითი ინფორმაცია მოისმინა. თუ რატომ – ბავშვმა თქვა, რომ როცა ანიმაციურ ფილმებს უყურებს, ხშირად კაზინოების შესახებ ლამაზ-ლამაზ ვიდეოებს იქვე უჩვენებენ, ამიტომაც მასაც უნდა კაზინოში თამაში. კაზინოს და აზარტული თამაშების რეკლამა ინტერნეტსივრცეში რომ ბავშვებზეცაა გათვლილი, ეს ნებისმიერი ანიმაციური ფილმის ჩართვისას …

რატომ არ უნდა ვცემოთ, ჩავქოლოთ ურჩი ბავშვი – ინტერვიუ სიმონ ჯანაშიასთან

რატომ ქადაგებენ მართლმადიდებელი სასულიერო პირები ბავშვების მორჩილება/ჩაქოლვაზე, რატომ აღიზიანებთ მათ ბავშვთა უფლებები და რატომ უნდა ესმოდეს საზოგადოებას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ამ უფლებების სწავლებაც და დაცვაც. ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია საუბრობს. ბატონო სიმონ, მოხშირდა სასულიერო პირების მხრიდან ქადაგება იმის შესახებ, რომ ბავშვებს არ უნდა ჰქონდეთ უფლებები, რომ ისინი მშობლების მორჩილები უნდა იყვნენ …

შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის ბაბუა დააპატიმრეს

10 წლამდე შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის ბაბუას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სავარაუდო პედოფილიის შემთხვევა აჭარის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. გამოძიება 60 წლამდე ბაბუას გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავება. მას ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ხელვაჩაურის სასამართლოში 5 ივნისს გაიმართა. უფლებადამცველ ბაია პატარაიას ინფორმაციით, დანაშაულის შესახებ პოლიციას მოზარდის დედამ მიმართა. „ძლივს …

რატომ არ ხურავენ საპატრიარქოს სკოლა-პანსიონებს – სახელმწიფო კანონს არღვევს

„ნინოწმინდის პანსიონს ლიცენზია არასდროს ჰქონია შეჩერებული. ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა ტელევიზიაში, რომ რვა თვე ლიცენზიის გარეშე იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – აცხადებს „ბათუმელებთან“ სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ამ ეტაპზე საპატრიარქო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 5 მსხვილ ბავშვთა პანსიონს ფლობს. დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რამდენი ბავშვი ცხოვრობს თუნდაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, არ არსებობს. მათი განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონმა სააგენტოსგან …

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12 წლის გოგოები – რეალური ისტორიები

„მეშინოდა“ – ამ ფრაზას ახსენებენ ყველაზე ხშირად ბავშვები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. მოზარდებს აშინებენ პედოფილები, რომ ჩუმად უნდა იყვნენ და „ეს მათი განსაკუთრებული საიდუმლოა“, რომლის დაძლევასაც მერე ხშირად წლები სჭირდება. მოზარდებს აშინებთ მშობლების და მათი ახლობელი ადამიანების რეაქციაც. მათ აქვთ განცდა, რომ „რაღაც ცუდი მოხდა“. ჩვენი ერთ-ერთი გმირი 12 წლის ნინია. არც მას სურდა …

ნარკოტიკის რეალიზაციაში ჩართული პატარა გოგო – შსს ვიდეოს ავრცელებს [Video]

შს სამინისტრო ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკის რეალიზაციის დანაშაულებრივ სქემაში მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდათ ჩართული. კადრებში ჩანს, რომ პატარა გოგონა სახლთან სამალავში რაღაცას ინახავს. შსს ირწმუნება, რომ გოგონამ სამალავში ნარკოტიკი დადო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დაჯგუფების წევრები: 1995 წელს დაბადებული ა. ა. 1980 წელს დაბადებული ნ. გ. და …

სახელმწიფომ არ იცის, სად არის ქვეყანაში დაბადებული 5 000 ბავშვი

განათლების პროგრამების ხელმღვანელი „იუნისეფში“, მაკო ყუფარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  სახელმწიფო 5 ათასი ბავშვის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს. ეს იმ ბავშვების ნაწილია, ვისზეც განათლების სამინისტრო ამბობს, რომ არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. საუბარია 10 404 ბავშვზე, რომლებიც სკოლის მიღმა არიან დარჩენილები. „განათლების სამინისტროს გააჩნია ჩაშლილი ინფორმაცია ამ ბავშვებზე. აქედან, სადღაც 1600-მდე ბავშვი არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, 700-მდე ბავშვი …

რატომ არ აჰყავთ მოზარდებს ადვოკატი დამოუკიდებლად – 1 შემთხვევა ბათუმში

იმის მიუხედავად, რომ 18 წლამდე მოზარდებს ადვოკატის დამოუკიდებლად აყვანის უფლება აქვთ, ისინი ამ უფლებას არ იყენებენ. მოზარდს თავადაც შეუძლია საჩივარი მოამზადოს და უჩივლოს მშობელს, მასწავლებელს, ექიმს ან ნებისმიერს, ვისზეც ფიქრობს, რომ მის უფლებას არღვევს. ეს გაწერილია ბავშვთა უფლებების კოდექსში, რომელიც პარლამენტმა 2019 წლის სექტემბერში მიიღო. ჩანაწერი, რომლითაც ბავშვს ადვოკატის აყვანა დამოუკიდებლად შეუძლია, 2020 წლის სექტემბერში …

ყოველ მეექვსე ბავშვს კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობა ემუქრება

ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ი აცხადებს, რომ სექსუალური ძალადობა ათეულობით მილიონ ბავშვს ემუქრება იმ ქვეყნებში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. ორგანიზაციის ცნობით, შეიარაღებული მებრძოლების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყოველი მეექვსე ბავშვი კონფლიქტის ზონებში. საუბარია 426 მილიონიდან 72 მილიონ ბავშვზე, ბიჭებსა და გოგოებზე, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. ამავე დროს, ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 30 …

ინტერვიუ 14 წლის ნინის სოცმუშაკთან, რომელიც მას პოლიციაში გამოკითხვაზე ახლდა

14 წლის ნინისთან სოციალური მუშაკი თამარ ღუნაშვილი მუშაობდა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთადერთი სოცმუშაკია. ის  ნინის ბოლოს 4 თებერვალს, პოლიციის განყოფილებაში შეხვდა, 10 თებერვალს კი 14 წლის ნინი ცეცხლაძემ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა. „4 თებერვალს არ იყო მოღუშული, მოწყენილი, არანაირი ისეთი ნიშნები არ ჰქონდა, რაც მატრამვირებელ მომენტზე მაფიქრებინებდა. ვინც მუშაობს სოციალურ თემებზე, მან იცის, რამდენად არაპროგნოზირებადი შეიძლება …

აბორტი საქართველოში 3825-მა თინეიჯერმა გაიკეთა ბოლო 5 წლის განმავლობაში | საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 2015 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, საქართველოში ჯამში 3825 – მა თინეიჯერმა [13-დან 19 წლამდე პირმა]  გაიკეთა აბორტი. მათგან, ამავე პერიოდის კვლევით: აბორტი გაიკეთა 15 წლამდე ასაკის 29 გოგომ. 2018, 2019 წლებში 15 წლამდე ასაკის გოგოებში აბორტის შემთხვევები საქსტატის კვლევების მიხედვით არ დაფიქსირებულა, თუმცა აბორტი გაიკეთა: 2015 წელს …

გახშირებული ავტოავარიის გამო სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციები მკაცრდება

საქართველოს კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ცვლილებები შედის და გახშირებული ავტოავარიების გამო ექსკურსიების რეგულაციები მკაცრდება. კანონი 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს: [checklist] ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ასევე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება;  შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის …

აქცია ბათუმში კერძო საბავშვო ბაღების გახსნის მოთხოვნით

კერძო საბავშვო ბაღების გახსნის მოთხოვნით ბათუმში, ევროპის მოედანზე, საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე საბავშვო ბაღების მენეჯერები, ასევე მშობლები გამოვიდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, კერძო საბავშვო ბაღები მზად არიან შეასრულონ პანდემიასთან დაკავშირებული სპეციალური მოთხოვნები და საჯარო ბაღების გახსნას არ უნდა ელოდნენ. „ჩვენ უნდა დაგვეწყო მუშაობა 3 სექტემბერს. ახლა გვითხრეს, რომ საჯარო ბაღებთან ერთად, პირველი ოქტომბრიდან გავიხსნებით, მანამდე მოემზადეთო. …

რატომ ვერ ხედავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დარღვევას ტრაგედიამდე – ინტერვიუ

რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებებს და ვერ უზრუნველყოფს მისივე მიღებული კანონების აღსრულებას? ვინ და როგორ უნდა იყოს ჩართული ბავშვის უფლებების დაცვაში, რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ, რომ ბავშვები არ აღმოჩნდნენ ძალადობის პირისპირ მარტო და დაუცველები და რატომ არ აძლიერებს სახელმწიფო სოციალურ სამსახურებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი საუბრობს. …

ბრძოლა შვილისთვის წესების გარეშე

ყოფილი ცოლ-ქმარი 7 წლის ბავშვისთვის სამი წელია დავობს. უკვე არსებობს საქართველოს სასამართლოების სამივე ინსტანციის გადაწყვეტილება და ბოლო ორი გადაწყვეტილებით ბავშვი დედას უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება დღემდე არ სრულდება – ბავშვი ისევ მამასთან ცხოვრობს. იყო თუ არა 4 წლის ასაკში ბიჭი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი – რა დაადგინა სასამართლომ? ორი სასამართლოს ექვსმა მოსამართლემ, რომლებმაც …

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო 10 წლამდე ბავშვების დისკრიმინაციას ეწევა – „საფარი“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ განცხადებით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო 10 წლამდე ბავშვების დისკრიმინაციას ეწევა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „საფარმა“ 2019 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წარადგინა განცხადება, სადაც მიუთითებს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო 10 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა სასამართლო-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას გაანალიზების გარეშე გასცემდა, „რაც 10 წლამდე ასაკის ბავშვთა …

9 წლის ბავშვზე დედისგან ძალადობისთვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურში დედამ 9 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა. „ბათუმელების“ ინფორმაცით, გოგო 9 წლისაა, ის ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც. “არასრულწლოვანი უკვე იმყოფება უსაფრთხო გარემოში. სოცმუშაკები არიან ჩართულები და საპროცესო წარმომადგენლობა დაიწყეს,” – მოგვწერეს შემთხვევის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრიდან. გამოძიება დაწყებულია არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი ოჯახში ძალადობის მუხლით. შენიშვნა: თავდაპირველად წყაროზე დაყრდნობით  ჩვენ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალადობის ფაქტზე …

„ახლა მძინავს „კარდონებში“ და ოცნებაც აღარ მაქვს“ – სად წავიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები

სად წავიდნენ პანდემიის პირობებში ბავშვები, რომლებიც აქამდე ქუჩაში ცხოვრობდნენ? – თუკი ამას შესაბამის სახელმწიფო უწყებას ჰკითხავ, მარტივად გიპასუხებენ, რომ „ყველაფერი რიგზეა“ და ბავშვები ქუჩაში აღარ არიან, ისინი საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ, ზონიდან – თავშესაფარში, თუმცა რა ხდება ახლა იმ ბავშვების ცხოვრებაში, რომლებსაც სახლ-კარი შესაძლოა აქვთ, ან ნაქირავებში ცხოვრობენ, მაგრამ აქამდე ლუკმა-პურის საშოვნელად გამოდიოდნენ ქუჩაში? ან ის …

ყოველი მე-5 ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც მათი საჭიროებები არ კმაყოფილდება – ანგარიში

ევროკავშირი საქართველოში 2020 წლის თებერვლის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ერთი ქვეთავი ქვეყანაში ბავშვთა უფლებებს ეხება.   ანგარიშში საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა განხილული.  სექტემბერში საქართველომ ბავშვთა უფლებების კოდექსი მიიღო, რომელიც 2020 წლის 1 ივნისს სრულად შედის ძალაში. ამ დოკუმენტში მოცემულია სამართლებრივი საფუძვლები, უსაფრთხოების ზომები და გარანტიები ბავშვთან დაკავშირებული ყოვლისმომცველი პრინციპების, მისი უფლებებისა …

ბავშვით ვაჭრობის ფაქტზე 7 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს. „დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გასულ წლებში ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, აღნიშნული …

სექსუალური ძალადობა 6 წლის დისშვილსა და მეზობლის ბავშვზე – განაჩენი

6 წლის ორ გოგოზე სექსუალური ძალადობისთვის ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში მცხოვრებ გიორგი ჯ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 33 წლის ბრალდებული 2006 წელსაც იყო გასამართლებული გარყვნილი ქმედებისთვის და წელიწად-ნახევარი იყო ციხეში. სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გიორგიმ საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ოთახში, მეორე შემთხვევაში კი – სათონეში ორივე გოგო გააშიშვლა… ერთ-ერთი დაზარალებული ბრალდებულის დისშვილია, მეორე გოგო კი, …

ბათუმში მიუსაფარი ბავშვებისთვის „კრიზისული ცენტრი“ მოეწყობა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მიუსაფარი ბავშვებისთვის ე.წ. კრიზისული ცენტრი მოეწყობა. საუბარია ბავშვებზე, რომლებსაც ქუჩაში უწევთ ღამის გათენება სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, ოჯახში ძალადობის გამო. „ბავშვების მდგომარეობას მულტიდისციპლინარული ჯგუფი შეაფასებს. ამ ჯგუფში იმუშავებენ: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და პედაგოგი. ეს ჯგუფი დააკავშირებს არასრულწლოვანს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას, რამდენი დღით შეიძლება გაჩერდეს მოზარდი ცენტრში,“ – გვითხრა თიკო …

იუნისეფი ბსუ-ში და ბათუმის სკოლებში ბავშვთა უფლებების სწავლების დანერგვაზე საუბრობს

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ჰალილი სკოლის დირექტორებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. „იუნისეფისა“ და ესტონეთის საელჩოს ხელშეწყობით ბათუმის უნივერსიტეტის განათლებისა და სამართლის პროგრამებში კურიკულუმში ბავშვთა უფლებების საკითხების ინტეგრაცია მოხდება. ასევე საუბარია ბავშვთა უფლებების თემის გაძლიერებაზე სასკოლო კურიკულუმებში, …

დედა: „სასამართლო მოვიგე, მაგრამ შვილი მაინც ვერ დავიბრუნე“

„ბოლოს ორი კვირის წინ ვნახე, გაკვეთილების შემდეგ. ის კლასიდან გამოდიოდა, მე დიდხანს ველოდი გარეთ… მან თვალებში შემხედა და გაჩერდა, არაფერი თქვა, ვეღარ ამოვაღებინე ხმა…“ – ამას ხულოს ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მანანა [სტატიაში სახელები შეცვლილია] ამბობს. მანანამ ყოფილ მეუღლეს სასამართლო დავა ამ წლის დასაწყისში მოუგო. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა დაადგინა, რომ შვილმა დედასთან უნდა …

რატომ არ ხედავს მთავრობა ბავშვებს, რომლებიც ბაღში ვერ დადიან

„ეს არ არის ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა, როცა 4 წლის ბავშვს 4 კილომეტრის გავლა უწევს ბაღში მისასვლელად. დარღვეულია ბავშვის უფლებები, რაც კანონით არის განმტკიცებული და ბავშვთა უფლებების კონვენციითაც,“ – მიიჩნევს გაეროს ბავშვთა ფონდის – UNICEF-ის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ანა ჯანელიძე შემთხვევას, როცა ბავშვები მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის არქონის გამო ბაღებში ან საერთოდ ვერ დადიან, ან ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის …

Exit mobile version