ხობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანასწორობაზე ვიდეოკლიპი გადაიღეს. „არ გამკიცხონ იმის გამო, რომ მიყვარს“, „ჩემი თავისუფლებაა არ მომწონდეს“, „ჩემი თავისუფლება არ არის, ზიანი მივაყენო იმის გამო, რომ მძულს“, – ამ და ბევრ სხვა ფრაზას პიროვნულ, რელიგიურ, თუ სექსუალური ცხოვრების თავისუფლებაზე მე-11 კლასელები აჟღერებენ. კლიპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორი გაკიცხა, …
Tag Archives: ბავშვთა უფლებები
გამოხმაურება: რას სთავაზობს სახელმწიფო 4 წლის შშმ ბავშვის დედას
34 წლის მარინა ჭაღალიძისა და მისი 4 წლის შშმ შვილთან დაკავშირებით, „ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს დაუკავშირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკის, ნინო ცეცხლაძის თქმით, მარტოხელა დედასა და მის შვილს, თავშესაფარს გორში შესთავაზებენ. „ჩვენ ადრეც შევთავაზეთ თავშესაფარში ჩარიცხვა ქუთაისში, მაგრამ დედამ უარი გვითხრა, შემდეგ კი ადგილები აღარ იყო. ახლახანს გორში გაიხსნა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი. …
Continue reading “გამოხმაურება: რას სთავაზობს სახელმწიფო 4 წლის შშმ ბავშვის დედას”
რატომ გადაწყვიტა დედამ შვილის მინდობით აღზრდაში გაცემა
34 წლის მარინა ჭაღალიძე ჯერ კიდევ ბავშვობაში გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ის ამბობს, რომ ბავშვობაში მამა ხშირად სცემდა, ოჯახის შექმნის შემდეგ კი მასზე ძალადობა ქმარმა დაიწყო. მარინას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოთხი წლის შვილი ჰყავს, რომელსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვს. ოთხი წლის ბიჭს მუდმივად სჭირდება რეაბილიტაცია და მკურნალობა, თუმცა დედას მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ აქვს. „ბავშვი პრობლემებით …
Continue reading “რატომ გადაწყვიტა დედამ შვილის მინდობით აღზრდაში გაცემა”
„ვებრძვი ცხოვრებას და სიცოცხლესაც“
ორი პატარა ოთახი ირმა ტრაპაიძის ხელნაკეთი ნივთებით არის სავსე. ერთი ოთახი ბნელია და დღის სინათლე არ აღწევს, შემოსასვლელშიც ირმას ხელნაკეთი ნივთები აწყვია. ამ პატარა ოთახში ირმა ტრაპაიძე თავის შვილთან, მარიამთან ერთად ცხოვრობს. ის შვიდი თუ რვა წლის იყო, როცა ირმა ავად გახდა და პატარა გოგოს თითქმის მარტოს უხდებოდა დედაზე ზრუნვა. ამის გამო მან ვერც სწავლის …
მოზარდები მძიმე შრომისა და სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ – კვლევის შედეგები
„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“, არასრულწლოვანთა შრომით უფლებებთან დაკავშირებით კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ ჩაატარა, პროექტის ფარგლებში – „სოციალური და საგანმანათლებლო ინიციატივები – მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის“. კვლევის პერიოდში გურიასა და აჭარაში 16-იდან 22-წლამდე 223 ახალგაზრდა გამოიკითხა, რომლებიც თურქეთში მათი დასაქმების პირობების და დასაქმების ადგილზე სექსუალური ძალადობის შესახებ საუბრობენ. კვლევის მიხედვით, თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილება …
Continue reading “მოზარდები მძიმე შრომისა და სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ – კვლევის შედეგები”
რაზე ოცნებობენ ბავშვები? [ვიდეო]
პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.
საქართველოში ბავშვები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები
პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. „იუნისეფის“ მონაცემებით, საქართველოში ბევრი ბავშვი მოკლებულია როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგად განათლებას. ბავშვების 2,5 პროცენტი კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. რა შეიცვალა და რა არის საჭირო ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად? ამ თემაზე „ბათუმელებს“ გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე ესაუბრა. ქალბატონო მაია, თქვენი ორგანიზაცია სახელმწიფოს ხშირად აძლევს რეკომენდაციებს ბავშვთა უფლებების …
Continue reading “საქართველოში ბავშვები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები”
მოვუსმინოთ ბავშვს – ლექცია რუსთაველის უნივერსიტეტში
17 მაისს ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში გაიმართება ლექცია „მოვუსმინოთ ბავშვებს“, რომელიც ევროკავშირის პროექტის – „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ ფარგლებში იმართება და ბავშვთა დახმარების ხაზის (HelpLine) საერთაშორისო დღეს უკავშირდება. ბავშვთა დახმარების ქსელი (116 111) ემსახურება ბავშვებს, ახალგაზრდებს, მშობლებს, პროფესიონალებს, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე სურს საუბარი. „ათეულობით წლის განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ ბავშვების მიერ მოწოდებული …
Continue reading “მოვუსმინოთ ბავშვს – ლექცია რუსთაველის უნივერსიტეტში”
რისი გაყიდვა აიკრძალება სკოლის ბუფეტში
განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი საკვების რეალიზაცია უნდა აიკრძალოს. არაჯანსაღი საკვების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა მასში ამ ეტაპზე არ შედის სხვადასხვა ცხიმზე დამზადებული ცომეული, რომელიც ჯანმრთელობისთვის არანაკლებ საზიანოა. რას ითვალისწინებს სამინისტროს რეკომენდაციები და რა სანქციები გატარდება მეიჯარის წინააღმდეგ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში? საქართველოს განათლების სამინისტროს, პროექტის – „ჯანსაღი ცხოვრების წესის კამპანიის“ მენეჯერის მაია …
თურქეთის საკონსულოს განმარტება 5 ბავშვთან დაკავშირებით, რომლებიც სკოლაში ვერ დადიან
Batumelebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას – „ხუთი ბავშვი სკოლის გარეშე – დედა თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს“, ბათუმში თურქეთის საკონსულო გამოეხმაურა. საკონსულოს ოფიციალური განმარტებით, 46 წლის ლალის პრობლემების შესახებ ბათუმში თურქეთის საკონსულო ინფორმირებულია და მას შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარა კიდეც. „ჩვენი შესაძლებლობის, კომპეტენციის ფარგლებში, არაერთხელ გაგვიწევია დახმარება, რითაც შეგვეძლო. რაც შეეხება თურქულ სკოლაში ბავშვების ჩარიცხვას, ჩვენ არაერთხელ …
გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვების ძალადობისგან დაცვაზე ბათუმში იმსჯელებს
ხვალ, 28 თებერვალს, ბათუმში, რუსთაველის უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოში გაეროს ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი დაესწრება. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება ბავშვთა დაცვის რეფერირების მექანიზმის დანერგვისათვის აუცილებელი ღონისძიებები. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის [შეხვედრაზე იქნება ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი] წარმომადგენლები, რეფერირების მექანიზმში ჩართული უწყებები, გამგებლები, სოციალური მომსახურების …
Continue reading “გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვების ძალადობისგან დაცვაზე ბათუმში იმსჯელებს”
საქართველოში ანტისტიგმა მოძრაობა იწყება
„დაინახე ყველაფერი“ – ასე ქვია ანტისტიგმა მოძრაობას, რომელიც ევროკავშირის, იუნისეფის, USAID-ის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით იმართება. კამპანიის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობების შეცვლა. „წამოწყება მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებებისა და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას“. პროექტის მხარდამჭერ ორგანიზაციათა …
PHR-ი ბავშვის ცემის ფაქტზე: საბავშვო ბაღი ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო უნდა დაჯარიმდეს
ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში 5 წლის ბავშვის მშობლის მიერ ცემის ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გამოეხმაურა. ორგანიზაციის იურისტის ანა არგანაშვილის თქმით, 2016 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საბავშვო ბაღს უზუსტებს და ავალდებულებს, რომ ყველა ძალადობის შემთხვევა, იქნება ეს ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური თუ უგულებელყოფა მშობლის მხრიდან, ბაღმა უნდა შეატყობინოს სოციალურ სამსახურს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს …
მანდატურმა 5 წლის შვილს მშობლებისა და ბავშვების თანდასწრებით სცემა
დღეს, 16 თებერვალს, ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში ერთ-ერთმა მშობელმა 5 წლის ბავშვს აღსაზრდელებისა და მასწავლებლების თვალწინ სცემა. ბავშვის ცემის მიზეზი, როგორც საბავშვო ბაღში აგვიხსნეს, ერთ-ერთ მშობელთან დაპირისპირება იყო. „ბათუმელებთან“ ბაღში მომხდარ ინციდენტს საბავშვო ბაღის მეთოდისტი დოდო ლაღაძეც ადასტურებს. „არც ისეთი უსაშველო კონფლიქტი იყო, რომ თქვენც გაგეგოთ, დედამ საკუთარ შვილს თმები მოქაჩა, პატარა წაარტყა და ისე …
Continue reading “მანდატურმა 5 წლის შვილს მშობლებისა და ბავშვების თანდასწრებით სცემა”
მოსწავლეები სკოლის გარეშე, კერძო სახლში
დაწყებითი საფეხურის 16 მოსწავლე, რომლებიც ზემო დაგვაში ცხოვრობენ, სკოლის გარეშე არიან დარჩენილნი. ამორტიზებულია შენობა, ანუ მათი ყოფილი სკოლა, რომელიც 1978 წელს აიგო. ამ სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ შენობაში ბავშვების გაჩერება სახიფათოა, ამიტომ კლასები კერძო მშენებარე სახლის პირველ სართულზე განათავსეს. პედაგოგებიცა და ბავშვებიც მოკლებულნი არიან არა მარტო ინფრასტრუქტურას, არამედ თითქმის ყველა საჭირო საგანმანათლებლო რესურსს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის …
14 წლის მოზარდი თანაკლასელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს
„დამცინიან, ქაღალდებს მესვრიან, თავში წიგნებს მათხლეშენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეუბნებიან. არავინ მემეგობრება, სულ ჩხუბი მომწყინდა, ამიტომ სკოლა მივატოვე“, – გვეუბნება 14 წლის მოზარდი, რომელიც ამ დროისთვის მე-6 კლასში ირიცხება. სკოლის დირექცია კი, სადაც მოზარდი სწავლობდა, ამბობს, რომ „სკოლაში უარესი რამეებიც ხდება“. „სწავლა მინდა, მაგრამ იმ სკოლაში არ წავალ. ყველა დამცინის, აბუჩად მიგდებს, განსაკუთრებით ბიჭები, თუმცა …
Continue reading “14 წლის მოზარდი თანაკლასელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობს”
13 წლის ბიჭი სკოლის ნაცვლად ქუჩაში
ის ილიაა და არ არის ერთადერთი ბიჭი, ვინც სკოლიდან გაგდების შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა. მაგრამ ცოტაა ისეთი, ვისაც 13 წლის ასაკში სამწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს – როგორც თავად ამბობს, ბაზრობის „კაჭკაზე“. ზაფხულობით „კაჭკას“ პლაჟზე შეზლონგები ანაცვლებს. ილია ძირითად დროს ქუჩაში ატარებს. ილიას ჰყავს მამა და ოთხი და-ძმა. ილიას და ახლა 18 წლის არის. ის 4 წლის …
ახალი კანონით მუსლიმური პანსიონები შესაძლოა დაიხუროს
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, ლიცენზირებას ექვემდებარება ყველა დაწესებულება, რომელშიც ბავშვი 24 საათის განმავლობაში იმყოფება. ამ ტიპის დაწესებულებებმა შესაბამისი ლიცენზია 2017 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა მიიღონ. დაწესებულება, რომელიც ლიცენზიის პირობებს ვერ დააკმაყოფილებს, ჯერ დაჯარიმდება, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისგებლობა დაეკისრება. ცვლილება არ ეხება საპატრიაქროს ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებს და განათლების სამინისტროს სკოლა-პანსიონებს. არასამთავრობო …
Continue reading “ახალი კანონით მუსლიმური პანსიონები შესაძლოა დაიხუროს”
ბავშვის ცემის ფაქტს შსს გამოეხმაურა
შს სამინისტრო მამის მიერ 11 წლის მოზარდის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. სტატია გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვზე მოძალადე მამა პასუხისგებაში ერთხელ იყო მიცემული. „ 2012 წელს იყო პასუხისგებაში მიცემული მეუღლის ცემის გამო. 2016 წლის მაისში კი, გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი. ბოლო ფაქტზე, როცა ბავშვი იყო ნაცემი, პოლიციამ მამა დააკავა და 126-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, …
მამამ 11 წლის შვილს სასტიკად სცემა
ბათუმში 11 წლის ბიჭს მამამ სასტიკად სცემა. მან არც ათი წლის გოგონა დაინდო, როცა დამ ძმაზე ძალადობის გამო ყვირილი ატეხა. „თმები მოქაჩა და წიგნი ჩაარტყა თავში“. მოძალადე მამა პოლიციამ მომხდარიდან 11 დღის შემდეგ დააკავა. ბრალდებული წლების განმავლობაში ძალადობდა ბავშვების დედაზეც, თუმცა პოლიცია რეაგირებას არ ახდენდა. შემთხვევა ბათუმში, 18 ოქტომბერს, საღამოს მოხდა. ბავშვის დედის თქმით, მან …
მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მედიის გარეშე
მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს ძირითადად საღამოს, 7 ან 8 საათზე მართავენ. საარჩევნო კამპანიაში ისევ აქტიურად არიან ჩართული ბავშვები და მოზარდები. კანდიდატები მათთან ერთად იღებენ ფოტოებს და სოციალურ ქსელში ავრცელებენ. შეხვედრების დიდი ნაწილი, მედიის გარეშე, პარტიული კამერების თანდასწრებით იმართება. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატები შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს არ აწვდიან. მათ შორის …
Continue reading “მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მედიის გარეშე”
დასაქმება სკოლის ასაკში
სასკოლო არდადეგებზე ბევრი მოსწავლე ცდილობს იმუშაოს და საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. ხშირად მათი შრომითი უფლებები ირღვევა – ისინი, ძირითადად, ხელშეკრულების გარეშე, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობენ და სამუშაო საათებიც კანონით დადგენილ ნორმას აღემატება. არასრულწლოვანთა დასაქმების სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს არასრულწლოვანთა დასაქმებას? „ვიღაცას ურჩევნია მშობლებს სთხოვოს ფული, უფრო მარტივია, მაგრამ სამსახური მხოლოდ შემოსავლის …
ძალადობის წრეში ჩაკეტილი ბავშვები
18 ივლისს, დილით, ქობულეთის ერთ-ერთი საბავშვო ბაღიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში სატელეფონო შეტყობინება შევიდა. ბაღის დირექტორი იტყობინებოდა, რომ 6 წლის გიორგი [სახელი შეცვლილია] დედამ სასტიკად ნაცემი დატოვა ბაღში. სოციალური მუშაკი, თამარ ღუნიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბავშვი მას დალურჯებული დახვდა. იმავე სოციალურმა მუშაკმა ქობულეთში ხუთი თვის წინ სხვა საბავშვო ბაღში ნაცემი გოჩა მ. ნახა. ის მამამ სცემა. …
მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და სახელმწიფო
„პირველად პრობლემა ათი წლის ასაკში შეექმნა. თანაკლასელებთან ვეღარ ურთიერთობდა. ერთი მასწავლებელი ამოიჩემა და სთხოვდა, ჩემი დედა იყავიო, ჩემთან ურთიერთობა არ უნდოდა. სახლიდან გაიქცა და ჰქონდა სუიციდის მცდელობები,“ – გვეუბნება 14 წლის გოგონას დედა, რომელიც გამოსავალს ეძებს. სისტემა, რომელიც მოზარდის ფსიქიკურ პრობლემებზე სრულფასოვნად იმუშავებს, ქვეყანას არ გააჩნია. „ხავსს ვარ ჩაჭიდებული, იქნებ ჩემი შვილი გადავარჩინო, მაგრამ გადავარჩენ …
Continue reading “მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და სახელმწიფო”
გრიგოლ გეგელია: არ შეიძლება მოზარდების გამოყენება პოლიტიკურ მასალად
„სოციალისტური საქართველოს“ ყრილობაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის ჰიმნით დაიწყო და სტალინის და პუტინის რეჟიმის განდიდებით გაგრძელდა, წითელყესახვევიანი მოზარდებიც მონაწილეობდნენ. როდის და რატომ იყენებენ ბავშვებსა და მოზარდებს პოლიტიკური ძალები პარტიულ ატრიბუტად და ვინ არის პასუხისმგებელი, როცა ბავშვის უფლებების კონვენცია ირღვევა? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია საუბრობს. ბატონო გრიგოლ, პოლიტიკური მოძრაობის მხრიდან, რომელიც სტალინის და საბჭოთა კავშირის …
Continue reading “გრიგოლ გეგელია: არ შეიძლება მოზარდების გამოყენება პოლიტიკურ მასალად”
ქობულეთში ბავშვთა პანსიონი დაიხურა
ქობულეთში არსებული გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონი დაიხურა. პანსიონი კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ იყო დაარსებული. პანსიონის დახურვას ლეონიდ ჩერნოვეცკი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა, სადაც ის შერჩევით სამართალზე საუბრობს: „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს ყველა ის არალიცენზირებული ბავშვთა სახლი, რომელთა დაფინანსებაც საზღვარგარეთიდან ხდება. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მის თითოეულ დამრღვევზე უნდა ვრცელდებოდეს“. …
პირველ ივნისს ბოტანიკურ ბაღში შესვლა ბავშვებისთვის უფასო იქნება
1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმის ბოტანიკური ბაღი ყველა ბავშვს უფასოდ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დღეს ბოტანიკურ ბაღში უფასოდ შევლენ ბავშვების თანმხლები პირებიც.
ცხოვრება 4 წლის შვილზე ძალადობის შემდეგ
მალხაზ მ. 4 წლის შვილის ცემის გამო სახელმწიფომ გაასამართლა – ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას ორწლამდე პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ის 4 მაისს გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მამას მეურვის გარეშე ბავშვთან მიახლოება აკრძალული აქვს. რა შეიცვალა 4 წლის ბიჭის და 31 წლის მამაკაცის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მათ ურთიერთობაში სახელმწიფო ჩაერია? – დრამატული ისტორიის მეორე მხარე. მალხაზ მ. ქობულეთის …
როგორ ისჯებიან 16 წელს მიუღწეველი გოგონების ქმრები
18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მალე მამა გახდება, შვილის დაბადებისთანავე დაპატიმრებას ელის. მიზეზი – მისი მეუღლე შვილის გაჩენის დროისთვის 16 წლის არ იქნება. აჭარის პროკურატურამ უკვე წაუყენა ბრალი რეგიონში მცხოვრებ რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცს იმისათვის, რომ მათ 16 წელს მიუღწეველ გოგონებთან შექმნეს ოჯახი. 16 წელს მიუღწეველ გოგოსთან ქორწინება მკაცრად ისჯება – კანონი ითვალისწინებს პატიმრობას, ჯარიმას და, …
Continue reading “როგორ ისჯებიან 16 წელს მიუღწეველი გოგონების ქმრები”
„ბავშვის სისასტიკის მიზეზი საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ“
ბათუმში 14 წლის მოზარდი ანრი გოგიტიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის დეიდის თქმით, ის თანატოლებმა მოკლეს. თუმცა დანაშაულის გამომწვევი ოფიციალური ვერსია გამოძიებას არ გაუვრცელებია. რა მიზეზები განაპირობებს მოზარდთა სისასტიკეს და რატომ ვერ უზრუნველყოფს სკოლა ან ოჯახი მოზარდთა დანაშაულის პრევენციას? შარაბიძეების საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ მოზარდი, რომელსაც თანატოლის მკვლელობაში გარდაცვლილის ახლობელი ადანაშაულებს, მის სკოლაში სწავლობს. …
Continue reading “„ბავშვის სისასტიკის მიზეზი საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ“”
4 წლის შვილის ცემაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
„ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ?“ – მოსამართლე დავით მამისეიშვილის ამ კითხვას შვილის ცემაში ბრალდებულმა არ უპასუხა. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ბრალდებულმა თქვა, რომ თავს შეიკავებს. ამ დიალოგით დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში გახმაურებული ოჯახური ძალადობის საქმის განხილვა. ნაცემი ბავშვი საბავშვო ბაღში 16 თებერვალს თავად მამამ დატოვა. ბაღის გამგემ სოციალური აგენტი გამოიძახა, აგენტმა – სასწრაფო სამედიცინო დახმარება …
Continue reading “4 წლის შვილის ცემაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს”
სასჯელი 4 წლის შვილის ცემისთვის
შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზურა მ.-ს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის 4 წლის გოჩა მ.-ს მამაა. ბავშვს ქობულეთის საავადმყოფოს ექიმმა დაუდგინა: სისხლჩაქცევები ორივე ბარძაყზე, სახეზე, ყურებსა და საფეთქლებთან. ის ერთი წლის და 4 თვის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. თუკი სასამართლო მამას შვილის ცემის ფაქტს დაუდასტურებს, მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც სოციალური …
სახალხო დამცველი ბავშვთა უფლებებსა და ძალადობაზე
სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ აჩვენა, რომ ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები საქართველოში ჯერ კიდევ არასათანადოდ ხორციელდება-წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვების პრობლემები
სახალხო დამცველმა გასული თვის ანგარიშის ბიულეტები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ცალკეული საქმეების შესწავლა თუ ზოგადი მონიტორინგი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში ბავშვთა უფლებები არასათანადოდაა დაცული. “ბავშვის უფლებები ირღვევა სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებში, ბიოლოგიურ მშობლებთან თუ მინდობით აღმზრდელთა ოჯახებში, მაღალმთიან რეგიონებში, დევნილთა და სოციალურად დაუცველთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში”. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჯანმრთელი, განათლებული, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების მატარებელი თაობის აღზრდა დიდი გამოწვევაა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღებითა უნდა მოეკიდოს ხელისუფლება. მისი აზრით, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ძვრები ქვეყანაში არ იგრძნობა.
ბავშვი, რომელსაც სკოლაში არასდროს უვლია
3287