რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია 7 წლის ბავშვის ასაკთან შეუსაბამო ცეკვა. ეს შემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის სოციალური სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურის სამსახურის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეკრებისა და ქეის-კონფერენციის მიზეზი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ შს სამინისტრო ავრცელებს. „სოციალურ ქსელში გავრცელებული ბავშვის ფოტოები და ვიდეოები, …
Tag Archives: ბავშვთა უფლებები
რა საფრთხეს უქმნი ბავშვს, როცა მის ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებ
„არსებობს, როგორც უსაფრთხოების რისკი, ასევე სტრესი, რომელიც შეიძლება ბავშვმა მიიღოს წლების წინ გამოქვეყნებული ფოტოს, ან ვიდეოს გამო,“ – ამბობს ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგი, ქეთი დევაძე. მას ვესაუბრეთ შემთხვევაზე, როცა ბავშვების ფოტოებს, ვიდეოებს, ან ფეისბუქლაივს საბავშვო ბაღები და სტუდიები საჯაროდ აზიარებენ ყოველდღიურ რეჟიმში. „ჩვენთან არ არსებობს სამართლებრივი რეგულაცია ამ კუთხით. შესაბამისად, საბავშვო ბაღები და სტუდიები, ასევე …
Continue reading “რა საფრთხეს უქმნი ბავშვს, როცა მის ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებ”
როგორ ცხოვრობენ სახლებში, რომელთა შორის რკინიგზის ლიანდაგი გადის
ავტორი: მარიამ მუთიძე ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის 2 ნომერში, ადამიანები მატარებლის ლიანდაგისგან ერთი ხელის გაწვდენაზე ცხოვრობენ. დასახლება ბარაკების ტიპისაა და ბაზრის მახლობლადაა განლაგებული. ნათელა გურგენიძე 30 წელზე მეტია, რაც იქ ცხოვრობს. ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ მაშინ მოუსწრო, როცა ბინის რიგში იყო. “ამ ტერიტორიაზე მაშინ რკინიგზელების კლუბი იყო, მერე ერთ-ერთი ოთახი განთავისუფლდა და მაშინ გადმოვედი. მარტოხელა …
Continue reading “როგორ ცხოვრობენ სახლებში, რომელთა შორის რკინიგზის ლიანდაგი გადის”
როგორ აღნიშნეს ბათუმში ბავშვთა დაცვის დღე [ფოტო]
დღეს, პირველ ივნისს, მსოფლიოში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ცენტრალურ პარკში ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. დღეს ბავშვებისთვის პარკში გართობა უფასოა. ბავშვებს მშობლებთან ერთად პარკში არსებული ზოოკუთხის დათვალიერებაც უფასოდ შეუძლიათ. ამავე თემაზე: უფასო ნაყინები და ატრაქციონები – რა იგეგმება ბავშვებისთვის პირველ ივნისს ბათუმში
სილამაზის კონკურსის ფლაერები ბათუმის საჯარო სკოლებში
ბათუმის საჯარო სკოლებში ბავშვთა სილამაზის კონკურსის ფლაერები დაარიგეს. ფლაერის თანახმად, კონკურსი „მის აჭარას“, „მის საოცნებო გოგონას“, „მის ფუმფულას“ „მისტერ აჭარას“, „რაინდს“ „უფლისწულს“ და მსგავსი ტიტულებით გამოავლენს გამარჯვებულებს. ერთ-ერთი დაწესებულება, სადაც კონკურსის ორგანიზატორებმა ფლაერები დაარიგეს, ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაა. სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი, მანანა ჯიჯავაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ფლაერები სკოლაში დარიგდა, თუმცა კონკურსში მიიღებს თუ არა …
Continue reading “სილამაზის კონკურსის ფლაერები ბათუმის საჯარო სკოლებში”
საქართველოში ყოველი მეხუთე მშობელი აღიარებს, რომ ბავშვს სისტემატურად სცემს
ავტორი: ქრისტინა ფარჯიანი, Forset ნინოს ბავშვობის ყველაზე მძიმე მოგონება მეზობლისგან ნასესხები ნავთის დაქცევას უკავშირდება. ახსოვს, როგორ ცდილობდა დედის დარწმუნებას, რომ ნავთი მას არ დაუღვრია და როგორ ბანდა დედა სისხლიან პირს, თან სცემდა. ამ შემთხვევის გახსენებისას ლალი ყოველთვის ცდილობს დედის გამართლებას -ამბობს, რომ 90-იანი წლები იყო და ბევრი პრობლემის გამო მასაც სტრესი ჰქონდა, თუმცა თავად გადაწყვეტილი …
Continue reading “საქართველოში ყოველი მეხუთე მშობელი აღიარებს, რომ ბავშვს სისტემატურად სცემს”
რატომ არ იხსნება გასული წლის ზაფხულში დასრულებული საბავშვო ბაღი ბოძაურაში
ხულოში, სოფელ ბოძაურაში საბავშვო ბაღის მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა, თუმცა ბავშვები ისევ სხვა სოფლის საბავშვო ბაღებში დადიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბაღი გასული წლის აგვისტოს შემდეგ გამოკეტილია. „აგვისტოში დაამთავრეს ყველაფერი მუშებმა, კარი გამოკეტეს და წავიდნენ. ვერ გავიგეთ, რატომ არ იხსნება ბაღი, ამდენი წელია ამას ვითხოვთ,“ – გვიყვება სოფელ ბოძარუაში მცხოვრები თალიკო შავაძე. მისი შვილიშვილი ახლაც …
Continue reading “რატომ არ იხსნება გასული წლის ზაფხულში დასრულებული საბავშვო ბაღი ბოძაურაში”
რა საფრთხეს უქმნის ბავშვებს სილამაზის კონკურსები
სამოდელო სააგენტოები ხშირად აცხადებენ საბავშვო სილამაზის კონკურსებს. რამდენიმე დღის წინ სამოდელო სააგენტო „ნიუ-ლუქ მოდელმა“, სოცქსელში საბავშვო კონკურს დაანონსა, რომელიც „მის და მისტერ ბეიბი“ 2019-ს გამოავლენს 6-დან ათ წლამდე ბავშვებში. ამ კონკრეტულ კონკურსში მონაწილეობა 140 ლარი ღირს, სამოდელო სააგენტოებისთვის სილამაზის კონკურსები ფინანსურად მომგებიანია: საქართველოში მსგავს კონკურსებში შვილების ჩართვის მსურველი ბევრი მშობელია. „ბათუმელები“ რამდენიმე კითხვის დასმას აპირებდა …
Continue reading “რა საფრთხეს უქმნის ბავშვებს სილამაზის კონკურსები”
30-ლარიანი „კვების ბარათები“ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის – ბარათების გაცემა დაიწყო
სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კვების ბარათი დღეიდან ცალკე გაიცემა. საქართველოს 36 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურსა და შუახევში მშობლები ბანკში კი არ აიღებენ კვებისთვის ჩარიცხულ თანხას, არამედ „კვების ბარათით“ ისარგებლებენ და უშუალოდ სურსათის მაღაზიებში იყიდიან პროდუქტებს ამ ბარათით. მშობლები მხოლოდ ალკოჰოლის და თამბაქოს თანხის გადახდას ვერ მოახერხებენ ბავშვთა კვებისთვის განსაზღვრული ბარათით. „ეს იყო გაეროს ბავშვთა …
თვეში 50 ლარი ავადმყოფი მეუღლისა და 12 წლის შვილიშვილის მოსავლელად
მაყვალა კობალაძე ციხისძირში, მეცამეტე ქუჩაზე ცხოვრობს. ავადმყოფ მეუღლეს უვლის და 12 წლის შვილიშვილს მარტო ზრდის. ბებია-ბაბუისა და მცირეწლოვანი შვილიშვილისგან შემდგარი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი 50 ლარია, რომელსაც შვილიშვილი დახმარების სახით იღებს სახელმწიფოსგან. მაყვალა 59 წლისაა, საპენსიო ასაკამდე ერთი წელი დარჩა. პენსიას არ იღებს არც მისი მეუღლე. მათი საცხოვრებელი ორსართულიანი სახლის პირველი სართულის სამი ოთახია. მაყვალა იხსენებს, …
Continue reading “თვეში 50 ლარი ავადმყოფი მეუღლისა და 12 წლის შვილიშვილის მოსავლელად”
როცა მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი პორნოგრაფიას უყურებს
დღე ბავშვები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ინტერნეტში, სადაც საკმაოდ მარტივად შეიძლება გახსნან ისეთი ვებგვერდები, სადაც პორნოგრაფიული ან ეროტიკული შინაარსის შემცველი ვიდეო ან ფოტომასალაა გამოქვეყნებული. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ფსიქოლოგ თინანო ჯავახიშვილს ესაუბრა. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ კი ამჩნევს, რომ ბავშვი პორნოვიდეოებს უყურებს? როგორი უნდა იყოს ამ დროს …
Continue reading “როცა მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი პორნოგრაფიას უყურებს”
„დღეს მხოლოდ ჩაი გვქონდა და კიდევ პური“ – ბავშვები ქობულეთიდან (ფოტო)
ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, ნაკაიძეების დასახლებაში ყველა გეტყვით, სად ცხოვრობს სურმანიძეების ოჯახი. სახლი ქვისაა და ორსართულიანი, თუმცა გზაზე ჩავლის დროს შორიდანვე შეამჩნევთ, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს უჭირთ – დაჟანგული მოაჯირებით და ბავშვების გამოფენილი ფერადი ტანსაცმლით, ტალახიანი ეზოთი, სადაც ბავშვები დარბიან, ძველი მიყრილ-მოყრილი ნივთებით, ღიად დატოვებული ონკანით და შიშველი თოჯინით, პირქვე ჩამხობილი რომ დარჩენიათ ბავშვებს. „დღეს ჩაი …
Continue reading “„დღეს მხოლოდ ჩაი გვქონდა და კიდევ პური“ – ბავშვები ქობულეთიდან (ფოტო)”
13 წლის გოგოსთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ კაცს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დღეს, 11 ნოემბერს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებული 55 წლისაა, მას 13 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ჩადენა ედება ბრალად. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი დახურულ სხდომაზე განიხილეს, რადგან დაზარალებული არასრულწლოვანია. ბრალდებულს ამ ეტაპზე ადვოკატი არ ჰყავს. წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე 4 დეკემბერს გაიმართება. ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენება საგამოძიებო ორგანოს უკვე …
Continue reading “13 წლის გოგოსთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს”
„დედა, დაინახე როგორ ჩამარტყეს თეფში?“ – ძიძას საყვედური გამოუცხადეს და ჯგუფს დატოვებს
„ჩემი შვილი 4 წლისაა, მას ძიძამ თავში ჩაარტყა თეფში იმის გამო, რომ წვნიანი არ შეჭამა,“ – ამბობს მშობელი თამილა ი. მისი შვილი ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში 18 ოქტომბრის შემდეგ აღარ მისულა. მშობელი რეაგირებას ითხოვს. შესაბამისი კომისიის მოკვლევით, ბავშვისთვის თეფშის ჩარტყმა არ დადასტურდა. „ბაღიდან მომყავდა იმ დღეს საღამოს, ერთხანს ჩუმად იყო საეჭვოდ და მერე მეუბნება: დედიკო, დაინახე, …
რატომ არავის აინტერესებს ბავშვთა თავშესაფრის მოწყობა ბათუმში
ბავშვებს, რომლებსაც ბათუმის ქუჩებში, ან ბულვარში უწევთ ღამის გათენება, სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერაფერს სთავაზობს – თავშესაფარი მათთვის არ არსებობს. სახელმწიფო ამბობს, რომ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრისა და თავშესაფრის მოსაწყობად თანხას გამოყოფს, მაგრამ პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს. ჯანდაცვის სამინისტრომ „ინტერესის გამოხატვის“ მოთხოვნა უკვე მეორედ გამოაცხადა – მსურველი არ ჩანს. სოციალური მუშაკები პირად საუბრებში ყვებიან, რომ …
Continue reading “რატომ არავის აინტერესებს ბავშვთა თავშესაფრის მოწყობა ბათუმში”
ოჯახში ძალადობა ბავშვების რეალურ ნახატებში
8 წლის იოანემ ასე გამოხატა საკუთარი თავი – შავ მდელოზე მარტო დადგა და სახე შავი ფანქრით გადაიხაზა. ფსიქოლოგის თქმით, იოანე დიდხანს ხატავდა მდელოს, ფანქარს ხელში ატრიალებდა და შავ ზოლებს ამუქებდა, გვერდით დაწყობილ ფერად ფანქრებს კი უყურადღებოდ ტოვებდა. ბოლოს, სულ რამდენიმე წამში, მიახატა იოანემ მდელოს საკუთარი თავი… მერე დასრულებამდე ისევ მოიმარჯვა ფანქარი და საკუთარი თავიც სწრაფად …
Continue reading “ოჯახში ძალადობა ბავშვების რეალურ ნახატებში”
უფასო კონსულტაცია ფსიქოლოგთან და „ცხელი ხაზი“ ბავშვებისთვის
მეორე წელია ბათუმში, ზუგდიდსა და თბილისში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უფასო ფსიქოლოგიური მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ. ბათუმში ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული. აქ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და იურისტი დაგხვდებათ. პროექტს „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი“ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ამ ფონდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ძალადობის …
Continue reading “უფასო კონსულტაცია ფსიქოლოგთან და „ცხელი ხაზი“ ბავშვებისთვის”
რას სთავაზობს სახელმწიფო ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ათევენ ღამეს
ბულვარში ისევ შეხვდებით ბავშვებს, რომლებიც პირდაპირ სავალ ბილიკზე წვანან. ისინი ბულვარში, ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს. „ბათუმელები“ ამ პრობლემაზე 25 აგვისტოს წერდა. დღეს, 27 აგვისტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ „რესურსი არ აქვთ, ქუჩებში იარონ“. ბულვარში ბავშვების ღამისთევას არც ბულვარში მყოფი დაცვის პოლიცია იმჩნევს. „სოცმუშაკები პირად საუბარში გეტყვიან, პრობლემაა, მაგრამ სად წავიყვანოთ ეს ბავშვებიო,“ – …
Continue reading “რას სთავაზობს სახელმწიფო ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ათევენ ღამეს”
ბავშვები ბათუმის ბულვარში – მათ ღამით ქვაფენილსა და სკამებზე სძინავთ (ფოტო)
ზოგს სკამზე სძინავს, ზოგიც პირდაპირ ქვაფენილზეა გაწოლილი. „ბათუმელებმა“ ეს ბავშვები, ოთხი მოზარდი, 25 აგვისტოს, ღამის სამ საათზე დააფიქსირა. ყველა მათგანი გოგოა. „ბათუმელებმა“ აქამდეც დააფიქსირა რამდენიმე მოზარდი – ბიჭები, რომლებსაც ღამის საათებში ეძინათ ბულვარში სკამებზე. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ბავშვებთან გასაუბრება და, შესაბამისად, იმის გარკვევა, სად ცხოვრობენ ისინი, ან რატომ გახდნენ იძულებული, ქუჩაში გაათიონ ღამე. ბათუმის ახალ …
Continue reading “ბავშვები ბათუმის ბულვარში – მათ ღამით ქვაფენილსა და სკამებზე სძინავთ (ფოტო)”
ევროსტანდარტების მიხედვით საბავშვო სათამაშოებმა ექვსი ტიპის შემოწმება უნდა გაიაროს
ევროკავშირის დირექტივა სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ძალაში 2019 წლიდან შევა. დირექტირების ძალაში შეცვლის შემდეგ, ბავშვებისთვის გაიყიდება უსაფრთხო სათამაშოები. ყველა სათამაშო გაივლის – ქიმიურ, ფიზიკურ, მექანიკურ, ელექტრო, რადიაქტიურ და ჰიგიენურ ანალიზს. მომხმარებელმა ყიდვის დროს უნდა აირჩიოს სათამაშო CE (ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობის ნიშანი) ნიშნით. ამ დროისთვის საქართველოში სათამაშოების უსაფრთხოების კონტროლს არც ერთი უწყება არ ახორციელებს. მომავალი წლიდან კი …
12, 13 და 14 წლის მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს
პედოფილიაში ბრალდებულ 60 წლის კაცს ხელვაჩაურის სასამართლომ, ცოტა ხნის წინ, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან. ბრალდებულს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წაუყენა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლების მიხედვით. ეს მუხლები 16 წლამდე მიუღწეველ პირთან გარყვნილ ქმედებას, …
Continue reading “12, 13 და 14 წლის მოზარდებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს”
პედოფილია – სამ მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს
აჭარაში პედოფილიის შემთხვევა დაფიქსირდა. მოსამართლე დავით გელაშვილი დღეს განიხილავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 12, 13 და 14 წლის არასრულწლოვნები არიან. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყების პრესცენტრის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ დააკავეს 60 წლამდე მამაკაცი. მას სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 141-ე მუხლებით წაუყენეს ბრალი. სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე …
Continue reading “პედოფილია – სამ მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 60 წლის კაცი დააკავეს”
მიტოვებული უცხოელი ბავშვები საქართველოში
საქართველოში უცხოელი ბავშვების მინდობით აღზრდაში გადაცემის შემთხვევები იზრდება. როგორც სოციალური მუშაკი ნინო ცეცხლაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, ამ დროისთვის ათი არასრულწლოვანი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ. როგორც სოციალური მუშაკი გვეუბნება, არასრულწლოვანი ბავშვების მზრუნველობის გარეშე დატოვების სხვადასხვა მიზეზი არსებობს და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. არის შემთხვევები, როცა მშობლები საქართველოს გავლით თურქეთის რესპუბლიკაში გადადიან სამუშაოდ და ბავშვებს საქართველოში ძიძებთან ტოვებენ. …
სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან 392 ლტოლვილი ბავშვისთვის მასწავლებლებს გადაამზადებენ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2 ათასი მასწავლებლის გადამზადებას გეგმავს. ეს პედაგოგები საქართველოში უცხო ქვეყნებიდან ლტოვილ ბავშვებს ქართულ სკოლებში ასწავლიან. როგორც ცენტრში გვეუბნებიან, უკვე შემუშავებულია პედაგოგების გადამზადების ტრენინგმოდული და მისი განხორციელება დაახლოებით ივნისში დაიწყება. როგორც ცენტრში გვეუბნებიან, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას, რამდენი ლტოლვილი ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში. ცენტრი ვერც იმის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რა თანხებია …
როგორ ხატავენ ომს სირიელი ბავშვები
სირიის ამერიკული სამედიცინო საზოგადოება (Sams) სირიელ ბავშვებთან მუშაობს. ისინი უკვე 7 წელია ომში ცხოვრობენ. ჰუმანიტარული ორგანიზაციები Sams-ი და Save The children-ი ომგამოვლილი ბავშვების ნახატებს აგროვებენ. ჰუმანიტარული ორგანიზაციები ბავშვების რეაბილიტაციისას არტთერაპიასაც იყენებენ, რაც უარყოფითი გამოცდილებისგან, ემოციებისგან დაცლას გულისხმობს. „რომ მოვკვდებით, იქნებ მერე მაინც შევძლოთ თამაში“, – ასე ამბობენ ხშირად ომგამოვლილი ბავშვები, როგორც BBC-თან Sams-ის ექიმი, მოჰამედ …
მშობელი: „ბავშვებს ერთმანეთის დასანახად აშიშვლებდნენ“ – გამოძიება ძალადობის მუხლით
„როცა ბაღში მივედი, შვილი ატირებული დამხვდა. მითხრა, გამაშიშვლეს, სხვები მიყურებდნენ და შემრცხვაო… ჩემს შვილს ბაღში წასვლა აღარ უნდა,“ – გვიყვება მშობელი, რომლის ვინაობასაც არ ვასახელებთ. მისი 5 წლის შვილი ბათუმის #14 საჯარო საბავშვო ბაღში დადის. მშობელი საბავშვო ბაღში პარაზიტებზე ანალიზის პროცედურას აღწერს, რაც ყველა საჯარო ბაღში ტარდება. მშობლის თქმით, ის თავად შეესწრო პროცესს, როცა ბავშვებს …
ის 14 წლის გათხოვდა – ქობულეთელი მეცხრეკლასელის გეგმები
ის 14 წლის გათხოვდა. ქორწილი იანვარში ჰქონდა. ახლა მე-15 წელშია და ქობულეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობს. გათხოვების შემდეგ სკოლა გამოიცვალა. ელზა [სახელი პირობითია] სკოლის მიტოვებას მეცხრეკლასის დასრულების შემდეგ აპირებს. ამბობს, რომ უნდა სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს. გოგოს მეუღლე 19 წლისაა. ის ერთ-ერთი საჯარო უწყების დაცვის სამსახურში მუშაობს. გოგო ამბობს, რომ ქორწინების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო. …
Continue reading “ის 14 წლის გათხოვდა – ქობულეთელი მეცხრეკლასელის გეგმები”
„ორი წლის ბავშვს ღამის ორამდე ვერ ვაძინებთ“ – ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში
„ორი წლის ბავშვს ღამის ორამდე ვერ ვაძინებ… ბავშვს უკვე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეტყველება უჭირს. აქამდე არაფერს ვამბობდით, მაგრამ ახლა უკვე დუმილი აღარ შემიძლია,“ – ამას ჰაიდარ აბაშიძის 36-ში მცხოვრები ხატია კონცელიძე ამბობს. იგი იტალიურ ეზოში ცხოვრობს, რომელიც რესტორან „ფიროსმანის“ უკან მდებარეობს. ეზოს მოსახლეობა ხმაურს აპროტესტებს. აქ თითოეული მცხოვრები საუბარს იწყებს იმით, რომ „მშვიდი ძილი ენატრება“. …
Continue reading “„ორი წლის ბავშვს ღამის ორამდე ვერ ვაძინებთ“ – ცხოვრება რესტორნის უკანა ეზოში”
ანა არგანაშვილი: სააგენტოს განცხადება ბავშვთა დაცვის დაბალი სტანდარტის მაჩვენებელია
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელს, ანა არგანაშვილს, „ბათუმელები“ ლენტეხში მშობლების მიერ რვა შვილის სახლში ჩაკეტვის ფაქტთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ესაუბრა. ანა არგანაშვილის თქმით, ეს განცხადება ნათლად აჩვენებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს უმოქმედობის ბევრი ნიშანი, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოწვეულია დაბალი კომპეტენციით და იმ გარემოებით, რომ სააგენტო ბავშვთა დაცვის მიმართულებით ძალიან დაბალი სტანდარტით …
შსს-ს განმარტება სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფ რვა ბავშვთან დაკავშირებით
შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფ რვა ბავშვთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გამოძიება გაარკვევს, არიან თუ არა ბავშვები შინაპატიმრობაში. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „სვანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს არის საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხი. ჩვენ, ის რაც შინაგან საქმეთა სამინისტროზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ. დაუყოვნებლივ გამოძიება ამ ფაქტზე …
Continue reading “შსს-ს განმარტება სავარაუდო შინაპატიმრობაში მყოფ რვა ბავშვთან დაკავშირებით”
დამალული ამბავი სკოლიდან
ნათიქი 14 წლისაა, თუმცა მეხუთე კლასშია. ქართული ენა კარგად არ იცის, რადგან ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ქართულენოვან სკოლაში ორი წელია სწავლობს. ნათიქი გასულ წელსაც მეხუთეკლასელი იყო. მასთან ერთად სწავლობდა ნათიქის უფროსი დაც, რომელიც ახლა 15 წლისაა. მან მეექვსე კლასში გადასვლა შეძლო, ნათიქმა კი – ვერა. აქ მოყვანილი ისტორიები ბათუმის ორ სკოლას უკავშირდება. ნათიქს სკოლაში წასვლა არ …
„მე გადავწყვიტე, ატომური ბომბაც ვიხმაროთ“ – ბავშვები ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში
გუშინ, 6 დეკემბერს, „რუსთავი 2“-ის გადაცემაში – „ნანუკას შოუ“, ტელეწამყვანს მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდა სტუმრად მიწვეული. ერთ-ერთი სტუმარი იყო მე-2 კლასელი გოგონა, რომელიც წამყვანთან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრობდა. დაკარგულ ტერიტორიებზე საუბრის დროს ნანუკა ჟორჟოლიანსა და მე-2 კლასელ გოგონას შორის ასეთი დიალოგი შედგა: ჟურნალისტი: „შენ როგორ გგონია, როგორ დავიბრუნებთ აფხაზეთს?“ გოგონა: „მე ესეთი იდეა მქონდა, ჩვენ მოვიპარავთ, …
Continue reading “„მე გადავწყვიტე, ატომური ბომბაც ვიხმაროთ“ – ბავშვები ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში”
დეპუტატი მოსწავლეებს თავდაცვისთვის საბრძოლო ხელოვნების სწავლას სთავაზობს
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თბილისში მოსწავლეების ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა. დეპუტატი მოსწავლეებს მოძალადეებისგან თავის დასაცავად თავდაცვითი-საბრძოლო სპეციალური ხელოვნების შესწავლას სთავაზობს. ლადო მგალობლიშვილი უმაღლეს საბჭოში განათლების, კულტურის და სპორტის კომისიის თავმჯდომარეა. „იმისთვის, რომ სკოლა გაცილებით უსაფრთხო იყოს და მოსწავლეებს გააჩნდეს ელემენტარული თავდაცვის უნარ-ჩვევები მოძალადეებისგან თავის დასაცავად, მომავალი წლიდან ბათუმის რამდენიმე სკოლაში საპილოტედ …
Continue reading “დეპუტატი მოსწავლეებს თავდაცვისთვის საბრძოლო ხელოვნების სწავლას სთავაზობს”
„ალბათ მომკლავს“ – ქალი ყოფილი ქმრისგან სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე ყვება
ლალი (სახელი შეცვლილია) ათი წელია ცხოვრობდა კაცთან, რომელიც თითქმის ყოველდღიურად ძალადობს, როგორც მასზე, ასევე ბავშვებზე. კაცი სამი დღის წინ, მორიგი ძალადობის შემდეგ, სასამართლოს 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაუთავისუფლებია. მსხვერპლ ქალს სამი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ჰქონდა შემთხვევა, როცა პოლიციელებმა იმის გამო დასცინეს, რომ ქმრისგან დასაცავად მათ გამოუძახა. „სამი დღის წინ ისევ მცემა. შუბლი გამიხეთქა. ათი საათი …
Continue reading “„ალბათ მომკლავს“ – ქალი ყოფილი ქმრისგან სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაზე ყვება”
11 თვის ბონდო ექიმთან ვერ მიჰყავთ
ოქტომბერში ბონდო 1 წლის გახდება. თუ დედას გზის ფული ექნება, ბონდოს თბილისში წაიყვანენ და ოპერაციას გაუკეთებენ, რის შემდეგადაც იგი ჭამას თავისუფლად შეძლებს. ბონდოს იშვიათი, თანდაყოლილი დაავადება აქვს, ე.წ. „მგლის ხახა“ და მას პლასტიკური ოპერაციის გაკეთება ესაჭიროება. მას ჟვანიას კლინიკაში მკურნალობდნენ, სადაც ბონდოს დედას, 32 წლის ნონას უთხრეს, რომ ოპერაციიას მას შემდეგ გაუკეთებდნენ, როცა ბავშვის წონა მინიმუმ …
იუნისეფის კონკურსი შშმ ბავშვთა უფლებებზე მზრუნველი მუნიციპალიტეტის გამოსავლენად
გაეროს ბავშვთა ფონდი, ანტი-სტიგმა მოძრაობა „დაინახე ყველაფერის“ ფარგლებში, აცხადებს კონკურსს მუნიციპალიტეტებს შორის შეზღუდული შესაძლებობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ადვოკატირების საუკეთესო გამოცდილების გამოსავლენად. კონკურსი 25 სექტემბერს დაიწყო და გაგრძელდება 4 კვირის განმავლობაში. კონკურსის მიზანია, გამოვლინდეს საუკეთესო გამოცდილებისა და სოციალური პროგრამების მქონე მუნიციპალიტეტები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქმნიან ხელმისაწვდომ გარემოს (ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, საჯარო ტრანსპორტი, გასართობი …
Continue reading “იუნისეფის კონკურსი შშმ ბავშვთა უფლებებზე მზრუნველი მუნიციპალიტეტის გამოსავლენად”